18 საათის წინ
დანაშაულისგან თავისუფალი უსაფრთხო ქვეყნების ინდექსით, საქართველო მსოფლიოში მეოთხე, ევროპის მასშტაბით კი, პირველ ადგილზეა
18 საათის წინ
საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს გაუხსნის
2 დღის წინ
საერთაშორისო კონკურსში ქართულმა ღვინოებმა ოქროს და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს
2 დღის წინ
შს მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, გიორგი შაქარაშვილის საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება დამძიმდეს
3 დღის წინ
„ბიბისი“ – როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

საზოგადოება

ილია მეორე 23 მაისს “აფხაზეთობის” აღნიშვნის ინიციატივით გამოვიდა

აფხაზეთის ომში ყველა მხარე დამარცხებულია, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა. “ვინ არის გამარჯვებული? არც არავინ არ არის. ყველა წაგებულია- ქართველებიც, აფხაზებიც, რუსებიც და ყველა, ვინც მონაწილეობდა ამ საშინელ ტრაგედიაში”, – აღნიშნა უწმინდესმა. პატრიარქის თქმით, იგი 11 წლის განმავლობაში აფხაზეთში მიტროპოლიტად[სრულად…]

დიდ დიღომში მდებარე სუპერმარკეტებში ვადაგასული სურსათი იქნა ამოღებული

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დიდ დიღომში მდებარე რამდენიმე სუპერმარკეტიდან ვადაგასული სურსათი ამოიღო. როგორც “თბილისი თაიმსს” სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ი/მ “მევლუდ ტალახაძის” მარკეტსა და სუპერმარკეტ “ვეჯინში”ვადაგასული შებოლილი ძეხვი, სხვადასხვა წარმოების იოგურტი, რძე, კეფირი, არაჟანი, მაიონეზი, ბოსტნეულის კონსერვები და კარაქი გამოვლინდა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ვადაგასული პროდუქცია ამოღებულია რეალიზაციიდან და ექვემდებარება განადგურებას. 27.09.13[სრულად…]

დღეს ჯვართამაღლების დღესასწაული აღინიშნება

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. საპატრიარქოს ცნობით, ამ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი , უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სადღესასწაულო წირვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. ჯვართამაღლება მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337) სახელს უკავშირდება. ღვთის განგებით, კონსტანტინემ და მისმა დედამ, წმ. ელენემ იერუსალიმში მოიძიეს[სრულად…]

ასეთ კინოს რომ ნახავ იმედი გიჩნდება, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მარტო შავი არ არის

ასეთ კინოს რომ ნახავ იმედი გიჩნდება, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მარტო შავი არ არის

გუშინ ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნის კინოკლუბი „მზესუმზირა“, მოხუცთა თავშესაფარ „ბეთელი“-ს ეწვია და მოხუცებს ფილმი „ხელშეუხებელნი“ აჩვენა. კინოჩვენება კინოკლუბ „მზესუმზირა“-ს პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა მოხუცთა თავშესაფრებში, ბავშვთა სახლებსა და ლტოლვილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სტუმრობას, ახალგაზრდებთან შეხვედრას, ფილმის ჩვენებას და განხილვას. Please follow and like us:

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება იკრძალება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას ე.წ. “მანოკების” გამოყენება იკრძალება. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, სამინისტროს გადაწყვეტილებით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების (ე.წ. “მანოკების”) გამოყენება იკრძალება. სამინისტროს ინფორმაციით, აკრძალვა შეეხება ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე ელექტრონულ მოწყობილობებსაც. არსებული საკანონმდებლო რეგულირებისაგან განსხვავებით, სამართალდამრღვევი დაჯარიმდება ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებისათვის იმ შემთხვევაშიც[სრულად…]

მოწონების რეიტინგში პირველ ადგილზეა ილია მეორე

NDI-ის კვლევის თანახმად, მოწონების რეიტინგში პირველ ადგილზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია. პატრიარქი გამოკითხულთა 94 პროცენტს მოსწონს. ილია მეორის საქმიანობას დადებითად აფასებს რესპოდენტთა 90 პროცენტი. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე 3 838 ადამიანი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და[სრულად…]

