• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და EFSE DF-მა მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ფინანსური განათლების პროგრამა შეიმუშავეს

8 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით, 6.0 პროცენტამდე ზრდის
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“ფინანსური განათლების წლის” ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა “ევროპული ფონდის სამხრეთ – აღმოსავლეთ ევროპისათვის” განვითარების პროგრამასთან (EFSE DF) თანამშრომლობითა და ექსპორტის განვითარების ასოციაციის (EDA) ჩართულობით მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ფინანსური განათლების პროგრამა განავითარა. პროგრამის დანერგვა 2018 წლის ივლისში დაიწყო და მის ფარგლებში EDA-ს ექსპერტები ახალციხესა და თბილისში სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონის მეწარმეების გადამზადებას ახორციელებენ. 

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მიკრო და მცირე საწარმოების მფლობელებსა და მომავალ მეწარმეებს შეიძინონ და განავითარონ ის ცოდნა და უნარები, რაც მათ საკუთარი ბიზნესის საჭიროებებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. პროგრამის ფარგლებში შემუშავებული სახელმძღვანელო და ტრენინგ-მოდული სწორედ მიკრო და მცირე მეწარმეების საჭიროებებს პასუხობს. 

პროგრამის ფარგლებში მეწარმე ისწავლის ბიზნესის დაფინანსების წყაროებისა და ფინანსური მომსახურებების, ასევე, ბიზნესის შეფასების გზებისა და ამ მიზნით გამოყენებული ძირითადი ინდიკატორების შესახებ. ამას გარდა, მეწარმეს საშუალება მიეცემა გაერკვეს საკუთარ უფლებებსა და პასუხისგებლობებში, დამოუკიდებლად განსაზღვროს ბიზნესის მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი საჭიროებები და გადახდისუნარიანობა და შეარჩიოს მისთვის ყველაზე შესაფერისი ფინანსური პროდუქტი. დამატებით, მეწარმე ისწავლის, თუ როგორ განახორციელოს ფინანსური აღრიცხვა და ეფექტურად დაგეგმოს სამომავლო ქმედებები, რათა თავიდან აირიდოს რისკები.

პროგრამა შედგენილია სამიზნე ჯგუფისთვის მარტივად აღსაქმელი ენით და გაჯერებულია შესაბამისი მაგალითებით, რჩევებითა და ნიმუშებით, რათა მეწარმემ მარტივად შეძლოს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის სახელმძღვანელო ძირითადად მიკრო და მცირე ბიზნესის მფლობელებზეა გათვლილი, მასში მოცემული პრაქტიკული რჩევები მიზანშეწონილი და გამოსადეგი იქნება შედარებით დიდი ზომის საწარმოების მფლობელებისთვისაც. 

“სამეწარმეო სექტორის მდგრადი განვითარების პროცესში მეწარმეების ფინანსურ განათლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. იმის გათვალისწინებით, რომ ბაზარზე შემოთავაზებული ფინანსური პროდუქტები თუ მომსახურებები საკმაოდ მრავალფეროვანი და კომპლექსურია, შესაბამისი ცოდნისა თუ ექსპერტული რჩევების არქონის პირობებში ნებისმიერი მომხმარებლისთვის, მით უფრო მეწარმეებისთვის, გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება საკმაოდ რთულია. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის ფინანსურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა ეროვნული ბანკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზნად დავისახეთ. საბოლოო ჯამში, მეწარმეების ფინანსური განათლება დადებითად აისახება საქართველოში სამეწარმეო სექტორის გრძელვადიან და მდგრად განვითარებაზე. მსურს მადლობა გადავუხადო EFSE DF-ის განვითარების პროგრამას, რომელიც ფინანსური განათლების მიმართულებით ეროვნული ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ასევე, ექსპორტის განვითარების ასოციაციას, რომელმაც მნიშვნელოვანი ექსპერტული მხარდაჭერა გაუწია ეროვნულ ბანკს”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

“დავეხმაროთ მეწარმეებს განვითარებაში – ეს ჩვენი მისიის ერთ-ერთი ქვაკუთხედია და ამ მიმართულებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. საქართველო იდეებითა და ბიზნესის განვითარების პოტენციალით გამორჩეული ქვეყანაა; EFSE-ს განვითარების პროგრამა კი მზადაა უზრუნველყოს მეწარმეები ისეთი რესურსითა და უნარებით, რაც მათ არამხოლოდ საკუთარი საქმის წამოწყებასა და გაფართოებაში დაეხმარება, არამედ ამ გზით ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასაც”, – განაცხადა EFSE-ს განვითარების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკუს აშენდორფმა.

პროგრამის ფარგლებში განვითარებული სახელმძღვანელო და დამხმარე ნიმუშები ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უფასოდ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=706&lng=geo 

ShareTweet

ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025

საინტერესო

თბილისი პირველად უმასპინძლებს თანამედროვე კარატეს ერთ-ერთ დიდ ოსტატს

თბილისი პირველად უმასპინძლებს თანამედროვე კარატეს ერთ-ერთ დიდ ოსტატს

12 years ago
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, ახალგაზრდებისთვის საქართველოს მუზეუმში შესვლა უფასო იქნება

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, ახალგაზრდებისთვის საქართველოს მუზეუმში შესვლა უფასო იქნება

10 years ago
საგარეო უწყება – საქართველოს დედაქალაქის სტუმრებს, უცხოელ ჟურნალისტებსა და ტურისტებს, მათ შორის რუსეთიდან, არავითარი საფრთხე არ შექმნიათ

საგარეო უწყება – საქართველოს დედაქალაქის სტუმრებს, უცხოელ ჟურნალისტებსა და ტურისტებს, მათ შორის რუსეთიდან, არავითარი საფრთხე არ შექმნიათ

7 years ago

კონსტიტუციის პროექტი უპრეცედენტო, საერთო სახალხო განხილვებისა და ჩართულობის შედეგად შემუშავდა – გიორგი კვირიკაშვილი

9 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by