საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებებია. განათლების სამინისტროს კიდევ ორი უწყება -კულტურის და სპორტის სამინისტრო შეუერთდა. საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის, განცხადებით – საქართველოს განათლების, მეცნიერიების, კულტურისა და სპორტის მინისტრად – მიხეილ ბატიაშვილი დაინიშნა
ბატიაშვილი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. მანამდე, იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი იყო.
მიხეილ ბატიაშვილი “სილიკონ ველი თბილისის” პროექტის ხელმძღვანელიც გახლდათ (პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი).
2012 წელს მიხეილ ბატიაშვილი გახდა ჰარვარდის ბიზნეს სკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის წევრი.
იყო მსოფლიო ბანკის ეკონომიკური რეფორმის ცენტრის ვიცე დირექტორი. ასევე ის გახლავთ საკონსულტაციო კომპანიის “IPN Consulting”- ის თანადამფუძნებელი.
მიხეილ ბატიაშვილს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
როგორც მამუკა ბახტაძემ მისი წარდგენისას განაცხადა, ბატიაშვილი პროფესიულ წრეებში ძალიან ცნობილი ფიგურაა.
ნინო ზარიძე