2 დღის წინ
ირაკლი ხმალაძე – ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობის სქემა სისტემურად შეიცვალა და მასთან შეჩვევას გარკვეული დრო სჭირდება
4 დღის წინ
პრემიერის განცხადებით, რაჭაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლოა, 50 000 000 ლარამდე დასჭირდეს
4 დღის წინ
პრემიერის ინფორმაციით, რაჭაში 4 სოფელი 1 თვე იქნება გარესამყაროს მოწყვეტილი, მაგისტრალურ გზაზე სერიოზული ჩამონგრევებია, 4 ხიდი კი სრულად აღსადგენია
4 დღის წინ
ნათია თურნავა – „ანაკლიის კონსორციუმის“ და ერთ-ერთი მთავარი ინვესტორის საარბიტრაჟო დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია
4 დღის წინ
პრემიერ-მინისტრი სოფელ ღარში სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

ეკონომიკა

საქართველოსა და ირანის ბიზნეს სექტორი საქმიან შეხვედრებს გამართავენ

მსხვილი ირანული კომპანიები ქართულ საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაეცნობიან. ირანის ისლამური რესპუბლიკის სავაჭრო დელეგაცია საქართველოს 1-5 ივლისს ეწვევა. 2 ივლის საგამოფენო კომპლექს “ექსპო ჯორჯიაში” (მე–3 პავილიონი) ქართულ–ირანული ბიზნეს ფორუმი გაიმართება. “ექსპო ჯორჯიაში” ორი დღის განმავლობაში ირანული პროდუქციის გამოფენა მოეწყობა. ამასთან ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის საქმიანი შეხვედრები გაიმართება.[სრულად…]

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხარკოვის მიმართულებით ფერნები განხორციელდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ხარკოვის მიმართულებით ახალი რეისი დაემატახარკოვში რეისების განხორციელებას კვირაში ორჯერ, ავიაკომპანია „ვიზეარი“ უზრუნველყოფს. ომპანიის წარმომადგენელთა თქმით, აღნიშნული ავიაკომპანია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი კომპანიააამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები ვარშავის, ტატოვიცას, კიევის, მოსკოვისა და დონეცკის მიმართულებით ხორციელდება. ხარკოვის მიმართულებით ფრენის ღირებულება 70 დოლარი იქნება. 01.07.13 Please[სრულად…]

საქართველოში ტურისტთა რაოდენობა 2012 წელთან შედარებით 31,8 % – ით გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.ცენტრის ინფორმაციით, 2013 წლის მარტის თვეში 363286 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 2012 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 37 %-ით მეტია. “2012 წელს საქართველოს 4 389 256 საერთაშორისო მოგზაური ეწვია და ზრდამ 56% შეადგინა. რაც შეეხება მიმდინარე წელს,[სრულად…]

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოუყო

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოუყო.  დირექტორთა საბჭომ რამდენიმე დღის წინ ეს კომპაქტი, სხვანაირად, პროექტი, დაამტკიცა.  გუშინ ვაშინგტონში ამ საკითხზე პრეზენტაცია გაიმართა, სადაც საბჭოს რამდენიმე წევრი და უშუალოდ კი ქვეყნებთან გაფორმებული კომპაქტების ხელმძღვანელი პირები საუბრობდნენ.  სხდომას ესწრებოდა საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი-აშშ-ში არჩილ გეგეშიძეც. ლაპარაკია ხუთ წლიან დაფინანსებაზე,[სრულად…]

საქართველოს საგარეო ვალი 13.4 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2013 წლის 31 მარტის მდგომარეობით 13.4 მლრდ აშშ დოლარი (22.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს 83.9 პროცენტია; აქედან, 4.2 მლრდ აშშ დოლარი (7.0 მლრდ ლარი) იყო სამთავრობო სექტორის ვალი (მშპ-ს 26.5 პროცენტი), 500.2 მლნ აშშ დოლარი (829.2 მლნ ლარი; მშპ-ს 3,1 პროცენტი) – ეროვნული ბანკის, 2.4[სრულად…]

