საზოგადოება

პაატა იმნაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ კოვიდ 19-ის ნაკლები შემთხვევა ვლინდება ბოლო დღეების განმავლობაში, დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, რადგან ვირუსი არ გამქრალა

პაატა იმნაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ კოვიდ 19-ის ნაკლები შემთხვევა ვლინდება ბოლო დღეების განმავლობაში, დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, რადგან ვირუსი არ გამქრალა

დაავადებათა კონტროლის ეროცნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ახალი კორონავირუსის ნაკლები შემთხვევა ვლინდება ბოლო დღეების განმავლობაში, დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, ვირუსი არ გამქრალა და სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია. „ერთ კვირაში ქვეყანაში შიდა ტურიზმი იწყება, ასე რომ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებულები[სრულად…]

რა განსაზღვრავს პურის ფასს – შესაბამისი მიზეზები

რა განსაზღვრავს პურის ფასს – შესაბამისი მიზეზები

პურპროდუქტებზე ფასების რეგულირება ყოველთვის საკმაოდ აქტუალური საკითხია და არცთუ ნაკლებად – პრობლემური. სხვადასხვა გარემო ფაქტორიდან გამომდინარე, მისი ფასი მერყევია ხოლმე. საბოლოოდ, რაზეა დამოკიდებული მისი ღირებულება? ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს და თითოეული ამ მიზეზის ცვლილება განსაზღვრავს პროდუქტის ფასს. უფრო ვრცლად პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მალხაზ დოლიძე გვიყვება. საიდან[სრულად…]

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 27 000-მდე ფერმერს აგრობარათებზე უკვე ხუთ მილიონ ლარამდე დაერიცხა

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 27 000-მდე ფერმერს აგრობარათებზე უკვე ხუთ მილიონ ლარამდე დაერიცხა

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში აგრობარათების დარიგების პროცესს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი გაეცნო. „სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს. 27 000-მდე ფერმერის აგრობარათებზე უკვე ხუთ მილიონ ლარამდე დაირიცხა. ქულების დარიცხვა გრძელდება“,[სრულად…]

საქართველოში ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს

საქართველოში ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს

6 ივნისიდან 9 ივნისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში კი შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა 7-8 ივნისს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში მოსალოდნელია თბილი და[სრულად…]

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 13-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 13-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 808 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 13- ით გაიზარდა და 663 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 2955 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 276 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3[სრულად…]

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1-ით გაიზარდა და 801 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 4- ით გაიზარდა და 644 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 2424 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 304 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3[სრულად…]

უნდა მოიხადოს თუ არა კორონავირუსი ყველამ

უნდა მოიხადოს თუ არა კორონავირუსი ყველამ

კორონავირუსთან მიმართებით, მსოფლიოში არაერთი მითი, მცდარი ინფორმაცია გავრცელდა. ზოგიერთი მის განკურნებას უკავშირდება, სხვები კი პირიქით – მის გაუარესებას ეხება. საუბრები გვესმის იმასთან დაკავშირებითაც, რომ კორონავირუსი არის ვირუსი, რომელიც აუცილებელია, თითოეულმა ადამიანმა მოიხადოს. არის თუ არა ზემოხსენებული მოსაზრება სწორი? რა ახასიათებს მსგავსი ტიპის პანდემიებს? საკითხზე „თბილისი თაიმსს“ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი ესაუბრა.[სრულად…]

საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა

საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა

საქართველოში ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. მათ შორის მუშაობს თბილისის მეტროც. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დადგენილი წესებით იმუშავებს. ტრანსპორტში სავალდებულოა, მგზავრობის დროს პირბადის ტარება. როგორც თბილისის მერი კახა კალაძეაცხადებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ იმუშავებს კონდიციონერი, რადგან ვირუსის გავრცელებისთვის ერთ-ერთი საფრთხეა. კახა კალაძის თქმით, ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა, რაც ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.[სრულად…]

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 732 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 537-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3076 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ[სრულად…]

გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ გლობალურ პანდემიას ყველანი ერთად ებრძვიან. მისივე თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად ამ პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა. „დღეს საქართველომ შეიძლება თქვას და განაცხადოს, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა. ბატონებო, 102[სრულად…]

სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

როცა მიღწეულ წარმატებებზე ვმსჯელობთ, ნათლად ჩანს, რა როლი ითამაშა პროფესიონალიზმმა, მთავრობამ ეფექტიანად აამოქმედა მართვის ყველა ბერკეტი, მედიკოსებმა სწორად დასახეს დაავადებასთან ბრძოლის სტრატეგია, ჩვენმა ჯარისკაცებმა ყველგან მაღალ დონეზე შეასრულეს მოვალეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე , სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება. „მოგესალმებით,[სრულად…]

კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც დიპლომატი საელჩოს მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, საქართველოსა და აშშ-ს მტკიცე მეგობრობა აკავშირებს, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება-თავისუფლებას, დემოკრატიას, ტოლერანტობასა და დაუღალავ შრომას. „გამარჯობა, მე კელი დეგნანი ვარ. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელით მსურს, გულითადად მოგილოცოთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე. საქართველო და აშშ[სრულად…]

Mastercard და Carrefour მარტოხელა ხანდაზმულთა დასახმარებლად ერთიანდებიან

Mastercard და Carrefour მარტოხელა ხანდაზმულთა დასახმარებლად ერთიანდებიან

Mastercard და Carrefour ერთიანდებიან და ახალ სოციალურ კამპანიას იწყებენ, რომელიც, ერთი მხრივ, უკონტაქტო გადახდის პოპულარიზაციის გზით ვირუსის გავრცელების რისკების შემცირებას, ხოლო, მეორე მხრივ – მარტოხელა ხანდაზმულებთა დახმარებას ემსახურება. დღეისათვის ნაღდი ფულით ანგარიშსწორება გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, სწორედ ამ მიზეზით, გვინდა, რომ უკონტაქტო გადახდის მეთოდების გამოყენებით, ჩვენმა მომხმარებლებმა სხვებზე ზრუნვასთან ერთად, საკუთარ[სრულად…]

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 10-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 10-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 723 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 10- ით გაიზარდა და 495 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 3614 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 316 პირი. საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს[სრულად…]

გიორგი გახარია – არაფერი არ დასრულებულა! მესმის, რომ შეზღუდვები უაღრესად დიდი დისკომფორტია, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში ერთმანეთისთვის

გიორგი გახარია – არაფერი არ დასრულებულა! მესმის, რომ შეზღუდვები უაღრესად დიდი დისკომფორტია, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში ერთმანეთისთვის

მესმის, რომ ეს შეზღუდვები არის უაღრსად დიდი დისკომფორტის შემტანი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში, ერთმანეთისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მან მოსახლეობას გულისხმიერებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო და ჯანადაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შემოდგომისთვის კორონავირუსის მეორე ტალღას ელის, შესაბამისად, გახარიას[სრულად…]

ამირან გამყრელიძე – ბოლო 10 დღის მონაცემები გვაჩვენებს, რომ ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულთა რიცხვი აჭარბებს ახლად ინფიცირებულთა რაოდენობას

ამირან გამყრელიძე – ბოლო 10 დღის მონაცემები გვაჩვენებს, რომ ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულთა რიცხვი აჭარბებს ახლად ინფიცირებულთა რაოდენობას

ბოლო 10 დღის ეპიდემიოლოგიური მონაცემები გვაჩვენებს, რომ ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულთა რიცხვი აჭარბებს ახლად ინფიცირებულთა რაოდენობას, რომელის ასევე დამაიმედებელი ინდიკატორია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, კორონავირუსით დაავადებული პირებიდან 68% გამოჯანმრთელებულია. „დღევანდელი რიცხვით საქართველოში გამოკვლეულია[სრულად…]

ტაქსების გარდა, ავტომანქანაში სამ ადამიანზე მეტის ყოფნის შეზღუდვა იხსნება

ტაქსების გარდა, ავტომანქანაში სამ ადამიანზე მეტის ყოფნის შეზღუდვა იხსნება

ავტომანქანაში სამ ადამიანზე მეტის ყოფნის თაობაზე შეზღუდვა იხსნება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისი თქმით, შეზღუდვა რჩება მხოლოდ ტაქსებზე. „მივიღეთ გადაწყვეტილება ერთ ავტომობილში სამი ადამიანის შეზღუდვა გაგრძელდეს მხოლოდ ტაქსებზე და სხვა ყველა საავტომობიო საშუალებაში გაუქმდეს“,- განაცხადა გახარიამ. Please follow and like us:

თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურს ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს

თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურს ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს

თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურს ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ქალაქის სწორი ურბანული განვითარება მთავრობის პრიორიტეტია. „მინდა მას წარმატებები ვუსურვო, ეს არის უმნიშვნელოვანესი სამსახური. არსებობს გამოწვევები ამ მიმართულებით. თქვენ იცით ჩვენი დამოიდებულება, რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქის სწორი განვითარება მოხდეს. თუმცა, იმ გზას[სრულად…]

20 მაისიდან  „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ პროგრამით გათვალისწინებული ქულების დარიცხვა ეტაპობრივად დაიწყება

20 მაისიდან „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ პროგრამით გათვალისწინებული ქულების დარიცხვა ეტაპობრივად დაიწყება

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, 20 მაისიდან, ეტაპობრივად დაიწყება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ პროგრამით გათვალისწინებული ქულების დარიცხვა „ლიბერთი ბანკის“ აქტიური ანგარიშის მქონე ბენეფიციარებისათვის; ასევე ეტაპობრივად მოხდება „ლიბერთი ბანკის“ მიერ აგრობარათების დარიგება , – აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროგრამით[სრულად…]

კორონავირუსი და ადამიანების რიცხოვნობა საქართველოში

კორონავირუსი და ადამიანების რიცხოვნობა საქართველოში

მთელს მსოფლიოში შეშფოთებას იწვევს ის რიცხვები, რომლებიც დღემდე მზარდია. მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციებს კოვიდინფიცირებულებისა და ათეულობით და ასეულობით გარდაცვლილების შესახებ. ერთი შეხედვით, ცხადია, გარდაცვლილთა რიცხვი კატასტროფულად ჟღერს, თუმცა, ერთი საკითხია – გასული წლის ანალოგიურ პერიოდს რომ შევადაროთ, კონკრეტულ ქვეყნებში, გარდაცვლილთა რიცხვი აღემატება თუ ჩამორჩება 2020 წლის პირველ სამ თვეში გარდაცვლილთა რიცხვებს?[სრულად…]

ლევან რატიანი – ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლები რაოდენობის პაციენტი გვყავს, 28 კოვიდინფიცირებული – სავარაუდოდ, მალე ჩვენი კლინიკა ჩვეულ რეჟიმში გადავა

ლევან რატიანი – ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლები რაოდენობის პაციენტი გვყავს, 28 კოვიდინფიცირებული – სავარაუდოდ, მალე ჩვენი კლინიკა ჩვეულ რეჟიმში გადავა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას 10 დღეა ახალი პაციენტი არ მიუღია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს კლინიკას 4 გამოჯანრთელებული პაციენტი დატოვებს. მისი თქმით, კლინიკაში იმყოფება 28 პაციენტი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ხოლო დანარჩენებთან კლინიკური პათოლოგიები არ ვლინდება. „ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს ყველაზე ნაკლები[სრულად…]

მარინა ეზუგბაია – თვალსაჩინოა სხვაობა ინფიცირებულებისა და გამოჯანმრთელებულების რაოდენობას შორის, გამოჯანმრთელებულები მკვეთრად აჭარბებენ

მარინა ეზუგბაია – თვალსაჩინოა სხვაობა ინფიცირებულებისა და გამოჯანმრთელებულების რაოდენობას შორის, გამოჯანმრთელებულები მკვეთრად აჭარბებენ

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევიდან 4-ის წყარო ცნობილია, 2 პაციენტის კვლევა კი მიმდინარეობს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ზოგადი ინფორმაციით, არც ერთი ახალი შემთხვევის მდგომარეობა მძიმე არ არის. “ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 246 პაციენტი მკურნალობს. უკვე თვალსაჩინოა სხვაობა ინფიცირებულებისა და გამოჯანმრთელებულების რაოდენობას შორის, გამოჯანმრთელებულები მკვეთრად აჭარბებენ.[სრულად…]

