ანალიტიკა Archives - TTimes.GE

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
“2008 წლის აპ­რილ­ში, სოჭ­ში, აშშ-ის პრე­ზი­დენტ ჯორჯ ბუშ­თან შეხ­ვედ­რი­სას, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა, რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის თან­დას­წრე­ბით უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მოთ­ქვა სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვის მი­მართ”, – ამის შე­სა­ხებ აღ­ნიშ­ნუ­ლია ახ­ლა­ხან გა­სა­ჯა­რო­ე­ბულ დო­კუ­მენ­ტში “სა­უბ­რის მე­მო­რან­დუ­მი – შეხ­ვედ­რა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტთან“.

შეხ­ვედ­რა პუ­ტი­ნის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, სოჭ­ში, გა­ი­მარ­თა, მას რო­გორც რუ­სე­თის, ასე­ვე აშშ-ის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. მათ შო­რის აშშ-ის იმ­დრო­ინ­დე­ლი სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი, კონ­დო­ლი­ზა რა­ი­სი.

ამ შეხ­ვედ­რა­ზე პუ­ტინ­მა კი­დევ ერთხელ, მკა­ფი­ოდ და­ა­ფიქ­სი­რა სა­კუ­თა­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის ნა­ტო­ში გა­წევ­რე­ბის სწრაფ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და გა­ნა­ცხა­და, რომ აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის სა­კი­თხი “ეთ­ნი­კუ­რი სა­ხის პრობ­ლე­მე­ბია“, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო “სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში“ აწყდე­ბო­და.

“სა­უბ­რის მე­მო­რან­დუ­მი“ ლი­დე­რე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე გან­ხი­ლუ­ლი სა­კი­თხე­ბის სტრუქ­ტუ­რი­რე­ბულ აღ­წე­რას წარ­მო­ად­გენს და სა­ჯა­როდ ხელ­მი­საწ­ვდო­მი 2025 წლის 23 დე­კემ­ბერს გახ­და.

გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ტექ­სტი ამე­რი­კუ­ლი კვლე­ვი­თი ცენ­ტრის, “ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ვი“- ს (NSA) მიერ 2008 წლის 6 აპ­რი­ლით არის და­თა­რი­ღე­ბუ­ლი, ანუ აგ­ვის­ტოს ომამ­დე ოთხი თვით ადრე და ნა­ტოს 2008 წლის ბუ­ქა­რეს­ტის სა­მი­ტი­დან ორი დღის შემ­დეგ.

სა­უბ­რის ერთ ეპი­ზოდ­ში ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი აკ­რი­ტი­კებს ნა­ტოს გა­ფარ­თო­ე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას და აცხა­დებს, რომ უკ­რა­ი­ნის ნა­ტო­ში ინ­ტეგ­რა­ცია აშშ -სა და რუ­სეთს შო­რის გრძელ­ვა­დი­ა­ნი კონ­ფლიქ­ტის შექ­მნის წი­ნა­პი­რო­ბა იქ­ნე­ბა, შემ­დეგ ამა­ტებს, რომ უკ­რა­ი­ნა “ბუ­ნებ­რი­ვად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ერს არ წარ­მო­ად­გენს“ და მას ქვე­ყა­ნას უწო­დებს რო­მე­ლიც “საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ხე­ლოვ­ნუ­რად შე­იქ­მნა“.

ამის შემ­დეგ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ზე იწყებს სა­უ­ბარს.

“რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, მათ ჰგო­ნი­ათ, რომ ნა­ტოს დახ­მა­რე­ბით შეძ­ლე­ბენ ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას. ეს სწო­რი გზაა?! სწო­რია ნა­ტოს სამ­ხედ­რო ქოლ­გის გა­ფარ­თო­ე­ბა და სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ე­ბის და­წყე­ბა აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­ში?! იქაც და­ი­წყე­ბა პარ­ტი­ზა­ნუ­ლი ომი, რო­გორც ავ­ღა­ნეთ­ში. ნატო ჩა­ე­რე­ვა ამ კონ­ფლიქ­ტში? რა თქმა უნდა, არა.

