ეკონომიკა Archives - TTimes.GE

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
სოციალურად დაუცველ ოჯახებს ელექტროენერგიის გადასახადი 2026 წელსაც დაუსუბსიდირდებათ – აღნიშნულს ითვალისწინებს ცვლილებები, რომლებიც მთავრობის დადგენილებაში უკვე შევიდა.

უფრო კონკრეტულად, ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 150 ათასამდეა.

აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირება თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 6 თვის განმავლობაში, სხვა ყველა შემთხვევაში კი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ვის და რა პირობით დაუსუბსიდირდება კომუნალური გადასახადები

„დახმარების სახით განხორციელდეს ყოველთვიურად მოხმარებული არაუმეტეს 200 კვტ-სთ-ის ელექტროენერგიის სუბსიდირება 1 კვტ-სთ-ზე 3.5 თეთრის ოდენობით, შემდეგი პირობებით:

ა) 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისთვის − მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა, გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა;

ბ) 2026 წლის 1 აპრილიდან 2026 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდისთვის − მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა და მონაცემთა ბაზის მიხედვით ცხოვრობენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში“, – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

გარდა ამისა, დადგენილების თანახმად, ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს, რომელთაც სარეიტინგო ქულაც 70 ათასს არ აჭარბებს, სასმელი წყლის გადასახადიც დაუსუბსიდირდებათ.

„2026 წლის იანვრის თვიდან 2026 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით (თითოეული თვისათვის) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია ან ტოლია 70 000-ის და მონაცემთა ბაზის მიხედვით ცხოვრობენ ქალაქ თბილისში, ქალაქ რუსთავში ან ქალაქ მცხეთაში, დახმარების სახით განხორციელდება სასმელი წყლის/წყალარინების საფასურის სუბსიდირება, მოხმარებული სასმელი წყლის/წყალარინების ან სააბონენტო გადასახადის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 100 ლარისა“, – ვკითხულობთ დადგენილებაში.

The post მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის appeared first on TTimes.GE.

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად უნციაში 5000 დოლარს გადააჭარბა. Reuters-ის ცნობით, ორშაბათს დილით ძვირფასი ლითონი მსოფლიო ბირჟებზე 5029 დოლარი ღირდა.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ექსპერტების პროგნოზით, ოქროს ფასი კვლავ გაიზრდება, რადგან არასტაბილურობის პერიოდში ინვესტორები ტრადიციულად სწორედ მას მიმართავენ. ანალიტიკოსები მთავარ მიზეზებს შორის გამოყოფენ დაძაბულობის ესკალაციას აშშ-სა და ნატო-ს შორის გრენლანდიის საკითხზე და რუსეთის მიმდინარე ომს უკრაინასთან.

Reuters-ის ცნობით, ოქროზე მოთხოვნას ასევე ხელი შეუწყო აშშ-ის მუქარამ კანადიდან იმპორტზე 100%-იანი ტარიფის დაწესების შესახებ, თუ ეს ქვეყანა ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას მოაწერს ხელს.

The post ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა appeared first on TTimes.GE.

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
“ავერსის” დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ, საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში არსებულ ბიზნეს გარემოზე “კაცმანის პოდკასტში” ისაუბრა.

კითხვაზე, რატომ არ გავიდა სხვა ბაზრებზე, კურტანიძემ განაცხადა, რომ მაშინ, როცა საქართველოში დაბალი გადასახადებია, არ არის კორუფცია და ბიზნესზე ზეწოლა, რთულია შეხვიდე სხვა ქვეყანაში, სადაც კორუფციაა და ეძებო მფარველები მთავრობაში.

“ძალიან რთულია იგივე მეზობელ ქვეყნებში. საქართველოში როცა შეგიძლია იმუშაო ოფიციალურად, გადასახადები არის რეალური, ეს არ გიქმნის პრობლემას რომიარსებო, იმიტომ, რომ არ არის მაღალი გადასახადები, არ გახრჩობს, ასევე არ არის კორუფცია, ზეწოლა – რაც რთულია ბიზნესისთვის. ამ დროს შეხვიდე ქვეყანაში, სადაც კორუფციაა, ვიღაცა უნდა გყავდეს მთავრობაში და ა.შ., ჩემთვის ეგ ძალიან რთულია. არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში.” – განაცხადა პაატა კურტანიძემ.

