კულტურა Archives - TTimes.GE

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ოფიციალური ინფორმაციით, ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის 2025 წლის შოუში მიიღებს მონაწილეობა.

შოუ 15 ოქტომბერს, ნიუ-იორკში გაიმართება. ქართველ მოდელთან ერთად ჩვენებაში მონაწილეობას ანდრიანა ლიმა, ჯიჯი ჰადიდი, ალესანდრა ამბროსიო, ეშლი გრეჰემი, ქენდის სვეინპოლი, სტელა მაქსველი და ათობით ცნობილი მოდელი მიიღებს

The post მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა appeared first on TTimes.GE.

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ნათია ბანძელაძე ავრცელებს.

,,იცით როგორი იყო ჩემი სოსიკო. მზეს რომ 9 სხივი აქვს იმაზე თბილი, კაშკაშა, სიცოცხლით სავსე. იცით როგორი იყო ჩემი სოსიკო? ყველას რომ ჰყოფნიდა მისი სიყვარული.

იცით როგორი კაცი დაკარგა ამ ქალაქმა: კეთილზე კეთილი, ტკბილზე  ტკბილი, ნიჭიერი,  კაშკაშა ვარსკვლავი რომელიც ისე ბრჭყვიალებდა არავის წვავდა. ჩემმა, ჩვენნმა  ყველაზე დიდმა გოგიჩამ ასე გადაწყვიტა, წავიდა და გოგიჩას ჩაეხუტა… მიყვარხართ ბიჭებოოო, როგორ არ დამინდეთ, თქვენ ხომ ყველაზე კეთილი ადამიანები იყავით ამ სამყაროში…მიყვარხარ ცოტა ეს სიტყვა, მტკივა, ძალიან მტკივა ახლა უკვე ყველაზე დიდი გოგიჩა“, – წერს ნათია ბანძელაძე.

სოსო გოგიჩაიშვილმა დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1960 წელს.

1960-1961 წლებში მუშაობდა გორის თეატრში, 1962-1963 წლებში — სანკულტურის თეატრში, 1963-1967 წლებში — მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, 1967-1976 წლებში — რუსთავის თეატრში, ხოლო 1976 წლიდან მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო.

გადაღებულია ფილმებში: “ერთი ცის ქვეშ” (1961), “მე ბებია, ილიკო და ილარიონი” (აგიტატორი, 1962), “შეხვედრა წარსულთან” (აკია, 1966), “დათა თუთაშხია” (ნიკიფორე ბუბუტეიშვილი, 1978), “ხსოვნა” (1989), “თეთრი ბაირაღები” (ზედამხედველი, 1990), “ღმერთო, რისი გულისთვის” (უმადური, 2003) და სხვ.

The post მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა appeared first on TTimes.GE.

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon.

დღეს, აზია-წყნარი ოკეანის ეკრანის აკადემიამ (APSA), Jewel Private Residences-თან ერთად, გამოაცხადა სამი სპეციალური ჯილდოს გამარჯვებულები 17-ე APSA ცერემონიის წინ, რომელიც გაიმართება 30 ნოემბერს, The Langham-ში, ავსტრალიაში.

გამარჯვებულებს შორისაა დათა ჩაჩუა.

„ამ ჯილდოს მიღება არის აღიარება ყველა იმ რთული შრომისა, რომელიც გავწიე ამ ფილმზე, და ასევე სტიმული, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად ვიმუშაო. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ფილმზე იმუშავა, და მოუთმენლად ველოდები, რომ ერთად ვიზეიმოთ Gold Coast-ზე“, – ამბობს დათა ჩაჩუა.

„პანოპტიკონი“ საქართველოს, საფრანგეთის, იტალიისა და რუმინეთის ერთობლივი ნამუშევარია. მთავარ როლებს ასრულებენ დათა ჩაჩუა, ია სუხიტაშვილი, მალხაზ აბულაძე და ვახტანგ კედელაძე.

