გურამ ოდიშარიასა და თურქეთის კულტუირის მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა Archives - TTimes.GE

გურამ ოდიშარიასა და თურქეთის კულტუირის მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ გურამ ოდიშარიასა და თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრ ომერ ჩელიკს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი ქართველი სპეციალისტების იშხანში ვიზიტს შეეხო.

სამინისტროს განმარტებით, რიგით მესამე სამუშაო ვიზიტი მიზნად ისახავს იშხნის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებზე დაკვირვებას და მასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავებას, ასევე ოშკის სამონასტრო კომპლექსის დათვალიერებას.

“ქართული მხარის სამუშაო ვიზიტით გამგზავრება იშხანში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში გაწეული ძალისხმევის შედეგია”, – განმარტავენ სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა დაადასტურა, რომ ქართველი სპეციალისტების 7-კაციანი ჯგუფი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ მერაბ ბოჭოიძის ხელმძღვანელობით, იშხანში ჩავიდა და სარესტავრაციო სამუშაოებზე დაკვირვება დაიწყო.

“თურქეთის მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა კეთილი ნება ქართველი ექსპერტების ჩართვისა იშხნის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებში. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, გულითადი მადლობა გადაუხადა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ქართველი სპეციალისტებისთვის იშხნის სარესტავრაციო სამუშაოებზე დაკვირვება ქართული მხარისთვის მეტად მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შეთანხმების პროექტი “საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს ტერიტორიაზე ოსმალური კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რესტავრაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კვლავ ხელმოუწერელი რჩება. იშხანში ქართველი სპეციალისტების ჩართვა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინება კი ეფუძნება თურქეთის მხარის კეთილ ნებასა და საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმატებულ მოლაპარაკებებს თურქეთთან”, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

სატელეფონო საუბრის ბოლოს მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოსა და თურქეთს შორის კეთილმეზობლობასა და მეგობრულ დამოკიდებულებას, ასევე გამოთქვეს მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისთვის.

19.07.13

The post გურამ ოდიშარიასა და თურქეთის კულტუირის მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა appeared first on TTimes.GE.