ბლიც გამოკითხვა: ყველაზე გაყიდვადი გაზეთი - ”კვირის პალიტრაა” Archives - TTimes.GE

ბლიც გამოკითხვა: ორი ქართველი თანამედროვე მწერლის წიგნი ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადია
”თბილისი თაიმსმა” მორიგი ბლიც გამოკითხვა ამჯერად წიგნის მარაზიათა ქსელში ჩაატარა, ჩვენ დავინტერესდით თუ რომელი წიგნები იყიდება ყველაზე მეტად, რა განსსაზღვრავს მათ პოპულარობას და რამდენად კონკურენტუნარიანია საქართველოში წიგნის ბაზარი.

გამოიკითხა საქართველოს ბაზარზე არსებული 9 წიგნის მაღაზია ესენია: „ბიბლუსი“, „პარნასი“, „ლიბრა“, „წიგნის სახლი ბახტრიონზე“, „ბუქსითი“, „ბუქსთორი“, „ლიგამუსი“, „წიგნის სახლი“  და „ბუკინისტური წიგნის სახლი“.

აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა თითქმის ნახევარი ყველაზე გაყიდვად წიგნად ასახელებს – დათო ტურაშვილის ”ტყეების მეფეს” და გოგი გვახარიას –  ”ცრემლიან სათვალეს”.

ასევე გამოკითხვამ აჩვენა, რომ საბავშვო ლიტერატურიდან აქტუალურობას დღესაც არ კარგავს –  „ტომ სოიერი“ და „პეპი გრძელი“ წინდა.

აღსანიშნავია, რომ მაღაზიათა უმრავლესობა მათ მთავარ კონკურენტად „ბიბლუსს“ მიიჩნევს.

წიგნის მაღაზიათა ქსელ ბიბლუსში აცხადებენ, რომ მაღაზიათა ქსელში ყველაზე გაყიდვადი წიგნებია: ბიბლია, დათო ტურაშვილის – ”ჯინსების თაობა” და ნიკო გომელაურის – ”ოცნებები ცნებებივით ირღვევიან”.  საბავშვო ლიტერატურიდან კი ყველაზე მოთხოვნადი წიგნებია: ”ჩემი პირველი კითხვებისა და პასუხების წიგნი”,  3D ”ვეფხისტყაოსანი” და ”მოსწავლის პირველი ენციკლოპედია”,  ამ ეტაპზე წიგნებზე ფასების ზრდა არ შეინიშნება, აღნიშნავენ მაღაზიათა ქსელში. მათივე განმარტებით,  საქართველოს მასშტაბით 42 ფილიალით არიან წარმოდგენილები, შესაბამისად ყველაზე დიდ ქსელად  ”ბიბლუსი” აღიქმება და ამიტომ დიდ კონკურენციას უწევენ სხვა წიგნის მაღაზიებს, თუმცა  აცხადებენ, რომ მუდმივად ადევნებენ თვალყურს თითოეული წიგნის მაღზიის სიახლეებს.  ადმინისტრაციაში თუ რა წილს ფლობს წიგნის ბაზარზე „ბიბლუსი“ კონკრეტული ციფრი ვერ დასახელდა.

მაღაზია პარნასში აცხადებენ, რომ ყველაზე გაყიდვადი წიგნებია: გოგი გვახარიას „ცრემლიანი სათვალე“, დავით ტურაშვილის „ტყეების მეფე“  და ფრენსის სკოტ ფიჯერალდის „დიდი გეტსბი“. მათი განცხადებით ამ წიგნების რეიტინგულობას განაპირობებს ავტორის პოპულარობა, განხილული თემის აქტუალურობა და რეკლამა. რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, როგორც აღმოჩნდა, მშობლები თავიანთი პატარებისთვის  ხშირ შემთხვევაში ეგზიუპერის პატარა პრინცს ყიდულობენ. წიგნის ფასების ზრდა  წინა თვეებთან შედარებით არ შეინიშნება. მაღაზიაში აცხადებენ, რომ  წიგნის ბაზარი ძალიან კონკურენტუნარიანია, თითოეული წიგნის მაღაზია შეიძლება ჩაითვალოს მათ კონკურენტად თუმცა მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ მაინც მთავარი კონკურენტია. როგორც პარნასში აცხადებენ, ქვს სულ 2 ფილიალი და ამიტომ მათი განმარტებით პარნასის წილი წიგნის ბაზარზე არც ისე დიდია.