The post პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში appeared first on TTimes.GE.

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ პროექტის გადამუშავებული ვარიანტი დღეს პლენარულ სესიაზე გადის. კანონმდებლების მსჯელობის შემდეგ, დოკუმენტი ბოლო შესწორებებისთვის კვლავ მთავრობას გადაეგზავნება.

არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით, 3 მილიარდი ლარით არის გაზრდილი. მასში გათვალისწინებულია ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების გაზრდილი დაფინანსება, რომელიც 800 მილიონს აჭარბებს.

“მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად, იზრდება სხვადასხვა დაწესებულებაში, განსაკუთრებით, საჯარო სექტორის იმ ნაწილში, სადაც შესაძლებელია, რომ ხელფასები გაიზარდოს ყოველწლიურად. მოცემულობა, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები აღიარებენ ეკონომიკურ წინსვლას საქართველოში, ეს ყველაფერი აისახება ხოლმე ქვეყნის ჯიბეში ფული იზრდება თუ არა. შემოვა ბიუჯეტი და ნახავს საზოგადოება, რომ არის გაზრდილი, ვიდრე იყო 2025-ში და ასე იქნება ყოველწლიურად,” – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი.

The post “ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი appeared first on TTimes.GE.

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
“შე­უძ­ლე­ბე­ლია 8 სა­ა­თი ორ ან სამ სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხურ­ში იმუ­შაო, ეს პრაქ­ტი­კა უნდა შე­იც­ვა­ლოს – თუ ორ­გან მუ­შა­ო­ბის მი­ზე­ზი არის ის, რომ საკ­მა­რი­სი არ არის ადა­მი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა და შე­მო­სა­ვა­ლი, ამი­სათ­ვის უნდა გა­ვუ­ზარ­დოთ შე­სა­ბა­მის პირს ანა­ზღა­უ­რე­ბა“,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ახა­ლი კა­ნო­ნი შე­ა­ფა­სა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში და­საქ­მე­ბულ პი­რებს და­მა­ტე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და ამ საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ანა­ზღა­უ­რე­ბის მი­ღე­ბა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბის გა­რე­შე არ შე­ეძ­ლე­ბათ.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის თქმით, ხარ­ჯე­ბი­სა და კად­რე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცია მოხ­დე­ბა, რაც სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის უფრო სწო­რად მუ­შა­ო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

„ამ ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ზა­ნი ოპ­ტი­მი­ზა­ცი­აა, მათ შო­რის ხარ­ჯე­ბის. სა­ხელ­მწი­ფო სა­წარ­მო­ებ­ში, თუმც არა მარ­ტო, სა­მი­ნის­ტრო­ებ­შიც კად­რე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის ხარ­ჯზე 60 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი დავ­ზო­გეთ.

აქაც არას­წო­რი პრაქ­ტი­კა იყო ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი სრულ გა­ნაკ­ვეთ­ზე მუ­შა­ობ­დნენ ორ­გან და ზოგ­ჯერ სამ­გან, თე­ო­რი­უ­ლა­დაც შე­უძ­ლე­ბე­ლია 8 სა­ა­თი იმუ­შაო, ორ ან სამ სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხურ­ში. ეს პრაქ­ტი­კა უნდა შე­იც­ვა­ლოს, მოხ­დე­ბა ხარ­ჯე­ბი­სა და კად­რე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცია და ასეთ პი­რო­ბებ­ში უფრო სწო­რად იმუ­შა­ვებს სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რი.

