• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, October 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მთავარი პროკურორი გადადგა

8 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
მთავარი პროკურორი გადადგა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მთავარი პროკურირი ირაკლი შოთაძე გადადგა. ამის შესახებ სპეციალური განცხადება მთავრი პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ეს გადაწყვეტილება ირაკლი შოთაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც სასამართლოს განაჩენის თანახმად,  გასული წლის 1 დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ორი ბრალდებულიდან დავით სარალიძის მკვლელობა არცერთს არ დაუდასტურდა.

მთავარი პროკურორის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„პირველ რიგში საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება იყო სასამართლოს მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება; სამართლებრივი პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. ამისთვის ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ – საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს.

ჩემთვის, როგორც საქართველოს მთავარი პროკურორისთვის, უმნიშვნელოვანესია თითოეული მოქალაქის ნდობა ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით კი მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი რგოლის – პროკურატურის მიმართ. ამ სისტემაში მუშაობის ყოველ მომენტში, მთელი ჩემი შრომა მიმართული იყო კანონის უზენაესობის დამკვიდრებისკენ და მინდა ვირწმუნო, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ დავამკვიდროთ კანონის უზენაესობა ჩვენს ქვეყანაში.

ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამართლიანი მართლმსაჯულება მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე არასრულწლოვნების მკვლელობას ეხება.

დღეს, პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ჩემი აზრით, უზრუნველყოფდა საქმეზე სამართლიანი განაჩენის დადგომას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად არ გაიზიარა ეს მტკიცებულებები და ამ ძალიან მძიმე საქმეზე სამართლიანი შედეგი ამ ეტაპზე ვერ დადგა. თუმცა, ეს პროცესი გაგრძელდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და ვფიქრობ, ყველა დამნაშავე სათანადოდ აგებს პასუხს კანონის წინაშე.

ერთია სამართლებრივი მხარე, მაგრამ მეორეა ადამიანური დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ.

მინდა პირადად მივმართო ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს: მე ვიყავი და ვარ თქვენს გვერდით.  როგორც ქვეყნის მთავარ პროკურორს და როგორც მამას, არც თანამდებობა მიღირს თქვენი შვილის სიცოცხლედ და არც არაფერი სხვა. მინდა, იცოდეთ, რომ ყველაფერი გავაკეთე, რათა დამნაშავეებს პასუხი ეგოთ. მჯერა, ამ ნაბიჯით მაინც დარწმუნდებით, რომ  ბევრი უსაფუძვლო, ბინძური ბრალდება, რაც ჩემს მიმართ ისმოდა, მიზნად ისახავდა ჩემს მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას იმის გამო, რომ ჩემი ხელმძღვანელობით საქართველოს პროკურატურამ ბევრ ყოფილ თანამდებობის პირს, რომელთაც ჩვენს ქვეყანაში დაამკვიდრეს სისტემური უსამართლობა, პასუხი ვაგებინეთ კანონის წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება და ბოლომდე მივა.

რადგან მინდა გჯეროდეთ იმისა, რასაც ვამბობ, დღეს ვტოვებ ჩემს თანამდებობას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად აღსრულდება.

აქვე მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, ვისაც სურს გაუბედურებულ მშობლებს გვერდით დაუდგეს, ყველაფერი გააკეთოს გამოძიების დასახმარებლად და ითანამშრომლოს მასთან.

ბოლოს, მსურს მადლობა გადავუხადო პროკურატურის ყველა თანამშრომელს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში გვერდში მედგნენ და რომლებიც, საკუთარი უსაფრთხოების ფასად, ყოველდღიურ რეჟიმში მუხლჩაუხრელად შრომობენ მართლმსაჯულების აღსასრულებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უწყება გააგრძელებს განვითარებას და უდიდეს როლს შეასრულებს განვითარებული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე.”- ნათქვამია ირაკლი შოთაძის განცხადებაში.

დღეს  ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს. სასამართლო გადაწყვეტილებაზე განცხადებები გააკეთეს დაზარალებულების და ბრალდებულების ადვოკატებმაც.

დღის პირველ ნახევარში, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა.

მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა სპეციალურისაგამოძიებო კომისია შექმნა.

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარ პროკურორად 2015 წლის 19 ნოემბრიდან მუშაობდა. 2013 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი იყო, 2013-2015 წლებში კი – საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ნიკოლოზ რაჭველმა სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

13 years ago
თბილისიდან მოსკოვში გაფრენილმა ტურისტმა ჩემოდნიდან 9000 დოლარი დაკარგა – რას წერს რუსული მედია?

თბილისიდან მოსკოვში გაფრენილმა ტურისტმა ჩემოდნიდან 9000 დოლარი დაკარგა – რას წერს რუსული მედია?

2 years ago
გამყრელიძე: ვემხრობი, რომ სავალდებულო იყოს ექიმებისა და პედაგოგების აცრა

გამყრელიძე: ვემხრობი, რომ სავალდებულო იყოს ექიმებისა და პედაგოგების აცრა

5 years ago
გიორგი მარგველაშვილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების ამსახველი ფოტომასალის გავრცელებას ეხმიანება

გიორგი მარგველაშვილი მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე პრემიერის თანხმობის აუცილებლობას არ ეთანხმება

13 years ago

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026
  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by