• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, December 4, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

2017 წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ყველაზე მსხვილი მხარჯავი სახელმწიფო დაწესებულება იყო

7 years ago
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
A A
2017 წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ყველაზე მსხვილი მხარჯავი სახელმწიფო დაწესებულება იყო
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ მოისმინეს. ინფორმაცია კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო. მომხსენებელმა დეპუტატებს გასული წლის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პარამეტრები და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო და ბიუჯეტის შემოსულობების და ხარჯვითი ნაწილის შესრულების მაჩვენებლები წარმოადგინა. მინისტრის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის და ინფლაციის მაჩვენებლების, ასევე საგარეო ვაჭრობიდან, ტურიზმიდან, ფულადი გზავნილებიდან და უცხოური კაპიტალიდან ბიუჯეტში შემოსულ თანხებზე ინფორმაციის წარდგენასთან ერთად ცალკეული მხარჯავი დაწესებულებების მიერ ბიუჯეტის ათვისების მონაცემებიც წარმოადგინა. გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 3.5 მლრდ ლარიანი დაფინანსებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ყველაზე მსხვილი მხარჯავი სახელმწიფო დაწესებულებაა, რომლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი 100.8%-ს შეადგენს.

ბიუჯეტის შესრულების თაობაზე ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა. უმცირესობის წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინტერესდა, თუ რამდენად სწორადაა განსაზღვრული პრიორიტეტები ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში და თუ რატომ ხდება წლის განმავლობაში პროგრამებს შორის თანხების გადანაცვლება. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის შეკითხვა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის და ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის პროგრამების დაფინანსებას შეეხებოდა. მანვე სამინისტროს წარმომადგენელს ქიმიოთერაპიის და სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების გადახედვის და მათი გაზრდის თხოვნით მიმართა.

მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ  დეპუტატების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.

სხდომაზე ჯანდაცვის სისტემის საქმიანობის სამომავლო გეგმებზე და უწყების პრიორიტეტებზე მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დონდუამ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, სამინისტროს მიზანია ჯანმრთელობის დაცვასა და სამედიცინო დაწესებულებებზე მოსახლეობის მეტი ხელმისაწვდომობა და მათი მხრიდან თანადაფინანსების შემცირება. მისივე განცხადებით, ყოველივე ამისთვის, სამინისტრო სპეციალურ პროგრამებს ამუშავებს და შესაბამის მექანიზმებს ქმნის. „ერთ-ერთ მთავარ პრობლემას მედიკამენტების ფასების არასტაბილურობა წარმოადგენს და ამასთან დაკავშირებით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს. დღეისათვის სოციალურად დაუცველი მოსახლეობა 27 დასახელების მედიკამენტს უფასოდ იღებს და ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროგრამის განვითარებაზე ზრუნვას“, – აღნიშნა მიხეილ დონდუამ.

კომიტეტის სხდომაზე განხილული საკითხები, კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ შეაჯამა და მინისტრის მოადგილეებს ორი მთავარი თემით მიმართა. „კარგი იქნება თუ 2019 წლის ბიუჯეტი პროგრამების მიმართ, მაქსიმალურად რეალისტურად დაიგეგმება, რადგან არ შეიძლება ყოველს წელს ერთი და იგივე პროგრამა 80%, ხოლო სხვა პროგრამები 110%-ით სრულდებოდეს. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული პროგრამების შედეგები და მათი ინდიკატორების განსაზღვრა. პროგრამების შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც მათი მიმდინარეობის პროცესის, ასევე მოსალოდნელი შედეგების ინდიკატორები“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

საკითხის განხილვის შემდეგ, კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა „2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშს“.

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?
კატეგორიის გარეშე

“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?

05/15/2025
“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე
კატეგორიის გარეშე

“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე

01/20/2025
„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა
კატეგორიის გარეშე

„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა

12/11/2024
“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა
კატეგორიის გარეშე

“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა

12/03/2024
„დატოვეს ოჯახები, შვილები, მშობლები.. მობილიზაციაა სრული“ –  ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი
კატეგორიის გარეშე

„დატოვეს ოჯახები, შვილები, მშობლები.. მობილიზაციაა სრული“ – ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი

10/08/2023
ქარელში, ბავშვებმა, სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის საზამთრო, ნესვი და სხვადასხვა დასახელების გამზადებული ხილი გაყიდეს
კატეგორიის გარეშე

ქარელში, ბავშვებმა, სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის საზამთრო, ნესვი და სხვადასხვა დასახელების გამზადებული ხილი გაყიდეს

09/03/2023

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025
  • მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა 12/02/2025
  • ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In