ფილმში მოქმედება 2018 წლის საქართველოში ხდება. მთავარი პერსონაჟია16 წლის სანდრო (დათა ჩაჩუა), რომელიც საკუთარი იდენტობის და ფასეულობების ძიების პროცესში განსხვავებული და ზოგჯერ რადიკალური იდეოლოგიური თუ კულტურული ნორმის გავლენას გამოცდის.

The post „აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო appeared first on TTimes.GE.

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
„რანინას“ მონაწილე, ანსამბლ „შავნაბადას“ სოლისტი და კვარტეტი „ოთხის“ წევრი ოთო ბაზერაშვილი დუბაიდან გრანპრით დაბრუნდა. მომღერალმა საქართველო საერთაშორისო ფესტივალზე United World  -2024 წარადგინა.

სასიხარულო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოთოს დედა, ანა დათულიშვილი ავრცელებს.

„გრანპრი საქართველოში მოგვაქვს. არ იყო ადვილი, ძალიან რთული გზები გავიარეთ, მაგრამ ოთომ ეს შეძლო თქვენი გვერდში დგომით. საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა დუბაიში. სადაც 30 ქვეყანას შორის, ოთო ტალანტის კატეგორიაში იღებდა მონაწილეობას“, – წერს ანა დათულიშვილი.

The post „საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე appeared first on TTimes.GE.

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ანდრია ფუტკარაძემ და გიორგი გიგაშვილმა, იგივე გიგაშამ გადაცემაში ,,რანინა” ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს.

ნამღერი საოცარი გამოვიდა და საზოგადოების მხრიდან დადებითი შეფასებები დაიმსახურა:

,,გენიალურია, ნამდვილი დღესასწაული, საოცარი ბიჭი ხარ ანდრია”…,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი! გასაგიჟებელია!”, – ვკითხულობთ კომენტარებში.

The post ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს appeared first on TTimes.GE.

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
სულ მალე დიდი ბრი­ტა­ნე­თის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე სპექ­ტაკ­ლი “რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა“ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სამ­სა­ხი­ო­ბო შე­მად­გენ­ლო­ბით გა­მოჩ­ნდე­ბა მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე.

სპექ­ტაკლში მთა­ვარ რო­ლებს ტომ ჰო­ლან­დი და ფრან­ჩეს­კა ამე­ვუ­და-რი­ვერ­სი შე­ას­რუ­ლე­ბენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფრან­ჩეს­კას­თვის ჯუ­ლი­ე­ტას როლი სა­დე­ბი­უ­ტო იქ­ნე­ბა.

რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, მას შემ­დეგ რაც გა­მოქ­ვეყ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ფრან­ჩეს­კა ჯუ­ლი­ე­ტას როლს შე­ას­რუ­ლებ­და, მის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან რა­სის­ტუ­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფა და დის­კრი­მა­ნა­ცია და­ი­წყო.

პრო­დი­უ­სე­რე­ბი გმო­ბენ რა­სობ­რივ შე­უ­რა­ცხყო­ფას და აცხა­დე­ბენ, რომ უნდა შე­წყდეს სი­ძულ­ვი­ლის შემ­ცვე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი.

კომ­პა­ნია Jamie Lloyd-მა, რო­მე­ლიც სპექ­ტაკლზე მუ­შა­ობს, გა­მო­აქ­ვეყ­ნა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც ხაზი გა­უს­ვა ხე­ლო­ვა­ნე­ბის­თვის უსაფრ­თხო გა­რე­მოს შექ­მნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას და სა­ჭი­რო­ე­ბას, რომ ყვე­ლა ადა­მი­ანს ჰქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, იმუ­შა­ოს შე­ვიწ­რო­ე­ბის გა­რე­შე.

