"ენერგო-პრო ჯორჯია" ახალ ელექტროენერგიის გადამცემ ხაზს 2016 წლამდე აშენებს Archives - TTimes.GE

"ენერგო-პრო ჯორჯია" ახალ ელექტროენერგიის გადამცემ ხაზს 2016 წლამდე აშენებს
“ენერგო-პრო ჯორჯია” 154 კვ მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის გადამცემ ხაზ “ბათუმი-მურათლის” ააშენებს.

კომპანიის ინფრომაციით, აღნიშნული ხაზი ხელს შეუწყობს საქართველოდან თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის ექსპორტის განვითარებას, რაც ქვეყანაში ენერგოუსაფრთხოების გარანტიებს გაზრდის.

“ენერგო–პრო ჯორჯიასა” და ენერგეტიკის სამინისტროს შორის დღეს ხელი მოეწერა განახლებულ მემორანდუმს, რომლის საფუძველზე ცვლილება შედის 2009 წლის მემორანდუმში 154 კვ მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის გადამცემი ხაზი “ბათუმი–მურათლის” მშენებლობასთან დაკავშირებით.

ცვლილების თანახმად, ხაზის მშენებლობის დასრულების და ექსპლუატაციაში გაშვების ვადამ 2016 წლამდე გადაიწია. შესაბამისად, განახლდა მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები. აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით “ენერგო–პრო ჯორჯია” 123 მლნ დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

“154 კვ მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის გადამცემი ხაზი “ბათუმი–მურათლი” დააკავშირებს ქვესადგურ დიდ ბათუმს საქართველოში, ქვესადგურ მურათლისთან თურქეთში. ხაზის სიგრძე შეადგენს 17 კმ და მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდება 350 მგვტ ელექტროენერგიის გატარება. ხაზის მშენებლობის პარალელურად შენდება ახალი 220/154 კვ მაღალი ძაბვის ქვესადგურიც, რომელიც უზრუნველჰყოფს “მუდმივი დენის ჩანართს” საქართველოსა და თურქეთს შორის.

“ბათუმი–მურათლის” ხაზის მშენებლობის პროექტის განხორციელება ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ის საგრძნობლად გაზრდის საქართველოდან თურქეთის ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის ექსპორტის ტექნიკურ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ქართული და თურქული ენერგოსისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობას”, – განმარტავენ “ენერგო-პრო ჯორჯიაში”.

დღესვე, “ენერგო-პრო ჯორჯიასა” და ენერგეტიკის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს გამრიცხველიანების შესახებ, რომლის თანახმად, საქართველოს მასშტაბით გამრიცხველიანება 2015 წელს დასრულდება.

30.09.13

The post "ენერგო-პრო ჯორჯია" ახალ ელექტროენერგიის გადამცემ ხაზს  2016  წლამდე აშენებს appeared first on TTimes.GE.