• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, May 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი 2018“ იწყება

8 years ago
in კულტურა
A A
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი 2018“ იწყება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების 21-ე საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი 2018“ იწყება. ამასთან დაკავშირებით, გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე, გენერალური მენეჯერი სოფო თორთლაძე, ნორვეგიის თეატრის დასი (THE KRAMPLE) და იტალიის საელჩოს წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

როგორც პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ფესტივალი 18 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე გაიმართება.

„თბილისს უყვარს ტრადიციების შენარჩუნება და „საჩუქარი“ქალაქმა შეინარჩუნა. უკვე 21-ე წელია, რაც ფესტივალი ტარდება და დღეს ისეთივე აქტუალური და თანამედროვეა, როგორც დასაწყისში. დამოუკიდებლობის აღდგენიდან პირველივე წელს შეიქმნა და ნამდვილად დღესასწაული იყო მაშინდელი თბილისისთვის. წლევანდელი პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია. თბილისის მერიისთვის მნიშვნელოვანია ის ლექციები და მასტერკლასები, რომელიც საფესტივალო პროგრამაშია წარმოდენილი, რადგან მუნიციპალიტეტისთვის არაფორმალური განათლება არის ერთ-ერთი პრიორიტეტი“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ.

„საჩუქარი 2018“-ის ფარგლებში, საქართველოში პირველად მოეწყობა სკანდინავიური კულტურის გაცნობა-დათვალიერება. მაყურებელს საშუალება ექნება, ეზიაროს მსოფლიოში წამყვან ნორვეგიულ ქორეოგრაფიას, დიზაინს, მუსიკასა და ზოგადად თანამედროვე მხატვრულ ესთეტიკას. ასევე, მნიშვნელოვანია ნორვეგიის ნაციონალური ოპერისა და ბალეტის ქორეოგრაფის ალან ლუსიენ ოიენის თეატრის „ზამთრის სტუმრები“ მონაწილეობა ფესტივალში. მისი წარმოდგენა „სიმულიაკრი“ მრავალი ჯილდოს მფლობელი არგენტინელი მოცეკვავის, დანიელ პროიეტოს და 78 წლის იაპონელი ფლამენკოს ლეგენდის, შოჯი კოჯიმას ისტორიული შეხვედრაა. ამასთან, ჩატარდება „სარდინიის კულტურის დღეები“  საქართველოში, რომლის ფარგლებშიც, რუსთაველის თეატრში, სარდინიის ნაციონალური თეატრის სახელგანთქმული სპექტაკლის, უილიამ შექსპირის „მაკბეტის“ ქართული პრემიერა გაიმართება.

ფესტივალის განმავლობაში, ჩატარდება იტალიის კინოაკადემიის მთავარი პრიზით David di Donatello 2017 დაჯილდოვებული მხატვრული ფილმის „სიზმრების ქსოვილი“ (La stoffa dei sogni) ჩვენება, რომელსაც მისი რეჟისორი ჯანფრანკო კაბიდუ დაესწრება. ასევე, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება სარდინიელი მწერლის მარჩელო ფოის ლექცია  სტუდენტებთან და პროფეისიონალებთან, რომელზეც იგი თანამედროვე იტალიურ ლიტერტურაზე ისაუბრებს. მარჩელო ფოი თავის ახალ წიგნს წარადგენს და ქართველ კოლეგებს შეხვდება.

ფესტივალის ფარგლებში, 4 ნოემბერს დაგეგმილია ქართულ-სარდინიული კონცერტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის და სტუმრებისთვის, რომელიც ძველ თბილისში, ფესტივალის კლუბში გაიმართება. ერთი დღით ადრე კი,  რუსთაველის თეატრში ღია „ვორკშოფი“ ჩატარდება.

ფესტივალის პროგრამაში ტრადიციულად გამორჩეული როლი უკავია დიმიტრი კრიმოვის ლაბორატორიას, რომელიც წელს წარმოგვიდგენს ახალ სპექტაკლს – „უმზითვო“.

მნიშვნელოვანია 2018 წლის ფესტივალზე ინგლისელი ანალიტიკოსისა და საერთაშორისო მრჩევლის, ბერლინის რობერტ ბოშის აკადემიის წევრ-კანდიდატის, ევროკავშირის კონკურსების: „ინოვაციათა ევროპული კაპიტალის ჯილდო“ , „შემოქმედებითი ევროპის ახალი ინიციატივები“ (New Innovations in the Creative Economy (N.I.C.E.) და „ურბანული ცვლილებების აქტორები“ თავჯდომარის ჩარლზ ლანდრის სტუმრობა, რომლის ლექცია-პრეზენტაცია დედაქალაქის საკრებულოში იგეგმება.

ფესტივალს დახურავს თანამედროვე მსოფლიო ცეკვის გარდამტეხი მოვლენა, დიდი ბრიტანეთის ნაციონალური საცეკვაო სცენის „სედლერ უელსის“ ვარსკვლავის, ჰოფეშ შეხეტრის დასი, ახალი წარმოდგენით – „შოუ“, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ელჩი თავად წარუდგენს მაყურებელს რუსთაველის თეატრის სცენაზე.

ShareTweet

ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

12/10/2024
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

11/14/2024
„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ახალი ამბები

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

11/01/2024
ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ახალი ამბები

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს

04/12/2024
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024

საინტერესო

ოქტომბრიდან მოყოლებული რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 543 მიწის ნაკვეთი და 4 745 ბინა იყიდეს

ოქტომბრიდან მოყოლებული რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 543 მიწის ნაკვეთი და 4 745 ბინა იყიდეს

3 years ago
„ვაკეთებდი მაქსიმალურს, რათა შემეგროვებინა საჭირო მასალა და დამეხატა“ – ლევან თოლორდავას პერსონა

„ვაკეთებდი მაქსიმალურს, რათა შემეგროვებინა საჭირო მასალა და დამეხატა“ – ლევან თოლორდავას პერსონა

3 years ago
“საქართველო მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებს უმასპინძლებს”

“საქართველო მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებს უმასპინძლებს”

11 years ago
შსს: მარტის თვეში ქვეყანაში შემოსული ტურისტების რიცხვი გაიზარდა

შსს: მარტის თვეში ქვეყანაში შემოსული ტურისტების რიცხვი გაიზარდა

12 years ago

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ნუკრი ქოქუაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭის ცხედარი პოლიციამ იპოვა. ნუკრი ქოქუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და...

Read moreDetails
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა 05/13/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 05/13/2026
  • სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა 05/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by