1 დღის წინ
გიორგი გახარია აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს – საქართველო და აშშ სანდო, საიმედო სტრატეგიული პარტნიორები არიან
1 დღის წინ
განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, გამოცდების პროცესი მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი კომფორტისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით
2 დღის წინ
თამარ ჟვანია – თუ ყველა მხარე სრულყოფილად დაიცავს კანონს და ეთიკის ნორმებს, ამ კანონმდებლობის პირობებში გამჭვირვალე და ევროპული სტანდარტის არჩევნების ჩატარება აბსოლუტურად შესაძლებელია
2 დღის წინ
პრემიერი – ჩვენი მიზანია, სრულფასოვანი წევრობა როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში, რომლისთვისაც ბევრი რეფორმები და შრომა მოგვიწევს
2 დღის წინ
გაერო-ს ბავშვთა ფონდის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის დაწყებასთან ერთად, საქართველომ პრიორიტეტი სკოლების გახსნას უნდა მიანიჭოს

ამ სტატიების ავტორი: admin

თამბაქოს მწარმოებლები შესაძლოა თაღლითობენ და ფილტრიან სიგარეტში უფილტროს აქციზის ფასს იხდიან – ლაშა გოცირიძე

თამბაქოს მწარმოებლები შესაძლოა თაღლითობენ და ფილტრიან სიგარეტში უფილტროს აქციზის ფასს იხდიან – ლაშა გოცირიძე

„ფორმალურად კანონიერია ადგილობრივი მწარმოებლის ან იმპორტიორის ქმედება. თუმცა ხარვეზი არის,რომ მნიშვნელოვანია განსხვავება ფილტრიან და უფილტრო სიგარეტების დაბეგვრას შორის, ამიტომ ასეთი ფორმით მოხდა ფილტრიანის უფილტროს სახით გაყიდვა“ , – ამის შესახებ ეკონომისტმა ლაშა გოცირიძემ „იბერიას“ ეთერში, გადაცემაში „ცენზურის გარეშე“ ისაუბრა, „მე სიუჟეტში წარვადგინე სტატისტიკური ინფორმაცია. თუ 2016 წელს 9 თვეში უფილტრო[სრულად…]

გასაუბრების მოლოდინში…

გასაუბრების მოლოდინში…

გადავწყვიტე, დღეს დამეწერა იმ პრობლემებზე, რომლებსაც უამრავი სამსახურის მაძიებელი ახალგაზრდა აწყდება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც ნომერ პირველ პრობლემად კვლავაც დასაქმება რჩება. მოსახლეობის უმეტესობა უმუშევრობას მიიჩნევს მთავარ გამოწვევად.  მიუხედავად ასეთი სურათისა, არსებობს უამრავი დასაქმების საიტი, სადაც, თითქოს, არც იგრძნობა, რამდენად მძიმე ვითარებაა ამ მხრივ ქვეყანაში. ამ საიტებზე შესვლისას,[სრულად…]

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების ნეშტი სამხედრო პატივით დაკრძალეს

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების ნეშტი სამხედრო პატივით დაკრძალეს

დღეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების ნეშტი სამხედრო პატივით დაკრძალეს. აფხაზეთის ომში დაღუპული ბადრი გზირიშვილი და მისი შვილი, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ვახტანგ გზირიშვილი რუსთავის სასაფლაოდან თბილისში, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის ეზოში ოჯახის თხოვნით გადმოასვენეს. წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში პატივის მისაგებად საქართველოს თავდაცვის მინისტრი[სრულად…]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6297 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6297 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6297 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6297 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6106 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0191 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0625 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი[სრულად…]

ეროვნული ბანკი ლარის კურსთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ეროვნული ბანკი ლარის კურსთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ბოლოდროინდელი მაღალი მერყეობის შესახებ განმარტებას აკეთებს. როგორც „თბილისი თაიმსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, არაერთხელ აღინიშნა, რომ არსებული ინფორმაციის მიხედვით, კურსზე მოქმედი საშუალო და გრძელვადიანი ფაქტორები პოზიტიურია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წელს სავალუტო შემოსავლები უმჯობესდება და ეს ტენდენცია მომავალ წელსაც გაგრძელდება. სექტემბრის მონაცემებით, საქონლის ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული[სრულად…]

????????????????????????????????????