წიგნის მაღაზია ლიბრაში აცხადებენ, რომ მაღაზიაში ყველაზე მეტად იყიდება დათო ტურაშვილის – ”ჯინსების თაობა”, სიუზენ კოლინზის – ”შიმშილის თამაშები”, სტიგ ლარსონის – ”გოგონა დრაკონის ტატუთი”, რომლის რეიტინგი დაეცა წინა თვეებთან შედარებით მაგრამ მაინც ერთ-ერთ გაყიდვად წიგნად ითვლება. მათი განცხადებით, ყველაზე მეტად იყიდება ახალგამოცემული წიგნები. რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, აქ ერთპიროვნული ლიდერია ასტრიდ ლინდგრენი, რომლის წიგნები ”პეპი გრძელი წინდა” და ”სახურავის ბინადარი კარლსონი” აქტუალურობას არ კარგავს. ლიბრაში ასევე აღნიშნავენ, რომ ფასები სტაბილურია და წინა თვეებთან შედარებით ცვლილებები არ შეინიშნება. კონკურენცია კი ძალიან მაღალია და მთავარ კონკურენტად „ბიბლუსს“ ასახელებენ, რომელსაც თითქმის ყველა ქალაქში აქვს ფილიალი, რაც მას წიგნის ბაზარზე ლიდერის პოზიციას წლებია უნარჩუნებს. ლიბრაში არ ფლობენ ინფორმაციას თუ რა წილი უჭირავთ საქართველოს წიგნის ბაზარზე.

წიგნის სახლი ბახტრიონზე აცხადებე, რომ ყველაზე მოთხოვნადი სამეულია: დათო ტურაშვილის  – ”ტყეების მეფე”, გოგი გვახარიას  – ”ცრემლიანი სათვალე” და სიუზენ კოლინზის – ”შიმშილის თამაშები”, წიგნების აქტუალურობას კი მათი განმარტებით განსაზღვრავს რეკლამა და ავტორის პოპულარობა. საბავშვო ლიტერატურიდან ყველაზე მეტად ასტრიდ ლინდგრენის წიგნები იყიდება. ფასების ზრდა წინა თვეებთან შედარებით არ შეინიშნება, მათი განცხადებით, ბაზარი ძალიან კონკურენტუნარიანია და მთავარ კონკურენტად „ბიბლუსი“ დასახელდა.

მაღაზია ბუქსითიშიც  ყველაზე გაყიდვადი სამეული ასე გამოიყურება:  გოგი გვახარიას – ”ცრემლიანი სათვალე”,  სიუზენ კოლინზის  – ”შიმშილის თამაშები” და დათო ტურაშვილის – ”ტყეების მეფე”. აღნიშნული წიგნების რეიტინგულობას მაღაზიაში იმით ხსნიან, რომ ავტორი და თემატიკა ძალიან აქტუალურია. საბავშვო ლიტერატურიდან კი ყველაზე მეტად იყიდება საბავშვო ადაპტირებული ”ვეფხისტყაოსანი”. ბუქსითიში ფასები სტაბილურია, მათი განცხადებით ბაზარი ძალიან კონკურენტუნარიანია და აქაც მთავარ კონკურენტად „ბიბლუსი“ დასახელდა, მაღაძიაში ყველაზე დიდ კონკურენტად სევ და ისევ ბიბლუსს ასახელებენ. ბუქსითი ბაზარზე ძალიან ცოტა წილს ფლობს რადგანაც მხოლოდ ერთი ფილიალი აქვს, განმარტავენ მაღაზიაში.

ბუქსთორიში  გაყიდვადი წიგნების ერთპიროვნული ლიდერი – მარკესის მარტოობის 100 წელიწადია, ასევე მოთხოვნადია და იყიდება ხელოვნების ისტორია. მშობლები თავიანთი შვილებისთვის კი ძირითადად შემეცნებითი სახის ლიტერატურას ყიდულობენ, მათი განმარტებით, წიგნების რეიტინგულობას განსაზღვრავს რეკლამა და ავტორის პოპულარულობა. ბუქსთორიში აცხადებენ,  რომ ფასები წინა თვეებთან შდარებით ძალიან გაიზარდა მკითხველმა კი იკლო. მათივე განმარტებით ბაზარი ძალიან კონკურენტულია და მთავარ კონკურენტად მათ ”პროსპეროს წიგნები” დაასახელეს. მაღაზიში აცხადებენ, რომ წიგნის ბაზარზე დაახლოებით 5-7-ს ფლობენ.

წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” ყველაზე მოთხოვნადი არის ილიაუნის გამომცემლობის მიერ გამოცემული სახელმძღვანელოები, რადგან ეს საუნივერსიტეტო მაღაზიაა და ძირითადი მომხმარებლები ილიაუნის სტუდენტები და ლექტორები არიან, ამიტომ ძირითადად იყიდება სამეცნიერო ლიტერატურა. მაღაზიაში ზუსტად ვერ ასახელებენ თუ რომელი წიგნია ყველაზე მოთხოვნადი რადგან ლიგამუსი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ადგილზე წაიკითხონ წიგნები. მათივე განმარტებით, მაღაზია მოგებაზე ორიენტირებული არ არის და გათვლილია ახალგაზრდებსი წიგნის პოპულარიზაციაზე. ლიგამუსში აცხადებენ, რომ  ერთადერთი საუნივერსიტეტო წიგნის მაღაზას წარმოადგენენ საქართველოს ბაზარზე და ამიტომაც მათ კონკურენტი არ ჰყავთ.

წიგნის სახლშიც  ყველაზე გაყიდვადი წიგნებია: გოგი გვახარიას – ”ცრემლიანი სათვალე”  სიუზენ კოლინზის  – ”შიმშილის თამაშები” და დათო ტურაშვილის – ”ტყეების მეფე”. მათ რეიტინგულობას კი მაღაზიის ადმინისტრაციის განცხადებით რეკლამა განსაზღვრავს. საბავშვო ლიტერატურიდან კი ყველაზე მოთხოვნადია ასტრიდ ლინდგრენის – ”პეპი გრძელი წინდა“. ფასების ძირეული ცვლილება არ შეინიშნება, ბაზარი ძალიან კონკურენტულია და მთავარი კონკურენტი არის ბიბლუსი აღნიშნავენ წიგნის სახლში.  მაღაზიაში არ ფლობენ ინფორმაციას თუ, რა წილი უჭირავს მათ ქსელს საქართველოს წიგნის ბაზარზე.

ბუკინისტურ წიგნის სახლის დირექტორი აცხადებს, რომ ყველაზე გაყიდვადი წიგნია რემარკის – ” სამი მეგობარი”, ”ტრიუმფალური თაღი” და დოსტოევსკის – ”იდიოტი”.  რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას მარკ ტვენის  – ”ტომ სოიერი” აბსოლიტური ლიდერია გაყიდვებში. ფასების ზრდა არ შეინიშნება ხოლო ზოგადად წიგნის გაყიდვა ძალიან შემცირებულია, მკითხველმა იკლო ბაზარი კი ძალიან კონკურენტულია, აცხადებს ხელძღვანელი. მათივე განმარტებით, გაყიდვების ჩავარდნა ძირითადად მაშინ ხდება როდესაც სხვა მაღაზიები ფასდაკლებებს აცხადებენ. მაღაზიათა ქსელის ცნობით,  საქართველოს წიგნის ბაზარზე მათ დაახლოებით 10-15%-იანი წილი უკავით.

22.10.13

ნინა პირტახია

The post ბლიც გამოკითხვა: ორი ქართველი თანამედროვე მწერლის წიგნი ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადია appeared first on TTimes.GE.

ბლიც გამოკითხვა: ყველაზე გაყიდვადი გაზეთი – ”კვირის პალიტრაა”, მას მოსდევს „რეზონანსი“ და „ქრონიკა“
”თბილისი თაიმსი” ამჯერად საქართველოში პრესის რეალიზაციის საკითხით დაინტერესდა, ჩვენი მორიგი ბლიც-გამოკითხვა სწორედ ამ საკითხს შეეხო. შევეცადეთ გაგვეგო  რომელი ჟურნალ-გაზეთბია დღეს საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი და რა ფაქტორები განაპირობებს მათ რეიტინგს.

გამოიკითხა საქართველოში მოქმედი 6 პრესის გავრცელების სამსახური: საქ.პრესა, პლანეტა ფორტე, მაცნე, ჯეო-მედია, ელვა.ჯი, პრეს-ექსპრესი.

გამოკითხულთა სრული უმრავლესობა  აღნიშნავს, რომ   ”კვირის პალიტრა” წლებია ყველაზე გაყიდვადი გაზეთის სტატუსს არცერთ სხვა გაზეთს არ უთმობს. გამოკითხული კომპანიები ამ ფაქტს სხვადასხვა ფაქტორებით ხსნიან. ნაწილი თვლის, რომ ”კვირის პალიტრის” რეიტინგულობას ხელი შეუწყო  ”49 წიგნის” პროექტმა, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ამ გაზეთის მოთხოვნადობა მისი შედარებით უფრო მისაღები და დაბალი ფასით აიხსნება.

რაც შეეხება ჟურნალებს, გაყიდვებში ყველაზე დიდი წილი 3 მათგანზე მოდის, ესენია: თბილისელები, სარკე და გზა. გამოკიხულთა ნახევარი ყველაზე მოთხოვნად ჟურნალად ”თბილისელებს” ასახელებს, მის მაღალ რეიტინგს კი მრავალფეროვნებითა  და სკანდაური სათაურებით ხსნიან.

