საინტერესო Archives - TTimes.GE

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება
მამა გაბრიელის სახელს უამრავი სასწაული უკავშირდება, ის ჩვენს გაოცებას დღემდე არ წყვეტს.

2014 წელს, მაშინ როცა სამთავროს დედათა მონასტერში დასაფლავებული მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნა, მისი წმინდა ნაწილები უხრწნელი იყო.

ჭილობი და მანტია, რაშიც მამა გაბრიელი იყო გახვეული, უხრწნელი იყო, ასევე დაუზიანებელი იყო მისი ფეხსაცმელიც.

ფერიცვალების დედათა მონასტრის მონაზონმა ალისიამ, რომელიც საფლავის გახსნას ესწრებოდა, მამა გაბრიელის უხრწნელი სხეული მუხლამდე დაინახა, რომლის ფერიც ყავისფერი იყო, ხოლო ხორცი კი ისევ ჩვეულებრივი ჰქონდა.

მორწმუნეები  სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებია დასვენებული, დღემდე სასწაულის მოხდენის იმედით მიდიან.

გადაცემა „ღამის პრაიმტაიმში“ მოქალაქემ საკუთარი ისტორია გაიხსენა, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება.

მისი თქმით, სალოსმა მას შვილი გაუცოცხლა.

„ექიმმა მითხრა – აღარ არის შენი შვილი, გარდაიცვალა… ეს იყო საშინელება, მაგრამ მე არ მჯეროდა. იქ იყო მარტყოფის მონასტრიდან ჩამობრძანებული მოძღვარი. პირველად ცხოვრებაში, შემეშინდა მოძღვრის დანახვის. მე ვიცოდი რისთვისაც ემზადებოდა ეს მამაო…

მამა გაბრიელს ძალიან შევთხოვე – „გამიცოცხლე შვილი“

ჩემი მეუღლე მომიტრიალდა და მითხრა – ხუთ დღეში მარიამი გეყოლება გვერდით. შევიდა ბავშვთან მამაო, შევიდა ჩემი მეუღლე. არ ვიცი იქ რა ჩაატარეს, ბავშვი გაცოცხლდა. მანამდე არც გული, არცერთი ორგანო არ მუშაობდა.

გაოცებულმა მამაომ თქვა: მე პირველად ვნახე მსგავსი სასწაული.

The post სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება appeared first on TTimes.GE.

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები
რომელი საკვები ეხმარება არტერიების ჯანმრთელობას? – ინდოელი ხალხური მედიცინის ექსპერტის რჩევები ინდოელი ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი საუბრობს იმ საკვებზე, რომლებიც, შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას დაეხმაროს.

მის მიერ დასახელებულ საკვებს შორის პირველ ადგილზეა თევზი, განსაკუთრებით ის სახეობები, რომლებიც სასარგებლო ცხიმოვან მჟავებს შეიცავს.

მეორეა კვერცხი, მესამე პროდუქტად ექსპერტი ასახელებს ტყეში ბუნებრივად გაზრდილ სოკოს, ხოლო მეოთხე ჯგუფში – სხვადასხვა ფერისა და სახეობის ბოსტნეულს.

მისი თქმით, ყოველდღიურ რაციონში მწვანე, წითელი, ყვითელი, იისფერი და სხვა ფერის ბოსტნეულის მრავალფეროვანი კომბინაცია ორგანიზმს მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებებით ამარაგებს.

The post „როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები appeared first on TTimes.GE.

შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს
ძვირფასო ძმებო და დებო, ვევედროთ წმინდა 100 ათას ქართველ მოწამეს, რომ გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ 100 ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეზე გამართული პარაკლისის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, საქართველოს მართებს უფლისადმი ერთგულების გზით სიარული, რათა გაძლიერდეს და გამთლიანდეს.