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს სარეკლამო ბაზარი უფრო კონკურენტუნარიანი გახდა

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს სარეკლამო ბაზარი უფრო კონკურენტუნარიანი გახდა. პოლიტიკა აღარ თამაშობს მნიშვნელოვან როლს  სარეკლამო თანხების განაწილებაში და კომპანიები ახლა უკვე თავისუფლად იღებენ გადაწყვეტილებებს საკუთარი დანახარჯების შესახებ. ამის შესახებ ნათქვამია  „საერთაშორისო გამჭვირვალობა –  საქართველოს“   ანგარიშში „საქართველოს სარეკლამო ბაზარი -ახლა უკვე კონკურენციის პირობებში?“ , რომლის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო ამბასადორში გაიმართა.[სრულად…]

კომპანია „ასკანელი ძმები“ უკრაინაში BEST DRINK 2013-ზე დაჯილდოვდა

”BEST DRINK” საერთაშორისო სადეგუსტაციო კონკურსია, რომელიც უკრაინაში მეოთხე წელია იმართება, წელს კონკურსში მონაწილეობდა 21 კომპანია, მათ წარმოადგინეს საკუთარი პროდუქციის 58 ნიმუში, ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიებში. კომპანია „ასკანელი ძმები“-მა  “Best Drink”-ზე  5 სხვადასხვა ნომინაციაში გავიდა პირველ ადგილზე. „ასკანელი ძმების“ პროდუქცია „Best Drink“-ის ორგანიზატორების ინფორმაციით, წარმოდგენილი იყო „ასკანელი ძმების“ 2 სახეობის[სრულად…]

ნოდარ ხადურს მიაჩნია, რომ გუშინდელი მაღალჩინოსნების დაკავება კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მერიის მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომმათი დაკავება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრულად დაცვით. “კანონი იქნება მკაცრი ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიითვისა სახელმწიფო სახსრები. მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიება იქნება ძალიან გამჭვირვალე და ძალიან ობიექტური. არც ერთი ყოფილი, ახლანდელი და მომავალი თანამდებობა, არ[სრულად…]

ამერიკული კომპანია ,,სარაჯიშვილს“ მილიონობით ლარს ედავება

„ოპტიმა ჯგუფმა“, რომელსაც საქართველოში ერისთავის იურიდიული ჯგუფი წარმოადგენს, სს ,,სარაჯიშვილის“ მიმართ სარჩელი აღძრა. საქმე ეხება ,,სარაჯიშვილი“–ს პროდუქციის ექსპორტს რუსეთის ბაზარზე. სს ,,სარაჯიშვილმა“ ამერიკულ კომპანია ,,ოპტიმა გრუპთან“ 2011 წელს კონტრაქტი გააფორმა. კონტრაქტის ფარგლებში ,,ოპტიმა ჯგუფს“ რუსეთის ბაზარზე სს ,,სარაჯიშვილის“ პროდუქციის ექსპორტის ექსკლუზიური უფლება 5 წლის ვადით მიენიჭა. სს ,,სარაჯიშვილმა“ კონტრაქტის პირობები[სრულად…]

საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის სხდომა გაიხსნება

დღეს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში”  საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-8 სხდომა გაიხსნება. სხდომას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და უკრაინის ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ვილკული გახსნიან. სხდომის ფარგლებში მხარეები ენერგეტიკულ, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურულ, სატრანსპორტო და განათლების სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ. ასევე იგეგმება ურთიერთთანამშრომლობის რამდენიმე დოკუმენტის გაფორმება. კომისიის სხდომის შემდეგ[სრულად…]

ევროკავშირი საქართველოს 4 მლნ ევროს გადაურიცხავს

ევროკავშირმა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 4 მილიონი ევროს გადარიცხვის  გადაწყვეტილება მიიღო, რაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ მიმართული 40 მილიონი ევროს ოდენობის სამწლიანი პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტისთვის განკუთვნილი დახმარების პირველი ტრანშია. 2013 წელს ევროკავშირმა საქართველოსთან დაიწყო „ევროკავშირის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ (ENPARD), რაც მიზნად ისახავს სურსათის წარმოების[სრულად…]

