5 საათის წინ
თამარ ჟვანია – თუ ყველა მხარე სრულყოფილად დაიცავს კანონს და ეთიკის ნორმებს, ამ კანონმდებლობის პირობებში გამჭვირვალე და ევროპული სტანდარტის არჩევნების ჩატარება აბსოლუტურად შესაძლებელია
5 საათის წინ
პრემიერი – ჩვენი მიზანია, სრულფასოვანი წევრობა როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში, რომლისთვისაც ბევრი რეფორმები და შრომა მოგვიწევს
6 საათის წინ
გაერო-ს ბავშვთა ფონდის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის დაწყებასთან ერთად, საქართველომ პრიორიტეტი სკოლების გახსნას უნდა მიანიჭოს
1 დღის წინ
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა
1 დღის წინ
ეროვნული ბიბლიოთეკა და ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ციფრულ ეკოთეკასა და ეკობიბლიოთეკას შექმნიან

ამ სტატიების ავტორი: admin

საქართველოს პარლამენტმა ანტიკრიზისული ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა ანტიკრიზისული ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა ანტიკრიზისული ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტის გადამუშავებულ ვერსიას კენჭი პარლამენტის პლენარულ სესიაზე უყარეს და 84 ხმით დაამტკიცეს. 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტი 15 923 800 000 ლარით განისაზღვრა. კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო, ბიუჯეტში, შემოსავლის სახით, 1,8 მილიარდი ლარის დანაკლისია პროგნოზირებული. ბიუჯეტის დეფიციტი 8,5%-ია. დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება.[სრულად…]

2020/06/25 პოლიტიკა
A laboratory worker places a test tube containing a patient's sample into a box during coronavirus detection tests in the virology research labs at UZ Leuven university hospital in Leuven, Belgium, on Friday, Feb. 28, 2020. China has kick-started a clinical trial to speedily test a drug for the novel coronavirus infection as the nation rushes therapies for those afflicted and scours for vaccines to protect the rest. Photographer: Geert Vanden Wijngaert/Bloomberg via Getty Images

ბრაზილიაში კორონავირუსის 42 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 185 ადამიანი გარდაიცვალა

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 42 725 შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 188 631-მდე გაიზარდა, – შესაბამისმონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, ბრაზილიაში კოვიდ 19-ს კიდევ 1 185 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ფატალური შემთხვევების რიცხვმა, საერთო ჯამში, 53 830-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში[სრულად…]

2020/06/25 მსოფლიო
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც ბავშვთა მიმართ დანაშაულებზე სანქციებს ამკაცრებს

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც ბავშვთა მიმართ დანაშაულებზე სანქციებს ამკაცრებს

არასრულწლოვნის წინააღმდეგ იმ დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია პროსტიტუციაში ჩაბმასთან ან/და ხელშეწყობასთან, ასევე პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება/გასაღებასთან, პირობითი მსჯავრის გამოყენება აიკრძალება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით (83 მომხრე) დაამტკიცა. ცვლილება შედის სსკ-ის 73-ე პრიმა მუხლშიც, რომელიც მსჯავრდებულის გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად სასჯელის გადახედვას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, არასრულწლოვანთა პროსტიტუციასთან და პორნოგრაფიასთან დაკავშირებული დანაშაულების[სრულად…]

BERLIN, GERMANY - MARCH 10 :Symbol photo of the coronavirus crisis. Diagnosis. COVID-19, SARS-CoV-2 on March 10, 2020 in Berlin, Germany. Health authorities around the world are concerned about the novel coronavirus. More and more countries are reporting diseases and new infections. (Photo by Thomas Imo/Photothek via Getty Images)

ბრაზილიაში კორონავირუსის 40 000-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 39 436 შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 145 906-მდე გაიზარდა, – შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბრაზილიაში კოვიდ 19-ს კიდევ 1 374 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და დაღუპულთა რიცხვმა 52 645-ს მიაღწია. ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულებისა და დაღუპულების რაოდენობის მიხედვით ბრაზილია მეორე ადგილზე[სრულად…]

2020/06/24 მსოფლიო
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით, 115 ხმით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით, 115 ხმით მიიღო