„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, ყოვლადსამღვდელო მღვდელმთავარნო, პატიოსანო მამანო, დედანო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ 100 ათასი ქართველი მოწამის ხსენებას. ეს დღე განსაკუთრებულია ჩვენი ეკლესიისთვის და სრულიად საქართველოსთვის. როგორც უთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, ეს დღე არის ქართველი ერის სულიერი გაბრწყინების და ზეიმის დღე. წმინდა 100 000 მოწამე, ისევე როგორც სხვა მოწამეები, არიან დიდება და მშვენება ქრისტიანული ეკლესიისა, არიან ყველაზე ძლიერი ქადაგება აღდგომილ ქრისტეზე. რას ნიშნავს მოწამე, ეს ნიშნავს მოწმეს, ასე ჟღერს ბერძნული სიტყვა – მარტის, ნიშნავს მოწმეს და ნიშნავს მოწამეს. წმინდა მოწამეები სწორედ ამას მოწმობენ, რომ ქრისტეში სიკვდილს არა აქვს არანაირი ძალა. ქრისტეში ჩვენ გვეძლევა მარადიული სიცოცხლე და უკვე აქ, ეკლესიაში, ეკლესიურ საიდუმლოებებში, ლოცვებით, ჩვენ ვხვდებით მარადიული ცხოვრების მიმღებნი და თანაზიარნი, მონაწილეები. წმინდა მოწამეები კვდებოდნენ ქრისტესთვის, რომ გამხდარიყვნენ სიკვდილზე მისი გამარჯვების თანაზიარნი. ამიტომაც, წმინდა მამები ამბობდნენ, რომ მოწამეობა, მიწაში ჩავარდნილი მარცვალივით ქრისტიანობისთვის იქცა იმ თესლად, რომელმაც შემდგომ უხვი ნაყოფი გამოიღო.

მართლაც, მიუხედავად სასტიკი დევნისა, აკრძალვების, სიკვდილით დასჯის, ქრისტიანული ეკლესია მაინც მრავლდებოდა, სწავლება ქრისტესი გრძელდებოდა. ამას პირველი ბიძგი, როგორც იცით, მისცა წმინდა მოციქულთა ქადაგებამ, რომელთა უმრავლესობაც, როგორც ქრისტეს ერთგულმა მოწმეებმა, სიცოცხლე დაასრულეს მოწამებრივად, მოწამებრივი სიკვდილი მიიღეს. მათ შემდგომ პერიოდებში, მიუხედავად სასტიკი დევნისა, სიკვდილით დასჯისა, უფალი ყოველთვის ამრავლებდა მორწმუნეებს ეკლესიაში და მფარველობდა ეკლესიას და ამაში ფასდაუდებელია მოწამეების დამსახურება. მათი ერთგულებით, სიყვარულით შთაგონებული იყო მრავალი ადამიანი და მათი ლოცვით, მათი წყალობით, მათი ღვაწლის წყალობით ეკლესიამ შეძლო ამა სოფლისგამ მომდინარე სიძულვილის და წარმართობის დამარცხება.

ასე იყო წმინდა კეთილმსახური, მოციქულთა სწორი მეფე კონსტანტინე დიდის პერიოდშიც, ასე იყოს შემდგომ პერიოდებშიც. ასე იყო მე-20 საუკუნეშიც, როდესაც ათეისტური ხელისუფლება დამარცხდა ეკლესიასთან ბრძოლაში, ჩამოიშალა და წავიდა. დღეს ჩვენ, მთელი ეკლესია, მთელი ერი, სამღვდელოება, ჩვენი ხელისუფლებაც, ერთად ვზეიმობთ, აღნიშნავთ ჩვენი ქვეყნის, სრულიად საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავს და ეკლესია დგას, არსებობს. ღრმად გვწამს, რომ ეკლესია იარსებებს, ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე, რადგან დამყარებულია უფალი იესო ქრისტეს უტყუარ სიტყვებზე, მე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ჩვენც გვწამს, რომ წმინდა მოწამეების ლოცვით, უფალმა ჩვენ შეგვიწყალა, მოგვიყვანა წმინდა ეკლესიაში, სულის გადასარჩენად, საცხოვნებლად, მოგვიწოდა, მოგვიყვანა და ჩვენი ვალია, შევძლოთ, ვიყოთ ღირსნი ამ დიდი მოწამეების, წმინდანების ხსენებისა, ვისაც დღეს ჩვენ ვადიდებთ და ვიყოთ მემკვიდრენი მისნი უფლისადმი სიყვარულსა და ერთგულებაში.

დღეს ჩვენ ვევედროთ, ძვირფასო ძმებო და დებო, წმინდა 100 ათას ქართველ მოწამეს, რომ გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ ჩვენი ქვეყნის წარსულზე, რომელიც ადასტურებს, რომ მხოლოდ ამ გზით სიარულმა გადაარჩინა ჩვენი ერი და მოიყვანა დღემდე. ვფიქრობთ ჩვენი ერის მომავალზე, რომ მხოლოდ ამ გზის ერთგულება გადაგვარჩენს ჩვენ და მიგვიყვანს სასუფევლამდე. ამდენად, ჩვენ გვმართებს, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ გზის ერთგულება და ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს და გადარჩეს და გამთლიანდეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, წმინდა ასი ათასი მოწამე შეგვეწიოს და გაგვაძლიეროს, წმინდა 100 ათასი მოწამის ლოცვით ღმერთმა დაიფაროს, გააძლიეროს, გადაარჩინოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო“, – განაცხადა პატრიარქმა.