იუსტიციის სასწავლო ცენტრში შრომის სამართლის საკითხებზე ტრენინგი მიმდინარეობს

იუსტიციის სასწავლო ცენტრში შრომის სამართლის საკითხებზე ტრენინგი მიმდინარეობს. სემინარს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი და იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მრჩეველი ზურაბ სანიკიძე უძღვებიან. სწავლებას ესწრებიან სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მისი სამსახურების  თანამშრომლები და აღმასრულებელი მენეჯერები. ტრენინგის მონაწილეები ორი დღის მანძილზე განიხილავენ კანონში შესულ ცვლილებებსა[სრულად…]

NDI: მინისტრების რეიტინგში ირაკლი ალასანია ლიდერობს მას კი მოსდევს, ირაკლი ღარიბაშვილი და თეა წულუკიანი

NDI-ის კვლევის თანახმად, მინისტრების საქმიანობის შეფასების რეიტინგში თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია ლიდერობს. ირაკლი ალასანიას საქმიანობას 11% ძალიან კარგად, 38% კარგად , ხოლო 7% საშუალოდ აფასებს. მეორე ადგილზეა შს მინისტრი; ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას 9% ძალიან კარგად, 34% კარგად აფასებს, საშუალოდ 39%. რეიტინგში მომდევნოა იუსტიციის მინისტრი; თეა წულუკიანის საქმიანობას 10% ძალიან კარგად,[სრულად…]

გამოკითხულთა 31%-ი თვლის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნება

NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 31 პროცენტის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოსალოდნელია, 31 პროცენტის აზრით – არა, 19 პროცენტის პოზიცია ამ კითხვაზე ნეიტრალურია , 19 პროცენტი აცხადებს, რომ არ იცის. კითხვაზე – ვის აირჩევდით მეორე ტურში, მარგველაშვილს თუ ბაქრაძეს, 49 პროცენტი მარგველაშვილს, 24% ბაქრაძეს ასახელებს; მარგველაშვილს თუ ბურჯანაძეს – 50%[სრულად…]

გამოკითხულთა უმეტესობა საქრთველოს მომავალ პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილს ისურვებდა

NDI-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე – ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად, გამოკითხულთა 39%-მა გიორგი მარგველაშვილი დაასახელა. მეორე ადგილზე 18 პროცენტით არის დავით ბაქრაძე, ხოლო მესამეზე – ნინო ბურჯანაძე 7 პროცენტით, შემდეგ ადგილებზე შალვა ნათელაშვილი – 3 პროცენტით, გიორგი თარგამაძე – 3 პროცენტით, არ ვიცი – 16 პროცენტი, სხვა – 4 პროცენტი.[სრულად…]

გამოკითხულთა 62%-ი ფიქრობს, რომ ივანიშვილის გადადგომა საპრეზიდენტო არჩევნების დროს მათზე გავლენას არ მოახდენს

NDI-ს კვლევის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის გადადგომა საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოკითხულთა 62 პროცენტის არჩევანზე გავლენას არ მოახდენს. 17 პროცენტი აცხადებს, რომ ნაკლებად მოსალოდნელია ხმა მისცეს “ქართული ოცნების” კანდიდატს, ხოლო 8 პროცენტი ამბობს, რომ უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ ხმას არ მისცემს “ქართული ოცნების” კანდიდატს, 11 პროცენტი კი ამბობს რომ არ იცის. NDI-ის[სრულად…]

NDI: გიორგი მარგველაშვილის მოწონების მაჩვენებელი 11%-ით გაიზარდა

NDI-ს კვლევის თანახმად, “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის მოწონების მაჩვენებელი, წინა კვლევასთან შედარებით, 11 პროცენტით გაიზარდა და 56 პროცენტს შეადგენს. ბიძინა ივანიშილის მოწონების მაჩვენებელი უცვლელია და ისევ 69 პროცენტს შეადგენს. დავით უსუფაშვილი გამოკითხულთა 60 პროცენტს მოსწონს. მოწონების რეიტინგში კვლავ პირველ ადილზეა პატრიარქი. უწმინდესი გამოკითხულთა 94 პროცენტს მოსწონს. კიდევ ერთი[სრულად…]