სპექ­ტაკ­ლი 11 მა­ისს გა­მო­ვა და მისი ჩვე­ნე­ბა 3 აგ­ვის­ტომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

ფრან­ჩეს­კა ამე­ვუ­და-რი­ვერ­სი ბრი­ტა­ნე­ლი მწე­რა­ლი, კომ­პო­ზი­ტო­რი და მსა­ხი­ო­ბია. მუ­სი­კის გან­ხრით დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი. და­წე­რი­ლი აქვს სა­უნ­დტრე­კი სხვა­დას­ხვა ფილ­მე­ბის­თვის. მათ შო­რის, 2022 წელს მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მის­თვის – “მე­დეა”.

The post ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა appeared first on TTimes.GE.

“თუ 54 წლის ჯენიფერ ლოპესი მოგწონთ, მე არ მაქვს უფლება, რომ 54 წლის ასაკში კარგად გამოვიყურებოდე?“ – რას პასუხობს ლელა წურწუმია კრიტიკოსებს
ცოტა ხნის წინ მომღერალი ლელა წურწუმია მსმენელის წინაშე ახალი სიმღერითა და მუსიკალური კლიპით წარსდგა. სიმღერის „აღარ მინდა მე შენთან“,  მუსიკისა და ტექსტის ავტორი კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილია. ლელა წურწუმიამ კლიპში განსხვავებული იმიჯი მოირგო და მსმენელი, სიმღერასთან ერთად, გამორჩეული ვიზუალითაც აღაფრთოვანა.

ამჯერად ლელა ყურადღებას ახალი ფოტოებით იპყრობს. იგი ჟურნალ O.K.-ის გარეკანზე გამოჩნდა და არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა:

„54 წლის არის ჯენიფერ ლოპესი და ძალიან მოგვწონს. მე არ მაქვს უფლება, რომ 54 წლის ასაკში კარგად გამოვიყურებოდე? თან მაქვს ძალიან კარგი გენეტიკა. არასოდეს მშურს არავისი, არასოდეს ბოღმა არ ჩამიდია გულში. ის რაც შიგნით აქვს ადამიანს, მერე გარეგნობაზე აისახება. მე გაძლევთ სტიმულს, რომ ამ ასაკშიც შეიძლება ქალი გამოიყურებოდეს კარგად. ბოლო კლიპს მოჰყვა აჟიოტაჟი. თუ არ გაქვს იმუნიტეტი, უნდა დაანებო თავი ამ პროფესიას. ძალიან რთულია ამ ყველაფრის გაძლება. მე არ ვკითხულობ, რას წერენ, არ მაქვს დრო, ნეგატიური ინფორმაციით ვერ გავიფუჭებ განწყობას. მადლობელი ვარ იმ ადამიანების, რომლებმაც სწორად გაიგეს ჩვენი ნაშრომი. სერიოზული სამუშაო ჩავატარეთ ამ კლიპის გადაღებისას. პროფესიონალებმა იმუშავეს, რომ კარგი შედეგი დაგვედო. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს. მე დროს ვერ დავუთმობ იმას, ვინც ილანძღება…“ – ამბობს ლელა წურწუმია.

The post “თუ 54 წლის ჯენიფერ ლოპესი მოგწონთ, მე არ მაქვს უფლება, რომ 54 წლის ასაკში კარგად გამოვიყურებოდე?“ –  რას პასუხობს ლელა წურწუმია კრიტიკოსებს appeared first on TTimes.GE.

ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა
სისასტიკით ცნობილი ლავრენტი ბერია შფოთავს. პატარა სერგო ავადაა. ექიმები ვერაფერს შველიან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდება.

კონსილიუმი დახურულ კარს მიღმა ბჭობს, რით უშველონ ბერიას შვილს.

ვერ დაგვიჭერენ. ჩვენ მათ ვჭირდებით

კარი უცერემონიოდ იღება. მრგვალსათვალიანი კაცი შემოდის და ადგილს პროფესორების გვერდით იკავებს. დუმს ყველა. სიჩუმეს კონსილიუმის წევრი ერთადერთი ქალი არღვევს.