ქარ­თვე­ლი ხალ­ხი იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, შიდა პრობ­ლე­მე­ბი სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გა­დაჭ­რან. თუ აი­ძუ­ლე­ბენ, ასე მო­იქ­ცე­ვი­ან. იქ ეთ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა. ჩვენ მზად ვართ და­ვეხ­მა­როთ ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა­ში, მაგ­რამ ისე, რომ მცი­რე ეთ­ნი­კურ­მა ჯგუ­ფებ­მა თავი უსაფრ­თხოდ იგ­რძნონ, თუმ­ცა თუ ისი­ნი ხალ­ხს ნა­ტო­თი შე­ა­ში­ნე­ბენ, ეს არ იმუ­შა­ვებს. მათ მა­ინც არ გა­მო­უ­ვათ. და­ი­ნა­ხავთ, რო­გორ ჩა­მოვ­ლენ მთე­ბი­დან ადა­მი­ა­ნე­ბი და ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ი­წყე­ბენ სრო­ლას.

რუ­სეთ­მა ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იცის. როცა ომი და­ი­წყო, ჩეჩ­ნებ­მა შე­წყვი­ტეს ოპე­რა­ცი­ე­ბი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და საბ­რძოლ­ვე­ლად იქ წა­ვიდ­ნენ. ქარ­თვე­ლე­ბის თა­ვე­ბით ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­დნენ. ერთ-ერთი მათი ლი­დე­რი ორი წლის წინ გა­ვა­ნად­გუ­რეთ, მაგ­რამ ისი­ნი ჯერ კი­დევ ბევ­რნი არი­ან. ჩვენ ისი­ნი იქ არ გაგ­ვიგ­ზავ­ნია, მაგ­რამ როცა ომი და­ი­წყო, ყვე­ლა იქ იყო…

სა­ქარ­თვე­ლო უნდა აი­ძუ­ლონ, ეს სა­კი­თხი მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით გა­და­წყვი­ტოს. ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა მხო­ლოდ წა­ა­ქე­ზებს მათ ამ სა­კი­თხის სამ­ხედ­რო გზით გა­და­წყვე­ტის­კენ. რუ­სე­თის­თვის ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს ახა­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბის სის­ტე­მე­ბის გა­მო­ჩე­ნის საფრ­თხე ჩვენს სა­ზღვრებ­თან ახ­ლოს. ეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვე­ნი არ­გუ­მენ­ტია მოვ­ლე­ნე­ბის ასე­თი გან­ვი­თა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ“, – ამ­ბობს პუ­ტი­ნი.

რუ­სეთს პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბას ჯორჯ ბუ­შის პა­სუ­ხი მოს­დევს “ერთ-ერთი რამ, რაც თქვენ­ში მა­ო­ცებს, არის ის, რომ არ გე­რი­დე­ბათ ნა­ტოს­თვის ამის თქმა. შე­სა­ნიშ­ნა­ვია. ხალ­ხი ყუ­რა­დღე­ბით გის­მენ­დათ და თქვენს პო­ზი­ცი­ა­ში ეჭვი არ შეჰ­პარ­ვი­ათ. ეს კარ­გი გა­მოს­ვლა იყო“

წყა­რო

The post რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს appeared first on TTimes.GE.

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
2027 წლი­დან, შე­საძ­ლოა, წყლის ტა­რი­ფი გა­და­ი­ხე­დოს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტში, ინ­ტერ­პე­ლა­ცი­ის წე­სით მოს­მე­ნი­სას, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა, რე­ვაზ სო­ხა­ძემ გა­ა­კე­თა.

მი­სი­ვე თქმით, სა­მი­ნის­ტრო წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის რე­ფორ­მას იწყებს.

„წყლის უკა­ნო­ნო მოხ­მა­რე­ბის ფაქ­ტე­ბის აქ­ტი­უ­რად გა­მოვ­ლე­ნი­სა და აღ­მო­ფხვრის, ტექ­ნი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და მო­ნა­ცე­მებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით, გეგ­მა­შია SCADA-ს სის­ტე­მის აქ­ტი­უ­რი და­ნერგვა და ასე­ვე, მო­მა­ვალ წელს წყლის ტა­რი­ფის გა­და­ხედ­ვის­თვის გა­ნა­ცხა­დის წარ­დგე­ნა 2027 წლი­დან ახა­ლი ტა­რი­ფე­ბის ასა­მოქ­მე­დებ­ლად“, -გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

მისი თქმით, ეს ცვლი­ლე­ბე­ბი კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბას გახ­დის უფრო გამჭვირ­ვა­ლეს, ეფექ­ტურს და მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რისხზე ორი­ენ­ტი­რე­ბულს.