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გადაწყვეტილებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მავნებლის განადგურების მეთოდებზე მუშაობაში აქტიურად ჩაერთვება. აღნიშნულის საფუძველზე, მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც აზიურ ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შესაძლო შემოყვანის საკითხი უნდა გამოიკვლიოს, ამ მიმართულებით სხვა ქვეყნების გამოცდილება გაიზიაროს და  საქართველოს[სრულად…]

ჩინეთის უპრეცედენტო ბრძოლა ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ – ქვეყანაში ფაბრიკების 40% იხურება

ჩინეთის უპრეცედენტო ბრძოლა ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ – ქვეყანაში ფაბრიკების 40% იხურება

ჩინეთმა ქვეყანაში არსებული ფაბრიკების 40%-ის დახურვა გადაწყვიტა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრმა გააკეთა. მინისტრის თქმით, „ეს  რთულადმისაღწევი მიზანი იქნება და ჩვენ გვჭირდება საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა,რათა მივაღწიოთ მას.“ ჩინეთმა გარემოს დაცვაზე ზრუნვა 2013 წლიდან დაიწყო მოსახლეობის მოთხოვნით, ქვეყნის მოქალაქეებმა გამონაბოლქვისგან ქალაქების დასუფთავება პირველ მოთხოვნად დაასახელეს. ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის ზოგიერთ[სრულად…]

2017/11/02 მსოფლიო
არსებული ყვითელი ავტობუსების პარკის ევროპული, თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით ჩანაცვლებას ვაპირებთ – კახა კალაძე

არსებული ყვითელი ავტობუსების პარკის ევროპული, თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით ჩანაცვლებას ვაპირებთ – კახა კალაძე

  თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე დიდ დიღომში მდებარე მეორე ავტობაზაში იმყოფებოდა, სადაც ავტოპარკი დაათვალიერა და ადგილზე დასაქმებულ თანამშრომლებს შეხვდა. დედაქალაქის არჩეულმა მერმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების აუცილებლობასა და ამ მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. „დავათვალიერეთ არსებული ავტობაზა. ზოგადად, ტრანსპორტის განახლება ჩვენი ერთ-ერთ პრიორიტეტი იქნება. საზოგადებრივი ტრანსპორტი არა მხოლოდ კომფორტული, არამედ პოპულარულიც[სრულად…]

ოქტომბერში FAO-ს სურსათის ფასის ინდექსი დაეცა, რაც მსოფლიოში რძის პროდუქტების ფასების შემცირებითაა გამოწვეული

ოქტომბერში FAO-ს სურსათის ფასის ინდექსი დაეცა, რაც მსოფლიოში რძის პროდუქტების ფასების შემცირებითაა გამოწვეული

ოქტომბერში სურსათზე გლობალური ფასები შემცირდა. რძის პროდუქტებზე ფასები შემცირებულია 27%-ით, რითაც ოქტომბრის თვის ფასმა, რძის ნაწარმზე მიაღწია ქვედა ზღვრის მაქსიმალურს ნიშნულს 2011 წლიდან დღემდე. გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სურსათის ფასების ინდექსი, სექტემბრის თვესთან შედარებით, 1,3 პუნქტით შემცირდა და ოქტომბერში 176.4 პუნქტი შეადგინა. რაც, წინა წელთან შედარებით ფასების[სრულად…]

ეს სრულიად ამაზრზენი ბარიერები დაინგრევა, ისევე როგორც დაინგრა ევროპაში სხვა, ხელოვნური ბარიერები – გიორგი მარგველაშვიოლი

ეს სრულიად ამაზრზენი ბარიერები დაინგრევა, ისევე როგორც დაინგრა ევროპაში სხვა, ხელოვნური ბარიერები – გიორგი მარგველაშვიოლი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფ კერსტი კალიულაიდს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო და მავთულხლართების მიმდებარედ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის და გატაცების ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება. პრეზიდენტები სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ზოლში[სრულად…]

