დავით სერგენკომ სამშობიარო სახლების ხელმძღვანელებთან დედათა და ბავშვთა გარდაცვალების სტატისტიკაზე ისაუბრა Archives - TTimes.GE

დავით სერგენკომ სამშობიარო სახლების ხელმძღვანელებთან დედათა და ბავშვთა გარდაცვალების სტატისტიკაზე ისაუბრა
ჯანდაცვის მინისტრი ქვეყანაში არსებული სამშობიარო სახლებისა და პერინატალური სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე დედათა და ბავშვთა გარდაცვალების შემთხვევების 7 თვის სტატისტიკა წარმოადგინეს.

ექიმებს კი საკეისრო კვეთის ეროვნული პროტოკოლი გააცნეს, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ მოამზადა და სავალდებულო იქნება შესასრულებლად ექიმებისთვის. მასში გაწერილია თუ რა შემთხვევაშია უმჯობესი გაკეთდეს საკეისრო კვეთა.

შეხვედრაზე დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ სამინისტრომ, იანვარში, სამშობიარო სახლებს დაავალა მიეწოდებინათ ინფორმაცია დედათა და ბავშვთა გარდაცვალების შემთხვევების შესახებ მომხდარიდან ერთი საათის განმავლობაში, ხოლო წერილობითი შეტყობინება 24 საათის განმავლობაში.

ოპერატიული შეტყობინებების შედეგად მიღებულ ინფორმაციასა და არსებულ სხვა სახის სტატისტიკას შორის განსხვავებაა. მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებულმა სტატისტიკამ რეალური ხარვეზები გამოავლინა, რაც ეფექტურად უნდა იქნეს მოგვარებული.

შეხვედრაზე ზუსტი სტატისტიკის არ არსებობის პრობლემაზე ისაუბრა ასევე დაავადებათა კონტროლის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, დედათა და ბავშვთა გარდაცვალების სტატისტიკის ვალიდურობასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით ბავშვთა ფონდს აქვს შენიშვნა. კერძოდ, ბავშვთა ფონდი და საერთაშორისო ორგანიზაციები არ ეთანხმებიან, რომ საქართველოში ბავშვთა სიკვდილობის კოეფიციენტი 12-ს შეადგენს და მერე საკუთარ კოეფიციენტებს ადგენენ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ სტატისტიკური მონაცემები ვალიდური უნდა იყოს, რათა შემდეგ სწორად დაიგეგმოს ინტერვენციული ღონისძიებები.

12.09.13

The post დავით სერგენკომ სამშობიარო სახლების ხელმძღვანელებთან დედათა და  ბავშვთა გარდაცვალების სტატისტიკაზე ისაუბრა appeared first on TTimes.GE.