დღეს წმინდა დიდმოწამე კახეთის დედოფლის ქეთევანის ხსენების დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე კახეთის დედოფლის ქეთევანის ხსენების დღე აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. წმინდა დედოფალი ქეთევანი აშოთან მუხრან ბატონის ასული იყო. შაჰ-აბასის ბრძანებით წმინდა დედოფალი 1624 წლის 26 სექტემბერს ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს. თავზე გახურებული რვალის ქვაბი დაამხეს, მარწუხებით მკერდი დააგლიჯეს, მკერდიდან ზურგში გავარვარებული შამფურები გაუყარეს, ფრჩხილები[სრულად…]

საქართველოს ეროვნულ სატყეო პროგრამას 7 პრიორიტეტი აქვს

საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის განხილვა გაიმართა. როგორც  გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, სსიპ სატყეო სააგენტოს უფროსი ბიძინა გიორგობიანი, სხვადასხვა სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის პირები. შეხვედრაზე განხილული[სრულად…]

ირაკლი ალასანია: „სამხედრო სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია, საინჟინრო ხიდების გადების სისტემა იყოს ჩვენივე წარმოების“

დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში თავდაცვის მინისტრსა  და სამხედრო სფეროში მომუშავე მეცნიერთა ჯგუფს შორის  შეხვედრა გაიმართა. აკადემიკოსმა, გენერალ-მაიორმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა პროექტის  ხიდგამდები „კავკასიონი – 07“ AVLB – T72 MLC – 85  პრეზენტაცია წარადგინა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის-გენერალი ვახტანგ კაპანაძე,[სრულად…]

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ გვარებში – ბერიძე ლიდერობს

საქართველოში ყველაზე გავრცელებული გვარებია ბერიძე, მამედოვი და კაპანაძე. ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სტატისტიკაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, 6 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში ყველაზე გავრცელებული გვარების ათეული ასეთია: ბერიძე – 28 289; მამედოვი – 27 662; კაპანაძე – 18 966; ალიევი 18 687; გელაშვილი – 18 128; მაისურაძე – 16 175;[სრულად…]

მიკროავტობუსებში მძოლებთან შეთანხმებით კამერების მონტჟი გრძელდება

თბილისში სამგზავრო მიკროავტობუსებში ვიდეოკამერების დამონტაჟება გრძელდება. კომპანია “თბილისის მიკროავტობუსმა” მიკროავტობუსებში ვიდეოკამერების დამონტაჟების ახალი ეტაპი დაიწყო. სხვადასხვა სამარშრუტო ხაზებზე ეტაპობრივად 200 კამერა დამონტაჟდება. ამ დროისთვის ვიდეოკამერა უკვე დამონტაჟებულია 70-მდე მიკროავტობში. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მიკროავტობუსებში ვიდეოკამერების დამონტაჟების მიზანი მგზავრთა უსაფრთხო უზრუნველყოფა და მგზავრთა რეალური ნაკადის დადგენაა. მათივე ინფორმაციით, ვიდეოკამერები იმ მიკროავტობუსებში მონტაჟდება,[სრულად…]

კეკელიძის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიიდან ვადაგასული პროდუქტი იქნა ამოღებული

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ი/მ “თინათინ ხატიაშვილის” სასურსათო მაღაზიაში ვადაგასული და სასაქონლო სახედაკარგული  სურსათის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს. როგორც სააგენტოდან „თბილისი თაიმსს“ აცნობეს ამოღებულია ვადა გასული – მოხარშული შედედებული რძე, ბოსტნეულის კონსერვები, მაიონეზი, გახეხილი შინდი, მდნარი ყველი, ზეთისხილი, გახუხული პური, ხორბლის ქატო, ყველიანი ვარენიკი, ყველის, ხორცის[სრულად…]