2017/11/02 პოლიტიკა
საქსტატი: წლის პირველ ნახევარში წამლებზე ფასებმა 7.2%-ით მოიმატა

საქსტატი: წლის პირველ ნახევარში წამლებზე ფასებმა 7.2%-ით მოიმატა

საქსტატის მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში ჯანდაცვაზე ფასება 4.3%-ით მოიმატა. ივნისის მონაცემებით, ფასები გაიზარდა ჯანდაცვის შემდეგ მომსახურებასა და პროდუქციაზე: ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება გაძვირდა 5.2%-ით, საავადმყოფოების მომსახურება – 0.5%-ით, წამლებზე კი ფასებმა- 7.2%-ით მოიმატა. Please follow and like us:

უზენაესმა სასამართლომ ივანე მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

უზენაესმა სასამართლომ ივანე მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე მსჯავრდებული, შინაგან საქმეთაყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის ადვოკატის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო და ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 23 თებერვალს ივანე მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა საქართველოს[სრულად…]

12 ნოემბერს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

12 ნოემბერს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

  ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის და თვითმმართველი თემების: ყაზბეგის, ხაშურის,ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური დანიშნა. როგორც დღეს ცესკოშიგამართულ სხდომაზე განისაზღვრა – არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 12 ნოემბერს გაიმართება. საერთო ჯამში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება 317 საარჩევნო უბანზე, ხოლო რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობაექვსივე საარჩევნო ოლქში 328 304-ს შეადგენს. დღეს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა, რომ მეორე ტურში მონაწილე ამომრჩევლები ხმას მისცემენ2017 წლის 21 ოქტომბერს არსებული ამომრჩეველთა სიების მიხედვით. მასში ცვლილებები შეიტანება მხოლოდ სახელმწიფოსერვისების განვითარების სააგენტოს მიე, ცესკოსთვის მოწოდებული საქართველოს მოქალაქეთა იმ მონაცემების შესაბამისად,რომლებსაც 21 ოქტომბრის შემდეგ შეუსრულდათ ან მეორე ტურის გამართვის დღისთვის შეუსრულდებათ 18 წელი. აგრეთვე, ამავეპერიოდში გარდაცვლილ პირთა შესახებ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც მეორე ტურები უნდა გაიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრებს უგრძელდებათუფლებამოსილების ვადა არჩევნების მეორე ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოცხადების დღის ჩათვლით. რაც შეეხებასაუბნო საარჩევნო კომისიებს მეორე ტურისთვის კომისიის უფლებამოსილებებს განახორციელებენ პირველი ტურისთვის შექმნილიშესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიები. აღსანიშნავია, რომ მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების უფლებამოსილების ვადა იმ საარჩევნოკომისიებში, სადაც მეორე ტური იმართება, გაგრძელდება მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე. როგორც დღეს ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, რეგისტრაციის ვადაუგრძელდებათ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებსაც. გარდა ამისა, სადამკვირვებლო და მედიაორგანიზაციებს უფლება აქვთ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა (9 ნოემბერი) წარმოადგინონ მათი დამკვირვებლებისა დამედია წარმომადგენლების დამატებითი სიები.   Please follow and like us:

2017/11/02 პოლიტიკა
ბიზნესის კეთების კუთხით საქართველო 190-დან მე-9 ადგილზეა

ბიზნესის კეთების კუთხით საქართველო 190-დან მე-9 ადგილზეა

საქართველო ბიზნესის კეთების მსოფლიო რეიტინგის ათეულშია, ამის შესახებ დეტალურად პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტოკომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა. „ეს არის იმ რეფორმების შედეგი,რომელსაც საქართველოს მთავრობა და პარლამენტი ერთად ატარებს. 190 ქვეყანაში რომ მე-9 ადგილზე იქნები ბიზნების კეთების კუთხით მნიშვნელოვანი სიახლეა, განსაკუთრებით ელიტარული ქვეყნების გვერდით. მნიშვნელოვანია საქართველოში ბიზნესის დაწყების სიმარტივე, აქციონერთა უფლებების[სრულად…]

2017/11/02 პოლიტიკა
ძაღლების ტანსაცმლისა და აქსესუარების ქარული ბრენდი ევროპულ ბაზარზე გავა

