• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, October 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შსს წინააღმდეგ

8 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შსს წინააღმდეგ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

2018 წლის 31 ოქტომბერს 10:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულია მოსარჩელეების ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა  მოპასუხეების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ იმ გადაწყვეტილების (ქმედების) ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც მოსარჩელეებს შეეზღუდათ მშვიდობიანი შეკრების უფლება და არ მიეცათ კარვის განთავსების შესაძლებლობა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტროტუარზე.

2018 წლის 10 სექტემბრიდან პარლამენტის შენობასთან მოსარჩელეებმა საპროტესტო აქცია დაიწყეს. ისინი ღამეებს რუსთაველის გამზირზე ათენებენ. სარალიძე და მაჩალიკაშვილი მოითხოვენ მათი შვილების სიცოცხლის ხელყოფის საქმეების ობიექტურ და სრულყოფილ გამოძიებას და სახელმწიფოს მიერ დამნაშავე პირების დასჯას.

2018 წლის 26 სექტემბერს, თბილისში, პარლამენტის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მონაწილეებმა გადაწყვიტეს აქციის გასაგრძელებლად გამოეყენებინათ მშვიდობიანი შეკრების სხვა ფორმა და პარლამენტის შენობის წინ დაედგათ კარავი. გამომდინარე იქედან, რომ აქცია 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, კარვის დადგმას, გარდა იმისა, რომ აქვს პრინციპული მნიშვნელობა მშვიდობიანი შეკრების უფლების რეალიზებისათვის, ასევე აქვს პრაქტიკული დანიშნულებაც. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აქციის მონაწილეებს კარვის დადგმა სურდათ ტროტუარზე, რაც არ  გამოიწვევდა არც პარლამენტის შენობის ფუნქციონირების შეფერხებას/ბლოკირებას და არც ქვეით მოსიარულეთა შეფერხებას, თუმცა პოლიციის მიერ მშვიდობიანი შეკრების უფლებაში მოხდა უხეში ჩარევა. კერძოდ, პოლიციის თანამშრომლებმა დაშალეს კარვის კონსტრუქცია და აქციის მონაწილეებს არ მისცეს პროტესტის ამ ფორმით გაგრძელების უფლება.

პოლიციის ქმედება, არ დაუშვას აქციის მონაწილეების მიერ შეკრების ადგილას კარვის განთავსება, წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრების ფორმის კონტროლის მცდელობას, რაც უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციითა და ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონით გარანტირებულ შეკრების უფლების არსს. შსს  ვალდებულია, ხელი არ შეუშალოს შეკრების ჩატარებას იმ ფორმით, რომელიც მშვიდობიანია და არჩეულია აქციის მონაწილეთა მიერ. აქციის ფორმის, დროისა და ადგილის არჩევის უფლება შეკრების უფლების ნაწილი და მისი შინაარსია.

აღნიშნულ შემთხვევაში მოსარჩელეთა მირ ორგანიზებული შეკრება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მათი შვილების მკვლელობის საქმეების ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების მოთხოვნას და გააჩნია მშვიდობიანი შეკრების ფორმა, რის გამოც შეკრების თავისუფლებაში ჩარევის საფუძველი სახელმწიფოს არ გააჩნდა.

გამომდინარე იქიდან, რომ ქართული კანონმდებლობა არ იცნობს საჯარო სივრცეში კარვების გაშლის აკრძალვას, ამგვარ შეზღუდვას არ გააჩნია კანონიერი საფუძველი, და წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას. თუმცა, კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, აღნიშნული აკრძალვა ვერ იქნება განხილული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებად.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დროებითი კონსტრუქციების, მათ შორის კარვის დადგმის აკრძალვას იმ შემთხვევაში თუკი იგი ხელს არ უშლის გზის სავალ ნაწილს. იმ პირობებში როდესაც მოსარჩელეთა მიერ ორგანიზებული შეკრების მონაწილეების მიერ არ განხორციელებულა გზის სავალი ნაწილის ბლოკირება ასევე, მათი ქმედება არ არის კანონსაწინააღმდეგო შინაარსისა და მიზნის მატარებელი, სამართალდამცავთა მიერ კარვების ჩამორთმევა და მათი დადგმის უფლების შეზღუდვა არამხოლოდ უკანონო არამედ არაკონსტიტუციურ ხასიათს ატარებს და გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევის უხეში პრეცედენტია, რაც არსებითად აზიანებს პლურალისტური დემოკრატიის ფუნქციონირებას და პროტესტების ხელშეშლის მძიმე პრაქტიკას ამკვიდრებს.

ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტები იცავენ. აღნიშნული დავა შსს-ს მხრიდან კარვების გაშლის აკრძალვის თვითნებურ და უკანონო პრაქტიკის აღმოფხვრას ისახავს მიზნად და კიდევ უფრო მაღალი სამართლებრივი მნიშვნელობა გააჩნია ზაზა სარალიძის დაკავებასთან დაკავშირებული საქმის კონტექსტში.

 

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს
ახალი ამბები

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026
პოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
ახალი ამბები

პოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

09/21/2026
“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა
ახალი ამბები

“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა

09/15/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026

საინტერესო

“ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე აჟიოტაჟის ატეხვის მიზეზი არ არსებობს”

“ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე აჟიოტაჟის ატეხვის მიზეზი არ არსებობს”

12 years ago
5 უძველესი აღმოჩენა საქართველოში, რომელმაც მსოფლიო ისტორია შეცვალა!!!

5 უძველესი აღმოჩენა საქართველოში, რომელმაც მსოფლიო ისტორია შეცვალა!!!

6 years ago
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, სადაც ჩვენ ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს მოველით ამერიკა-საქართველოს შორის”

მიხეილ ჯანელიძე აშშ-ში გაემგზავრა

10 years ago
ზარქუა: ალბათ, საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი არ ჩატარდება 

ზარქუა: ალბათ, საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი არ ჩატარდება 

5 years ago

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული...

მეტის ნახვაDetails
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by