EMC-ი “პოლიციის შესახებ” კანონპროექტის ინიციატორისგან კანონის დასაბუთებას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, “პოლიციის შესახებ” კანონპროექტის მიღებამდე მნიშვნელოვანია , რომ ინიციატორმა სათანადოდ დაასაბუთოს პოლიციის პრევენციული უფლებამოსილებების გაზრდის საჭიროება და მიზანშეწონილება. EMC-ს ცნობით, ასევე, სისტემურად უნდა იქნეს შეფასებული და დაგეგმილი სამართალდამცავი უწყებების უფლებამოსილებების გაფართოების პარალელურად კონტროლის ადეკვატური მექანიზმების შექმნის საკითხი. “კანონპროექტით მნიშვნელოვნად ფართოვდება პოლიციის[სრულად…]

წეროვნის ახალ დასახლებაში საბრძოლო მასალა იქნა ამოიღებული

მცხეთის რაიონის სოფელ წეროვნის ახალ დასახლებაში სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. შსს-ს ცნობით, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მცხეთის რაიონული სამმართველოს წეროვნის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, “კალაშნიკოვის” სისტემის “ა-კა-ემ ეს”-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი და 230 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და[სრულად…]

სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული დავით ჩხიტუნიძე ათენის ციხიდან გაანთავისუფლეს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის ყოფილი უფროსი დავით ჩხიტუნიძე ათენის საექსტრადიციო ციხიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ჩხიტუნიძის ადვოკატმა ვახტანგ თალაკვაძემ განaცხადა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმეზეა ბრალდებული, საქართველოში დაბრუნებას და ჩვენებების მიცემას აპირებს. თალაკვაძის განმარტებით, ათენის ციხიდან ჩხიტუნიძე მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ადვოკატებმა სასამართლოს მიაწოდეს დოკუმენტები, რომლითაც[სრულად…]

დავითიანნი საქართველოში უპრეცედენტო პროექტს აგრძელებს

ხვალ  16:00 საათზე ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნის კინოკლუბი ,,მზესუმზირა” ეწვევა მოხუცთა თავშესაფარ ,,ბეთელს” და გამართავს კინო ჩვენებას. რის შემდეგაც, ახალგაზრდები მოხუცებთან ერთად განიხილავენ ფილმს. “ეს არის საქართელოში უპრეცედენტო პროექტი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში ახალგაზრდების სტუმრობას, ფილმის ჩვენებასა და მის განხილვას”, აცხადებენ დავითიანნში. მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტი უზრუნველყოფს[სრულად…]

ფლორენციაში “თბილისის განვითარების ფონდის” ყოფილი თავმჯდომარე გიორგი საბანაძე დააკავეს

იტალიელმა სამართალდამცველებმა წითელი ცირკულარით ძებნილი, “თბილისის განვითარების ფონდის” ყოფილი თავმჯდომარე გიორგი საბანაძე დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს შს სამინისტრო  განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, საბანაძის აყვანა ფლორენციაში  ორი დღის წინ მოხდა. “მიმდინარე წლის 22 სექტემბერს ინტერპოლის თბილისის ბიუროდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, იტალიაში, ქ. ფლორენციაში სამართალდამცველებმა წითელი ცირკულარით ძებნილი, 1974 წელს დაბადებული გიორგი[სრულად…]

კრწანისის ბრძოლაში დაღუპული წმინდანების ხსენებს დღე აღინიშნება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კრწანისის ბრძოლაში დაღუპულ წმინდანებს იხსენებს. წმ. მოწამე 300 არაგველისა და კრწანისის ომში საქართველოსთვის შეწირული სასულიერო და საერო პირების ხსენების დღესთან დაკავშირებით, კრწანისში, 300 არაგველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე “საქართველოს საგვარეულო კავშირის” ორგანიზებით ღონისძიება გაიმართება. კრწანისის ველზე ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის ბრძოლა 1795 წელს გაიმართა. აღა-მაჰმად-ხანმა ქართლ-კახეთის[სრულად…]