თუ ორ­გან მუ­შა­ო­ბის მი­ზე­ზი არის ის, რომ საკ­მა­რი­სი არ არის ადა­მი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა და შე­მო­სა­ვა­ლი, ამი­სათ­ვის უნდა გა­ვუ­ზარ­დოთ შე­სა­ბა­მის პირს ანა­ზღა­უ­რე­ბა. არის დე­ფი­ცი­ტუ­რი პრო­ფე­სი­ე­ბი და შემ­თხვე­ვე­ბი, როცა სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ანა­ზღა­უ­რე­ბა ვერ უპა­სუ­ხებს ბაზ­რის მო­თხოვ­ნებს, ასეთ პი­რო­ბებ­ში ფიქ­ცი­უ­რად კი არ უნდა და­ვა­საქ­მოთ ორ­გან და სამ­გან, არა­მედ უნდა შევ­თა­ვა­ზოთ, ბაზ­რის მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ტყვი­სი ანა­ზღა­უ­რე­ბა, ეს იქ­ნე­ბა სწო­რი პრინ­ცი­პი და არა ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ფორ­მე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, 1-ელი ნო­ემ­ბრი­დან ძა­ლა­ში შე­დის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნი, რომ­ლის ამოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად, სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში და­საქ­მე­ბულ პი­რებს და­მა­ტე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და ამ საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ანა­ზღა­უ­რე­ბის მი­ღე­ბა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბის გა­რე­შე არ შე­ეძ­ლე­ბათ. ასე­თი წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბა კი, მხო­ლოდ ერთი წლის ვა­დით შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ცეს.

კა­ნონ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და უკვე ძა­ლა­ში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რეს სა­მეც­ნი­ე­რო, პე­და­გო­გი­უ­რი, შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა შე­სა­ბა­მი­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის ან კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ეძ­ლე­ბა.

ხელ­მძღვა­ნე­ლის წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბა დას­ჭირ­დე­ბათ სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რებ­სა და სსიპ-ებში შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რებს იმის­თვის, რომ მათ სხვა ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი სა­მუ­შა­ო­დან სარ­გებ­ლის მი­ღე­ბა შეძ­ლონ.

იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი პირი აღ­ნიშ­ნულ კა­ნონს და­არ­ღვევს, სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა და 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბა აეკ­რძა­ლე­ბა.

The post “თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე appeared first on TTimes.GE.

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
2027 წლი­დან, შე­საძ­ლოა, წყლის ტა­რი­ფი გა­და­ი­ხე­დოს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტში, ინ­ტერ­პე­ლა­ცი­ის წე­სით მოს­მე­ნი­სას, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა, რე­ვაზ სო­ხა­ძემ გა­ა­კე­თა.

მი­სი­ვე თქმით, სა­მი­ნის­ტრო წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის რე­ფორ­მას იწყებს.

„წყლის უკა­ნო­ნო მოხ­მა­რე­ბის ფაქ­ტე­ბის აქ­ტი­უ­რად გა­მოვ­ლე­ნი­სა და აღ­მო­ფხვრის, ტექ­ნი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და მო­ნა­ცე­მებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით, გეგ­მა­შია SCADA-ს სის­ტე­მის აქ­ტი­უ­რი და­ნერგვა და ასე­ვე, მო­მა­ვალ წელს წყლის ტა­რი­ფის გა­და­ხედ­ვის­თვის გა­ნა­ცხა­დის წარ­დგე­ნა 2027 წლი­დან ახა­ლი ტა­რი­ფე­ბის ასა­მოქ­მე­დებ­ლად“, -გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

მისი თქმით, ეს ცვლი­ლე­ბე­ბი კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბას გახ­დის უფრო გამჭვირ­ვა­ლეს, ეფექ­ტურს და მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რისხზე ორი­ენ­ტი­რე­ბულს.

ამას­თან, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის, რე­ვაზ სო­ხა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამ ეტაპ­ზე, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბით, ქვეყ­ნის 110-ზე მეტ ლო­კა­ცი­ა­ზე 2,5 მი­ლი­არ­დი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მელ­თა დას­რუ­ლე­ბა 2029 წლის ბო­ლომ­დეა და­გეგ­მი­ლი.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, პრო­ექ­ტე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, 300 ათას­ზე მეტი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი ისარ­გებ­ლებს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სერ­ვი­სით.

მი­ნის­ტრმა წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ა­ში არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზეც ისა­უბ­რა. მი­სი­ვე თქმით, სე­რი­ო­ზულ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი და­ნა­კარ­გე­ბი და გა­და­სა­ხა­დე­ბის ამო­ღე­ბის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.

The post 2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა appeared first on TTimes.GE.

EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა
„EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა, რაც ჩვენს ქვეყანას ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკებს შორის აყენებს. ეს შემთხვევით არ მომხდარა. ეს არის წლების განმავლობაში გატარებული გონივრული საბიუჯეტო და მონეტარული პოლიტიკის, ღრმა სტრუქტურული რეფორმებისა და ჩვენი მთავრობის მიერ პრემიერ-მინისტრის გონიერი ხელმძღვანელობით შექმნილი სტაბილური, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შედეგი. სწორედ ამ სწორმა რეფორმებმა გააძლიერა ინვესტორთა ნდობა და გახსნა ახალი შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვაკო თურანავამ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური სტაბილურობა და საზოგადოების ერთიანობა, ქვეყნის პროგრესის მთავარი წინაპირობაა. “ამავე დროს, რეკორდული რაოდენობის ტურისტები და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ზრდის დინამიკას მთელ ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ პოლიტიკური სტაბილურობა და საზოგადოების ერთიანობა ჩვენი ქვეყნის პროგრესის მთავარი წინაპირობაა. ერთმანეთის მიმართ აგრესია და პოლარიზაცია ყველას გვაზარალებს და აფერხებს განვითარებას. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, პატივისცემა და თანამშრომლობა. ამ წარმატების შენარჩუნება და გაღრმავება ყველას გვჭირდება. ძლიერი ეკონომიკა იქმნება არა მხოლოდ მთავრობის პოლიტიკით, არამედ ხალხისა და ბიზნესების აქტიური მონაწილეობითაც,” – აღნიშნა თურნავამ. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ხალხის იმ კატეგორიაზე, რომელიც ცდილობს, რომ ინდივიდუალური მეწარმისთვის დაწესებული 1 პროცენტიანი გადასახადისგანაც აარიდოს თავი და კლიენტებს თანხის პირად ანგარიშებზე ჩარიცხვას სთხოვენ.

თურნავას თქმით, გონივრული ხელმძღვანელობის გაგრძელებით, პოლიტიკური სტაბილურობის დაცვით და საერთო პასუხისმგებლობით, შესაძლებელია ამ სწრაფი ზრდის გრძელვადიან კეთილდღეობად გარდაქმნა. “გადასახადების გადახდა – რომლებიც საქართველოში რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია – არის ყველაზე მარტივი და ეფექტური გზა, რომლითაც თითოეულმა მოქალაქემ და კომპანიამ შეიძლება შეიტანოს წვლილი. სამწუხაროდ, არსებობს ხალხის გარკვეული კატეგრია, რომლებიც გადასახადების გადახდას არ ცდილობენ და კლიენტებს სთხოვენ თანხების პირად ანგარიშებზე ჩარიცხვას. ასეთი ფაქტები მომრავლდა. ქვეყანაში, სადაც შეუძლიათ დარეგისტრირდნენ როგორც ინდივიდუალურ მეწარმედ სადაც გადასახადი მხოლოდ 1%-ია, ამასაც რომ არ იხდი – ეს მართლაც ძალიან დიდი სირცხვილია. ამასთან, მინდა მოვუწოდო საფინანსო სექტორს, რომ მეტად გააკონტროლოს მსგავსი ჩარიცხვები და არ აღიქვას ისინი როგორც ჩვეულებრივი გზავნილები, როგორც სამწუხაროდ ხშირად ხდება. ერთად, გონივრული ხელმძღვანელობის გაგრძელებით, პოლიტიკური სტაბილურობის დაცვით და საერთო პასუხისმგებლობით, შევძლებთ ამ სწრაფი ზრდის გრძელვადიან კეთილდღეობად გარდაქმნას და უკეთესი მომავლის შექმნას თითოეული ქართველისთვის.“ – განაცხადა ვაკო თურნავამ.

The post EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა appeared first on TTimes.GE.

ქორწინების ბეჭედი 33%-ით, საავადმყოფოს მომსახურება კი 22%-ით გაძვირდა | 3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება
2025 წლის თებერვალში ყველაზე მეტად კომბოსტო მწვანილი და კივი გაძვირდა.  საქსტატის სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსების მიხედვით ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტების და მომსახურებების ათეული ასეთია

კომბოსტო 73%

მწვანილი 46%

კივი 45%

ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი 33%

მანდარინი 25%

ნიორი 23%

საავადმყოფოს მომსახურება 22%

ბადრიჯანი 21%

ფორთოხალი 20%

ბრინჯი 11%

რაც შეეხება სხვა პოპულარულ პროდუქტებს:

ხინკალი რესტორანში გაძვირდა 13%-ით, ლუდი და ასევე ლუდი ბარში 12-9%-ით. ჩამოსასხმელი ღვინო 7%-ით.

