• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ჩემი გვერდის მიზანია ფერწერების, ცნობილი ფილმების და ანიმაციების მეშვეობით  უცხოელების ყურადღება საქართველოსკენ მივმართო”-ციკო შამრელაშვილი

7 years ago
კატეგორია: პერსონა
A A
“ჩემი გვერდის მიზანია ფერწერების, ცნობილი ფილმების და ანიმაციების მეშვეობით  უცხოელების ყურადღება საქართველოსკენ მივმართო”-ციკო შამრელაშვილი

Processed with VSCO with c1 preset

გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ციკო შამრელაშვილი  21 წლის გრაფიკული დიზაინერია. ცოტა ხნის წინ Instagram-ზე  შექმნა გვერდი, Geoartmood-ის სახელწოდებიოთ, რომლემაც ხალხის დიდი მოწონება დაიმსახურა. “თბილისი თაიმსს“ ციკო შამრელაშვილი გვერდის შექმნის იდეისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

„როდესაც ვინმე წარმოთქვამს  „Georgia”-ს მინდა მათ გაახსენდეთ პატარა, ლამაზი ქვეყანა აღმოსავლეთ ეევროპაში და არა აშშ-ში მდებარე ჯორჯიის შტატი. ჩემი გვერდის მიზანია ფერწერების, ცნობილი ფილმების და ანიმაციების მეშვეობით  უცხოელების ყურადღება საქართველოსკენ მივმართო. ვაჩვენო ჩვენი ქვეყნის  ულამაზესი პეიზაჟები, მოვუყვე უგემრიელესი სამზარეულოსა და  მრავალფეროვანი კულტურის შესახებ. სწორედ ამიტომ ვიყენებ სლოგანს:  „Art is my way to tell you about Georgia”.

Processed with VSCO with a4 preset

ჩვენს მკითხველს მოუყევით თქვენ შესახებ

გრაფიკული დიზაინისა და ფოტოხელოვნებისადმი  ინტერესი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში გამიჩნდა, თუმცა ერთი სფეროთი გატაცებული არასდროს ვყოფილვარ ალბათ ამიტომ, ჩემი ჰობის პროფესიად გადაქცევა არც მიფიქრია. მხოლოდ  სწავლაზე ვიყავი ორიენტირებული და არ მინდოდა სხვა რამის კეთებაზე დროის დახარჯვა. წელს დავამთავრე იაკობ გოგოებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი საჯარო მმართველობის სპეციალობით და ზაფხულში ჩემს გატაცებას უფრო მეტი დრო დავუთმე. დავიწყე Youtube-ის მეშვეობით გრაფიკული დიზაინისათვის საჭირო  პროგრამების შესწავლა და პარალელურად შევქმენი Instagram გვერდი, Geoartmood, რომელის კონტენტმაც ხალხის დადებითი ემოცია დაიმსახურა.

Processed with VSCO with a6 preset

საიდან გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ  Geoartmood?

გვერდის შექმნის იდეა სვანეთიდან დაბრუნების შემდეგ გამიჩნდა, ჩემს პირად  ფოტოებს შევუთავსე ფერწერების ფონები და ძალიან მომეწონა, შემდეგ ვიფიქრე რომ საქართველოს სხვა კუთხეების საიმიჯო ფოტოები ამეღო და იგივე გამეკეთებინა. ამის გასავრცელებლად კი Instagram გვერდი შევქმენი, რადგან ამ ქსელის მეშვეობით ყველაზე სწრაფად და  მარტივად შეიძლება მიიტანო კონკრეტული ინფორმაცია   სასურველ აუდიტორიამდე.

რა სახის ნამუშევრებს ქმნით და რა არის ძირითადი კონცეფცია?

ნამუშევრების სტრუქტურა მარტივია, მის შესაქმენლად რამდენიმე პროგრამას ვიყენებ.

