მთავრობის 11 მაისის დადგენილებით, „თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებები შევიდა.
ბიზნესოპერატორი, რომელიც ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის გულს ამზადებს, ვალდებული იქნება HACCP-ს სისტემა დანერგოს.
გარდა ამისა, ბიზნესოპერატორმა თხილის ექსპორტისას ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუში სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით უნდა აიღოს და ლაბორატორიული კვლევის შედეგები სააგენტოს წარუდგინოს. დადგენილება სექტემბრიდან ამოქმედდება.