,,ექიმებს გვაქვს უფლება შემოვიდეთ და დავსხდეთ, როცა თქვენ აწყობთ შეხვედრებს დახურულ კარს მიღმა?“

ბერია დგება, კარს იჯახუნებს და უხმოდ ტოვებს ოთახს.

„ეს რა ქენით, მარიამ ქრისტეფორევნა?! ყველას დაგვაპატიმრებს…“ –  შფოთავენ პროფესორები.

„ვერ დაგვიჭერენ. ჩვენ მათ ვჭირდებით“ – მშვიდად პასუხობს მათ მანიკო. ოფიციალურ წრეებში მარიამ უგრელიძის სახელით ცნობილი პირველი ქართველი პროფესორი ქალი – მეცნიერული და კლინიკური პედიატრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.

ეს ამბავი შვილიშვილს, მაია ჩაჩავას, ბებიამ, მარიამ უგრელიძემ უამბო – ჩუმად და ღამით. ხმამაღლა ასეთი ამბების მოყოლა მაშინ ძალიან სახიფათო იყო. ბებია-შვილიშვილს დიდხანს ერთ ოთახში ეძინა. მაია ჩაჩავა იხსენებს, რომ ბებია – მანიკო უამრავ რამეს უყვებოდა ძილის წინ.

მარიამ უგრელიძე/ფოტო: nplg.gov.ge

მატარებლის ბავშვები

სერგოს სიცოცხლე იმ ჯერზე პროფესორთა კონსილიუმის მიერ შემუშავებულმა მკურნალობის გეგმამ იხსნა. პატარა სერგოსგან განსხვავებით ვერაფერმა იხსნა უგზო-უკვლო გადასახლებებისგან სხვა პატარები, რომლებსაც ,,ხალხის მტრების შვილების“ სახელით უშვებდნენ საქართველოდან რუსეთის მიკარგულ ადგილებში – საერთო ვაგონით.

ერთ-ერთი ასეთი ვაგონი მანიკო უგრელიძემ თბილისიდან რუსეთში გამგზავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩაახსნევინა. საბჭოთა რეჟიმი მოატყუა და მერე ამაზე მთელი ცხოვრება დუმდა. სხვანაირად არ შეიძლებოდა. დახვრეტდნენ.

მარიამ უგრელიძე პაციენტ ბავშვებთან ერთად, თბილისის მესამე საავადმყოფოს ფტიზიატრიულ განყოფილებაში/ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ციფრული ფონდი ,,ივერიელი”

,,მატარებლის ბავშვები“ – დაახლოებით 6 წლის იყო მარიამ უგრელიძის შვილიშვილი, მაია ჩაჩავა, როცა ამ სიტყვებს მოჰკრა ყური: მას და დედამისს, ნუცა უგრელიძეს, ერთხელ ქუჩაში ქალი შეხვდათ, ქალი მაიას დედას გადაეხვია, ემოციურად საუბრობდა, მერე დაუჩოქა. ნუცამ ქალი წამოაყენა და ერთმანეთს გამოემშვიდობნენ.

იმ დღეს სახლში მისულმა ნუცა უგრელიძემ თქვა, რომ ქუჩაში ,,მატარებლის ბავშვი“ შეხვდა. მაიამ ეს სიტყვები დაიმახსოვრა და 17, 18 წლისამ სთხოვა დედას, აეხსნა მისთვის, რას ნიშნავდა ,,მატარებლის ბავშვი“. ახლა უკვე 70 წელს გადაცილებული მაია ჩაჩავა დედის მონათხრობს იხსენებს ბებიაზე:

37 ან 38 წელი იდგა. ტელეფონი მაშინ ძალიან ცოტას თუ ჰქონდა თბილისში, მანიკოს ჰქონდა – გადაუდებელი დახმარებისთვის ურეკავდნენ ხშირად.