საბავშვო ბაღის გადასახდელი 10%-ით, ძიძის მომსახურება კი 3%-ით გაიზარდა. ქალის თმის დავარცხნა გაძვირდა 7%-ით, სასტუმროს მომსახურებაც 7%-ით. კინოსეანზე დასწრების ღირებულებამ 13%-ით მოიმატა, სპექტაკლზე დასწრებისა კი 7%-ით.

3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება.

წყარო : მთავარი არხი

The post ქორწინების ბეჭედი 33%-ით, საავადმყოფოს მომსახურება კი 22%-ით გაძვირდა | 3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება appeared first on TTimes.GE.

კობახიძე ლარზე: მოკლევადიანი რყევები ნორმალურია, ეს არის დროებითი მოვლენა
ყოველი ასეთი პროცესის დროს იყო ხოლმე მოკლევადიანი რყევები, რაც ნორმალურია, თუმცა, ყოველ ჯერზე ლარი დაუბრუნდა თავის საწყის მდგომარეობას, რა თქმა უნდა, ეს ასეც იქნება…

… რომ არა უცხოეთიდან დაფინანსებული ეს ქვეყნის არევის მუდმივი მცდელობა. ჩვენი ეკონომიკა იქნებოდა კიდევ სწრაფად განვითარებადი…

… ეს არის დროებითი მოვლენა, რაც შეეხება ლარის კურსს. რა თქმა უნდა, როგორც კი ჩაცხრება ვითარება, რაც მოხდება ძალიან მალე და პრაქტიკულად აქეთ მიდის პროცესი, ეს დაეტყობა ლარის კურსს. ვიღაცები ოცნებობენ ლარის კურსის გაუფასურებაზე, თუმცა, ეს არის დროებითი მოვლენა.

The post კობახიძე ლარზე: მოკლევადიანი რყევები ნორმალურია, ეს არის დროებითი მოვლენა appeared first on TTimes.GE.

წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური პროდუქცია შემოვიდა – რას ვყიდით და ვყიდულობთ
საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა. თუმცა, მხოლოდ რეკორდული იმპორტის ხარჯზე, რადგან საქართველოდან ექსპორტი შემცირებულია.

უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, წელს იანვარ-სექტემბერში ქვეყნებს შორის 1.427 მლრდ აშშ დოლარის ვაჭრობა შედგა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 1.258 მლრდ აშშ დოლარის.

ამასთან, წელს 9 თვეში საქართველოდან ჩინეთში 233.5 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაიგზავნა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 267.4 მლნ აშშ დოლარის.

რაც შეეხება იმპორტს, წელს 9 თვეში რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ჩინეთიდან საქართველომ 1.194 მლრდ აშშ დოლარის პროდუქცია შეიძინა, რაც წინა წლებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (საგარეო ვაჭრობის პორტალზე ეს მონაცემი ხელმისაწვდომი 2009 წლიდან არის). შედარებისთვის, 2023 წლის 9 თვეში იმპორტმა 991.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2022 წლის იგივე პერიოდში – 830.2 მლნ აშშ დოლარი, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში – 600.1 მლნ აშშ დოლარი და ა.შ.

გთავაზობთ, იმ პროდუქტების ხუთეულს, რომელიც წელს, საანგარიშო პერიოდში, ყველაზე დიდი რაოდენობით ვიყიდეთ და გავყიდეთ ჩინეთში.

ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:

მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის – 40.316 მლნ აშშ დოლარი

ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი – 39.970 მლნ აშშ დოლარი

სატვირთო ავტომობილები – 38.356 მლნ აშშ დოლარი

გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 34.836 მლნ აშშ დოლარი

რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი – 34.678 მლნ აშშ დოლარი

ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი:

მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა – 144.068 მლნ აშშ დოლარი

კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები – 25.520 მლნ აშშ დოლარი

მადნები და კონცენტრატები სპილენძის – 23.905 მლნ აშშ დოლარი

ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი – 18.131 მლნ აშშ დოლარი

ყურძნის ნატურალური ღვინოები – 6.610 მლნ აშშ დოლარი

წყარო: bpn.ge

The post წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური პროდუქცია შემოვიდა – რას ვყიდით და ვყიდულობთ appeared first on TTimes.GE.