24 საათის წინ
„საქართველოში ერთადერთი რეალური საფრთხე გიურზაა“ – რა უნდა ვიცოდეთ, თუ ქვეწარმავალს გადავეყრებით
24 საათის წინ
კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა
24 საათის წინ
პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი 20 აგვისტოს ნაცვლად, 13 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება
24 საათის წინ
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 3 საკარანტინო სივრცეებში გამოვლინდა და იმპორტირებულია, 5 კი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია
2 დღის წინ
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა კანონპროექტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი

სამართალი

დღეს ზესტაფონში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნება

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, ზესტაფონში პოლიციის ახალ შენობას გახსნის. შსს-ს სამინისტროს ცნობით, პოლიციის ახალი, სამსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი. პოლიციის ახალ შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე სამსახური: შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო, ზესტაფონის რაიონული სამმართველო, დაცვის პოლიციის სამმართველო და შსს-ს იმერეთის,[სრულად…]

შსს-მ აჭარაში პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბათუმში მდებარე სასტუმრო „ვიქტორია“-ს მფლობელი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ალი ა, ამავე სასტუმროს ორი ადმინისტრატორი – საქართველოს მოქალაქეები იზო ლ. და ირინე გ, ასევე, ღამის კლუბ „რეინა“-ს მფლობელი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფაშა შ. პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის[სრულად…]

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო გახმაურებული სამართლის საქმეების სასამართლო მოინიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ორგანიზაციის იურისტმა გია გვილავამ განაცხადა, ანგარიშში ასახულია 2013 წლის თებერვლიდან 19 ივლისამდე პერიოდამდე ინფორმაცია. მისივე ინფორმაციით, ორგანიზაციის დამკვირვებლები ესწრებიან სხდომებს, სადაც მაღალი თანამდებობის პირებს – ბაჩო ახალაიას, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა[სრულად…]

შსს-მ ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტზე ერთი ერთი პირი დააკავა

თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ბექა ვ. საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები: „ბუპრენორფინი“-ს აბის ნაფხვენი და 50 აბი „ტრამადოლი“. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბექა ვ-მ ნარკოტიკები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიიდან ჩამოიტანა.[სრულად…]

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის, ახალციხის სექტორის უფროსი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება – გასაღების ფაქტებზე, ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის, ახალციხის სექტორის უფროსი, ოლეგ ძოწენიძე დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ო.ძოწენიძემ, არ აღკვეთა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევა – არაიოდიზირებული მარილის რეალიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო[სრულად…]

შსს–მ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე სამი პირი დააკავა

შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ხაშურის, კასპის და ქარელის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე სხვადასხვა კაფე-ბარის სამი მფლობელი: 1976 წელს დაბადებული მარინე ი, 1970 წელს დაბადებული ლელა გ. და 1978 წელს დაბადებული ხათუნა ა. ამხილეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ხათუნა ა. –[სრულად…]

ანთიმოზ ბიჩინაშვილი: “მოვითხოვთ ბრალდების მოხსნას იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს”

17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული სასულიერო პირების ადვოკატები დღეს, საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესზე ბრალის შეწყვეტის შუამდგომლობას დააყენებენ, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს ერთ-ერთმა ბრალდებულმა, მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილმა განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მისი ადვოკატი ბესარიონ ქარცივაძე დღევანდელ პროცესზე აღნიშნულ შუამდგომლობას დააყენებს იქიდან გამომდინარე, რომ მისი ბრალეულობა განვითარებულ[სრულად…]

ბაჩო ახალაიას მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

ბაჩო ახალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლომ ოფიციალური განცხადება გააკეთა. განცხადების შინაარსი თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე მედიას სპიკერ-მოსამართლემ გიორგი არევაძემ გააცნო: “2013 წლის 01 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბაჩანა ახალაიას, გიორგი კალანდაძის, ალექსანდრე გორგაძის, ზურაბ შამათავას, გაგა მკურნალიძის, მერაბ კიკაბიძის, მანუჩარ[სრულად…]

ქობულეთის გამგებელი დააკავეს

სამართალდამცველებმა დღეს ქობულეთის გამგებელი თენგიზ ზოიძე დააკავეს. დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, საქმე ეხება ქობულეთის გამგებლის მოადგილის, რევაზ კარალიძის დაკავების საკითხს , რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ამ საკითხზე რამდენიმე წუთში “ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის ორგანიზაციის ოფისში საგანგებო განცხადება გაკეთდება. 26.07.13 Please follow and like us:

ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთის სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ე.წ. კანონიერ ქურდს ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთის სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში ედება ბრალი. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და მისი დევნის მიზეზად საბერძნეთის ტერიტორიაზე დისიდენტურ საქმიანობას ასახელებს. თავდაპირველად შუშანაშვილის ექსტრადიცია ესპანეთში იგეგმებოდა, სადაც 2009 წლიდან ძარცვისა და მკვლელობის ბრალდებით იძებნებოდა, თუმცა რადგან დანაშაული საბერძნეთშიც აქვს ჩადენილი, სასამართლომ ექსტრადიცია[სრულად…]

მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ირანის მოქალაქეს უკვე ინტერპოლი ეძებს

16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ძებნაში ინტერპოლი ჩაერთო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა ვალერიან თელიამ განუცხადა. მისი განმარტებით, თურქეთის სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლებიც არიან გაფრთხილებული და ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელის დასადგენად და დასაკავებლად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. როგორც ვალერი თელიამ აღნიშნა, ირანის მოქალაქე საქართველოში შემოვიდა 23 ივნისს,[სრულად…]

ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი 26 ივლისს გაგრძელდება

ბაჩო ახალაიას შს მინისტრობის პერიოდთან დაკავშირებულ ბრალდებაზე სასამართლო პროცესი 26 ივლისს გაგრძელდება, განაჩენი კი, სავარაუდოდ, 2-3 პროცესში დადგება, – ამის შესახებ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესის შემდეგ ახალაიას ადვოკატებმა განაცხადეს. მათი ინფორმაციით, დაცვის მხარის რამდენიმე მოწმის დაკითხვა დარჩა, რის შემდეგაც მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო პროცესს,[სრულად…]

ვანო მერაბიშვილი: სამწუხაროდ, ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ცრუობენ, როდესაც აცხადებენ, რომ მე ოჯახთან შეხვედრას თუ ტელეფონით საუბარს კანონმდებლობა მიკრძალავს

“ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ხელისუფლებას ოპონენტების მიმართ “ცინიკური დამოკიდებულების” მორიგ გამოვლენაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ოჯახის წევრებთან შეხვედრისა და მათთან სატელეფონო საუბრის საშუალება დღემდე არ მიცემია. “მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა უცხოურ დელეგაციებთან ოფიციალურ თუ არაოფიციალურ გარემოში შეხვედრებზე საუბრის დროს, არაერთხელ დადეს პირობა სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის[სრულად…]

ვენაში დაკავებულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსს დავით ჭაკუას საქართველოში ჩამოიყვანენ

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დაკავებულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსს დავით ჭაკუას  საქართველოში ჩამოიყვანენ. ინფორმაციას ამის შესახებ მთავარი პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ამჟამად, საქართველოს მთავარი პროკურატურა ამზადებს დავით ჭაკუას საქართველოში ექსტრადიციის შესახებ შესაბამის დოკუმენტაციას, რომელიც „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ ვადებში მიეწოდება ავსტრიის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს. საქართველოს მთავარი პროკურატურის  შუამდგომლობის საფუძველზე, 2013 წლის 12[სრულად…]

მთავარი პროკურატურა მამუკა ივანიაძის საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის მოპოვებაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, 22 ივნისს, პროკურატურის მიერ გასაჯაროვებული, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შპს “მექანიზატორის” რიგ თანამდებობის პირთა საქმეზე ბრალდებულ მამუკა ივანიაძის საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის მოპოვება, აგრეთვე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მისი დართვა განხორციელებულია საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი დაცვით და ხსენებული მოქმედებები სრულ შესაბამისობაშია მოქმედ საპროცესო მოთხოვნებთან. ამის შესახებ პროკურატურის მიერ[სრულად…]

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

სამართალდამცველებმა სახელწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე გია დორეული დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დორეულთან ერთად დაკავებულები არიან შპს “დამოუკიდებელ შემფასებელთა და აუდიტორთა კომპანია აუდიტ ესკორტის” დირექტორი მინდია ტაბაღუა და მოქალაქე დავით ქოროღლიშვილი. გამოძიებით დადგინდა, რომ 2012 წლის ოქტომბერში, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გია დორეულის[სრულად…]