ამას­თან, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის, რე­ვაზ სო­ხა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამ ეტაპ­ზე, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბით, ქვეყ­ნის 110-ზე მეტ ლო­კა­ცი­ა­ზე 2,5 მი­ლი­არ­დი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მელ­თა დას­რუ­ლე­ბა 2029 წლის ბო­ლომ­დეა და­გეგ­მი­ლი.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, პრო­ექ­ტე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, 300 ათას­ზე მეტი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი ისარ­გებ­ლებს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სერ­ვი­სით.

მი­ნის­ტრმა წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ა­ში არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზეც ისა­უბ­რა. მი­სი­ვე თქმით, სე­რი­ო­ზულ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი და­ნა­კარ­გე­ბი და გა­და­სა­ხა­დე­ბის ამო­ღე­ბის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.

The post 2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა appeared first on TTimes.GE.

EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა
„EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა, რაც ჩვენს ქვეყანას ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკებს შორის აყენებს. ეს შემთხვევით არ მომხდარა. ეს არის წლების განმავლობაში გატარებული გონივრული საბიუჯეტო და მონეტარული პოლიტიკის, ღრმა სტრუქტურული რეფორმებისა და ჩვენი მთავრობის მიერ პრემიერ-მინისტრის გონიერი ხელმძღვანელობით შექმნილი სტაბილური, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შედეგი. სწორედ ამ სწორმა რეფორმებმა გააძლიერა ინვესტორთა ნდობა და გახსნა ახალი შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვაკო თურანავამ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური სტაბილურობა და საზოგადოების ერთიანობა, ქვეყნის პროგრესის მთავარი წინაპირობაა. “ამავე დროს, რეკორდული რაოდენობის ტურისტები და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ზრდის დინამიკას მთელ ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ პოლიტიკური სტაბილურობა და საზოგადოების ერთიანობა ჩვენი ქვეყნის პროგრესის მთავარი წინაპირობაა. ერთმანეთის მიმართ აგრესია და პოლარიზაცია ყველას გვაზარალებს და აფერხებს განვითარებას. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, პატივისცემა და თანამშრომლობა. ამ წარმატების შენარჩუნება და გაღრმავება ყველას გვჭირდება. ძლიერი ეკონომიკა იქმნება არა მხოლოდ მთავრობის პოლიტიკით, არამედ ხალხისა და ბიზნესების აქტიური მონაწილეობითაც,” – აღნიშნა თურნავამ. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ხალხის იმ კატეგორიაზე, რომელიც ცდილობს, რომ ინდივიდუალური მეწარმისთვის დაწესებული 1 პროცენტიანი გადასახადისგანაც აარიდოს თავი და კლიენტებს თანხის პირად ანგარიშებზე ჩარიცხვას სთხოვენ.

თურნავას თქმით, გონივრული ხელმძღვანელობის გაგრძელებით, პოლიტიკური სტაბილურობის დაცვით და საერთო პასუხისმგებლობით, შესაძლებელია ამ სწრაფი ზრდის გრძელვადიან კეთილდღეობად გარდაქმნა. “გადასახადების გადახდა – რომლებიც საქართველოში რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია – არის ყველაზე მარტივი და ეფექტური გზა, რომლითაც თითოეულმა მოქალაქემ და კომპანიამ შეიძლება შეიტანოს წვლილი. სამწუხაროდ, არსებობს ხალხის გარკვეული კატეგრია, რომლებიც გადასახადების გადახდას არ ცდილობენ და კლიენტებს სთხოვენ თანხების პირად ანგარიშებზე ჩარიცხვას. ასეთი ფაქტები მომრავლდა. ქვეყანაში, სადაც შეუძლიათ დარეგისტრირდნენ როგორც ინდივიდუალურ მეწარმედ სადაც გადასახადი მხოლოდ 1%-ია, ამასაც რომ არ იხდი – ეს მართლაც ძალიან დიდი სირცხვილია. ამასთან, მინდა მოვუწოდო საფინანსო სექტორს, რომ მეტად გააკონტროლოს მსგავსი ჩარიცხვები და არ აღიქვას ისინი როგორც ჩვეულებრივი გზავნილები, როგორც სამწუხაროდ ხშირად ხდება. ერთად, გონივრული ხელმძღვანელობის გაგრძელებით, პოლიტიკური სტაბილურობის დაცვით და საერთო პასუხისმგებლობით, შევძლებთ ამ სწრაფი ზრდის გრძელვადიან კეთილდღეობად გარდაქმნას და უკეთესი მომავლის შექმნას თითოეული ქართველისთვის.“ – განაცხადა ვაკო თურნავამ.

