• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“საქართველოს პარლამენტი და მთავრობა მდგრადი განვითარების პრინციპების ერთგული დარჩება”

8 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“პასუხისმგებლობის მქონე ყველა საარჩევნო სუბიექტი შეურთდება ჩვენ მიერ შემოთავაზებულ მემორანდუმს“
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გაერო-ს მდგრადი განვითარების დღის წესრიგი დღევანდელი ქართული საზოგადოებისთვის ძალიან ახლობელია და პრაქტიკულად, არ განსხვავდება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური დისკურსისაგან,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონფერენციაზე – „2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი-იმპლემენტაცია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სიმბოლურია, რომ ორი დღის წინ საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავი აღნიშნა. მისი თქმით, მაშინდელ საერთაშორისო გარემოში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, სახელმწიფოებრივ, ინსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებში, პროგრესული, მოწინავე და დემოკრატიული პრინციპების განსახიერებას წარმოადგენდა.

„ქართველ ხალხს დღემდე ეამაყება, რომ პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლები ცივილიზებული მსოფლიოს მოწინავე იდეალებსა და სახელმწიფოებრივ პრაქტიკას იზიარებდნენ. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველო მაქსიმალურად ჩაერთოს დღევანდელი მსოფლიო გამოწვევების გადაჭრაში, რომ ჩვენმა შთამომავლებმაც იამაყონ ჩვენი აზროვნებითა და მისწრაფებებით“,- განაცხადა აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ბოლო წლებში ქვეყანამ სახელმწიფოებრივი განვითარების ძირითადი პრობლემების გადაჭრა, მათ შორის, ინსტიტუტების გაძლიერება და კორუფციის დაძლევა, შეძლო, თუმცა, მისივე თქმით, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ჩვენს წინაშეა თანამედროვე გამოწვევები, რომლებთან გამკლავება მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირით და თანამშრომლობით შეიძლება.

„გაერო-ს მდგრადი განვითარების დღის წესრიგი დღევანდელი ქართული საზოგადოებისთვის ძალიან ახლობელია და პრაქტიკულად, არ განსხვავდება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური დისკურსისაგან – ჯანდაცვის გაუმჯობესება, სიღარიბის დაძლევა, გენდერული თანასწორობა, დასაქმება და ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ინოვაციები, დეცენტრალიზაციის საშუალებით რეგიონების მდგრადი განვითარება, მშვიდობისა და სამართლიანობის აღდგენა ქვეყანასა და რეგიონში და საერთაშორისო თანამშრომლობა – ხელისუფლებისა და ხალხისათვის ყველაზე განხილვადი და საყურადღებო საკითხებია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „2012 წელს, მთავრობაში მოსვლისთანავე, „ქართულმა ოცნებამ“ გეზი აიღო ბევრი იმ პრობლემის დაძლევისკენ, რომლებიც მოგვიანებით 2015 წლის სექტემბრის სამიტზე, გაერო-ს „მდგრადი განვითარების დღის წესრიგის“ 17 ამოცანის სახით იქნა დამტკიცებული“.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე ძირითად დასკვნაზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც, მისი თქმით, ბოლო 6 წლის განმავლობაში ხელისუფლების გამოცდილებას ასახავს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებამ შეძლო, თავი დაეღწია მოკლევადიანი აზროვნების წრისთვის და მომავლის შენებაში რეალური ინვესტიციები ჩაედო.

„უპირველეს ყოვლისა, მდგრადი განვითარების ამოცანების გადასაწყვეტად აუცილებელია ხელისუფლების პოლიტიკური ნება. ეს ამოცანები დაკავშირებულია დანახარჯებთან, რომლებიც ყოველი მთავრობისათვის ძნელი გასაწევია, რადგან შედეგის მიღებას გრძელვადიან პერსპექტივაში ითვალისწინებს. ჩვენ შევძელით, დაგვეღწია თავი მოკლევადიანი აზროვნების მოჯადოებული წრისათვის და რეალური ინვესტიციები ჩაგვედო მომავლის საქართველოს შენებაში – მოსახლეობის ჯანდაცვაში, განათლებაში, ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და მშვიდობიანი გარემოს შექმნაში“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, ურთულეს რეგიონსა და გამოწვევებით აღსავსე ისტორიულ პერიოდში განვითარების მიუხედავად, საქართველოს არასდროს გამოუყენებია ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები საბაბად, რომ განვითარების პრიორიტეტებიდან გადაეხვია.

„ჩვენი ხელისუფლება რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ინტერესების თანმიმდევრული დამცველია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ორი რეგიონი ოკუპირებულია და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია, სხვადასხვა ფორმით, კვლავ მიმდინარეობს“,- მიმართა დამსწრეებს ირაკლი კობახიძემ.

მისი შეფასებით, მდგრადი განვითარებისთვის კრიტიკულია ხელისუფლების დემოკრატიული სიჯანსაღის შენარჩუნება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიღებულ იქნა კონსტიტუცია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელისუფლების შტოებს შორის თანასწორობას და დემოკრატიული მონაპოვრების ხელშეუხებლობას უზრუნველყოფს.

„მდგრადი განვითარებისათვის კრიტიკულია ხელისუფლების დემოკრატიული სიჯანსაღის შენარჩუნება. ჩვენ არა მარტო შევძელით კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვა, არამედ მივიღეთ კონსტიტუცია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანაში ხელისუფლების შტოებს შორის თანასწორობასა და დემოკრატიული მონაპოვრების ხელშეუხებლობას უზრუნველყოფს. დემოკრატიული გარემო უმნიშვნელოვანესია მმართველობის გაუმჯობესებისა და რეფორმების გატარებისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი არის პარლამენტი.

„სწორედ პარლამენტი, როგორც ხალხის ნების გამომხატველი ორგანო, განსაზღვრავს ქვეყნის სტრატეგიული განვითარების ძირითად მიმართულებებს.

ნება მომეცით დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს პარლამენტი და მთავრობა მდგრადი განვითარების პრინციპების ერთგული დარჩება“,- განაცხადა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალურმა მდივანმა, მარტინ ჩუნგონგმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნილს სკოტმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა, დანიელ ჰაასმა მიმართეს.

კონფერენციის მონაწილეები გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის იმპლემენტაციაზე, ამ პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მიღებულ გამოცდილებაზე იმსჯელებენ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

დავით უსუფაშვილი: “ურთულესი ვითარებაა მთლიანად რეგიონში და ეს ყველასგან მოითხოვს ყურადღებას”

12 years ago
არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ აშშ-საქართველოს პარტნიორობას – დეგნანი

არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ აშშ-საქართველოს პარტნიორობას – დეგნანი

3 years ago
“17 დეკემბერს მონაწილეობას მივიღებთ  მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე” – კატო ფიფია

“17 დეკემბერს მონაწილეობას მივიღებთ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე” – კატო ფიფია

6 years ago
გირგვლიანის საქმეზე ვანო მერაბიშვილს 3 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

გირგვლიანის საქმეზე ვანო მერაბიშვილს 3 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

12 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by