საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას შეხვდა, რომელიც საქართველოში დამოუკიდებლობის დღისეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
“საქართველო აფასებს პოლონეთის განსაკუთრებულ და მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული დაევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ”, – აღნიშნა შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებში პოლონეთის ძლიერი ხმა და მხარდაჭერა გადამწყვეტ როლს ასრულებსსაქართველოსათვის და პრეზიდენტ დუდას ვიზიტი, საქართველოსათვის ამ ისტორიული მნიშვნელობის მომენტში, ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებულიურთიერთობების და სოლიდარობის კიდევ ერთი დემონსტრირებაა.
მხარეებმა რუსული აგრესიის, რეგიონის უსაფრთხოებისა და ნატო-ს მოახლოებული სამიტის სამზადისის შესახებაც იმსჯელეს და საქართველოს პარტნიორქვეყნებთან კოორდინირებული მოქმედების საკითხები განიხილეს.
პოლონეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს საქართველოს ეროვნულ დღესასწაულზე დაპატიჟებისათვის და აღნიშნა, რომ პოლონეთისაქართველოს მტკიცე მხარდამჭერია: – “ყოველთვის საქართველოს გვერდით ვდგავართ!” – განაცხადა ანდჟეი დუდამ.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსა და პოლონეთს ისტორიული მეგობრობა აკავშირებით, ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს, აგვისტოსომის დროს, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის როლს აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მობილიზებაში .
მხარეებმა სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და სექტორული თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 27% -ით გაიზარდა, ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალიჯერ კიდევ არ არის შესწავლილი.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ ჩვენს ხალხებს შორის ხანგრძლივი, თბილი და მეგობრული კავშირები გვაძლევს მყარი საფუძველს ტურიზმის სფეროში ურთიერთობებისგანვითარებისთვის.