ერთი შეხედვით, არავითარი კავშირი არ აქვს ვინსენტ ვან გოგს, ფრიდა კალოს, მიქელანჯელოს და სხვა დიდებულ მხატვრებს საქართველოსთან, რადგან ისინი სრულიად სხვა ქვეყნების და კულტურის  წარმომადგენლები არიან, თუმცა ჩემს გვერდზე, უმარავი გენიალური მხატვრის ფერწერას, ფილმის და ანიმაციის გმირებს ნახავთ, რომელიც საქართველოს თემატიკას კრეატიული მეთოდით უკავშირდება.

ფერწერის და ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოს იდეა ზოგჯერ ერთმანეთს არ ემთხვევა, მას მხოლოდ ვიზუალურად ვუხამებ ერთმანეთს, მაგრამ ორი  იდეის გაერთიანებით, სრულიად ახალი, განსხვავებული  ნამუშევარი ყალიბდება, რომელიც აწვდის სხვადასხვა ემოციით დატვირთულ  მესიჯს გვერდის მიმდევრებს ჩვენი ქვეყნის შესახებ.

Processed with VSCO with hb2 preset

როგორ შეხვდა ქართველი თუ უცხოელი მომხმარებელი თქვენს გვერდს?

გვერდის იდეა მომხმარებლებს ძალიან მოსწონთ. ასეთ გამოხმაურებას და დადებითი ემოციების ტალღას ნამდვილად არ ველოდი. უცხოელები საქართველოს თემატიკაზე შექმნილ ფოტოებს საკუთარ პროფილებზე ათავსებენ და შემდეგ ქართულ ლოკაციებს ნიშნავენ.

ყველა ფოტოს დართული აქვს აღწერა, ფერწერის და ტურისტული ადგილის შესახებ, ასევე ფაქტები და ცხოვრებისეული გამონათვქამები. გამონათქვამებს მხოლოდ კონტენტის გავრცელების მიზნით ვიყენებ, მაგრამ ფაქტებს დიდ ყურადღბას ვაქცევ, რადგან ისინი  მოკლედ და ზუსტად უნდა გადმოსცემდნენ ინფორმაციას ფოტოზე ასახული  ქართული ობიექტის შესახებ.

რამდენიმე დღის წინ გამომრჩა და ვერ ავღნიშნე ფოტოს აღწერაში რომ მასზე  საქართველო იყო გამოსახული, რამდენიმე საათში იტალიურმა გვერდმა მომნიშნა ამავე ფოტოზე, უკვე თავის კედელზე ჰქონდა გამოქვეყნებული თანდართული Hashtag-ებით #Georgia, #GeorgiaTravel, #GeorgiaTurism, ამ ფაქტმა ძალიან გამახარა. მიხარია, რომ  ქართული მედიაც  დაინტერესდა გვერდის საქმიანობით. მომხარებლების რაოდენობაც ყოველდღიურად იზრდება და ასე უფრო სწრაფად მივაღწევ დასახულ მიზანს.

ხომ არ გეგმავთ ნამუშევრების ტილოებზე გადმოტანას და გამოფენის გამართვას?

გამოფენასთან დაკავშირებით ჯერ არ მიფიქრია. თუმცა, თუ   შემოთავაზებას მივიღებ, ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმუშავებ.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, აპირებთ თუ არა მსგავსი მიმართულებით მუშაობას?

ჩემი სამომავლო გეგმები საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას უკავშირდება. სავარაუდოდ მაგისტრატურას რეკლამის სფეროს დავუკავშირებ, თუმცა დაზუსტებით ჯერ მაინც ვერ გეტყვით. მიუხედავად ამისა, აუცილებლად ავიმაღლებ კვალიფიკაციას გრაფიკული დიზაინის მიმართულებით, რათა უფრო მაღალი დონის ნამუშევრები შევქმნა.

მარიამ ლეკიაშვილი

 

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025
გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

03/19/2025
“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია
ახალი ამბები

“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია

12/08/2024

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In