ერთ დღეს ტელეფონის ზარი გაისმა. თბილისის რკინიგზის სადგურიდან ვინმე ვანიჩკა ჩოხელი რეკავდა. მარიამს უთხრეს, რომ ბავშვებით დატვირთულ ვაგონს უშვებდნენ ღამით რუსეთში, რომ ეს ბავშვები ,,უპატრონოთა სახლის ბავშვები იყვნენ“. ვაგონის დაძვრამდე პედიატრს უნდა აღეწერა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

იქ მისულს 36, 37 წლებში დაპატიმრებული და დახვრეტილი მშობლების შვილები დახვდნენ. „ერის მოღალატეების“ შთამომავლები საბჭოთა სისტემას სამუდამოდ უნდა მოეშორებინა. მარიამ უგრელიძემ ოფიციალურ დოკუმენტში ჩაწერა, რომ ბავშვები დიზინტერიით იყვნენ ავად. დაარწმუნა ყველა, რომ ბავშვები ეპიდემიის გავრცელების საშიშროებას შექმნიდნენ ყველგან, სადაც ჩაიყვანდნენ.

„ვაგონი უნდა ჩაიხსნას“ – ეს იყო პედიატრის საბოლოო სიტყვა. ასეთი ვაგონის ასე ჩახსნა იმ დროს თითქმის წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მარიამის სიტყვამ გაჭრა. იმ ღამით თბილისის რკინიგზის სადგური მატარებელმა ბავშვებით სავსე ვაგონის გარეშე დატოვა. ნათესავებს აცნობეს, რომ შეეძლოთ სადგურში მოსულიყვნენ და შინ წაეყვანათ ,,მოღალატეების შვილები“.

კოშკებიანი სახლი ვერის ბაღთან

პაციენტებთან ურთიერთობა ბებიასთვის ნიშნავდა მუდმივ სატელეფონო საუბრებს, ბავშვების მდგომარეობის მოკითხვას მკურნალობის დასრულების შემდეგაც. მაშინ თბილისი პატარა ქალაქი იყო და ლოგიკურია, რომ სწორედ ეს ხალხი იყო ძირითადად ჩვენთან მიმსვლელ-მომსვლელი.

ბებია მართავდა საახალწლო წვეულებებს და ყოფილ პაციენტებს მასპინძლობდა ახლანდელი კოსტავას, მაშინდელი ლენინის ქუჩის №33-ში, სადაც მაშინ ვცხოვრობდით. ასე მეგობრობდნენ ოჯახებით.

მარჯვნიდან მეორე, ორსართულიან, კოშკებიან სახლში მარიამ უგრელიძე ცხოვრობდა/ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი

ჩვენი სახლი ფილარმონიის პირდაპირ – ვერის ბაღის მხარეს იდგა. ორსართულიანი, ულამაზესი კოშკებიანი სახლი იყო. ორმოცი წლის წინ დაანგრიეს. ამ სახლის დანგრევით დაიწყო თბილისის რეკონსტრუქცია. მიწისქვეშა გადასასვლელის ნაწილად სწორედ ჩვენი სახლის სარდაფი გამოიყენეს.

ბავშვები რომ იზრდებოდნენ და სტუდენტები ხდებოდნენ, მერეც კი მოდიოდნენ მათი მშობლები შვილების ანალიზებით მანიკოსთან. შინ გვაქვს შენახული უამრავი მადლობის წერილი ბებიას ნამკურნალევი ბავშვების მშობლებისგან გამოგზავნილი“, – გვიყვება მარიამ უგრელიძის შვილიშვილი.

პეტერბურგი, მონპელიე, ლოზანა და თბილისი

1905 წლის იანვრის რევოლუციის დროს მარიამ უგრელიძე პეტერბურგის ქუჩებში დაჭრილ მუშებს უწევდა დახმარებას. ამ დროს ის პეტერბურგის ქალთა უმაღლეს სამედიცინო კურსებზე სწავლობდა.  1906 წელს დააპატიმრეს, რევოლუციურ მოძრაობაში ჩაბმა და სამხედრო ნაწილებში პროკლამაციების გავრცელება ედებოდა ბრალად. 2 წელი გაატარა ციხეში, შემდეგ ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთსა და შვეიცარიაში. სწავლობდა მონპელიეს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. შვეიცარიაში დაამთავრა ლოზანას უნივერსიტეტი და 1918 წელს 33 წლის მარიამ უგრელიძე სამშობლოში დაბრუნდა.