2013 წლის იანვარ-მაისში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი – თურქეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა იყო

საქსტატის ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ–მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანი-ზებული ვაჭრობის გარეშე) 3881 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4%-ით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 1001 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (4 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 2880 მლნ. აშშ დოლარს (7 -%-ით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013[სრულად…]

საქართველო უნგრეთთან საინვესტიციო თანამშრომლობის განვითარებას აპირებს

საქართველოს პარტნიორული ფონდი, უახლოეს ხანებში ელოდება კონკრეტულ წინადადებებს, უნგრული საინვენსტიციო კომპანიისგან. პარტნიორული ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე უნგრულ დელეგაციას დღეს შეხვდა, შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობას იღებდა უნგრეთის ელჩი საქართველოში შანდორ საბო, რომელმაც უნგრული ბიზნეს წრეების საქართველოთი დაინტერესების და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების შესახებ ისაუბრა. საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებულია, ერთეღტი უმსხვილესი უნგრული კომპანია TRIGRANIT,[სრულად…]

შეთანხმება მიღწეულია – რუსეთის ბაზარზე ქართული ხილი-ბოსტნეული ექსპორტზე ათ დღეში გავა

რუსეთის ბაზარზე ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტზე შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ განუცხადა. მისი თქმით, შესაბამის ხელშეკრულებას რუსეთის მომხმარებელთა უფლებებისა და მათი კეთილდღეობის დაცვის ფედერალურ საზედამხედველო სამსახურთან – “როსპოტრებნადზორთან” სამი დღის წინ მოეწერა ხელი. “ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რომელი რეგიონიდან რა დასახელების და რაოდენობის ხილი და ბოსტნეული[სრულად…]

EBRD-მა საქართველოსთვის ახალი 3 წლიანი სტრატეგია შეიმუშავა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თურქეთის, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დირექტორს, ოლივიერ დეკამპს შეხვდა. დავით უსუფაშვილმა ოლივიერ დეკამპს გააცნო ქვეყნის პოლიტიკური კურსი და პრიორიტეტები, ისაუბრა ეკონომიკური ზრდისა და საფინანსო ინსტიტუტების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე. ოლივიერ დეკამპმა ხაზი გაუსვა ოქტომბრის არჩევნებისა და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის[სრულად…]

ფინანსთა სამინისტროში გაიმართა დავების განხილვის საბჭოს მორიგი სხდომა

როგორც ფინანსთა მინისტრმა და საბჭოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა  განაცხადა, სამინისტრო აგრძელებს მუშაობას დავების განხილვის საბჭოს ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფისთვის, რათა ხელი შეუწყოს მხარეთა თანასწორუფლებიანობის საწყისებზე დავების სწრაფ და სამართლიან გადაწყვეტას, ასევე, გადამხდელთა უფლებების დაცვას. მინისტრის თქმით, საბჭოს საქმიანობა გამჭვირვალეა და ყველა მისი გადაწყვეტილება ქვეყნდება დავების განხილვის საბჭოს ვებ-გვერდზე.  საბჭოს მუშაობის პრინციპებთან[სრულად…]

საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტრო დახმარებას გაუწევს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტს, ასევე შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურებს, ფინანსთა სამინისტროს აკადემიას. მემორანდუმის ხელმომწერები არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა მინისტრი იერონ დიჯსელბლომი. ხელმოწერის ცერემონიაზე ნიდერლანდების მხარეს წარმოადგენდა[სრულად…]

სექტემბრიდან თამბაქოზე აქციზი იზრდება

1 სექტემბრიდან თამბაქოზე აქციზი იზრდება. შესაბამისი ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში შედის. როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, მინისტრთა კაბინეტმა ცვლილებების პროექტი მოიწონა და ის პარლამენტს გადაეგზავნება. ნოდარ ხადურის ინფორმაციით, პირველი სექტემბრიდან თამბაქოზე გაიზრდება აქციზი, კერძოდ, 15 თეთრით ფილტრიან და 5 თეთრით უფილტრო სიგარეტზე. დანარჩენი კი ბაზარზეა დამოკიდებული.[სრულად…]

სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით, 4.0%-მდე ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 2013 წლის 19 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით 4.0 პროცენტამდე შემცირების შესახებ. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ არ შეცვლილა ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლები, რომლის მიხედვით ინფლაცია წლის განმავლობაში კვლავ დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება და მიზნობრივ დონეს მომავალი წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება. მაისში[სრულად…]

2013 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის დიდი წილი მრეწველობაზე და ვაჭრობაზე მოდის

2013 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში – 5 782,8 მლნ. ლარი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2,4 %-ის, ხოლო დეფლატორის ზრდა – 0,4 %-ის დონეზე დაფიქსირდა. მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (17,3 %-ი)[სრულად…]

ბათუმის გეზ-ში კონტრაფაქციული საყოფაცხოვრებო საქონელი შეაჩერეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გაფორმების ეკონომიკური ზონის „ბათუმი“ თანამშრომლებმა კონტრაფაქციული საქონელი გამოავლინეს. შემოსავლების ცნობით, კომპანიას 4 618,08 აშშ დოლარის ღირებულების, “NIKAI”-ს სასაქონლო ნიშნის მქონე,  584 ერთეული სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ელექტრო საქონელი შემოჰქონდა. მათ შორის იყო: 488.40 აშშ დოლარის ღირებულების 120 ცალი ბლენდერი; 477 აშშ დოლარის ღირებულების 50 ცალი უთო; 1 024.20 აშშ[სრულად…]

ტურისტული კომპანია “Go Tour” -ი VIP კლიენტებს სარდინიაზე დასვენების პაკეტს სთავაზობს

ტურისტულმა კომპანია “Go Tour” -მა ბაზარზე VIP კლიენტებისთვის ახალი შეთავაზება სარდინიაზე  დასვენების პაკეტი გამოიტანა, ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ კომპანიიდან აცნობეს. მათივე ცნობით, FORTE VILLAGE  – სარდინის ულამაზესი კურორტია, თავისი სანაპიროთი, სასტუმროებისა და რესტორნების დიდი არჩევანით. „კურორტზე არის 8 სხვადასხვა ტიპის სასტუმრო, 11 ბასეინი გამაჯანსაღებელი პროცედურების მისაღებად და სპორტული აკადემიები, სადაც[სრულად…]

Fitch-ის მოლოდინი საქართველოს ეკონომიკის წლევანდელ პერსპექტივებთან დაკავშირებით ოპტიმისტურია

სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings-ი, 4 ქართულ კომერციულ ბანკს გრძელვადიანი რეიტინგები დაუდასტურა. სააგენტოს მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, რეიტინგები დაუდასტურდა: „საქართველოს ბანკს”, „თიბისი ბანკს”, „პროკრედიტ ბანკს” და „ლიბერთი ბანკს”. ოთხივე ბანკის რეიტინგების პროგნოზი „სტაბილურია”. სააგენტომ განაცხადა, რომ აღნიშნული ბანკების მდგრადობის და გრძელვადიანი რეიტინგების დადასტურება, ასახავს, რომ საქართველოს ეკონომიკას, ზრდის ტემპების შენელების მიუხედავად,[სრულად…]

IFС-ამ „ფინკას" 4 მილიონიანი სესხი გამოუყო

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ ( IFС) მ/ო „ფინკას” საკრედიტო ხაზი გაუხსნა. მხარეებს შორის ხელი მოეწერა 4 მილიონი დოლარის სესხის ხელმოწერას. დაფინანსება მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მხარდაჭერისთვის გამოიყოფა. მხარეებს შორის საესხო ხელშეკრულება გუშინ გაფორმდა და გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც მენეჯმენტმა ახალი პროდუქტები წარმოადგინა. 18.06.13 Please follow and like us:

ნოდარ ხადური ადასტურებს რომ ჩხარტიშვილის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქონების წართმევასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ ხადურმა გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ გამოძიება ბადრი პატარკაციშვილის ქონების მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს. “დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. ვადასტურებ, რომ ძიება მიმდინარეობს, თუმცა დეტალებზე მას შემდეგ ვისაუბრებთ, რაც[სრულად…]