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 162 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 162  სამხედრო მოსამსახურე შეემატა. ფიცის დადების ცერემონიალი დღეს, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში” გაიმართა. თავდაცვის უწყების ცნობით, წვემამდელებმა საწყისი საბრძოლო მომზადება  სამი კვირის განმავლობაში ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარეს. მათივე ცნობით, დღეიდან ისინი  სასწავლო პროცესების მხარდამჭერ ასეულში ჩაირიცხებიან და დაცვისა და უზრუნველყოფის ფუნქციებს შეასრულებენ. წვევამდელებს ფიცის დადება ეროვნული[სრულად…]

ერთ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კარალეთი-ქვეშის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავით ნარმანიამ დაათვალიერა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ, მინისტრის მოადგილე შოთა მურღულიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის კარალეთი-ქვეშის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. გზის რეაბილიტაცია, როგორც პრიორიტეტი, ადგილობრივმა მოსახლეობამ საერთო კრებაზე გამოკვეთა – აღნიშნული გზის დიდ მონაკვეთზე აღარ არსებობდა ასფალტის საფარი, რის გამოც მასზე გადაადგილება ჭირდა. პროექტის მიხედვით, 9500-მეტრიან მონაკვეთზე[სრულად…]

მარჯანიშვილზე არსებულ 3 მარკეტში ვადაგასული პროდუქტის იქნა აღმოჩენილი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე სამი მარკეტიდან ვადაგასული პროდუქტი ამოიღო. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე სამ მარკეტში – ი/მ “ლევან ლაბაძე”, ი/მ მაია საჯაია” და ი/მ “შორენა ხოლუაშვილი” ვადაგასული პროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს. ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ძეხვი, კარაქი, ჩიფსი. ვადაგასული სურსათი დაილუქა და[სრულად…]

ცესკო-ში პრეზიდენტობის 23 კანდიდატია რეგისტრირებული

 ცესკო-ში პრეზიდენტობის 23 კანდიდატია რეგისტრირებული. ცესკო-ს ინფორით, რეგისტრირებული საპრეზიდენტო კანდიდატები არიან მიხეილ სალუაშვილი, ნესტან კირთაძე, შალვა ნათელაშვილი სერგო ჯავახიძე, გიორგი ლილუაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, ნინო ბურჯანაძე, ლევან ჩაჩუა, ავთანდილ მარგიანი, გიორგი თარგამაძე, კობა დავითაშვილი, დავით ბაქრაძე, ზურაბ ხარატიშვილი, თეიმურაზ მჟავია, გიორგი ჩიხლაძე, ნუგზარ ავალიანი, აკაკი ასათიანი, ნინო ჭანიშვილი, თეიმურაზ ბობოხიძე, ქართლოს[სრულად…]

გამოკითხულთა 45%-ისთვის ქვეყანაში კრიმინალის დონე იგივეა

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 31 პროცენტის აზრით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონე გაიზარდა. რესპონდენტთა 45 პროცენტი მიიჩნევს, რომ კრიმინალის დონე იგივეა, 11 პროცენტის აზრით – შემცირდა, 13 პროცენტმა კი – არ იცის. რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, გამოკითხულთა 4 პროცენტის აზრით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სამუშაო ადგილები[სრულად…]

ოქტომბერში სამხედრო ქალაქში გარემონტებული 891 ბინაში ჯარისკაცებს გადაეცემათ

ვარკეთილში, სამხედრო ქალაქში ჯარისკაცებისთვის გადასაცემად ბინები მზად ოქტომბრის ბოლოს იქნება. სამხედრო ქალაქში მშენებლობის სამუშაოებს დღეს გაერთიანებული შტაბის უფროსი, ირაკლი მელაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი დაესწრნენ. როგორც გეგეჭკორმა ჟურნალისტებს განუცხადა, მშენებლობა მაისის შემდეგ აქტიურად მიმდინარეობს და 31 ოქტომბერს 4 კორპუსი გადასაცემად უკვე მზად იქნება. სულ ამ 4 კორპუსში 891[სრულად…]