• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“მთავარი მიზანი საქართველოში არსებული სალაშქრო სფეროს პოპულარიზაცია და ჩართულობის გაზრდაა”-ლევან გეჯაძე

8 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
“მთავარი მიზანი  საქართველოში არსებული სალაშქრო სფეროს პოპულარიზაცია და ჩართულობის გაზრდაა”-ლევან გეჯაძე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბიზნესის წარმოება და, სამომავლოდ, მისი გამართლება, იმთავითვე, სათუო საკითხია. ყველა სფეროში, უკვე, მაღალი კონკურენციის პირობებში, რთულია, ისეთი საქმე წამოიწყო, რაც სხვებისგან განგასხვავებს და ხალხის ნდობასა და ინტერესს დაიმსახურებს.

“მწვანე ზებრა”, დღევანდელ საქართველოში, ქართული სალაშქრო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი ორგანიზაციაა. ის  ტურიზმის შემდეგ მიმართულებებს აერთიანებს: ლაშქრობა; ექსკურსია; ჩანჩქერინგი – ჩანჩქერებზე დაშვება სპეციალური აღჭურვილობით (სამთო ქამარი, თოკები) ყველა მსურველისთვის, ვისაც უნდა მიიღოს ადრენალინის ჭარბი დოზა; კანიონინგი-ექსტრემალური გართობის საშუალება (მხოლოდ მამაცებს და გამოცდილებს შეუძლიათ შეუერთდნენ ზოლიან კანიონერებს);  ურბანული და შავი ტურიზმი(#თუნგი) –  თანამედროვე ცივილიზაციის მიტოვებული ნაშთები: ქარხნები, ბუნკერები, ობსერვატორიები და გვირაბები. ასევე – მიტოვებული, დაჟანგებული სამხედრო და სამოქალაქო ტექნიკა; ეკოკლუბი (#ეკომანი) – აქვე მოქმედებს გარემოს დაცვითი მიმართულების მქონე ეკოკლუბი, რომელიც ორგანიზებას უკეთებს დასუფთავებისა და გამწვანების აქციებს.

„მწვანე ზებრა“   2015 წლის 21 მარტიდან არსებობს ქართულ რეალობაში. მისმა დამფუძნებლებმა, მრავალწლიანი და მრავალფეროვანი სალაშქრო გამოცდილებიდან გამომდინარე, გადაწყვიტეს,   ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის შეეთავაზებინათ  განსხვავებული  მარშრუტები და გარემო, რომელთა უმრავლესობაზეც ძალიან ცოტა ადამიანი თუ იყო ნამყოფი;  „თბილისი თაიმსს“ მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან გეჯაძე ესაუბრა კომპანიის შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

რატომ დაერქვა თქვენს ორგანიზაციას ეს სახელი?

გვინდოდა, სახელი ყოფილიყო მარტივად დასამახსოვრებელი, ლამაზი, ხალისიანი და განსხვავებული ამ ბაზარზე არსებულ სახელებთან;

ვისთვის არის ხელმისაწვდომი, რომ ისარგებლოს მისი შემოთავაზებებით?

ყველასთვის, გარდა არასრულწლოვანებისა, რომელთაც არ აქვთ მშობლების თანხმობა. იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულია საქართველოს ბუნებითა და  აქვს სურვილი  დასამახსოვრებელი და განსხვავებული მოგზაურობებისა;

უცხოელები რამდენად არიან ჩართულები, რომ ისარგებლონ მისი სერვისებით?

„მწვანე ზებრა“ მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე მუშაობით არის დაკავებული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყნის ტურიზმი და, კონკრეტულად, სალაშქრო სფერო, საკმაოდ მოთხოვნადი ხდება როგორც ქართველებისთვის, ასევე – უცხოელებისთვის და ეს შემიძლია გითხრათ  ყველანაირ სტატისტიკაზე დაყრდნობით;

კონკურენტად თუ აღიქვამთ ვინმეს?