„საია“: „მამუკა ივანიაძის პროკურატურაში მორიგი გამოძახების შემდეგ, მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი“

,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”  პროკურატურის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების დაკავების საქმეზე ბრალდებულ მამუკა ივანიაძეზე ზეწოლა არ ხორციელდებოდა. პროკურატურამ ივანიაძის დაკითხვის კადრებიც გაავრცელა, რომლის შესახებაც საია-ში აცხადებენ, რომ ვიდეო მასალა უწყვეტ რეჟიმში არ არის მოწოდებული და დამონტაჟებულია. ,,ფაქტია, რომ ვიდეო გადაღება მოხდა ფარულად, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. როგორც ჩანს,[სრულად…]

16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელი შესაძლოა ქართველი არ იყოს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შსს-ს ინფორმციით, გამოძიების მსვლელობისას გაირკვა, რომ აღნიშნული დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა 22 ივლისს, საღამოს 19.00–დან 19.30 საათზე ახალი ბულვარის ბოლოდან დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით გააჩერა მუქი ფერის ტაქსი და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. “სავარაუდო მკვლელის აღწერილობა: მამაკაცი არის[სრულად…]

17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით სასულიერო პირების საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, მათ შორის სასულიერო პირების საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. წინა სხდომაზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ერთ-ერთი ბრალდებულის, ტიტან დავრიშიანის გამოუცხადებლობის გამო გადადო. როგორც პროცესის გადადების შემდეგ ჟურნალისტებს ბრალდებულების ადვოკატებმა განუცხადეს, ტიტან დავრიშიანი სხვა საქმესთან დაკავშირებით პატიმრობაში იმყოფება და პროცესზე მისი ბადრაგირება ვერ მოხერხდა. პროცესის[სრულად…]

დავით კირვალიძე მოწმის სტატუსით გუშინ გვიან ღამით დაიკითხა

სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა დავით კირვალიძემ მოდულის შენობა წუხელ, დაახლოებით 23.00 საათზე, მოწმის სტატუსით დაკითხვის შემდეგ დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას კითხვები სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს “მექანიზატორის” საქმესთან დაკავშირებით დაუსვეს. დავით კირვალიძემ დაკითხვის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დაკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.[სრულად…]

შსს-მ შიდა ქართლში აღმოჩენილი სამალავიდან დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა და ფეთქებადი ნივთიერება ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა შიდა ქართლის რეგიონში სამალავი აღმოაჩინეს. უწყების ინფორმაციით, სამალავიდან ამოღებულია დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა და ფეთქებადი ნივთიერება: 2 კილოგრამი ტროტილი, ყუმბარმტყორცნი “მუხა”, 2 ხელყუმბარა, ლულქვეშა ყუმბარმტყორცნის 18 ყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1082 ვაზნა და 39 მჭიდი. “საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით”,[სრულად…]

მამუკა ივანაიძეზე გამომძიებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა არ დასტურდება

მთავარი პროკურატურის გამოძიების შედეგებით, სოფლის მეურნეობის სამინტროს დაკავებულ მაღალჩინოსანთა საქმეში ბრალდებულ მამუკა ივანაიძეზე გამომძიებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა არ დასტურდება. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში საგანგებო განცხადება გაკეთდა. როგორც პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა განაცხადა, უდავოდ დადასტურებულია, რომ ტრაქტორების შესყიდვის საქმეზე ივანაიძის მიერ გამოძიებისთვის ჩვენება მიცემულია საკუთარი ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში, დამოუკიდებლად, ყოველგვარი კანონსაწინააღდეგო ზეგავლენის[სრულად…]

შვიდი სპეცრაზმელის წამების საქმეზე ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

შვიდი სპეცრაზმელის წამების საქმეზე ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებული, პოლიციის ყოფილი თანამშრომელი დავით ჩუბინიძე გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების პროცესზე ჩუბინიძის ადვოკატმა შუამდგომლობა დააყენა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ. ადვოკატის შუამდგომლობით, დავით ჩუბინიძე გათავისუფლების შემთხვევაში ითანამშრომლებს სასამართლოსთან და საფრთხეს[სრულად…]