The post EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა appeared first on TTimes.GE.

ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია
უკვე მეორე დღეა, ისრაელში უსაფრთხოების მაღალი დონეა ამოქმედებული. ქვეყნის მასშტაბით დახურულია ყველა საჯარო და კერძო დაწესებულება, მუშაობს მხოლოდ პირველადი დახმარების სამედიცინო ცენტრები და პროდუქტების მაღაზიები.

ამჟამად, თელ-ავივში სრული სიმშვიდეა. მოსახლეობა ქუჩებში მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის დროს გადაადგილდება, რადგან ისრაელში მცხოვრებმა თითოეულმა პირმა მიიღო გაფრთხილება ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებიდან, რომ ამ ღამით

ირანის მხრიდან საფრთხე კვლავ მოსალოდნელია.

ისრაელის უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია. ისრაელი მოსახლეობას თავშესაფრებში ჩასვლისკენ მოუწოდებს.

ამ წუთებში, ისრაელის ავიაცია აკონტროლებს როგორც ისრაელის ცას, ისე ირანის საჰაერო ზონას, რადგან სარაკეტო თავდასხმის შემთხვევაში, ისრაელის ავიაციამ მოახერხოს რაკეტების განადგურება იქამდე, სანამ ის ისრაელის ცამდე მიაღწევს.

შეგახსენებთ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა ისროლა. შედეგად, გარდაიცვალა 3 და დაშავდა 150 ადამიანი.

The post ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია appeared first on TTimes.GE.

„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?
„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობა 9.9 ათასით გაიზარდა და 3 704 500 კაცი შეადგინა. ეს მაშინ როდესაც, ქვეყანაში 2024 წელს უარყოფითი ბუნებრივი მატება (-4 488) და დადებითი მიგრაციული სალდო (14 386) იყო.

კითხვაზე, ვის ხარჯზე იზრდება საქართველოს მოსახლეობა, სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ზრდა ხდება იმ უცხოელების ხარჯზე, რომლებიც შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეები არ არიან, თუმცა, საქართველოში ცხოვრობენ.

ამასთან, სტატისტიკოსი განმარტავს, რომ ქვეყანაში უფრო მეტი უცხოელი შემოდის, ვიდრე გადის. აქ დარჩენილები კი, ქვეყნის ფაქტობრივ მოსახლეობას წარმოადგენენ.

„საქართველოში ქართველების წილი მცირდება“

„ბოლო წლების სამწუხარო ტენდენცია ასაბუთებს, რომ საქართველოს მოქალაქეების მიხედვით ჩვენს ქვეყანას აქვს უარყოფით სალდო. ანუ გადის მეტი, ნაკლები შემოდის. ხოლო, არარეზიდენტების მიხედვით, ქვეყანას აქვს დადებითი სალდო. ე.ი. სხვა ქვეყნის მოქალაქე უფრო მეტი შემოდის, ვიდრე გადის. ეს არის იმის ერთ-ერთი ფაქტორი, რომ ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება.

თანაც, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი მოსახლეობა არის რეგიონში ყველაზე ხანდაზმული ერი. რეგიონში მედიანური ასაკი ჩვენთან უფრო მაღალია, ხოლო, მოსახლეობის სიმჭიდროვე შედარებით დაბალი. ეს კიდევ დამატებითი საფრთხის შემქმნელია“,- ამბობს სოსო არჩვაძე.

კითხვაზე, კონკრეტულად ვინ ითვლება საქართველოს მოსახლეობაში, სტატისტიკოსი ამბობს, რომ ამ რაოდენობაში ხვდებიან ის უცხოელები, ვინც ქვეყანაში უკვე საერთო მოთხოვნებს განსაზღვრავენ.

„რა თქმა უნდა, ის ადამიანები, ვინც 1 წელზე მეტ ხანს ატარებენ საქართველოში, თავისთავად ითვლებიან საქართველოს მოსახლეობაში. საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობას რომ გადავხედოთ, ყოველი მეხუთე სტუდენტი არის უცხოელი. ეს არის, ინდოეთი, სირია, ბანგლადეში ერაყი და ა.შ. ამიტომ, მათი რიცხოვნობა მონაწილეობს საქართველოს საერთო რაოდენობის განსაზღვრაში.

