აქცია Archives - TTimes.GE

გიორგი გახარია – ყველა ინვესტორმა, დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ვალდებულია, შეასრულოს სახელფასო ვალდებულებები
ყველა ინვესტორმა და დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვალდებულია, სრულფასოვნად შეასრულოს, როგორც თავისი საფინანსო-სახელფასო ვალდებულებები, ასევე შეუქმნას თითოეულ დასაქმებულს შესაბამისი შრომითი პირობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

პრემიერი მთავრობის სხდომაზე ტყიბულში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, რაც ტყიბულში ხდება, აბსოლუტურად მიუღებელია.

„დღეს საუბარს დავიწყებთ პირველ რიგში ტყიბულში განვითარებული მოვლენებით. ის, რაც დღეს და გუშინ ხდებოდა ტყიბულში არის აბსოლუტურად მიუღებელი. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, ეს ის პრობლემებია, რაც დაგროვილია წლების განმავლობაში. ყველა ინვესტორმა და დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვალდებულია სრულფასოვნად შეასრულოს როგორც თავისი საფინანსო-სახელფასო ვალდებულებები, ასევე შეუქმნას თითოეულ დასაქმებულს შესაბამისი შრომითი პირობები, რაც გულისხმობს შრომითი უსაფრთხოების და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების სრულ დაცვას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მიუღებელია, რაც დღეს ტყიბულში ხდება. მიუხედავად იმისა, რაც წლების განმავლობაში გროვდებოდა, მსგავს შემთხვევებს ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტყიბულელი მეშახტეები 24 სექტმბრიდან საპორტესო აქციებს მართავენ და სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ.

ამასთან, „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ტყიბულელი მეშახტეებისთვის ხელფასის გაცემა სავარაუდოდ პარასკევიდან იქნება შესაძლებელი.

The post გიორგი გახარია – ყველა ინვესტორმა, დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ვალდებულია, შეასრულოს სახელფასო ვალდებულებები appeared first on TTimes.GE.