ბავშვთა მიმართ ძალადობა Archives - TTimes.GE

ბავშვისთვის მამის ან დედის გარეშე ცხოვრება უფრო სტრესულია, ვიდრე ერთ ოჯახად ცხოვრების დროს მისი დასჯა
ძალადობა არის ნებისმიერი ქმედება, რომელიც აკნინებს ან დაზიანებით ემუქრება ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ კეთილდღეობას, საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობასა და განვითარებას. თუმცა, სამწუხაროდ სულ უფრო ხშირდება ბავშვთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტები, რაც, რა თქმა უნდა, სერიოზულ ზიანს აყენებს ბავშვის ჯანმრთელობას. დადგენილია, რომ ძალადობის ან ტრავმის ზემოქმედება გავლენას ახდენს განვითარების პროცესში მყოფ ბავშვის ტვინზე. იმ ბავშვების თავის ტვინი, რომლებიც ხშირად განიცდიან სტრესს, ფიზიკური, სექსუალური ძალადობის ან ხანგრძლივი უგულებელყოფის სახით, მთელ თავიანთ რესურსებს გარემოში არსებული საფრთხის დაძლევასა და გადარჩენაზე ხარჯავენ. „თბილისი თაიმსი“ ამჯერად ხათუნა მაღლაკელიძეს ესაუბრა, იმ ძირითად მიზეზებსა და პრობლემებზე, რის გამოც მშობლები ხშირად გაუცნობიერებლადაც კი ძალადობენ ბავშვებზე.

რა ფაქტორებითაა ძირითადად ძალადობა გამოწვეული?

თუ გადავხედავთ სასამართლო პრაქტიკას, საგრძნობლად არის მომატებული ძალადობის შემთხვევები. პირველ რიგში, ალბათ, განათლებას აქვს არსებითი მნიშვნელობა და მასთან ერთად ყოველდღიურ ყოფას, იმ სოციუმს, სადაც ადამიანს უწევს ყოველდღიური ცხოვრება. განათლება უნდა ჰქონდეს მშობელს – შვილის აღზრდისას და მასთან უნდა იურთიერთოს , როგორც ზრდასრულთან. არ უნდს მოხდეს ბავშვის აზრის იგნორი. ეს მასში იწვევს გაღიზიანებას და პროტესტს. არამედ, მშობელს უნდა ჰქონდეს იმდენი განათლება, რომ შეეძლოს შვილისთვის იმის ახსნა, რა არის მისთვის სასიკეთო და რა საზიანო. სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს მოქალაქეთა სტატუსს ასაკის შესაბამისად. 18 წლამდე პირი არის არასრულწლოვანი და მას სამოქალაქო ურთიეეთობაში წარმოადგენს კანონიერი წარმომადგენელი – მშობელი. ამიტომ მშობელს დიდი როლი აქვს შვილის აღზრდაში და მისი ფსიქიკის ჩამოყალიბებაში. მიუხედავად იმისა, რომ 18 წლამდე პირს მშობელი წარმოადგენს სხვადასხვა ურთიერთობაში, მისი ნების გათვალისწინებასაც აქვს არსებითი მნიშვნელობა, განსაკუთრებით 7 წლიდან. სამწუხაროა, მაგრამ მშობლები ხშირად არასწორად იყენებენ შვილებს სასამართლო დავების დროს, რითაც შვილებს ამყოფებენ ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ.

მშობლები ხშირად გაუაზრებლადაც კი ძალადობენ ბავშვზე, რა მიზეზით შეიძლება აიხსნას მშობელთა მუდმივი უკმაყოფილება შვილებისადმი და შემდგომი ძალადობა?