ხვალ მოსამართლეთა მე-11 რიგგარეშე კონფერენცია გაიმართება

ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლეთა მე-11, რიგგარეშე კონფერენცია გაიმართება. კონფერენციას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი გახსნის. უზენაესი სასამართლოს ცნობით, კონფერენციაზე “საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის შესახებ” პროექტს დაამტკიცებენ. ასევე მოხდება ადმინისტრაციული კომიტეტის წევრების არჩევა. აღსანიშნავია, რომ კონფერენცია უფლებამოსილია საკითხები განიხილოს მაშინ, თუ მას საერთო სასამართლოს მოსამართლეთა ნახევარზე მეტი ესწრება.[სრულად…]

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სრული მარცხი განიცადა -სასამართლომ გიგი თევზაძის და სერგო რატიანის გადაწყვეტილება ბათილად სცნო

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სრული მარცხი განიცადა -სასამართლომ გიგი თევზაძის და სერგო რატიანის გადაწყვეტილება ბათილად სცნო

  დღეს გამართულ სხდომაზე სასამართლომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება პროფესორ მაია გონაშვილის ადმინისტრაციული და აკადემიური თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ ბათილად გამოაცხადა. მაია გონაშვილი ილიაუნის ბიზნესის სკოლაში დეკანის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა 2012 წლის აგვისტომდე. იმავდროულად, იგი იყო ილიაუნის ბიზნესის სკოლის სრული პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. გასული წლის აგვისტოს თვეში, როცა უნივერსიტეტის[სრულად…]

გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო 30 აგვისტოს დაიწყება

გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალდების მოწმეების დაკითხვა 30 აგვისტოს ჩანიშნულ პროცესზე დაიწყება. თბილისის საქალაქო სასამართლში დღეს გამართულ პროცესზე მხარეები შეთანხმდნენ შემდგომი პროცესის თარიღზე. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. შესავალი სიტყვის წარმოთქმის საშუალება თავად დედაქალაქის მერს გიგი უგულავასაც მიეცა. როგორც მან აღნიშნა, ბრალდების[სრულად…]

გიგი უგულავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა იწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა იწყება. წინასასამართლო სხდომაზე უგულავამ მისი საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვაზე უარი თქვა. ამასთან, წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვეტილიყო, თუმცა ბრალდების მხარე აღნიშნულის წინააღმდეგი[სრულად…]

სასულიერო პირების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 23 ივლისისთვის გადაიდო

17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებული ბრალდებულების, მათ შორის სასულიერო პირების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 23 ივლისისთვის გადაიდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება ერთ-ერთი ბრალდებულის ტიტან დავრიშიანის გამოუცხადებლობის გამო მიიღო. როგორც პროცესის გადადების შემდეგ ჟურნალისტებს ბრალდებულების ადვოკატებმა განუცხადეს, ტიტან დავრიშიანი სხვა საქმესთან დაკავშირებით პატიმრობაში იმყოფება და დღევანდელ პროცესზე მისი ბადრაგირება ვერ მოხერხდა.[სრულად…]

დღეს რუსუდან კერვალიშვილის, მაია რჩეულიშვილის და ივანე ცაგურიას სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს საქალაქო სასამართლოში რუსუდან კერვალიშვილის, მაია რჩეულიშვილის და ივანე ცაგურიას სასამართლო პროცესი გაიმართება. პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების რა ფორმას მოითხოვს ამ დროისათვის უცნობია. მენაშენეთა გაფლანგული თანხების საქმეზე სამივე პირს თაღლითობა და დიდი ოდენობით თანხის მითვისება ბრალდებათ. საუბარია 11 მილიონზე და 6 ათასამდე დაზარალებულ პირზე. “ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებისგან განსხვავებით, კომპანია “დექსუსის” დამფუძნებელი[სრულად…]

მაია რჩეულიშვილი თავს თაღლითად არ მიიჩნევს

“ცენტრ პოინტის” ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და თავს თაღლითად არ მიიჩნევს, – ამის შესახებ რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის პროკურატურაში ბრალის ოფიციალური წარდგინების შემდეგ განუცხადა. “წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ. მასალებს ბოლომდე არ გავცნობილვარ, მხოლოდ დადგენილებას გავეცანი. მასალებს ხვალ გადმოგვიგზავნიან, რომელსაც შევისწავლით. ფაქტი სახეზეა, რომ ყველა ქონება, რომელიც[სრულად…]