გურამ ოდიშარია და მარინე მიზანდარი ხევსურეთში იმყოფებოდნენ Archives - TTimes.GE

გურამ ოდიშარია და მარინე მიზანდარი ხევსურეთში იმყოფებოდნენ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი ხევსურეთში იმყოფებოდნენ.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გურამ ოდიშარია და მარინე მიზანდარი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტს, კერძოდ, ხევსურეთს – ბარისახოს, არდოტს, შატილსა და მუცოს.

გურამ ოდიშარია პირადად შეხვდა არდოტში დარჩენილი ერთადერთი ოჯახის წევრებს, ასევე, მოსახლეობის ნაწილს, რომლებიც ძალიან ცოტა რაოდენობით არიან დარჩენილნი პირიქითა ხევსურეთში.

მინისტრმა შატილის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მესაზღვრეებიც მოინახულა.

ადგილობრივები არსებულ პრობლემებზე ესაუბრნენ მინისტრს და მოისმინეს სამინისტროს გეგმები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. გურამ ოდიშარიამ მათ საჩუქრად წიგნები გადასცა.

მინისტრმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილეს სოფელ მუცოზე, რომელიც წლების განმავლობაში არსებული პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრიორიტეტებში მოხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ძეგლის რეაბილიტაცია საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი იქნება და ამ პროექტის განხორციელების მიზნით სამინისტრომ უკვე დაიწყო არსებული მდგომარეობის შესწავლა და მომდევნო წლისთვის მუცოში შესაძლოა ფიზიკური სამუშაოებიც დაიწყოს.

29.08.13

The post გურამ ოდიშარია და მარინე მიზანდარი ხევსურეთში იმყოფებოდნენ appeared first on TTimes.GE.