ჩემს პრაქტიკაში ხშირად ყოფილა ასეთი შემთხვევები და ყოველთვის ვცდილობ დავა დავასრულო არა მშობლის ინტერესიდან გამომდინარე (მიუხედავად იმისა რომ მის ინტერესს წარმოვადგენ და ფაქტობრივად მისი დაქირავებული ვარ) არამედ ბავშვის ინტერესის გათვალისწინებით. საკითხი ეხება განქორწინების დროს მშობლის უფლების გამოყენებას შვილთან ურთიერთობისას. ორი ზრდასრული ადამიანი ვეღარ ცხოვრობს ერთად, სხვადასხვა მიზეზის გამო და ამას ეწირება ბავშვის ინტერესი, რადგან ხშირ შემთხვევაში იმ მშობელს, რომელთანაც აღარ ცხოვრობს შვილი, სასამართლო წესით უწევს ბავშვის ნახვის უფლების მოპოვება. მე ვთვლი, რომ ეს არის საკუთარ შვილზე ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც საგრძნობლად ანგრევს ადამიანის ფსიქიკას და მუდმივად გაჰყვება მას. შვილს ორივე მშობელი უყვარს და ერთ-ერთ მშობელს ვერ ნახულობს იმის გამო, რომ ეს მის მეორე მშობელს არ უნდა. მეორე მშობელს კი იმიტომ არ უნდა რომ თავად არის განაწყენებული მეუღლეზე. არ არის აუცილებელი ბავშვს სახეში გაარტყა ან თავში წამოარტყა. მისთვის მამის ან დედის გარეშე ცხოვრება უფრო სტრესულია, ვიდრე ერთ ოჯახად ცხოვრების დროს ბავშვის დასჯა.

თამაშობს თუ არა განათლება ძალადობაში გარკვეულ როლს?

ბავშვზე ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ძალადობას იწვევს საერთო სოციალური ფონი. დღევანდელობაში, სამწუხაროდ, ყველა გადასულია ყოფითი პრობლემების მოგვარებაზე – სად და როგორ იშოვოს ფული, პური, საკვები და მშობლებს დრო არ რჩებათ შვილებთან ურთიერთობისთვის. თუ დღე უშოვნელიბით დასრულდა, მით უფრო ცუდი. მთელი ჯავრი ოჯახის წევრებზე გადადის და ბავშვი ყველაზე მეტად ხდება ამ დროს ძალადობის მახვერპლი. თუმცა იმის თქმაც არ შეიძლება, რომ ყველა ღარიბი და გაუნათლებელი ადამიანი მოძალადეა. ბევრი მრავალშვილიანი ოჯახი გვინახავს, სადაც ტკბილად და სიყვარულით იზრდებიან ბავშვები.

ბოლო პერიოდში სამყარო სწრაფი ტემპით ვითარდება, თითქოს დრო აჩქარებულია. ამ დროში დაბადებული ადამიანები ბავშვობიდან მეტად განვითარებულნი არიან და მეტ თავისუფლებას ითხოვენ, ამ ფონზე კი მათ ჰყავთ მშობლები, რომლებიც გაიზარდნენ საბჭოთა განათლების სისტემაში. ძალადობის მომრავლების ძირითადი ფაქტორი ესეცაა. საბჭოთა სისტემაში გაზრდილ მშობლებს არ მოსწონთ შვილების თავისუფალი აზროვნება, ჩაცმულობა, გატაცებები და ინტერესთა კონფლიქტია დროს მშობელი ძალით ცდილობს შვილების დამორჩილებას.

ავტორი : ნინი ჭრიკიშვილი

The post ბავშვისთვის მამის ან დედის გარეშე ცხოვრება უფრო სტრესულია, ვიდრე ერთ ოჯახად ცხოვრების დროს მისი დასჯა appeared first on TTimes.GE.

როგორ დავიცვათ ბავშვი ძალადობისგან?
ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას ძალადობა წარმოადგენს. ეს პრობლემა ბოლო დროს საკმაოდ აქტუალური გახდა მიმდინარე მოვლენების ფონზე. რა იწვევს ბავშვთა მიმართ ძალადობას, ვინ არის მოძლადე და როგორ შეიძლება დავიცვათ ბავშვი მისგან-ამ კითხვებს წარმატების პერსონალურმა ქოუჩმა ნინო გვაზავამ უპასუხა.

რა გარემოებები იწვევს ბავშვებზე ძალადობას?