ამასთან, არსებობს მოახლოების იურიდიული და ფაქტობრივი რაოდენობა. ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან, მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან, ერთობლივ მოთხოვნებს განსაზღვრავენ: სატრანსპორტო საჭიროებებზე, კვების პროდუქტებზე და რიგ სხვა ინფრასტრუქტურულ, თუ სხვა სახის მომსახურებასთან დაკავშირებით,“ – ამბობს სოსო არჩვაძე.

მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან უფრო აქტიური ქმედებებია გასატარებელი.

„დაგვჭირდება სახელმწიფოს მხრიდან უფრო აქტიური მოქმედება, რომ ჯერ ერთი, გავზარდოთ შობადობა და სოციალური პრესტიჟულობა გავუზარდოთ მრავალშვილიან ოჯახებს. მეორეს მხრივ, უნდა შევქმნათ ღირსეული შრომის პირობები ახალგაზრდებისთვის, რომლებიც განათლებას იღებენ საქართველოში ან უცხოეთში. ეს იქნება შესაძლებლობა, რომ მოსახლეობის დემოგრაფიულმა მდგომარეობამ მიიღოს პოზიტიური დატვირთვა,“ – ამბობს სოსო არჩვაძე.

წყარო

The post „ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა? appeared first on TTimes.GE.

საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო
16 მაისიდან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა  კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეს ეძლევა. 17 აპრილის მთავრობის დადგენილების თანახმად, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, დამტკიცდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს,საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოსა და ომანის სასულთნოს მრავალჯერადი ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების საფუძველზე შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით.

ეს ქვეყნებია

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა

ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა

განის რესპუბლიკა

ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა

ერიტრეას სახელმწიფო

იემენის რესპუბლიკა

კამერუნის რესპუბლიკა

კოტ-დ’ივუარის რესპუბლიკა

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

მაროკოს სამეფო

ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა

პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა

სომალის ფედერაციული რესპუბლიკა

სირიის არაბთა რესპუბლიკა

სუდანის რესპუბლიკა

ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა

უგანდის რესპუბლიკა.

“იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოსა და ომანის სასულთნოს მრავალჯერადი ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, დადგენილი წესით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ მათი საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის, მრავალჯერადი ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა არის არანაკლებ 1 წლისა, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით” – აღნიშნულია დადგენილებაში.

აქამდე მოქმედი კანონმდბელობით იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა 96 ქვეყანას მოიცავდა. ჩამონათვალი საქართველოს მთავრობამ პირველად 2015 წლის 5 ივნისს დაამტკიცა. მაშინ ჩამონათვალში ჯამში სულ 94 ქვეყანა და ტერიტორია იყო, რომელსაც 2017 წელს – იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო, 2023 წელს კი – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დაემატა.

წყარო : მთავარი არხი

The post საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო appeared first on TTimes.GE.

ქორწინების ბეჭედი 33%-ით, საავადმყოფოს მომსახურება კი 22%-ით გაძვირდა | 3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება
2025 წლის თებერვალში ყველაზე მეტად კომბოსტო მწვანილი და კივი გაძვირდა.  საქსტატის სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსების მიხედვით ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტების და მომსახურებების ათეული ასეთია

კომბოსტო 73%

მწვანილი 46%

კივი 45%

ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი 33%

მანდარინი 25%

ნიორი 23%

საავადმყოფოს მომსახურება 22%

ბადრიჯანი 21%

ფორთოხალი 20%

ბრინჯი 11%

რაც შეეხება სხვა პოპულარულ პროდუქტებს:

ხინკალი რესტორანში გაძვირდა 13%-ით, ლუდი და ასევე ლუდი ბარში 12-9%-ით. ჩამოსასხმელი ღვინო 7%-ით.

საბავშვო ბაღის გადასახდელი 10%-ით, ძიძის მომსახურება კი 3%-ით გაიზარდა. ქალის თმის დავარცხნა გაძვირდა 7%-ით, სასტუმროს მომსახურებაც 7%-ით. კინოსეანზე დასწრების ღირებულებამ 13%-ით მოიმატა, სპექტაკლზე დასწრებისა კი 7%-ით.

3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება.

წყარო : მთავარი არხი

The post ქორწინების ბეჭედი 33%-ით, საავადმყოფოს მომსახურება კი 22%-ით გაძვირდა | 3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება appeared first on TTimes.GE.

ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ₾2 007-მდე გაიზარდა – საქსტატი
2023 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 8.8%-ით გაიზარდა და 51 მილიარდ 700 მილიონი ლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2023 წლის III კვარტალში მისი მოცულობა 19 მილიარდ 900 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.2%-ით მეტია.