115 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა, ბიძინა გეგიძემ, ალექსანდრე ერქვანიამ და კახა ოქრიაშვილმა. კენჭისყრაში მონაწილეობა ამჯერადაც არ მიუღია „ნაციონალურ მოძრაობას“, მეორე მოსმენით განხილვას არ ესწრებოდა „ევროპული საქართველო“, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭრა. კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020[სრულად…]

2020/06/23 პოლიტიკა
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 768 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 911-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 2662 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 255 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. Please follow[სრულად…]

დუშეთში წყვილის მიერ ახალშობილის გაყიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

დუშეთში წყვილის მიერ ახალშობილის გაყიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ დუშეთში მცხოვრებ წყვილს, 2020 წლის 18 ივნისს ვაჟი შეეძინათ. დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, მათ განიზრახეს ბავშვის გაყიდვა. მშობლები დაუკავშირდნენ პირს, რომელსაც შეუთანხმდნენ, რომ 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ[სრულად…]

2020-2021 სასწავლო წლისთვის ნაბეჭდი სახელმძღვანელოების პარალელურად ელექტრონული ვერსიაც ხელმისაწვდომი იქნება

2020-2021 სასწავლო წლისთვის ნაბეჭდი სახელმძღვანელოების პარალელურად ელექტრონული ვერსიაც ხელმისაწვდომი იქნება

განათლების სამინისტრო ელექტრონული რესურსების განვითარებას აქტიურად განიხილავს, რათა სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი გახდეს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა. მისი თქმით, განათლების სამინისტრომ გამომცემლობებს 2020-2021 სასწავლო წლისთვის ელექტრონული წიგნების მომზადება დაავალა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამინისტრო სექტემბრიდან სასწავლო[სრულად…]

პირველი თბილისელი გიდი და თითქმის 130 წლის მერე გაცოცხლებული ტური

პირველი თბილისელი გიდი და თითქმის 130 წლის მერე გაცოცხლებული ტური

როსტომი, ჩვენი გიდი, თავის ჩერქეზულ სამოსში გამოწყობილი დაიარება სასტუმროს ფოიეში, ხანჯალასხმული და საომარი ჯილდოებით აკაზმული. გერმანელი ფილოლოგის ნათქვამი რომ გადამემოწმებინა, როსტომს ვკითხე, რამდენ ენაზე საუბრობდა. ზუსტი რაოდენობა თვითონაც არ იცის, თუმცა მაინც სცადა თითებზე ჩამოეთვალა: რუსული, მეგრული – მისი მშობლიური ენაა, ქართული, სომხური, სპარსული, ლეზგინური, გრუზინული, ყველა ვერც დავიმახსოვრე“, –[სრულად…]

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარზე ფილმს გადაიღებენ

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარზე ფილმს გადაიღებენ

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შესახებ მხატვრულ ფილმს „ნოტრ-დამი ცეცხლში“ გადაიღებენ. ამის შესახებ Deadline-იწერს. გამოცემის ინფორმაციით, პროექტის რეჟისორი ჟან-ჟაკ ანო იქნება, სცენარზე კი ტომას ბიდეგენი იმუშავებს. ფილმის პროდიუსერი ჟერომ სეიდუ გახდება. ფილმში როგორც არქივის კადრები, ასევე ახალი მასალა იქნება გამოყენებული. სიუჟეტი იმის შესახებ მოგვითხრობს, თუ როგორ ებრძოდა ასობით მეხანძრე საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობაში ცეცხლს „ყვითელი ჟილეტების“ პროტესტების[სრულად…]

2020/06/22 კულტურა
რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ორი ახალი გვირაბი გაიჭრა

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ორი ახალი გვირაბი გაიჭრა

რიკოთის საუღელტეხილო გზის, უბისა-შორაპანისმონაკვეთზე ორი ახალი გვირაბი გაიჭრა. ახალი, გვირაბები სოფ. უბისასთან და განთიადთან გაიჭრა, მათი სიგრძე 346.5 მეტრი და 223 მეტრია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, პარალელურ რეჟიმში გრძელდება ხიდებისა და გვირაბების სამშენებლო სამუშაოები. უბისა-შორაპანის მონაკვეთზე სულ 13 კმ-იანი გზა, 27 ხიდი და 18 გვირაბი აშენდება. მათვე ინფორმაციით, საერთო ჯამში, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, ამ[სრულად…]

ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ტოვებს

ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ტოვებს

საქართველოს უსტიციის უმაღლეს საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძემ ტოვებს. ამის შესახებ მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. დოლიძის თქმით, პრეზიდენტს განცხადებით დღესვე მიმართავს და მას გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებს. „21 მაისს დავაარსე მოძრაობა ხალხისთვის, რომლის მიზანია, საჯარო დღის წესრიგში შევიტანოთ ხალხის პრობლები. რამდენიმე დღის წინ მოვაწერე ხელი დოკუმენტს ახალი პლატფორმის შესახებ, რომლის მიზანია,[სრულად…]

2020/06/22 პოლიტიკა
ქეთი მელუა საქართველოს წითელი ჯვრის მხარდასაჭერად ონლაინ კონცერტს გამართავს

ქეთი მელუა საქართველოს წითელი ჯვრის მხარდასაჭერად ონლაინ კონცერტს გამართავს

ბრიტანეთში მოღვაწე მუსიკოსი ქეთი მელუა 27 ივნისს, 22:00 საათზე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდასაჭერად „იუთუბზე“ (Youtube) საქველმოქმედო ონლაინ კონცერტს გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ავრცელებს. „ამ უცნაურ პერიოდში, ვცდილობდი, მომეფიქრებინა, რა შეიძლება გავაკეთო, რომ ვინმეს რამეში გამოვადგე. გადავწყვიტე შევუერთდე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, რომელიც შთამბეჭდავ სამუშაოს სწევს[სრულად…]

2020/06/22 კულტურა
გიორგი გახარია – პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა გაუმჯობესდეს

გიორგი გახარია – პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა გაუმჯობესდეს

ჩვენ განზომილებას, ეპიდემიასთან ბრძოლაში, ჯანმრთელობის და ეკონომიკის გარდა, უკვე პოლიტიკური განზომილებაც ემატება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილება არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხის შემდგომი გაუმჯობესება, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი. „პირველ რიგში, მინდა ჩვენი პარლამენტის წევრებს მივულოცო ეს წარმატება[სრულად…]

2020/06/22 პოლიტიკა
გოგონა, რომელიც15 წლის ასაკში აშშ-მა ბალეტის აკადემიაში ტრენინგის გასაგრძელებლად მიიწვია – ანა ლეჟავას პერსონა

გოგონა, რომელიც15 წლის ასაკში აშშ-მა ბალეტის აკადემიაში ტრენინგის გასაგრძელებლად მიიწვია – ანა ლეჟავას პერსონა

ბავშვობის ასაკში განსაკუთრებით აღმაფრთოვანებელია, როცა ბალეტის ილეთებს ვნახულობთ – რთული და გამორჩეული მოძრაობები, ყოველდღიურად, განსაკუთრებულ დროს მოითხოვს და, ზოგადად, ბევრ ნაყოფიერ წელთან არის დაკავშირებული. მის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული ზოგს „აიძულებს“, ბევრი ივარჯიშოს და საკუთარი ყოველდღიურობის დიდი ნაწილი დაუთმოს ბალეტს. თითოეულ ჩვენგანის გაკვირვება შესაბამისი მოძრაობებით ძალიან მარტივია – ამ ყველაფრის უკან[სრულად…]

2020/06/21 პერსონა
პოლიციის რეფორმის საკითხს ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე ეხმიანება

პოლიციის რეფორმის საკითხს ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე ეხმიანება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, აშშ-ში მიმდინარე საყოველთაო საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც პოლიციაში გარკვეული რეფორმების გატარებას გულისხმობს. რეფორმის ერთი ნაწილი თანა-რეაგირების სამსახურს ეხება, რაც იმას ნიშნავს, რომ არაძალადობრივ გამოძახებებზე პოლიციის ოფიცერთან ერთად სოციალური მუშაკიც წავა, განსაკუთრებით, ფსიქოლოგიური აშლილობების და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების შემთხვევაში. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საკუთარი ფეისბუკის გვერდზე,[სრულად…]

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 906 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთარაოდენობა 755-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2710 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269 Please[სრულად…]

