• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, November 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მიკროსაფინანსოების გარე პერიმეტრზე ვიდეოთვალთვალი განხორციელდება

8 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დღევანდელ ქართულ რეალობაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომსახურებით მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი სარგებლობს. ამ მოცემულობის კვალდაკვალ, ზემოხსენებულ სექტორში, ცვლილებები და სიახლეები საჭირო და აუცილებელიც კი არის. მით უმეტეს, ისეთი სიახლეები, რომლებიც სანდოობასა და მომსახურების ხარისხს უზრუნველყოფს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შემდეგი ვალდებულება დააკისრა – ორგანიზაციების გარე პერიმეტრზე ვიდეოთვალთვალის გახორციელება.

„თბილისი თაიმსის“ დასმულ შეკითხებს ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე პასუხობს:

რატომ გახდა შესაბამისი ვალდებულების დაკისრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის საჭირო?

ზოგადად, ეკონომიკური ზრდისა და გავითარების კვალობაზე, მომსახურების ნებისმიერი მიმართულება უნდა დაემსგავსოს ცივილიზებულ და თანამედროვე მსოფლიო სტანდარტებს. დამთავრდა ის დრო, როდესაც ქუჩაში ხდებოდა იმ ოპერაციების გახორციელება, რომლებსაც დღეს სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაცია ახორციელებს – როდესაც ხელიდან ხელში ხდებოდა ეს ოპერაციები და ხალხი, ფაქტობრივად, ერთმანეთში იყო არეული. შემდეგ უკვე, გაჩნდა ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები; შემდეგ – ამ ჯიხურების ნორმატივი – როგორი უნდა ყოფილიყო შესაბამისი დაწესებულებების დაცვის სტრატეგია.

გარეპერიმეტრის ვიდეოთვალთვალს, პრაქტიკულად, აქვს პროფილაქტიკური და ერთგვარი დამცავი დატვირთვა. მომხმარებელმა, თუ უბრალო მოქალაქემ, უნდა იცოდეს, რომ ყოველი მისი ნაბიჯი, რომელიც, შესაძლოა, კანონსაწინააღმდეგო ხასიათს ატარებდეს, კონტროლდება. უნდა იცოდეს, რომ, კანონდარღვევის შემთხვევაში, სამართალდამცავების ყურადღებას ავტომატურად მიიპყრობს. უმეტესად, ეს ვალდებულება იცავს მომხმარებელთა ინტერესებს, ვალუტის ყიდვა-გაყიდვით დაინტერესებულ პირთა ეკონომიკურ ინტერესებს.

ლოკალურ და საერთაშორისო დონეზე, რა პროცესების წარმართვას შეუწყობს ხელს ეს რეგულაცია?

იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული ხარჯები უნდა გაიღოს, თვითონ, ორგანიზაციებმა, ეს, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს იმ მარჟაზე, რომელიც ყალიბდება. შესაძლოა, გარკვეულწილად, გაიზარდოს ამ მარჟის სიდიდე (ძალიან სიმბოლურად). ფაქტობრივად, საბაჟო წონასწორობის ფორმირებაში გარკვეული მონაწილეობაც მიიღოს. ცნობილი იქნება ყიდვა-გაყიდვის ფასი და ეს სხვაობა  იქნება მიმართული (არა მხოლოდ ორგანიზაციების მფლობელთათვის ეკონომიკური სარგებლის მისაღებად) იმ ამოცანებისკენ, რომელთა მიზანია მომხმარებელთა და გარიგების მონაწილეთა ინტერესების დაცვა.

დღესდღეობით, რა სახის მონიტორინგი ხორციელდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ და ვის მიერ?

აქ მთავარი გახლავთ ეროვნული ბანკის პოზიცია. შესაბამის რეგულაციებსაც ის განსაზღვრავს. განსაზღვრავს, რატომ უნდა მიენიჭოს ორგანიზაციას ამა თუ იმ საფინანსო ორგანიზაციის სტატუსი, რა პირობებში უნდა მოხდეს სესხის გაცემა და ვინ შეიძლება იყოს ამ ორგანიზაციისთვის მისაღები წევრი. ყველა ამ რეგულაციის ინიციატორი ეროვნული ბანკია.

როგორ ფიქრობთ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სექტორში, რა ცვლილებების შეტანა იქნებოდა უკეთესი?

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გახლავთ რგოლი ბანკებსა და მომსახურებას შორის. იმისთვის, რომ მომხმარებლის მოთხოვნილებები დაკმაყოფილდეს, ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობას ურჩევნია, მიმართოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რომელიც, შედარებით მარტივი მეთოდებით, მცირე სესხის აღებას სთავაზობს მას.

ვფიქრობ, ეს სეგმენტი უნდა არსებობდეს და ჰქონდეს გავითარების უფლება და შესაბამისი პირობები.

უკეთესი იქნება, თუკი, რეგულაციების გზით, მოხერხდება ისეთი პრაქტიკის გატარება, რომელიც დაბლა დაწევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ საპროცენტო განაკვეთის სიდიდეს. ეს შეიძლება, გახორციელდეს მსგავსი ტიპის ორგანიზაციების რაოდენობის ზრდით, ან გარკვეული რეგულირების გზით.  დაველოდოთ მოვლენების გავითარებას, რაც უფრო მკვეთრად გამოყოფს იმ საკითხებს, რომლებიც მსჯელობას საჭიროებს.

ShareTweet

ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

10/12/2026
ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025

საინტერესო

მსოფლიო მაშტაბით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსი 517 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 168 უკვე გამოჯანმრთელდა

7 years ago
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა

საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა

3 years ago

საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 422 დევნილ ოჯახს გადაეცემა

9 years ago
ფრაზა ” სხვამ შეაქოს ჩემი შვილი ” დედასა და შვილს შორის დიდ უფსკრულს წარმოშობს

ფრაზა ” სხვამ შეაქოს ჩემი შვილი ” დედასა და შვილს შორის დიდ უფსკრულს წარმოშობს

8 years ago

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026

ვეკუას სკოლა მეტროში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „42-ე საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას და გულისტკივილს გამოთქვამს წარმატებული კურსდამთავრებულის, ღირსეული,...

მეტის ნახვაDetails
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს 11/17/2026
  • სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება 11/17/2026
  • „მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა 11/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by