ამ პერიოდში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის 64.2% – მსხვილ ბიზნესზე, 15.3% – საშუალოზე, ხოლო 20.5% – მცირე ბიზნესზე მოდის.

მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 44.4%, საშუალოზე – 23.1%, ხოლო მცირე ბიზნესზე – 32.5%.

III კვარტალში საწარმოთა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 28.4 მლრდ ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 17.3 მლრდ ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5%-ით მეტი) შეადგინა.

2023 წლის III კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 757.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.8%-ით მეტია.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.6% ქალია, ხოლო 57.4% – კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.6% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.8% – საშუალოზე, ხოლო 36.5% – მცირე ბიზნესზე.

საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 721.0 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.5%-ით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 4 419.0 მლნ ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.4%-ით მეტი).

2023 წლის III კვარტალში, ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 007.2 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 293.0 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 537.1 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 219.4 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

⦁ მსხვილი ბიზნესი – 2 035.7 ლარი

⦁ საშუალო ბიზნესი – 2 292.8 ლარი

⦁ მცირე ბიზნესი – 1 781.6 ლარი.

2023 წლის III კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 36.3 პროცენტი მოდის ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 32.4%-იანი წილით, შემდეგ მოდის დამმუშავებელი მრეწველობა – 8.2%-იანი წილით, მშენებლობა – 5.9%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.9%-იანი წილით, ხოლო 12.3% დანარჩენ დარგებზე ნაწილდება: 2023 წლის III კვარტალში ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამმუშავებელი მრეწველობა (20.3%) და ვაჭრობა (19.8%), შემდეგ მოდის მშენებლობა (17.3%) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.4%), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33.2%-იანი წილი უჭირავს 2023 წლის III კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნესსექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამმუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ შესაბამისად, 28.1, 11.9 და 9.7%-იანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (8.8%), ტრანსპორტისა და დასაწყობების(8.1%), აგრეთვე ინფორმაცია და კომუნიკაციის (6%) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.3%) დარგის საწარმოებზეც.

წყარო – bm.ge

The post ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ₾2 007-მდე გაიზარდა – საქსტატი appeared first on TTimes.GE.

პატრიარქი გამოკითხულთა 91%-ს მოსწონს, 53%-ს კალაძე, 48%-ს ზურაბიშვილი, 43%-ს ღარიბაშვილი – IRI-ს კვლევა
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, საჯარო ფიგურების რეიტინგში მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს.

კითხვაზე, თითოეულ საჯარო ფიგურაზე დაასახელეთ, დადებითი აზრის ხართ, მეტ-ნაკლებად დადებითის, მეტ-ნაკლებად უარყოფითის თუ ძალიან უარყოფითის:

ილია მეორის მიმართ დადებით დამოკიდებულებას გამოხატავს გამოკითხულთა 91%, ხოლო 6% უარყოფითს

კახა კალაძის მიმართ 52% დადებითად არის განწყობილი, ხოლო 44% უარყოფითად

სალომე ზურაბიშვილის მიმართ 48% დადებითად არის განწყობილი, 47% კი უარყოფითად

ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ დადებითად განწყობილია 43%, უარყოფითად კი 53%

კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი – 74%.

The post პატრიარქი გამოკითხულთა 91%-ს მოსწონს, 53%-ს კალაძე, 48%-ს ზურაბიშვილი, 43%-ს ღარიბაშვილი – IRI-ს კვლევა appeared first on TTimes.GE.

მოძრაობა „ხალხის ძალას“ ხუთი დეპუტატი შეუერთდა
მოძრაობა „ხალხის ძალას“ კიდევ ხუთი დეპუტატი, ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე შეუერთდა.

როგორც ბრიფინგზე სოზარ სუბარმა განაცხადა, „ხალხის ძალა“ საქართველოს პარლამენტში 9 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

„ფართოვდება მოძრაობის საპარლამენტო შემადგენლობა. ჩვენს საპარლამენტო გუნდს დაემატება 5 პარლამენტარი: ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე. მთლიანობაში ჩვენი მოძრაობა საქართველოს პარლამენტში 9 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში გვეყოლება რიცხოვნებით მესამე პოლიტიკური ჯგუფი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

The post მოძრაობა „ხალხის ძალას“ ხუთი დეპუტატი შეუერთდა appeared first on TTimes.GE.