სეზონზე მთის კურორტები მკაცრი რეგულაციებით იხელმძღვანელებს

სეზონზე მთის კურორტები მკაცრი რეგულაციებით იხელმძღვანელებს

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, იზრდება დასვენებისა და დროის ჯანსაღად გატარების სურვილი. ბევრს აინტერესებს, პანდემიის ფონზე, რა შესაძლებლობები არსებობს ამისთვის და ვის რა შეზღუდვის გათვალისწინება მოუწევს. მთის კურორტების მიმართ ინტერესი საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებულია. შესაბამისად, საინტერესოა, რა ვითარებაა ხსენებულ კურორტებზე. როგორც კი მსოფლიოში კორონავირუსი  გავრცელდა და მას „პანდემია“ ეწოდა, საქართველოს მთის კურორტებმა მარტის[სრულად…]

დღეიდან საქართველოში ყველა მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი ეტაპობრივად იხსნება

დღეიდან საქართველოში ყველა მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი ეტაპობრივად იხსნება

ქვეყანაში შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 20 ივნისიდან დამთვალიერებლისთვის მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები ეტაპობრივად გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, პროცესი დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით წარიმართება. პირველ ეტაპზე გაიხსნება ის მუზეუმები, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და[სრულად…]

2020/06/20 კულტურა
რუსთაველის გამზირზე დღეს დაგეგმილი აქციის გამო, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით იზღუდება

რუსთაველის გამზირზე დღეს დაგეგმილი აქციის გამო, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით იზღუდება

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი შეკრება-მანიფესტაციის გამო, დღეს, 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ავტომანქანების მძღოლები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებას ალტერნტიული ქუჩების გამოყენებით შეძლებენ. უფრო კონკრეტულად, თბილისის მერიის ინფორმაციით, მელიქიშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავ ავტომობილებს შეეძლებათ, ლესია უკრაინკას, ჟვანიასა და ჩიტაძის ქუჩებზე გადაინაცვლონ, ხოლო უკუმიმართულებისას, ფურცელაძის, თაბუკაშვილისა და ჯორჯაძის ქუჩების გამოყენებით იმოძრაონ.[სრულად…]

საქართველოში 24 საათში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 11-ით გაიზარდა

საქართველოში 24 საათში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 11-ით გაიზარდა

საქართველოში 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 898 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 11-ით გაიზარდა და 752 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 2891 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 256 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს[სრულად…]

“საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი არიან

“საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი არიან

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი არიან, – ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ საგარეო ვაჭრობის იანვარი-მაისის წინასწარ შედეგებშია აღნიშნული. „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში ექსპორტი 16.2%-ით, იმპორტი კი 17%-ით შემცირდა. „2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 205.8 მლნ.[სრულად…]

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 2 ახალი პაციენტიდან 1 შემოტანილი, მეორე კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 2 ახალი პაციენტიდან 1 შემოტანილი, მეორე კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევიდან 1 შემოტანილი, მე-2 კი უკვე დადასტურებულთან კონტაქტია. მისი თქმით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 21 პაციენტი მკურნალობს, მათგან მძიმე არც ერთი არ არის. “დაგვემატა მხოლოდ 2 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელებულებიც მხოლოდ 2 დაგვემატა, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 140 პაციენტი მკურნალობს. 2 ახალი შემთხვევიდან[სრულად…]

საქპატენტმა სასაქონლე ნიშნების პრაქტიკის სამი დოკუმენტი გამოაქვეყნა – რას გულისხმობს ისინი

საქპატენტმა სასაქონლე ნიშნების პრაქტიკის სამი დოკუმენტი გამოაქვეყნა – რას გულისხმობს ისინი

ცოტა ხნის წინ საქპატენტმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, საქპატენტმა სასაქონლე ნიშნების პრაქტიკის სამი დოკუმენტი გამოაქვეყნა. „ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ინტელექტუალურ უწყებებს შორის, საქპატენტი პირველია, რომელიც სრულად ეთანხმება ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ქსელის წევრი უწყებების მიერ შემუშავებულ საერთო პრაქტიკას[სრულად…]

გიორგი გახარია – სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ წარმატებით გაართვა თავი გამოწვევას

გიორგი გახარია – სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ წარმატებით გაართვა თავი გამოწვევას

სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, მინისტრთან ერთად, მისი ხელმძღვანელობით, სხვებთან შედარებით, წარმატებით გაართვა თავი გამოწვევას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჯანდაცვის მინისტრის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, გლობალური პანდემია არ არის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გამოწვევა, ეს გლობალური გამოწვევაა. „სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს[სრულად…]

ეკატერინე ტიკარაძე – 2020 წელს 2 500-მდე დევნილ ოჯახს გადავცემთ საცხოვრებელ ფართს

ეკატერინე ტიკარაძე – 2020 წელს 2 500-მდე დევნილ ოჯახს გადავცემთ საცხოვრებელ ფართს

2020 წელს ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გეგმები, 2 500-მდე დევნილ ოჯახს აუცილებლად გადავცემთ საკუთარ საცხოვრისს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ერთი წლის საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველაზე სენსიტიური მოქალაქეები, რომლებსაც წარმოადგენენ დევნილები. ამ ადამიანებს ბევრი წლის წინ მოუხდათ საკუთარი სახლ-კარის დატოვება და ჩვენი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის[სრულად…]

მერია ავტობუსებზე ველოსიპედის სამაგრების დაყენებას გეგმავს

მერია ავტობუსებზე ველოსიპედის სამაგრების დაყენებას გეგმავს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ველოსიპედით მოსიარულეებისთვის ქალაქში გადაადგილება უნდა გამარტივდეს. ამისთვის მერია ავტობუსებზე ველოსიპედების სამაგრების დაყენებას აპირებს. შესაბამისი დავალება დღეს, 17 ივნისს, მთავრობის სხომაზე კალაძემ მის მოადგილეს მაია ბითაძეს მისცა: “ველოსიპედი ქალაქში ძალიან პოპულარული ხდება. იცით რომ საზოგადოებრივ ტრანპორტში ველოსიპედის ატანა აკრძალულია. შესაბამისად, გვინდა გადმოვიტანოთ საუკეთესო ქალაქების მაგალითები და[სრულად…]

LONELY PLANET-მა საქართველო ევროპის ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა

LONELY PLANET-მა საქართველო ევროპის ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა

პოპულარულმა ტურისტულმა ჟურნალმა Lonely Planet-მა კორონავირუსის პანდემიის დროს საქართველო ევროპის ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის ასახელებს და მკითხველებს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. საქართველოსთან ერთად უსაფრთხო ტურისტული მიმართულებების სიაში: საბერძნეთი, პორტუგალია, ხორვატია, და რუმინეთი შევიდნენ. როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 260-ჯერ დაბალია, ვიდრე ვირუსისგან დაზარალებულ ევროპის ქვეყნებში. „საქართველოში კორონავირუსის ნაკლები შემთხვევა[სრულად…]

drive-in კინოთეატრების ლოკაცია ცნობილია

drive-in კინოთეატრების ლოკაცია ცნობილია

drive-in კინოთეატრების ლოკაცია ცნობილია. ის თბილისში 2 ადგილას განთავსდება. „მალე, ლისის ტბაზე, ახალ იპოდრომზე და იუსტიციის სახლის პარკინგზე “კავეას” ქსელი კინოთეატრს მანქანებისთვის გახსნის და მაყურებლები უახლეს რეპერტუართან და მსოფლიო პრემიერებთან ერთად, კინომარათონებს და სხვა ივენთებს იხილავს. ლისის ახალი იპოდრომის და იუსტიციის სახლის პარკინგზე, კავეა drive-in კინოთეატრები საწყის ეტაპზე მინიმუმ 200[სრულად…]

სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი – ამ სეზონზე უცხოეთიდან არავის ველოდებით, რეალური ჯავშნები 2021 წლის მაისიდან იწყება

სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი – ამ სეზონზე უცხოეთიდან არავის ველოდებით, რეალური ჯავშნები 2021 წლის მაისიდან იწყება

1-ელი ივლისიდან უცხოეთიდან არავის ველოდებით. რეალური ჯავშნები 2021 წლის მაისიდან იწყება, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას  სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. როგორც შალვა ალავერდაშვილი საერთაშორისო ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებით აცხადებს, 1-ელი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მიღების მოლოდინი ისრაელიდან იყო, თუმცა საკითხის გადაწყვეტა გადაიდო. “1-ელი ივლისიდან უცხოეთიდან აღარავის ველოდებით. ისრაელიდან[სრულად…]