22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა აღარ გახანგრძლივდება

22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა აღარ გახანგრძლივდება

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა პრეზიდენტს 22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომაროების გახანგრძლივების მოთხოვნით აღარ მიმართავს. “საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ღრმა ანალიზის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, 22 მაისის შემდგომ პრეზიდენტს და შესაბამისად, პარლამენტს აღარ მიმათოს საგანგებო მდგომაროების გახანგრძლივების გაგრძელების მიზნით”, – განაცხადა გახარიამ. მისივე განმარტებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაწესებული შეზღუდვები ერთიანად მოიხსნება.[სრულად…]

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევიდან, ერთი მედპერსონალია

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევიდან, ერთი მედპერსონალია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ერთ-ერთი მედპერსონალია. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 19-დან 17 ბოლნისის კლასტერს უკავშირდება. ამასთან, მისივე ინფორმაციით, ინფექციურში მყოფი კიდევ ერთი მოზარდი გამოჯანმრთელდა. „ბოლო 24 საათში დაგვემატა 19 დადასტურებული შემთხვევა, 10 გამოჯანმრთელებული. ამჟამად კოვიდცენტრებში 266 პაციენტი[სრულად…]

Pride flag moving in the wind on an overcast day. Taken in Toronto’s Gay Village.

„თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები კახა კალაძეს ოფიციალური წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, 17 მაისს თბილისის ანძა ლგბტ დროშის ფერებში გაანათოს

„თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები თბილისის მერს, კახა კალაძეს ოფიციალური წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, 17 მაისს თბილისის ანძა ლგბტ დროშის ფერებში გაანათოს. როგორც „თბილისი პრაიდის” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თამაზ სოზაშვილმა „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ამ ჟესტით ხელისუფლება თემის წევრებს აჩვენებს, რომ მზად არის, მათ საჭიროებებზე იზრუნოს. „ანძის განათება იქნება პირველ რიგში სოლიდარობის გამომხატველი და იმის მანიშნებელი, რომ სახელმწიფო[სრულად…]

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 652 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 11 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 383-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 11 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 4246 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 394.[სრულად…]

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დაღუპულია 1939 წელს დაბადებული, 81 წლის ქალბატონი. „დღევანდელი მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ შედარებით დასტაბილურდა და კონტროლს ექვემდებარება. დღეის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა,[სრულად…]

დახურულ და ღია სივრცეებში სამზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვა იხსნება, თუმცა ეს შეზღუდვა ავტომობილით გადაადგილებისას კვლავ ძალაში რჩება

დახურულ და ღია სივრცეებში სამზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვა იხსნება, თუმცა ეს შეზღუდვა ავტომობილით გადაადგილებისას კვლავ ძალაში რჩება

„მივიღეთ გადაწყვეტილება, მოიხსნას შეზღუდვა სამ ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ავტომობილით გადაადგილებისას სამ ადამიანზე დაწესებული შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება. „მივიღეთ გადაწყვეტილება, მოიხსნას შეზღუდვა სამ ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოიხსნება ავტოსატრანსპორტო[სრულად…]

18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნება

18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნება

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნება. ამის შესახებ მან დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იძლევა საშუალებას, რომ გარკვეული ეტაპები დაჩქარდეს. “დღევანდელი მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება შედარებით დასტაბილურდა, ხაზგასმით ვამბობ, შედარებით და კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ გვაქვს ინფიცირების[სრულად…]

ფერმერები ყოველ 1 ჰექტარზე მიღებული 200 ლარის გამოყენებას მხოლოდ სპეციალიზირებულ აგრომაღაზიებში შეძლებენ

ფერმერები ყოველ 1 ჰექტარზე მიღებული 200 ლარის გამოყენებას მხოლოდ სპეციალიზირებულ აგრომაღაზიებში შეძლებენ

ფერმერები ყოველ 1 ჰექტარზე მიღებული 200 ლარის გამოყენებას მხოლოდ სპეციალიზირებულ აგრომაღაზიებში შეძლებენ. სოფლის მეურნეობის განვითარების საააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე განმარტავს, რომ 0.25 ჰა-დან – 10 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო რეგისტრირებული მიწის მესაკუთრე ფერმერები 1 ჰა-ზე დარიცხული 200 ლარის განაღდებას მხოლოდ სპეციალიზირებულ მაღაზიებში, სასოფლო სამეურნეო საქონელის შესაძენად შეძლებენ. „ დაურიგდებათ „ლიბერთი ბანკის“[სრულად…]