• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, May 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თამარ ჩუგოშვილი: 2019 წელს პარლამენტს ექნება მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩასატარებელი, რათა ეუთოსგან და ევროსაბჭოსგან მიღებული რეკომენდაციები კანონმდებლობაში აისახოს

7 years ago
in პოლიტიკა
A A
თამარ ჩუგოშვილი: 2019 წელს პარლამენტს ექნება მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩასატარებელი, რათა ეუთოსგან და ევროსაბჭოსგან მიღებული რეკომენდაციები კანონმდებლობაში აისახოს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„2019 წელს, პარლამენტს გვექნება მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩასატარებელი, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც მივიღეთ ეუთოსგან და რომლებიც გუშინ ევროსაბჭოში გაჟღერდა, ვთარგმნოთ საკანონმდებლო ცვლილებებში, კანონმდებლობაში და საარჩევნო გარემო მომავალში იყოს ბევრად უფრო უკეთესი, ვიდრე, თუნდაც ბოლო არჩევნებში იყო“,- ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილი, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციას ხელმძღვანელობს, ასამბლეის ზამთრის სესიაში იღებს მონაწილეობას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ასამბლეის სხდომაზე საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გუშინ გამართულ დებატებსა კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისი შეფასებით, განსაკუთრებით კრიტიკული შეფასებები არ გაკეთებულა.

„საკმაოდ საინტერესო დებატები გაიმართა. ვერ ვიტყოდი, რომ განსაკუთრებულად კრიტიკული განხილვა იყო, პირიქით, ფაქტია, რომ რამდენიმე მიმართულებით გაკეთდა აქცენტი: პირველ რიგში, ყველა ულოცავს საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევას, რაც უპრეცენდენტო ფაქტია არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ, მთლიანად რეგიონში და შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ეს განსაკუთრებულ მოვლენად ითვლება. ასევე, ყველა აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყო გამორჩეული -სამწუხაროდ, მას თან სდევდა აგრესიის, ნეგატიური გამოსვლების, შავი კამპანიის ძალიან დიდი ნიაღვარი, რაც თავდაპირველად დაიწყო სწორედ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ და თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე აქცენტის გაკეთება გასაკვირი არ არის, რადგან სწორედ მიმდინარე კვირას, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სექსიზმის, შევიწროებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, კამპანია წამოიწყო. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, სწორედ ამიტომ მოუწოდა მან ევროპის სახალხო პარტიას (EPP), ყურადღება მიაქციოს, თუ როგორ კამპანიას აწარმოებდა მათი პარტნიორი პარტია საქართველოში.

„სწორედ ამიტომ მოვუწოდეთ ევროპის სახალხო პარტიას, ყურადღება მიაქციონ იმას, თუ როგორ კამპანიას აწარმოებდა მათი პარტნიორი პარტია საქართველოში. აქ საკმაოდ კარგად იციან როგორ წარიმართა ჩვენი კამპანია და რა ფორმებით იბრძოდა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მისი ოპონენტი. თითქმის არ ყოფილა გამომსვლელი, რომელმაც არ აღნიშნა, რომ ეს არის მიუღებელი, არასწორი“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ნაწილი, რომელიც ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას შეეხება.

„ბუნებრივია, ბევრი რეკომენდაცია მივიღეთ. მინდა დავარწმუნო ყველა, ვისაც აინტერესებს საარჩევნო თემატიკა ქვეყანაში, რომ ამ რეკომენდაციებს ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით, მთელი ქვეყანა უნდა მოეკიდოს სერიოზულად, იმიტომ, რომ ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ იდეალური არჩევნები ჩატარდა და პრობლემები არ ყოფილა. იყო ბევრი პრობლემა, ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება რამდენიმე საქმეზე, სადაც შედეგები აუცილებლად უნდა დადგეს“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2019 წელს პარლამენტს მნიშვნელოვანი სამუშაო ექნება გასაწევი, რათა ეუთოსა და ევროსაბჭოსგან მიღებული რეკომენდაციები კანონმდებლობაში აისახოს და საარჩევნო გარემო ბევრად უკეთესი იყოს.

ერთ-ერთ მთავარ თემად, რომელზეც პარლამენტი იმუშავებს, თამარ ჩუგოშვილმა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის შეცვლა დაასახელა. მისივე თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში რამდენიმე საკითხზეა ყურადღება გამახვილებული.

„საბიუჯეტო დაფინანსების გარდა, არის ასევე, უფასო საეთერო დრო, რომელსაც პოლიტიკური პარტიები იყენებენ. სადამკვირვებლო ანგარიშებში მოხვდა ის ფაქტი, რომ ჩვენი ოპონენტი 4 თუ 5 „ვითომ კანდიდატის“ დროს იყენებდა. ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ და საერთაშორისო დამკვირვებლებმა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატმა, კანონის მანიპულაციის გზით, მოახერხა, მიეთვისებინა უფასო დიდი საეთერო დრო და ეს დაფიქსირებულია ანგარიშებში.

ამის გარდა, საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადები პოლიტიკურ პარტიებს შორის ისე ნაწილდება, რომ რეალურად, არ ხმარდება პოლიტიკური კონკურენციის შექმნას ქვეყანაში. ეს ფული იფლანგება. ფაქტია, რომ შედეგად ვერ ვიღებთ პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური კულტურის განვითარებას, არადა, ამისთვის ბიუჯეტიდან საკმაოდ დიდი დაფინანსება გამოიყოფა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თამარ ჩუგოშვილმა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის შეცვლის მნიშვნელობაზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელია, რადგან 2024 წელს პროპორციული სისტემა ამოქმედდება.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის სრულ მზადყოფნას ადასტურებს ევროსაბჭო.

„ჩვენ გადავდივართ პროპორციულ მმართველობაზე – 2024 წელს უკვე მხოლოდ პოლიტიკური პარტიები იქნებიან წარმოდგენილი პარლამენტში და თუ არ მივიღეთ გამართული პოლიტიკური პარტიები, ამით, შესაძლოა, მძიმე პოლიტიკურ ფაზაში შევიდეთ. ამიტომ, მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი. ევროსაბჭო ჩვენს მიმართ ყველანაირ მხარდაჭერას გამოხატავს და სრულ მზადყოფნას ადასტურებს, რეფორმების განხორციელებაში ჩვენი დახმარებისთვის“,- განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა.

Tags: თამარ ჩუგოშვილისაკანონმდებლო ცვლილებები
Share1Tweet1

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

რა პასუხისმგებლობა აკისრია მედევითნეს ეკლესიისა და მრევლის წინაშე

რა პასუხისმგებლობა აკისრია მედევითნეს ეკლესიისა და მრევლის წინაშე

8 years ago
დაზარალებულთა დასახმარებლად პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფა

დაზარალებულთა დასახმარებლად პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფა

11 years ago

“საქართველოს და ბულგარეთს შეუძლიათ, იყვნენ ლიდერები ამ ინიციატივაში”

10 years ago

“რაც ხდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში – ეს არის უმძიმესი მემკვიდრეობა, უმძიმესი საკითხი ჩვენთვის”

12 years ago

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ნუკრი ქოქუაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭის ცხედარი პოლიციამ იპოვა. ნუკრი ქოქუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და...

Read moreDetails
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა 05/13/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 05/13/2026
  • სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა 05/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by