საგარეო ვაჭრობა 2013 წელს იანვარი-მაისი 3881 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა

2013 წლის იანვარ–მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3881 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 4% ნაკლებია. საქატატის ინფორმაციით აქედან, ექსპორტი 1001 მლნ. აშშ დოლარი იყო (4 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი – 2880 მლნ. აშშ დოლარი (7 %-ით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ–მაისში[სრულად…]

ონიშჩენკომ კიდევ ერთი ქართული ღვინის მწარმოებლის პროდუქცია დაიწუნა

„როსპოტრებნადზორმა“ კიდევ ერთი ქართული ღვინის კომპანიის პროდუქცია დაიწუნა, შესაბამისად მას არ შეეძლება რუსეთში პროდუქციის შეტანა. ამის შესახებ „ინტერფაქსს“ უწყების ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ განუცხადა. „გაცემულია კიდევ ათი დასკვნა შპს „იმედი-96“-ის ღვინის ნორმატივებთან შეუსაბამობის თაობაზე“, – აღნიშნა ონიშჩენკომ. აქამდე სანიტარულმა სამსახურმა დარღვევები ნახა იმ  პროდუქციაში, რომლებიც ექსპერტიზაზე ქართულმა კომპანია „შუხმან ვაინსმა“ შეიტანა.[სრულად…]

DBR-ის ექსპერტიზა: „უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების პროგრამა საგამომცემლო ბიზნესში დასაქმებულთა რიცხვს გაზრდის“

დღეს ეკონომიკური კვლევისა და ანალიზის ცენტრმა „დოქტრინა ბიზნეს რევიუ“ (DBR) გამართა პრეზენტაცია თემაზე „უფასო სახელმძღვანელოების სახელმწიფო პროგრამა და საგამომცემლო ბიზნესის მომავალი“. სადაც წარმოდგენილი იყო წიგნის გამომცემელი კომპანიების სხვადასხვა სარეიტინგო მაჩვენებლები. როგორც DBR-ის ექსპერტები განმარტავენ, საწარმოთა მიერ ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემების საფუძველზე ირკვევა, რომ საქართველოში წიგნის გამოცემით 62 კომპანიაა დაკავებული, აქედან მხოლოდ[სრულად…]

წითელ ხიდზე ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე  “წითელ ხიდი” 11 კაფსულა ლირიკა LYRICA(Pregabalin)  75mg  აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟოს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ეჭვის საფუძველზე  ავტობუსისა და საბარგო განყოფილებაში მოთავსებული მგზავრთა ბარგის დეტალური დათვალიერება განხორციელდა. შემოწმების შედეგად ერთ-ერთ მგზავრს, კერძოდ თურქეთის მოქალაქეს, კარატაშ მ-ს  ბარგში  ფსიქოტროპული  საშუალება  LYRICA(Pregabalin)  75mg  11 კაფსულა გამოვლინდა. საქმის მასალები შემდგომი[სრულად…]

DBR–ის კვლევა: „უფასო სახელმძღვანელოების სახელმწიფო პროგრამა წიგნის სამომხმარებლო ბაზარს გაზრდის“

DBR–ის კვლევა: „უფასო სახელმძღვანელოების სახელმწიფო პროგრამა წიგნის სამომხმარებლო ბაზარს გაზრდის“

უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების სახელმწიფო პროგრამის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების და სამომავლო სამომხმარებლო მოლოდინების პროგნოზირების მიზნით ეკონომიკური კვლევისა და ანალიზის ცენტრმა „დოქტრინა ბიზნეს რევიუ“ (DBR) მორიგი კვლევა ჩაატარა. გამოიკითხა 500-მდე მშობელი საქართველოს მასშტაბით. მკვლევარებს აინტერესებდათ, უფასო სახელმძღვანელობის დარიგებით მიღებული ფულადი ეკონომიის რა ნაწილს დახარჯავდნენ დამატებით მშობლები კლასგარეშე თუ სხვა ლიტერატურის შესაძენად. როგორც[სრულად…]