მიმაჩნია, რომ ჩვენი შვილებისადმი  ჯანსაღი და  ჩვენი სწორი მიდგომა არის პირველადი გამოსავალი. პრობლემა სხვა ადამიანში არ არსებობს, ის ჩვენი შინაგანი კონფლიქტებიდან მომდინარეობს და ასახვას  პოვებს  გარემოში. ამიტომაცაა, რომ ყველა ადამიანს დღეს ესაჭიროება  პირადი ფსიქოთერაპევტი. ისინი ალაგებენ არა გარემო პირობებს ადამიანში, არამედ ვარცხნიან და  შინაგანი ჰარმონიის პოვნაში ეხმარენიან ადამიანს, რის შედეგადაც  იცვლებიან ისინიც კი, ვინც ჩვენს გარშემო ადრე გაღიზიანებას ან კონფლიქტს იწვევდა.

რა ძალადობის ფორმები არსებობს ?

ფიზიკური ძალადობა; ემოციური (ფსიქოლოგიური) ძალადობა;  სექსუალური ძალადობა; უგულებელყოფა.

შეიძლება ვთქვათ, რომ ძალადობა ბავშვისთვის მატრავმირებელი ქცევაა. ძალადობას ყოველთვის თან ახლავს ღირსების შეურაცხყოფა.  რაც ვლინდება  მუქარით, დამცირებით, დაშინებით,  საჯარო შეურაცხყოფით, ბავშვებზე ძალადობა ბოლო დროის ყველაზე აქტუალური და საზოგადოებისათვის მტკივნეული თემაა.

ბავშვზე ძალადობა, ნებისმიერი ფორმით, ნეგატიურ გავლენას ახდენს მისი განვითარებაზე. ზიანს აყენებს ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას, აფერხებს მის ინტელექტუალურ განვითარებას და ზღუდავს სოციალური უნარ-ჩვევების ათვისებას. მას ეკარგება საკუთრი მეს შეგრძნება და ვეღარ ადაპტირდება საზოგადოებაში სრულფასოვნად.

რაში გამოიხატება ძალადობრივი ქმედება?

ყველაზე ხშირად ძალადობა ოჯახებიდან მოდის. ჩვენ თუ გვინდა ჩვენი შვილები დავიცვათ ძალადობისაგან პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ, რა ურთიერთობა გვაქვს შვილებთან..

ბავშვის მიმართ ძალადობრივი ქცევა შეიძლება იყოს  ბავშვის ცემა, უნებურად  მიყენებული დამაკნინებელი ფრაზები-დამორჩილების მიზნით,  ზეწოლის მოხდენის მიზნით  მისი მისამართით  უკმაყოფილო ფრაზები, უყურადღებობა, თანაგრძნობის არქონა, შერცხვენა, ბავშვის დათრგუნვა.

ვინ არიან მოძალადეები ყველაზე ხშირად და რა ზეგავლენას ახდენს იგი მსხვერპლზე?

ოჯახში ძალადობის შემთხვევებია ყველაზე ხშირად,  მოძალადედ თვით ბავშვის მშობლები და ახლო ნათესავები გვევლინებიან.ისინი, ვისაც ენდობიან, ვისთანაც ხშირად ურთიერთობენ პატარები.

ბავშვი, მისი აღზრდა და სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბება მეტად სათუთი თემაა, რადგან ძალადობაში გაზრდილი ბავშვი, ხშირ შემთხვევაში, თვითონ ხდება მოძალადე.

როგორ შეიძლება დავიცვათ ბავშვი მოძალადისგან?

​გააჩნია ძალადობის ხარისხსა და სიხშირეს. თუ ის სისტემატურად ხორციელდება, მსხვერპლმა სამართალდამცავებს უნდა მიმართოს. მაგრამ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ოჯახიდან მოდის ძალადობა  მაშინ უმჯობესია თავად შევიცვალოთ ცნობიერება ვაკონტროლოთ ჩვენი ქცევა და ლექსიკა ბავშვებთან ურთიერთობისას.. ისინი არიან ჩვენი სარკეები და რასაც დაინახავენ ჩვენს ქმედებაში იმას აირეკლავენ.

შექება და წამახალისებელი ფრაზები .. მათში დანახული სიდიადე უფრო დიდ შედეგს მოგიტანთ, ვიდრე მტრულად მიღებული მოყვარეობა.

The post როგორ დავიცვათ ბავშვი ძალადობისგან? appeared first on TTimes.GE.