ჯერ სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობს, მერე – ქალაქის პირველი საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაში. 1921 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედიატრიის კათედრას აარსებს პროფესორი სიმონ გოგიტიძე, ძირითად საქმიანობას კათედრაზე მარიამ უგრელიძე ასრულებს.

1930 წელს მარიამს მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიანიჭეს და სამკურნალო ფაკულტეტის ბავშვთა სნეულებათა კათედრის გამგე გახდა.

მარიამ უგრელიძე პაციენტის შემოწმებისას/ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ეწევა ინტენსიურ საექიმო, პედაგოგიურ, სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას ბავშვთა ჯანდაცვის მიმართულებით. გამოქვეყნებული აქვს სამოცდაათზე მეტი მეცნიერული ნაშრომი, რომელთა უმრავლესობაც თარგმნილია სხვადასხვა ენაზე და გამოყენებულია საერთაშორისო კონსილიუმებსა და კონფერენციებზე.

მარიამ უგრელიძის სამეცნიერო შრომები ეხება ბავშვთა ფიზიოლოგიის, პათოლოგიის, თერაპიისა და ჰიგიენის მნიშვნელოვან პრობლემებს. ბევრს მუშაობდა მედიცინის ისტორიის საკითხებზეც საქართველოში.

უნიკალურია მისი შრომები ბავშვის ფიზიკური განვითარების, კვების, რაქიტის, დისტროფიის, რევმატიზმის, ტუბერკულოზისა და აეროთერაპიის შესახებ.

სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა საქართველოს პედიატრთა სამეცნიერო საზოგადოებას, რომელიც 1929 წელს თავად ჩამოაყალიბა.

მარიამ უგრელიძე არასდროს დაქორწინებულა და ბიოლოგიური შვილი ჰყოლია. მარიამმა და მისმა დამ, მელანიამ  ძმისშვილი, ნუცა უგრელიძე გაზარდეს შვილივით. ხელოვნებათმცოდნე მაია ჩაჩავა, რომელიც ბებიის მიმოწერებს, ფოტოებს და არქივს ინახავს, სწორედ ნუცას შვილია.

მარიამ უგრელიძე 75 წლისა გარდაიცვალა 1960 წლის გაზაფხულზე. დაკრძალეს მშობლიურ სოფელ დიღომში, მოგვიანებით კი მისი ნეშტი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადასვენეს.

The post ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა appeared first on TTimes.GE.

ბევრისთვის უცნობი მეოთხე ქართული ანბანი – „დედაბრული ხელი“
Სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, გურიასა და აჭარაში გავრცელებული “ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელი” ქართული მხედრული დამწერლობის მოდიფიცირებული ვერსიაა. ამ ანბანით წერდნენ საიდუმლო წერილებს, ავგაროზებსა და კარაბადინებს. სპეციალისტების აზრით, დედაბრული ხელი შექმნეს ქალებმა, რომლებმაც კარგად იცოდნენ ასომთავრული, ნუსხახუცური და მხედრული ანბანი, ვინაიდან დედაბრული ხელი სამივე მათგან აერთიანებს. ვარაუდობენ, რომ დედაბრული ხელი საიდუმლო მიმოწერისთვის შეიქმნა და ოსმალთა ბატონობის დროს ქართული ენის დასაცავად გამოიყენებოდა.

