• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველო მზადაა გადაგას შემდგომი ნაბიჯები ნატოში გაწევრიანების გზაზე – მიხეილ ჯანელიძე

8 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
ესტონურ კომპანიებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები პირდაპირი რეისების განხორციელებაზე – მიხეილ ჯანელიძე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს მიეძღვნა.

კონფერენცია ვაშინგტონში ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის პრეზიდენტმა ნენსი ლინბორგმა გახსნეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობდა პანელში გეოპოლიტიკა და უსაფრთხოება: აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა მოქმედებაში.

საქართველოს ვიცე-პრემიერთან ერთად აღნიშნულ სესიაზე მონაწილეობდნენ ფიონა ჰილი, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპისა და რუსეთის საკითხების დირექტორი, ჯეიმს კარაფანო – ჰერითიჯ ფაუნდეიშენის ვიცე-პრეზიდენტი, რობერტ კარემი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწე საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ლუკ კოფი – ჰერითიჯ ფაუნდეიშენის წარმომადგენელი.

საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის, როგორც ევროპაში ერთ-ერთი პირველი დემოკრატიული სახელმწიფოს შესახებ, ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 1991 წელს, დამოუკიდებლობების გამოცხადების შემდგომ საქართველოს განვითარებასა და დღევანდელ მსოფლიოში საქართველოს როლზე.

მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა აშშ-ის განსაკუთრებულ ძალისხმევას, რომელიც მან გასწია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. „ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ იმისათვის, რომ აქამდე მოვსულიყავით, ამაყები ვართ, რომ საქართველო არის აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი და მთავარი მოკავშირე რეგიონში“ – აღნიშნა ჯანელიძემ.

მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, რომელიც დიდ ყურადღებას იქცევს დასავლეთის მხრიდან 90-იან წლებიდან მოყოლებული დღემდე, რადგან საქართველო წარმოადგენს ერთგვარ კარიბჭეს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპა-აზიას შორის სატრანზიტო და ენერგეტიკული მარშრუტების განვითარებაში და ასევე ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში. „ჩვენ დახმარების მიმღები ქვეყნიდან ვიქეცით კონტრიბუციის განმახორციელებელ ქვეყანად, როგორც ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე უკვე იმ შესაძლებლობებით, რასაც საქართველომ მიაღწია ეკონომიკური განვითარებით, იმ შესაძლებლობებით, რასაც ვუხსნით ევროპულ ბიზნესს და ევროპულ კომპანიებს, იმ მნიშვნელოვანი როლით, რასაც ვასრულებთ ევრო-ატლანტიკური სივრცის ენერგო უსაფრთხოებაში და ენერგო წყაროების დივერსიფიცირებაში“-განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით საქართველოს, რომელიც კონფლიქტების მხრივ რთულ რეგიონში იმყოფება მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონის და გლობალურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში „ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს მონაწილეობა ცხადყოფს, საქართველოს ძალისხმევაზე საერთაშორისო და ტრანს-ატლანტიკური უსაფრთხოების პროცესში“- აღნიშნა მან.

მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და ამ მხრივ ხაზი გაუსვა აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მისი თქმით, დღეს საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ში გაწევრიანებისთვის და ამ პროცესში აშშ-ის როლი გადამწყვეტია. „სულ რამდენიმე დღის წინ მდივანი პომპეოს და საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებებით ძალიან წახალისებულნი ვართ. საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ჩვენ გაგვაჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელსაც ჩვენ მივყავართ წევრობისკენ. ჩვენ გაგვაჩნია უფრო მეტი ინსტრუმენტი ვიდრე ნატო-ს წევრობის კანდიდატ ქვეყნებს და გვჯერა, რომ ჩვენ საკმაოდ კარგად ვართ მომზადებულნი, რომ გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები გაწევრიანების გზაზე. დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების კიდევ ერთი ხელშემწყობი იქნება და ჩვენ კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოვუტანთ ევრო-ატლანტიკური საზოგადოების ინტერესს“-აღნიშნა ჯანელიძემ.

მისი განცხადებით დღეს ცალკეული რეჟიმები ცდილობენ ევრო-ატლანტიკური სივრცის დისკრედიტაციას და მისი უსაფრთხოების გამოწვევას, რაც საჭიროს ხდის ერთიან ძალისხმევას ევრო-ატლანტიკურ საზოგადოებაში მშვიდობის და შემდგომი განვითარების უზრუნველსაყოფად – „ვფიქრობ, რომ სწორედ ამ პერიოდში გადამწყვეტია ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის წინსვლა. საქართველო არის მოწინავეთა შორის და ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება დაინტერესებულ ძალებს ჩამოაშოროს საქართველო ამ ოჯახს. ახლა დროა გადავდგათ ახალი ნაბიჯები როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატებში“ – განაცხადა ჯანელიძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე სათანადოდ იქნება ასახული საქართველოს პროგრესი და მიღწევები ალიანსში ინტეგრაციის გზაზე, „როცა ვსაუბრობთ მონტენეგროსა და მაკედონიაზე, მე რა თქმა უნდა ყველას წარმატებას ვუსურვებ ნატოში ინტეგრაციის პროცესში, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე მიმაჩნია, რომ აქ საუბარია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე და ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მოძიებული“-განაცხადა ჯანელიძემ.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რომელიც რუსეთის მხრიდან ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას უკავშირდება. მან კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე და ასევე საქართველოს ძალისხმევაზე, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე  მიმართავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ამ მხრივ მან ხაზი გაუსვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას, რაც მხარდამჭერ პოლიტიკურ განცხადებებში,  კონგრესის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და სამშვიდობო პროცესში აშშ-ის უშუალო ჩართულობაში გამოიხატება.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიზნებიც სწორედ ემსახურება და მიმართულია იმისკენ, რომ უზრუნველვყოთ მშვიდობიანი გზებით საქართველოს გაერთიანება.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას – კომერციული ბანკები აფასებენ

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაიზარდა

11 years ago
ჯანმრთელობისთვის საშიში სუნელის დამზადების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მიეცა

ჯანმრთელობისთვის საშიში სუნელის დამზადების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მიეცა

8 years ago
ამხელა ქალმა თანაც პედაგოგ დირექტორმა აზრი არ უნდა მიატანო რას წერ? – შოთო სიხარულიძე ფერიდე შაინიძეს

ამხელა ქალმა თანაც პედაგოგ დირექტორმა აზრი არ უნდა მიატანო რას წერ? – შოთო სიხარულიძე ფერიდე შაინიძეს

2 years ago
დღეიდან  დიდი მარხვა იწყება

დღეიდან დიდი მარხვა იწყება

7 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by