საქ.პრესაში  აცხადებენ, რომ მათ გაყიდვებში ყველაზე დიდი წილი  გაზეთ ”კვირის პალიტრაზე”, ”ქრონიკასა” და ”ლელოზე”  მოდის მათ შორის ”კვირის პალიტრას” 55-60 % უჭირავს. ხოლო ჟურნალებიდან ყველაზე მოთხოვნადია ”თბილისელები” ,”კარიბჭე”  და ”გზა” კომპანიაში ამბობენ, რომ უკვე წლებია პრესის გაყიდვებში ძირეული  ცვლილებები არ შეიმჩნევა და მოთხოვნა უცვლელი რჩება.

პლანეტა ფორტეში  ყველაზე მოთხოვნად გაზეთებად  ”კვირის  პალიტრას”, ”ახალ თაობასა” და ”რეზონანს” ასახელებენ, ჟურნალებში  ყველაზე რეიტინგული სამეული კი ასე გამოიყურება: ”თბილისელები”, ”სარკე” ”რეიტინგი”.  ჟურნალების გაყიდვაში 40 %იანი წილი ”თბილისელებზე” მოდის. აღნიშნულ კომპანიაში აცხადებენ, რომ წინა წლებთან შედარებით პრესის გაყიდვებმა იკლო.

სააგენტო ჯეო-მედიაში ყველაზე გაყიდვადი გაზეთებია: ”კვირის პალიტრა” 40 % იანი წილით, ”ალია” და ”ქრონიკა”, აქვე აცხადებენ იმასაც, რომ გაზეთ ”ასავალ-დასავალის” რეიტინგი მკვეთრად დაეცა. ყველაზე მოთხოვნად ჟურნალებად კი ”თბილისელები” და „სარკე“ სახელდება 40-40%-იანი წილით. აქვე სააგენტოში აცხადებენ, რომ პრესის გაყიდვებზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს საერთო პოლიტიკური ფონი, აგრეთვე სტატიების სკანდალური სათაურები.

მაცნეში  ყველაზე მოთხოვნად გაზეთებად სახელდება: ”კვირის პალიტრა” (40%) ”რეზონანსი” და ”ახალი თაობა”. რაც შეეხება ჟურნალებს, მაღალი რეიტიინგი აქვს ”თბილისელებს”  ”სარკესა” და ”გზას”. კომპანიის განცხადებით გაზეთების გაყიდვების კლება შეინიშნება.

როგორც სააგენტო  ელვა.ჯი-ში  განგვიცხადეს, გაყიდვების აბსოლიტური ლიდერი 60-65%-ით არის ”კვირის პალიტრა”, რომელიც, მათი თქმით, ინარჩუნებს საზოგადოების ნდობასა და  შედარებით ხელმისაწვდომ ფასსაც, აგრეთვე მისი მაღალი რეიტინგი განსაზღვრა ცნობილმა 49 წიგნის პროექტმა, რომელიც საკმაოდ მაღალრეიტინგული აღმოჩნდა. რაც შეეხება ჟურნალებს, სააგენტოში აცხადებენ, რომ გაყიდულ ჟურნალებში ყველაზე დიდი 40%-იანი წილი ჟურნალ ”რეიტინგზე” მოდის, მისი რეიტინგულობას კი  სკანდალურ სათაურებს უკავშირებენ.

სააგენტო პრეს-ექსპრესში გაყიდულ გაზეთთა 60%-იანი წილი ”კვირის პალიტრაზე” მოდის, ამ ფაქტს  სააგენტოში იმით ხსნიან, რომ გაზეთი მოცულობითი და ყველაფრისმომცველია, აგრეთვე მომხმარებლისთვის ფასიც ადეკვატური და მისაღებია, შემდეგ მოდის გაზეთი ”რეზონანსი” და ”ქრონიკა” 10-10%-იანი წილით. სააგენტოს ინფორმაციით, ჟურნალებიდან ყველაზე რეიტინგული ”სარკეა”, რომელსაც გაყიდვებში 30 %იანი წლი უჭირავს. მათივე ცნობით, პრესის გაყიდვებთან დაკავშირებით ვითარება უკვე წლებია სტაბილურია.

14.10.13

ნინა პირტახია

The post ბლიც გამოკითხვა: ყველაზე გაყიდვადი გაზეთი –  ”კვირის პალიტრაა”, მას მოსდევს „რეზონანსი“ და „ქრონიკა“ appeared first on TTimes.GE.