• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

BBC: საგანგებო მდგომარეობა გვატემალაში – რატომ გართულდა მოსახლეობის ევაკუაცია?

8 years ago
კატეგორია: მსოფლიო
A A
BBC: საგანგებო მდგომარეობა გვატემალაში – რატომ გართულდა მოსახლეობის ევაკუაცია?
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

უცხოური თუ ადგილობრივი მედია საშუალებების ყურადღება გვატემალაში მიმდინარე მოვლენებისკენ არის მიპყრობილი. ვულკანის ამოფრქვევამ რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მთავრობაში ამბობენ, რომ ვულკანის გააქტიურებას ელოდნენ, თუმცა ის ნაადრევად ამოიფრქვა, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია ვერ შეძლეს. ვულკანის ამოფრქვევის დროს ლავის საშუალო სიჩქარე  700 კმ/სთ-ს უდრის.

ვულკანის შესახებ

ფუეგო გვატემალის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. ადგილობრივების თქმით, ვულკანს მუდმივად ღვიძავს, ის ყოველ 15-20 წთ-ში ერთხელ მცირე მტვერსა და გაზს აფრქვევს. ვულკანი წლების განმავლობაში თანდათან იღვიძებდა, გაღვიძების პირველი ფასა 2012 წლის 19 მაისს დაიწყო,როცა 1974 წლის შემდეგ ვულკანიდან ლავა ამოიფრქვა. მცირე რაოდენობის ლავის ფრქვევავ 2016 წლის იანვარში შეწყდა.

დაზიანებული ტერიტორიები

გვატემალას რესპუბლიკა ცენტრალურ ამერიკაში მდებარეობს. ქვეყნის მოსახლეობა 16 მილიონი ადამიანია. გვატემალა მთიანი ქვეყანაა, მისი ტერიტორიის ნახევარზე მეტი მდებარეობს 1000 – 3000 მეტრის სიმაღლის ზონაში. წყნარი ოკეანის სანაპიროზე გაჭიმულია ვულკანების 30-მდე მთათა ჯგუფი. ამ მხარეში მდეობარეობს ცენტრალურ ამერიკაში ყველაზე დიდი მოქმედი ვულკანი ტახუმურკო  (4217 მ),  ტაკანა (4117 მ), ფუეგო – (3918 მ),  აგუა, სანტა – მარია და სხვა.

ვულკანი ფუეგოს ლავამ, რომელიც 3 ივნისს ამოიფრქვა მიმართულება რამდენჯერმე შეიცვალა, რამაც გაართულა ევაკუაციის პროცესი. ლავამ გაანადგურა ელ როდეო და ელ რეუნიონი, სოფელი ლა ლიბერდადი, გარდაცვლილები არიან სოფელ სან მიგუელ ლოს ლოტეში.

საგანგებო მდგომარეობა

გვატემალაში ამოფრქვეული ვულკანის შესახებ ინფორმაცია პირველად ABC News-მა გაავრცელა. ვულკანი ფუეგო 3 ივნისს, ღამის საათებში ამოიფრქვა. შედეგად ლავამ დასახლებულ პუნქტებამდე მიაღწია და რამდენიმე ასეული სახლი გაანადგურა. მოსახლეობის ნაწილმა სახლებიდან გამოსვლა ვერ მოასწრო.

ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, ვულკანის ამოფრქვევის პარალელურად დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ, რომელიც 16 საათზე მეტხანს გაგრძელდა, წყალსაცავები დააბინძურა.  სტიქიის ზონაში მაშველების გარდა მუშაობენ პოლიციელები, სამხედროები და „წითელი ჯვრის კომიტეტის“ წარმომადგენლები.

ადგილობივი სეისმოლოგიური სამსახურის განცხადებით, ვულკანმა 20 კმ-ს რადიუსში მდებარე ტერიტორიები დააზიანა. ექსპერტების შეფასებით, ეს ყველაზე მძლავრი ამოფრქვევაა 1974 წლის შემდეგ. ამ დროისთვის დაკეტილია დედაქალაქის აეროპორტი.

გვატემალას მედია მაშველებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ დაღუპულთა რაოდენობა სავარაუდოდ, გაცილებით მეტი იქნებოდა, ვინაიდან სამაშველო სამსახურები, პოლიცია და არმიის ქვედანაყოფები ფერფლით გამოწვეული ცუდი ხილვადობის გამო, ჯერჯერობით ვერ ახერხებდნენ რამდენიმე რაიონთან მიახლოებას.

ვულკანიდან გადმოსულმა ლავამ დაფარა ქალაქი ელ-როდეო, სადაც 14 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. გვატემალის ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 3 ათასამდე ადამიანი. თუმცა საფრთხისშემცველი, ვულკანთან ახლოს მცხოვრები მოქალაქეების რიცხვი 1,7 მილიონს აღწევს. მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, გაერიდონ მდინარეების ახლომახლო ადგილებს, რადგან სწორედ მდინარის კალაპოტებში მოედინება ცეცხლოვანი ლავა. ლავის ტემპერატურა 200-დან 700 ცელსიუსამდე მერყეობს.

პრეზიდენტმა ჯიმი მორალესმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მთავრობა მოსახლეობას ფერფლისგან დამცავი ნიღბების ტარებას ურჩევს. სამაშველო სამუშაოებში  ჩართულია გვატემალას არმია. სამხედროები ეხმარებიან მაშველებს და აწყობენ დროებით თავშესაფრებს. იწმინდება ვულკანური ფერფლით დაფარული გვატემალას მთავარი აეროპორტი.

გვატემალას ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი კი მოსახლეობას სტიქიის ზონიდან თავის არიდებისკენ მოუწოდებს, რადგან ფუეგოს ვულკანის გააქტიურების შანსი კვლავ არსებობს. BBC-ის ცნობით, სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ასობით მოხალისე მუშაობს.

ნათია კეკენაძე

fb-share-icon
Tweet
Share2Tweet1

ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024
ციცინათელა – მალე ეს მწერი საერთოდ გადაშენდება
ახალი ამბები

ციცინათელა – მალე ეს მწერი საერთოდ გადაშენდება

11/28/2023
ჟულიენ სმიტი: ,,გაუნათლებელს იოლად ჩაითრევ ყველაზე უნიჭოდ გათვლილ მაქინაციაშიც”
ახალი ამბები

ჟულიენ სმიტი: ,,გაუნათლებელს იოლად ჩაითრევ ყველაზე უნიჭოდ გათვლილ მაქინაციაშიც”

09/22/2023
ბავშვები სმარტფონებისა და ვიდეო თამაშების გარეშე – როგორ ზრდიან შვეიცარიელი მშობლები ბავშვებს?
მსოფლიო

ბავშვები სმარტფონებისა და ვიდეო თამაშების გარეშე – როგორ ზრდიან შვეიცარიელი მშობლები ბავშვებს?

09/10/2023
პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – მაკრონი
ახალი ამბები

პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – მაკრონი

09/07/2023

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In