ძაღლების ტანსაცმლისა და აქსესუარების ქარული ბრენდი ევროპულ ბაზარზე გავა

LUXURY ANIMALS ძაღლების ტანსაცმლისა და აქსესუარების ქარული ბრენდია, რომელიც სამი წელია რაც ქართულ ბაზარზეა და მომხმარებლებს გამორჩეულ, ორიგინალურ  და ფართო  არჩევანს სთავაზობს. თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ  სასურველი ტანსაცმელი თქვენი პატარა მეგობრებისთვის, ისე რომ დარწმუნებული იქნებით მის ხარისხსა და კომფორტში. „თბილისი თაიმსი“ კომპანიის დამფუძნებელ ალინა გაბდულინას ესაუბრა LUXURY ANIMALS-ის შექმნისა და სამომავლო[სრულად…]

უკრაინელმა სამართალდამცველებმა ძებნილი მეგის ქარდავა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე  დააკავეს

უკრაინელმა სამართალდამცველებმა ძებნილი მეგის ქარდავა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დააკავეს

საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ 1 ნოემბერს დაკავებული იქნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილი, ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის  ქარდავა, რომელიც 2013 წლის 13 თებერვლიდან  საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა. უკრაინის კომპეტენტური სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მეგის ქარდავა მიმართ გამოყენებულია საექსტრადიციო პატიმრობა და მისი საქართველოში ექსტრადიციის საკითხი გადაწყდება უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად.[სრულად…]

გიორგი გახარია ლარის გაუფასურებას სეზონურობის ფაქტორს უკავშირებს

გიორგი გახარია ლარის გაუფასურებას სეზონურობის ფაქტორს უკავშირებს

ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ლარის გაუფასურებას სეზონურობის ფაქტორებსა და მოლოდინებს უკავშირებს, ამასთან გახარიას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ლარი გამყარდება. ვალუტის გაუფასურების შესახებ მან პრესკონფერენციაზე ილაპარაკა. ამის შესახებ 1tv წერს. “შარშან მოლოდინები და სეზონურობა რბილად გადავლახეთ და დარწმუნებული ვარ, რომ წელსაც მერყეობა უფრო რბილად გადაილახება. სეზონურობის ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ და ამ მიმართულებით[სრულად…]

ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი საგადასახადო სისტემის შემდგომ ლიბერალიზაციას – გიორგი კვირიკაშვილი

ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი საგადასახადო სისტემის შემდგომ ლიბერალიზაციას – გიორგი კვირიკაშვილი

მსოფლიო ბანკის „ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსის“ თანახმად, გასულ წელთან შედარებით, საქართველოს რეიტინგი 7 პუნქტით გაუმჯობესდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკის „ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსის“ თანახმად, რომლის ახალი მაჩვენებლები გუშინ გამოქვეყნდა, საქართველო მე-9 ადგილზეა მსოფლიოს ქვეყნებს შორის. მისივე[სრულად…]

2018 წლიდან ბაღის გამგეებს დირექტორის სტატუსისთვის ტესტირების გავლა მოუწევთ

2018 წლიდან ბაღის გამგეებს დირექტორის სტატუსისთვის ტესტირების გავლა მოუწევთ

საქართველოს მთავრობამ საბავშვო ბაგა-ბაღებში განათლების ხარისხის ასამაღლებლად სპეციალური კრიტერიუმები დაამტკიცა, რომელიც ძალაში 2018 წლიდან შედის. დოკუმენტის თანახმად, 2018 წლიდან ბაგა-ბაღების გამგეების სტატუსი უქმდება და მის ნაცვლად დირექტორის სტატუსი შემოდის, რომლის მოსაპოვებლადაც გამგეებს ტესტირება ან გასაუბრების გავლა მოუწევთ. ასევე ცნობილია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, საგანმანათლებლო კრიტერიუმების დაკმაყოფილება ბაღის აღმზრდელებსაც მოუწევთ. არსებული კანონმდებლობით საბავშვო ბაღებში მუშაობა[სრულად…]

