გვანცა ყუფარაძე: „მე Archives - TTimes.GE

გვანცა ყუფარაძე: „მე, უარს ვამბობ სასჯელისა და ნასამართლეობის მოხსნაზე“
ყოფილი პატიმარი გვანცა ყუფარაძე ნასამართლეობის მოხსნაზე უარს აცხადებს და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართავს. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, 9 წლის განმავლობაში ადამიანებს ბრალს სდებდნენ, ასამართლებდნენ, სასჯელს უფარდებდნენ და მხოლოდ ამ ეტაპების გავლის შემდეგ იწყებოდა კონკრეტული პირის რეალური ბრალეულობის ალბათობაზე მსჯელობა.

„მე, უარს ვამბობ სასჯელისა და ნასამართლეობის მოხსნაზე. თქვენთვის, არაფერს ნიშნავდა ჩემი ათეულობით განაცხადი, იურიდიული მიმართვები – სამართლებრივი შეფასებები: ადვოკატთა, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების მხრიდან. თქვენთვის არაფერს ნიშნავდა თქვენს სისტემურ იდეოლოგიას შეწირული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები. დღეს კი, რასაც სჩადიხართ – პრიმიტიული მარაზმია. პირადად მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, პოლიტიკოსს, არასდროს გაპატიებთ იმას, რაც საქართველოს, ქართველ ხალხს გაუკეთეთ. არ გაპატიებთ იმიტომ, რომ ქმედება უპატიებელია. ხოლო, როგორც ადამიანს – რა საკვირველია დიახ, გაპატიებდით, რომ გეთხოვათ, თავი სულ მცირე დამნაშავედ, მაინც, რომ გეგრძნოთ. პოზიციით, რომელზეც დგახართ, ვერასდროს შეიძენთ ფენიქსის ფუნქციას, რადგან გარდასახვას შინაგანი სიმძიმე ხელს უშლის, აღდგენის შესაძლებლობას არ აძლევს, თუმცა არსებობს ერთი რამ, რაშიც მე და თქვენ დღეს ერთ პოზიციაზე ვდგავართ: მე ვერ შევიცვლი ფერს, რადგან უკვე ვიცვალე, ამიტომ მენტალური რეგრესის დაუშვებლობა, ჩემთვის მთავარია. თქვენ კი ვერ იცვლით ფერს, რადგან შავ – თეთრი ხართ”, – აღნიშნულია მიმართვაში.

გვანცა ყუფარაძე 2006 წლის 11 ნოემბერს დააპატიმრეს. მას ბრალად ედებოდა “უმიზეზოდ, დანით, ხულიგნური ქვენაგრძნობითა და განსაკუთრებული სისასტიკით” თანაკლასელ თორნიკე ტყემალაძისათვის 33 ჭრილობის მიყენება. მას 10 წელი მიუსაჯეს (5 წელი ციხე და 5 წელი პირობითი სასჯელი). გვანცა ყუფარაძე ციხიდან ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ, 2011 წლის 11 ნოემბერს გაათავისუფლეს.

21.08.13

The post გვანცა ყუფარაძე: „მე, უარს ვამბობ სასჯელისა და ნასამართლეობის მოხსნაზე“ appeared first on TTimes.GE.