• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

8 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

2018 წლის 11 ოქტომბერს, სოფიაში, საქართველოსა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ბულგარეთის მხრიდან პოლიტიკურ კონსულტაციებს უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იური შტერკი.

კონსულტაციებისას მხარეებმა საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები, რასაც საფუძვლად უდევს მრავალსაუკუნოვანი კავშირები და ხალხთაშორისი კონტაქტები. ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ბულგარელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში კონტრიბუციისთვის, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ სადამკვირვებლო მისია ადგილზე მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია. ასევე, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა ბულგარეთის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა თბილისში ბულგარეთის საელჩოს, როგორც საქართველოში ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს როლს.

ორმხრივი თანამშრომლობის განხილვისას დადებითი შეფასება მიეცა პოლიტიკურ დონეზე არსებულ ურთიერთობებს. აღინიშნა, მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის გააქტიურების აუცილებლობა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. ხაზი გაესვა საქართველო-ბულგარეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კომისიის მომდევნო სხდომა გაიმართება ბულგარეთში 2019 წლის დასაწყისში და დარჩენილი პერიოდი გამოყენებული იქნება სხდომის მაღალ დონეზე მოსამზადებლად, რაც საშუალებას მისცემს ორივე ქვეყნის წარმომადგენლებს გააღრმაონ ეკონომიკური კავშირები.

კონსულტაციებისას აღინიშნა, სატრანსპორტო და ენერგეტიკული მიმართულებით არსებული პოტენციალი, რაც საქართველოსა და ბულგარეთის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი, სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარეობს. ამ კონტექსტში, მინისტრის მოადგილეებმა განიხილეს საქართველოსა და ბულგარეთის პორტებს შორის საბორნე მიმოსვლის უფრო მეტად გააქტიურებისა და ახალი მარშრუტების ჩამოყალიბების საკითხები.

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ურთიერთობებს. ვახტანგ მახარობლიშვილმა ბულგარეთის მხარეს მიულოცა ევროკავშირის საბჭოს წარმატებული თავმჯდომარეობა 2018 წლის პირველ ნახევარში. თავის მხრივ, ბულგარეთის მხარემ კიდევ ერთხელ მიესალმა საქართველოს წარმატებებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და მომავალშიც ყველანაირი მხარდაჭერა აღუთქვა ამ მიმართულებით.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ამ კონტექსტში საქართველო-ნატოს თანამშრომლობა.

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ვახტანგ მახარობლიშვილმა მასპინძელ მხარეს დეტალურად გააცნო ადგილზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და მძიმე ჰუმანიტარული ვითარება, მცოცავი ანექსიისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, რუსეთის მიერ საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებები. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის მნიშვნელობას და საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, ევროკავშირის მხარდაჭერის გადამწყვეტ როლს საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების პროცესში. ბულგარულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ურყევი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

მხარეებმა ასევე განიხილეს გლობალურ საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული აქტუალური თემები.

კონსულტაციების დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ მომავალშიც თანამშრომლობის აქტიური დინამიკის შენარჩუნებაზე.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

გიორგი კვირიკაშვილმა და პეტრო პოროშენკომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ისაუბრეს

გიორგი კვირიკაშვილმა და პეტრო პოროშენკომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ისაუბრეს

9 years ago
„ყველას ვინც კი ამ ბაღში მოდის მე ჩემს სტუმრად ვთვლი“ – ზურა შევარდნაძე

„ყველას ვინც კი ამ ბაღში მოდის მე ჩემს სტუმრად ვთვლი“ – ზურა შევარდნაძე

12 years ago
მოლაპარაკებები ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ

მოლაპარაკებები ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ

13 years ago
ბათუმის ავტობუსში მგზავრი მძღოლს იარაღით დაემუქრა

ბათუმის ავტობუსში მგზავრი მძღოლს იარაღით დაემუქრა

3 years ago

ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. ახლობლები ახალგაზრდა კაცს ემშვიდობებიან. როგორც ირკვევა, 28 წლის ვალერი იმედაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. „ჩემო ოქროს...

მეტის ნახვაDetails
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026
  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by