• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, May 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში რიგი ცვლილებები შედის

8 years ago
in ეკონომიკა
A A
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში რიგი ცვლილებები შედის
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება განიხილეს, რომლითაც შესაძლებელი გახდება თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილება ინგლისურ ენაზე განთავსებაც სასაზღვრო კონტროლის ზონაში არსებულ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციის და განლაგებისას.

„კანონპროექტით შესაბამისი მუხლი ყალიბდება იმგვარად, რომ შეზღუდვა იხსნება უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.

თუმცა მისივე თქმით, ამისთვის დგინდება გარკვეული პირობები. კერძოდ, აღნიშნული დაწესებულებების ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევა დასაშვებია ხელმძღვანელის მიერ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას და ასეთი ადგილების რაოდენობა დაწესებულების ტერიტორიაზე არ უნდა აღემატებოდეს 3-ს, ხოლო თითოეული ადგილის ფართობი არ უნდა იყოს 20 კვადრატულ მეტრზე მეტი.

საგამონაკლისო წესში მოექცევა სათამაშო აპარატების სალონი, რომლის მოწყობის ნებართვისათვის დადგენილია სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, თამბაქოს მოწევა დასაშვები გახდება პროფესიული თეატრის მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობებში მხოლოდ მსახიობის ან/და შემსრულებლის მიერ სპექტაკლის ან/და თეატრალური წარმოდგენის მიმდინარეობის დროს, რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით. ამასთანავე, სპექტაკლის ან თეატრალური წარმოდგენის დაწყების წინ მაყურებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის მავნე ზემოქმედების შესახებ.

დეპუტატების მხრიდან აზრთა სხვადასხვაობა გამოიხატა სათამაშო აპარატების სალონში სიგარეტის მოწევასთან მიმართებაში არსებული ცვლილების მიმართ. „ამ საკითხზე გავაგრძელოთ მსჯელობა, რა არგუმენტები არის ამის საპირწონედ, რომ ეს წესი დავადგინოთ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომიტეტმა განიხილა კანონპროქტი: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში „ცვლილების შეტანის შესახებ“. ერთ-ერთი ინიციატორის, გოგა გულორდავასგანმარტებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გააჩნია ელექტრონულ მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ყველა მონაცემს, ფოტოსურათის ჩათვლით. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,

„თუ სამართლებრივი ურთიერთობა მოითხოვს საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის იდენტიფიცირებასა და პირადობის დადასტურებას, ამ ურთიერთობის მონაწილე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან კანონით დადგენილი წესით მოპოვებული შესაბამისი პირის პირადობის მოწმობის მონაცემები, უფლებამოსილია გამოიყენოს ეს მონაცემები პირის იდენტიფიცირებისათვის, როგორც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. „აღნიშნული ნორმატიული განაწესი იძლევა საშუალებას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, მოწმეებისა და პოლიციის გარეშე, სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან სანდო მონაცემის მოპოვებით განხორციელდეს სამართალდამრღვევი პირის ზუსტი იდენტიფიცირება, რაც თავის მხრივ განაპირობებს საქმის ადგილზე განხილვასა და გადაწყვეტას. გასათვალისწინებელია, რომ პრაქტიკაში საჯარიმო ქვითარი ძირითადად ივსება ელექტრონული სახით. ელექტრონულ მონაცემთა ბაზაზე წვდომა იძლევა ელექტრონულ ქვითარში პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების ავტომატურ რეჟიმში ასახვის შესაძლებლობას, რაც შეამცირებს არასწორი ან არასრული მონაცემების გამო მათი გაუქმების სტატისტიკას“, – განაცხადა გოგა გულორდავამ.

შესაბამისად, კანონპროექტის მიხედვით, საჯარიმო ქვითრის შედგენისას, უფლებამოსილ პირებს მიენიჭებათ სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან სამართალდამრღვევი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების უფლებამოსილება, რათა მათ სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით შეძლონ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება – ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და სახდელის შეფარდება.

„მინიმუმამდე შემცირდება არასათანადო პირის დაჯარიმების შესაძლებლობა და არასრულად ან არასწორად შევსებული მონაცემების გამო საჯარიმო ქვითრების გაუქმების ალბათობა“, – განაცხადა მომხსენებელმა.

კომიტეტის აპარატის უფროსის, კობა გრიალაშვილის განმარტებით, კომიტეტს აქვს შემოთავაზება, შესაბამისმა ორგანოებმა უზრუნველყონ, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავება არ მოხდეს უსაფრთხოების დარღვევით.

განხილულ კანონპროექტებს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.

ShareTweet

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

გახდება თუ არა ლევან ვასაძე “მეცხრე არხის” ახალი მფლობელი?

13 years ago
„ვცდილობთ, პატრიოტული ხაზით ვიმუშაოთ“ – ჩანთები, რომლებიც ქართულ თემატიკაზეა შექმილი

„ვცდილობთ, პატრიოტული ხაზით ვიმუშაოთ“ – ჩანთები, რომლებიც ქართულ თემატიკაზეა შექმილი

3 years ago

იუსტიციის სასწავლო ცენტრში შრომის სამართლის საკითხებზე ტრენინგი მიმდინარეობს

13 years ago
როგორ გამოიყურებოდნენ მსოფლიო ვარსკვლავები წლების წინ

როგორ გამოიყურებოდნენ მსოფლიო ვარსკვლავები წლების წინ

5 years ago

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ნუკრი ქოქუაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭის ცხედარი პოლიციამ იპოვა. ნუკრი ქოქუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და...

Read moreDetails
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა 05/13/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 05/13/2026
  • სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა 05/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by