100 ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართულ პარაკლისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც ესწრებოდა.

The post შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს appeared first on TTimes.GE.

პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას
სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობის მორიგი, 75-ე ეტაპი ჩატარდა. ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და მომდევნო შვილები – 710 ბავშვი, კათოლიკოს-პატრიარქმა მონათლა. ცერემონიის შემდეგ შიო მესამემ ნათლულები დალოცა და მათ საჩუქრად ნათლობის ჯვარი გადასცა. მანამდე კი, პატრიარქმა სამებაში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა.

“ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული. გილოცავთ, ძვირფასო მშობლებო, ნათლიებო და ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ შესანიშნავ მოვლენას. ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას. ნათლობის საიდუმლოება არის პირველი საეკლესიო საიდუმლოთა რიგში მორწმუნისთვის, რადგან როგორც გითხარით, ეს არის სულიერი დაბადება, ახალი ცხოვრების დასაწყისი. ამ საიდუმლოების გარეშე ადამიანი ვერ ხდება ეკლესიის წევრი,” – აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ.

საყოველთაო ნათლობა პირველად, ილია მეორის ინიციატივით, 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. მიზანი, დემოგრაფიული მდგომარეობს გაუმჯობესებაა.

The post პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას appeared first on TTimes.GE.

ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და Paris Saint-Germain-ის შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა.

გამოცემის შეფასებით, ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც 2025-2026 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, გადამწყვეტი როლი ითამაშა პარიზული კლუბის მიერ ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მოგებაში. GQ-ს რედაქცია აღნიშნავს, რომ ის თანამედროვე ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.

„2025-2026 წლების ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია PSG-ის ევროპული ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო. ქართველი დღეს ეროვნული სიამაყე და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა“, – წერს გამოცემა GQ France.

The post ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა appeared first on TTimes.GE.

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე
4 წლის გიორგი ცქიტიშვილის დედა, ნუცა ბარაბაძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახისთვის გაწეული დახმარებისთვის საჯაროდ მადლობას უხდის.

როგორც ნუცა წერს, ფეხბურთელმა გამოთქვა სურვილი, დახმარებოდა პატარა გიორგის და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მისი მკურნალობისთვის საჭირო თანხის შეგროვებაში.

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ასეთი დიდი სიკეთე ასე ჩუმად ჩავლას არ იმსახურებს!

უდიდესი მადლობა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გამოთქვა სურვილი, გვერდში დასდგომოდა გიორგის და უდიდესი წვლილი შეიტანა მისი მკურნალობისთვის საჭირო თანხის შეგროვებაში.

ხვიჩა, ჩვენთვის ფასდაუდებელია არა მხოლოდ თქვენი დახმარება, არამედ ის ადამიანობა, თანადგომა და გულწრფელი ყურადღება, რომელიც გიორგის მიმართ გამოიჩინეთ.

თქვენ კიდევ ერთხელ დაგვანახეთ, რომ დიდი ფეხბურთელის მიღმა კიდევ უფრო დიდი ადამიანი დგას!

კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა გიორგის საქველმოქმედო მარათონში! ჩვენთვის ეს ყველაფერი ფასდაუდებელია!“ – წერს ნუცა ბარაბაძე.

როგორც ირკვევა, პატარა გიორგისთვის მკურნალობისთვის საჭირო თანხა ზუსტად 48 საათში შეგროვდა. ბავშვი რამდენიმე დღეში სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 22 ივლისს ოთხი წლის გიორგი ცქიტიშვილი სავაჭრო ცენტრ „ჰუალინგ პლაზას“ ბოლო სართულიდან მინუს პირველ სართულზე გადავარდა.

ბავშვი ესკალატორსა და მოაჯირს შორის არსებულ ღია სივრცეში ჩავარდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო.

მომხდართან დაკავშირებით გიორგის ოჯახს სავაჭრო ცენტრ „ჰუალინგის“ წინააღმდეგ სამოქალაქო დავა აქვს.

The post „ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე appeared first on TTimes.GE.