კონკურენტად შეიძლება მივიჩნიოთ ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც ტურისტული საქმიანობით არის დაკავებული და, ამ მხრივ, საქართველოში კონკურენციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია;

რა გამოცდილება აქვთ იმ ადამიანების, რომლებიც ტურებს უწევენ ორგანიზებას?

„მწვანე ზებრას“ დაარსებამდე თითოეულ ჩვენგანს (ვგულისხმობ – ადმინისტრაციას) ჰქონდა საკმაოდ აქტიურად დატვირთული სალაშქრო წლები, რომლებშიც შევძელით საკმაოდ დიდი გამოცდილების დაგროვება. ჩვენ გვყავს სახელმწიფოსგან აღიარებული პირველი საფეხმავლო გიდები, რომელთა პროფესიონალიზმს სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის დიპლომები ადასტურებს;

როგორ ფიქრობთ, როგორც ბიზნესი, რამდენად მომგებიანია თქვენი საქმიანობა?

„მწვანე ზებრას“ დაარსების მთავარი მიზანი იყო საქართველოში არსებული სალაშქრო სფეროს პოპულარიზაცია და ჩართულობის გაზრდა, ახალი სალაშქრო ბილიკების აღმოჩენა და, შემდგომ, მათი სხვა ადამიანებისთვის გაცნობა. ტურისტული ბიზნესი საქართველოში ახლა იდგამს ფეხს და, შესაბამისად, მგონია, რომ ამ სფეროს განსაკუთრებული პოტენციალი აქვს – მისი მრავალფეროვნებიდან გამომდინარე.

ტენდენცია როგორია – რაც დრო გადის, მეტი ადამიანი ინტერესდება თქვენი შემოთავაზებებით, თუ როგორი მდგომარეობაა, ამ მხრივ?

ჩვენ ყოველწლიურ სტატისტიკას ვაწარმოებთ და ვანგარიშობთ, თუ რა სიხშირით იცვლება ბაზრის მდგომარეობა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ წლიდან წლამდე მოთხოვნა და ინტერესი სულ უფროდაუფრო მატულობს. მაგალითისთვის, თუკი, ჩვენ შემთხვევაში, 2016 წელს მომხმარებელთა მაჩვენებელი იყო 935, 2017 წელს ის გაიზარდა 1609 -მდე.

და ბოლოს, რა არის ის ძირითადი საკითხები, რომლებიც გასათვალისწინებელია მაშინ, როცა ადამიანი გეგმავს მოგზაურობას?

უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, გადაწყვიტოს, რა სახის მოგზაურობა უნდა: რთული ლაშქრობა, მარტივი ექსკურსია, თუ ექსტრემალური გართობა (მაგ: კანიონინგი). ამის შესაბამისად  უნდა დაგეგმოს შემდეგ მოგზაურობა . ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, შეაფასოს საკუთარი როგორც ფიზიკური, ისე – ფსიქოლოგიური და მატერიალური შესაძლებლობები. გასათვალისწინებელია  აღჭურვილობა: ჩანთა და შესაბამისი ფეხსაცმელი, ასევე – რუკის კითხვა, ან ორიენტირების უნარი. თუკი ადამიანი არასდროს ყოფილა ლაშქრობაში, თავიდანვე რთულ მარშრუტებს არ უნდა შეეჭიდოს.

მარიამ ტიელიძე

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის რეალიზაცია ივლისიდან დაიწყება

საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის რეალიზაცია ივლისიდან დაიწყება

9 years ago

დღეს გიორგი კვირიკაშვილი თინა ხიდაშელსა და “რესპუბლიკური პარტიის” სხვა ლიდერებს შეხვდება

10 years ago
როგორ აფასებს ილია მეორე რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ კონფლიქტს? – ინტერვიუ ფრანგულ ჟურნალთან

საქართველოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქსა და პრეზიდენტს კემეროვოს ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა

8 years ago

16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელი შესაძლოა ქართველი არ იყოს

13 years ago

ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ჩაქვის ტერიტორიაზე სატვირთო მატარებელი ადამიანს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების...

მეტის ნახვაDetails
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026
  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by