• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, February 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კრეატიული ბიზნესი, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერი ასაკის ადამიანს აქციოს ფანტაზია რეალობად

7 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
კრეატიული ბიზნესი, რომელიც საშუალებას აძლევს  ნებისმიერი ასაკის ადამიანს  აქციოს ფანტაზია რეალობად
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჩვენს ქვეყანაში არსებობს „კრეატიული ხელოვნების აკადემია“. ქუთაისში მოქმედი ეს აკადემია ბავშვებისა და მოზარდების შემოქმედებითი უნარების გავითარებასა და შესაბამისი აზროვნების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. დიდი ხანი არ არის, რაც ის მოქმედებს, თუმცა, რეგიონში არსებული მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, საკმაოდ პოპულარული და წარმატებულია.

„კრეატიული ხელოვნების აკადემია“  2018 წლის ოქტომბერში დაარსდა. „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს“ აკადემიის მენეჯერი, შაკო ჯინჭარაძე პასუხობს:

რა არის თქვენი აკადემიის ინტერესის სფერო?

ჩვენი ინტერესის სფეროს ხელოვნება და არაფორმალური განათლება წარმოადგენს. ორგანიზაციის მისიაა საზოგადოებაში  შემოქმედებითი და კრეატიული უნარ-ჩვევების განვითარება.

რა სახის პროგრამებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

დღევანდელი მდგომარეობით, „კრეატიული ხელოვნების აკადემიაში“  მოქმედებს  ხელოვნების სკოლა, სადაც  მსურველებს,  სხვადასხვა აქტივობის საშუალებით, ვეხმარებით, განავითაროს საკუთარი შემოქმედებითი და  პრაქტიკული უნარ-ჩვევები, კერძოდ:

  • ვკითხულობთ და ვარჩევთ ლიტერატურას;
  • ვაქცევთ ამბებს ნახატებად და ნახატებს – ამბებად;
  • ვძერწავთ ზღაპრის გმირებსა და სხვადასხვა ფიგურებს;
  • ვსწავლობთ ქსოვის სხვადასხვა მეთოდს;
  • განვიხილავთ ხელოვნების სხვადასხვა დარგს;
  • ვსწავლობთ თოჯინებისა და სხვადასხვა სათამაშოს დამზადებას;
  • ვსწავლობთ ხელოვნების გააზრებას;
  • ვსწავლობთ, როგორ შევქმნათ სრულიად გამოუსადეგარი ნივთებისგან ხელნაკეთი ნივთები;
  • ვსწავლობთ, როგორ დავამზადოთ ამა თუ იმ ზღაპრის მაკეტი;
  • ვსწავლობთ, როგორ გამოვიგონოთ;
  • ვსწავლობთ კრეატიულ აზროვნებასა და სხვისი აზრის პატივისცემას.

უახლოეს მომავალში,  „კრეატიული ხელოვნების აკადემია“ იწყებს პროექტს  ,,ზღაპლანდია’’, სადაც  მსურველებს შეეძლებათ, გაიუმჯობესონ წერითი უნარ-ჩვევები, ისწავლონ ჩანახატებისა და სხვადასხვა ამბის შეთხზვა.

ვისთვის არის ხელმისაწვდომი თქვენი მომსახურებით სარგებლობა?

ვინაიდან „კრეატიული ხელოვნების აკადემია“, ჯერჯერობით, მხოლოდ ქუთაისში არსებობს, ხელმისაწვდომიც მხოლოდ ქუთაისელი მომხმარებლებისთვისაა. პროგრამები კი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი. გვყავს ჯგუფები ოთხი წლის ასაკიდან. ასევე, სპეციალურად გავაკეთეთ ჯგუფი იმ ადამიანებისათვის, ვინც დიდი ხანია, გამოვიდა ბავშვობის ასაკიდან და ფიქრობს, რომ ხელიდან გაუშვა დრო, როცა შეეძლო, საკუთარი ფანტაზიით შეექმნა სხვადასხვა ნივთი. „კრეატიული ხელოვნების აკადემიაში“ ნებისმიერი ასაკის ადამიანმა შეიძლება, იპოვნოს საკუთარი ადგილი და ისწავლოს, როგორ აქციოს ფანტაზია რეალობად.

ამავე ინტერესის მატარებელი სხვა ბიზნესებიც თუა ჩვენს ქვეყანაში?

მსგავსი ინტერესის მატარებელი ორგანიზაციები, ალბათ, არის ქვეყანაში. თუმცა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ქალაქში ნამდვილად პირველები ვართ, რომელმაც მსგავსი მეთოდოლოგია გამოიყენა და, თან, პროგრამები შექმნა არა მხოლოდ ბავშვებისათვის. მოგეხსენებათ, ქვეყანაში უამრავი წრეა, სადაც ბავშვებს ხატვას, მუსიკას, ან ხელოვნების სხვადასხვა დარგს ცალ–ცალკე ასწავლიან. ხოლო ამ დარგების სინთეზური შერწყმით ხელსაქმის შესწავლა ჩვენთან პირველად დაინერგა.

როგორც ბიზნესი, რამდენად წარმატებული აღმოჩნდა თქვენი საქმიანობა?

შედეგიდან გამომდინარე რომ ვიმსჯელოთ, პირველივე თვეში, 50–მდე მოსწავლე მივიღეთ, რაც ქუთაისის ბაზრისთვის ნამდვილად კარგი შედეგია. მოგეხსენებათ, თანამედროვე სამყაროში, როდესაც სტრესის დონე მომატებულია, ადამიანებისათვის ხელსაქმით დაკავება სტრესისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებაა, ხოლო ბავშვები სწორედ ხელოვნებით ახერხებენ საკუთარი შინაგანი სამყაროს ყველაზე კარგად გადმოცემას. ის ცოდნა და უნარები, რასაც ჩვენთან იძენენ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ  მათი წარმატებული მომავლისათვის საუკეთესო კაპიტალია.

ჩვენს ქვეყანაში, რამდენად ეწყობა ხელი ამ ტიპის ბიზნესს და რამდენად განვითარებადია თქვენი საქმიანობა?

სახელმწიფოს მხრიდან სტარტაპების მიმართ ხდება მხარდაჭერა და დაფინანსება. თუმცა,  კონკრეტულად, ჩვენი მიმართულებით ნამდვილად არ გვაქვს ინფორმაცია.

რაც შეეხება ჩვენი საქმიანობის გავითარებას. ის ნამდვილად მოთხოვნადი აღმოჩნდა, რაზეც გადატვირთული ჯგუფები და ყოველდღიურად მოსული გზავნილები მეტყველებს. მუშაობას ვაგრძელებთ. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ახალი, ნოვატორული, განსხვავებული და სასარგებლო პროგრამა შევიმუშაოთ და შევთავაზოთ საზოგადოებას.

მარიამ ტიელიძე

fb-share-icon
Tweet
Share2Tweet1

ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025
EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა
ანალიტიკა

EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა

09/29/2025

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026
  • ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In