ჯერ ბოლომდე შეუსწავლელი დედაბრული ხელის შექმნის ზუსტი თარიღი უცნობია. ზოგიერთ ასოთა მოხაზულობა ემსგავსება XI საუკუნის ადრეულ მხედრულ მოხაზულობებს, თუმცა დედაბრული ხელით შესრულებული ძეგლები XIX საუკუნით თარიღდება. ანბანში 32 ასოა, მოხაზულობა კუთხოვანია და ასოების მნიშვნელობაც ზოგ შემთხვევაში განსხვავებულია. სიტყვები არ არის ერთმანეთისგან დაშორებული და თანხმოვნებს შორის ხმოვნებს ვხვდებით. თავად ტერმინი „დედაბრული ხელი“ პირველად 1946 წელს გამოიყენა სიმონ ჯანაშიამ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მისი შექმნა უნდა უკავშირდებოდეს ოსმალთა ბატონობას, ვინაიდან საგანმანათლებლო კერა აჭარაში აღარ არსებობდა, ქალებმა სპეციალური ასოები შექმნეს კულტურის გადასარჩენად და პოლიტიკური მიმოწერის გასაიდუმლოების მიზნით. თუმცა, შემდეგ დედაბრული ხელით დაწერილი წერილებით აგრძელებდნენ ოჯახები ერთმანეთთან ურთიერთობას. როდესაც აჭარიდან მუჰაჯირად წასულებს აქტიური ურთიერთობა ჰქონდათ ქობულეთელ მუჰაჯირებთან, ისინი პირად წერილებში სწორედ დედაბრულ ხელს იყენებდნენ. სწორედ ამ მიზეზის გამო მას უწოდეს ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელი. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ყველა ასეთი წერილი წინაპრებს საგულდაგულოდ ჰქონდათ დამალული და ძალიან იშვიათად ანდობდნენ სხვას.

ქობულეთის მუზეუმში კინტრიშული კარაბადინის სახელით ცნობილი 7 მეტრის სიგრძის გრაგნილია დაცული. კარაბადინზე დატანილია წარმართული ლოცვები და სხვადასხვა სამკურნალო რეცეპტები დედაბრული ხელით. ასევე სოფელ ქობულეთში აღმოაჩინეს ქვა, რომელზეც დედაბრული ხელით შესრულებული წარწერაა დატანილი. მფლობელები ამბობენ, რომ იგი თავის დროზე სახლის ფასადს ამშვენებდა, რომელიც დროთა განმავლობაში დაზიანდა და ახლა თითქმის აღარ ჩანს მასზე წარწერა.

დღეს დედაბრული ხელით საქართველოში აღარავინ წერს, დედაბრულის მცოდნეები ისევე უცნაურად გაუჩინარდნენ, როგორც თავის დროზე გამოჩნდნენ. თუმცა მათ მიერ დატოვებული გზავნილების წაკითხვა და გაშიფვრა რამდენიმე ადამიანმა მაინც შეძლო.

The post ბევრისთვის უცნობი მეოთხე ქართული ანბანი – „დედაბრული ხელი“ appeared first on TTimes.GE.

არქეოლოგებმა სამეგრელოში შუასაუკუნეების პერიოდის ეკლესია აღმოაჩინეს
სამეგრელოში, წალენჯიხის რაიონში, არქეოლოგიური გათხრებისას შუასაუკუნეების დარბაზული ტიპის მცირე ზომის ეკლესია აღმოაჩინეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, არქეოლოგების ყურადღება სოფელ მუჟავაში ჩვინარეს ხეობაში, დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე შემაღლებულმა ადგილმა მიიქცია.

ვიზუალური დათვალიერებითა და წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოა, რომ ეკლესია მე-11-მე-12 საუკუნეებამდე უნდა აშენებულიყო. სამარხს ხეობიდან გამომდინარე, ეგრისისა და ლაზიკის პერიოდში სტრატეგიული მნიშვნელობა ექნებოდა.

მედია წერს, რომ არქეოლოგიური გათხრები მეხუთე დღეა მიმდინარეობს და სპეციალისტების განმარტებით, ნამარხის შესახებ შედეგების შეჯამება მოპოვებული მასალებისა და ფრაგმენტებისგან საერთო სურათის შექმნის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

The post არქეოლოგებმა სამეგრელოში შუასაუკუნეების პერიოდის ეკლესია აღმოაჩინეს appeared first on TTimes.GE.