რა დარღვევისას დაჯარიმდებიან მძღოლები ვიდეოჯარიმებით

რა დარღვევისას დაჯარიმდებიან მძღოლები ვიდეოჯარიმებით

2017 წლის 1 ნოემბრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ძალაში შევიდა. ასევე, ამოქმედდა ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელთა საშუალებით, შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში დანერგილი ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით, სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაფიქსირება ავტომატურ რეჟიმში მოხდება. დამრღვევი მძღოლი ვიდეოჯარიმით შემდეგ ფაქტებზე დაჯარიმდება: • შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა; • ორმაგი ღერძულა[სრულად…]

ირლანდია გმობს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას

ირლანდია გმობს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას

ირლანდიის საპარლამენტო დელეგაცია ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარის დენის ო’დონოვანის ხელმძღვანელობით საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზს ეწვია.ირლანდიის სენატის თავმჯდომარემ შეშფოთება გამოთქვა მიმდინარე პროცესების გამო და დაგმო რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. „შეშფოთებულნი და შოკირებულნი ვართ თქვენს ტერიტორიაზე მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესით. ირლანდიაშიც გვქონდა მსგავსი სიტუაცია მრავალი წლის განმავლობაში.   ჩვენი ქვეყანა გმობს რუსეთის[სრულად…]

2017/11/01 პოლიტიკა
ესტონეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქვეყნის განვითარების პროცესის მტკიცე მხარდამჭერია – მიხეილ ჯანელიძე

ესტონეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქვეყნის განვითარების პროცესის მტკიცე მხარდამჭერია – მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით ესტონეთის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ორმხრივი ურთიერთობების ჭრილში, ასევე იმით, რომ ესტონეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა. როგორც მინისტრმა აღნიშნა ესტონეთმა მნიშვნელოვანი საქმიანობა გასწია იმისათვის, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტი წარმატებით წარიმართოს. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ესტონეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა[სრულად…]

2017/11/01 პოლიტიკა
9 საქმე, რომელიც უნდა მოასწროთ 9 საათამდე

9 საქმე, რომელიც უნდა მოასწროთ 9 საათამდე

თუ დილით გაიღვიძეთ, დაფიქრდით, რომ თქვენ მოგეცათ უნიკალური საშუალება, ისუნთქოთ, იფიქროთ, დატკბეთ და გიყვარდეთ. დღეს შევკრიბეთ ყველა ის მნიშვნელოვანი 9 საქმე, რომელიც მთელ დღეს გაგიბედნიერებთ. 1. ლოცვა მშვიდ გარემოში მოხერხებულად მოეწყვეთ და ილოცეთ. 2. მადლიერება საკუთარი თავის მიმართ იყავით იმის მადლიერი, რაც გაქვთ. მცირე საქმის გაკეთების შემდეგაც კი შეაქეთ საკუთარი[სრულად…]

გურამ კაშიას ქმედება უეფა-ს კამპანია „თანასწორობის თამაშის“ ნაწილი იყო – ლევან კობიაშვილი

გურამ კაშიას ქმედება უეფა-ს კამპანია „თანასწორობის თამაშის“ ნაწილი იყო – ლევან კობიაშვილი

 „„ქართული მარშის“ მომხრეები აბსოლუტურად ეწინააღმდეგებიან გამოხატვის თავისუფლებას და ხელს უწყობენ აგრესიას. არავის აქვს უფლება სხვას მისცეს მიმართულება, თუ როგორ უნდა იცხოვროს“ , – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადაცემა „რეაქციას“ ეთერში ისაუბრა. „მე მხარდაჭერა გამოვხატე გურამ კაშიას მიმართ და ვეწინააღმდეგები ყველანაირ ძალადობას.აბსოლუტურად აბსურდული ბრალდებებია „ქართული მარშის“ წევრებთან შეხვედრის[სრულად…]

