დავით ჯანდიერი ღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში გამართულ კულტურის მინისტერიალს დაესწრო Archives - TTimes.GE
დავით ჯანდიერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში გამართულ კულტურის მინისტერიალს დაესწრო
ღონისძიებაში მონაწილობდნენ განათლების, კულტურის, მულტილინგვალიზმისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარი ანდრულა ვასილიუ, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ლიტვის, პოლონეთის, მოლდოვის კულტურის მინისტრები, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციების: ევროპის მეცნიერებისა და კულტურის რეგიონალური ბიუროს,  ევროსაბჭოს დემოკრატიული მმართველობის დირექტორატის, ევროკომისიის წარმომადგენლები, საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიები, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წევრები.
28.06.13
ინისტერიალის მონაწილეებმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: კულტურის როლი და ადგილი დემოკრატიული რეფორმების პროცესში; კულტურათაშორისი დიალოგი, შემოქმედებითი და კულტურული პროცესების  სტრატეგია; ბიზნესისა და კულტურის ურთიერთმიმართება და ინვესტირება კულტურაში; აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კულტურათაშორისი ურთიერთობების ხელშეწყობა და სხვა. თემატური სესიების ბოლოს, მინისტერიალს მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, დისკუსია გაემართათ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან სკაითხებზე.
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ჯანდიერმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლობის მაგალითად მცხეთის იუსტიციის სახლის მშენებლობის კონსერვაცია დაასახელა.
„მშენებლობა მიმდინარეობდა  არაგვის სანაპიროზე სვეტიცხოველსა და ჯვრის მონასტერს შორის არსებულ ტერიტორიაზე, რაც საფრთხეს უქმნიდა მცხეთას „UNESCO”-ს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღების თვალსაზრისით. ამიტომაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან კონსულტაციების შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ 2013 წლის გაზაფხულზე, მიიღო გადაწყვეტილება მცხეთის იუსტიციის სახლის მშენებლობის კონსერვაციის შესახებ… ჩვენი სამინისტრო ჩართული იქნება „მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების რისკის მართვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს” მუშაობაშიც, რათა ერთიანი ძალებით მოხდეს მცხეთის სტატუსის დაცვა… კულტურის სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ მოღნისისა და სურბნშანის სომხური ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახთა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით”, – განაცხადა დავით ჯანდიერმა.
The post დავით ჯანდიერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში გამართულ კულტურის მინისტერიალს დაესწრო appeared first on TTimes.GE.