• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, July 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პარიზში ქართულ-ფრანგულ-გერმანული სამკუთხედის ფორმატში პირველი სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება

8 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
პარიზში ქართულ-ფრანგულ-გერმანული სამკუთხედის ფორმატში პირველი სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

2018 წლის 14 ნოემბერს, პარიზში ქართულ-ფრანგულ-გერმანული სამკუთხედის ფორმატში პირველი სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება.

ქართული მხრიდან სამმხრივ კონსულტაციებს უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი. საფრანგეთის დელეგაციას – ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ფლორანს მანჟანი, ხოლო გერმანულ მხარეს წარმოადგენდა საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მიხაელ ზიბერტი.

ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, კონსულტაციების ფარგლებში, ყურადღება დაეთმობა სამივე ქვეყნისთვის აქტუალურ სტრატეგიულად მნიშვნელოვან თემებს, ასევე ქართული მხარისთვის პრიორიტეტულ საგარეო პოლიტიკურ საკითხებს, რაშიც საფრანგეთისა და გერმანიის პოზიციები, მხარდაჭერა და ამ ქვეყნებთან კოორდინირებული მუშაობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. „ეს მართლაც უპრეცენდენტო შემთხვევაა, რადგან პირველად, საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი დონის წარმომადგენლების დონეზე ვმართავთ მნიშვნელოვან კონსულტაციებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ევროკავშირის და ნატო-ს ყველაზე მთავარ წევრებთან. კონსულტაციები იქნება ყველა იმ სტრატეგიულად მნიშვნელოვან თემებზე, რომელიც აქტუალური და მნიშვნელოვანია ევროპის კონტექსტში, დაწყებული ჰიბრიდული საფრთხეებით დამთავრებული იმ კონფლიქტებით, რომელიც არსებობს ევროპაშიც და ევროპის გარეთაც. რა თქმა უნდა, ასევე საუბარი გვექნება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემატიკაზე და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე. ვფიქრობ, რომ ეს ღონისძიება მართლაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველო, ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორების მხრიდან, აღიქმება როგორც რეგიონში სანდო პარტნიორი და როგორც დასაყრდენი ძალა ევროპის ამ ნაწილში. ბუნებრივია, ეს ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ ჩვენი პარტნიორები მიესალმებიან იმ დინამიკას, იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს განვითარების კუთხით“ განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ქართულ-ფრანგულ-გერმანული სამკუთხედის ფორმატში სამმხრივი კონსულტაციების ინიციატივა ქართულ მხარეს ეკუთვნის. აღნიშნული იდეა 2016 წლის დეკემბერში თბილისში პირველად ჩატარებული გერმანულ-ფრანგული რეგიონული ამბასადორიალის ფარგლებში გაჩნდა. ჯერ კიდევ 2016 წელს რეგიონული ამბასადორიალის თბილისში ჩატარება, ხოლო ახლა კი ქართულ-ფრანგულ-გერმანული სამკუთხედის ფორმატში პირველი სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვა ხაზს უსვამს ევროკავშირის ამ ორი წამყვანი სახელმწიფოს განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოსადმი.

ფორმატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს ევროპის ქვეყნებთან, მათ შორის, საფრანგეთის რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება წარმოადგენს. გასული წლების გამოცდილებამ მკაფიოდ აჩვენა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის კონკრეტული მიმართულებებით წარმატება მნიშვნელოვანწილად საფრანგეთისა და გერმანიის მხრიდან მხარდაჭერით იყო და არის განპირობებული.

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილი ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საფრანგეთთან. შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ დიმიტრი ამილახვარის სახელობის ფორმატს და იმ თანამშრომლობის საკითხებზე, რომელიც გვაქვს თავდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში, ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით. ასევე, დაგეგმილია მინისტრის მოადგილის მონაწილეობა ქართულ კვირეულში, რომელიც მიძღვნილი იქნება ქართული ღვინისა და კულინარიის თემატიკისადმი.

Share1Tweet1

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

“დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე ათასწლეულის განვითარების მიზნებმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა”

12 years ago
“სახეზე გვაქვს ეკონომიკური ზრდის შენელება”

“ეს არის მთელი ცივილიზებული სამყაროსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული”

11 years ago

WIZZ AIRბარგის გადატანის მგზავრებზე მორგებულწესებს ამკვიდრებს

8 years ago

ვლადიმერ პუტინი მზად არის გიორგი მარგველაშვილს შეხვდეს

12 years ago

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

15 ივლისს ვლაქერნობაა. წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან...

მეტის ნახვაDetails
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • 15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ 07/15/2026
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 07/15/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 07/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by