გალერია თბილისი 30 ნოემბერს გაიხსნება

გალერია თბილისი 30 ნოემბერს გაიხსნება

სავაჭრო ცენტრი გალერია თბილისი 2017 წლის 30 ნოემბერს გრანდიოზული ღონისძიებით გაიხსნება. მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება 100-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდის მაღაზია, კინოთეატრი კავეა, ბოულინგ კლუბი, ბავშვთა გასართობი ცენტრი, საკვები ზონა, სუპერმარკეტი გუდვილი და სხვადახვა მომსახურების ობიექტი. შენობაში ინტეგრირებულია გრიბოედოვის თეატრი, თავისუფალი თეატრი და მეტროსადგური თავისუფლების მოედანი. როგორც უკვე ცნობილია,[სრულად…]

მიხეილ სააკაშვილი: „არ ვაპირებ საქართველოს ოლიგარქს  რომელიმე საკნის ფანჯრიდან ვუყურო“

მიხეილ სააკაშვილი: „არ ვაპირებ საქართველოს ოლიგარქს რომელიმე საკნის ფანჯრიდან ვუყურო“

„პოროშენკოს რომ ჯადოსნური  ჯოხი ჰქონდეს, მოიქნევდა და გამაქრობდა, მაგრამ მე ვარ უკრაინის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ფაქტორი და დიდხანს დავრჩები“ , – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „არჩევანის“ ეთერში ისაუბრა. „დღე დღეზე რომ დამაპატიმრებენ ეს არის სისულელე, ამის არც რესურსი აქვთ, არც ძალა და არც შემსრულებლები ჰყავთ.ერთადერთი[სრულად…]

2017/11/01 პოლიტიკა
ნინო ზაუტაშვილი: გურამ კაშიას აქცია პროპაგანდისგან ძალიან შორს იყო

ნინო ზაუტაშვილი: გურამ კაშიას აქცია პროპაგანდისგან ძალიან შორს იყო

„გურამ კაშიას დავუდასტურებ ჩემს დიდ პატივისცემას და მინდა ვუთხრა,რომ თუ ერთი წამით მაინც შეეპარება ეჭვი,რომ დღეს საქართველოში არიან ადამიანები,რომლებიც მის გვერდით არ დადგებიან ბოლომდე, მინდა ვუთხრა, რომ ეს ასე არ მოხდება“ , – ამის შესახებ ჟურნალისტმა,ტელეწამყვანმა ნინო ზაუტაშვილმა „ტვ პირველზე“, „რეაქციას“ ეთერში ისაუბრა. „პროპაგანდისგან ძალიან შორს იყო ის აქცია,რომელიც ჩაატარა[სრულად…]

მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველაზე” ახალი ავტოსაკონტროლო პუნქტის აპარატები დამონტაჟდა

მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველაზე” ახალი ავტოსაკონტროლო პუნქტის აპარატები დამონტაჟდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველაზე” ახალი, თანამედროვე სტანდარტების ავტოსაკონტროლო პუნქტის აპარატები დამონტაჟდა, რაც მოქალაქეებს მგზავრობის საფასურის გაცილებით სწრაფად და კომფორტულად გადახდის საშუალებას მისცემს. მათივე ინფორმაციით, ახალი გადახდის აპარატების მუშაობას დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. თანამედროვე სტანდარტების ავტოსაკონტროლო პუნქტის აპარატები მგზავრთა უსაფრთხოების მაღალი სტანდარტითა და მგზავრთა[სრულად…]

საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტები NATO-ს და “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტების მოსამზადებლად კონკრეტულ, კოორდინირებულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ

საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტები NATO-ს და “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტების მოსამზადებლად კონკრეტულ, კოორდინირებულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა. პრეზიდენტებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ისაუბრეს და გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის პრეზიდენტს წარმომადგენლობითი დელეგაციის თანხლებით საქართველოში პირველი ვიზიტისათვის, რომელიც საქართველო – ესტონეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს დაემთხვა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ესტონეთი ამჟამად[სრულად…]

2017/10/31 პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ფინეთის თავდაცვის მინისტრი იუსტი ნინისტოს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი ფინეთის თავდაცვის მინისტრი იუსტი ნინისტოს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფინეთის თავდაცვის მინისტრი იუსტი ნინისტოს შეხვდა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ფინეთში ახლად დაარსებულ ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრთან თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა ფინურ მხარეს მადლობა გადაუხადა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის, ასევე, აღნიშნა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ფინელი დამკვირვებლების[სრულად…]