თამარ ჩუგოშვილი Archives - TTimes.GE

თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, 28 იანვარს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს კონგრესმენებთან, მათ შორის, კონგრესის ახლადარჩეულ წევრებთან გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მეგობრობის ჯგუფის  თანათავმჯდომარეებთან ჯერი კონოლისთან და ადამ კინზინგერთან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატასთან არსებული „დემოკრატიის პარტნიორობის პალატის“ თავმჯდომარის მოადგილესთან, დევიდ პრაისთან.

შეხვედრები გაიმართება  საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტ დენ ტვინინგთან, საერთაშორისო ორგანიზაციის – „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) პრეზიდენტ კარლ გერშმანთან, „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES)  ხელმძღვანელობასთან და  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრაციულ თანაშემწესთან ბროკ ბირმანთან.

საქართველოს პარლამენტის წევრები მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის მარშალის ფონდში (GMF) გამართული მრგვალი მაგიდის მუშაობასა და ჯორჯ ვაშინგტონის ევროპული, რუსული და ევრაზიული სწავლებების ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაში. ასევე, გაიმართება მრგვალი მაგიდა ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე ელენე ხოშტარია შედიან.

The post თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა appeared first on TTimes.GE.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის იმპლემენტაციის პროცესს მიესალმება და საქართველოს პარლამენტის ახალ რეგლამენტს დადებითად აფასებს
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, მიღებულ რეზოლუციაში, საქართველოს მიერ წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს აფასებს და ორ მნიშვნელოვან მიმართულებას უსვამს ხაზს – იგი მიესალმება საქართველოში ახალი კონსტიტუციის იმპლემენტაციას და საქართველოს პარლამენტის ახალ რეგლამენტს, რომელიც საკანონმდებლო ხელისუფლების გაძლიერებას ემსახურება“,- ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

მიღებული დოკუმენტის თანახმად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე დადებითად აფასებს საქართველოს პარლამენტის ახალ რეგლამენტზე მუშაობის პროცესს. თამარ ჩუგოშვილის თქმით, პარლამენტის გაძლიერების პროცესში, საქართველოს სრული მხარდაჭერა აქვს ასამბლეის მხრიდან.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმა რეფორმის განხორციელების ფორმატსა და პროცესს. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება იმ ჩართულობით, ღია პროცესს, რომლის შედეგადაც მომზადდა აღნიშნული დოკუმენტი. მათი მხრიდან გვაქვს მხარდაჭერა, რომ ეს ყველაფერი, რაც კანონში უკვე ჩავდეთ, პრაქტიკაში განვახორციელოთ და ჩვენი პარლამენტი ვაქციოთ, რეალურად, ისეთ ძლიერ საკანონმდებლო ორგანოდ, რომელიც არასდროს არ ჰყოლია ჩვენს ქვეყანას. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია იმ პირობებში, როდესაც საქართველო ხდება სრულიად საპარლამენტო რესპუბლიკა. შტოთა ბალანსი, რომელიც აქამდე დარღვეული იყო, უნდა გასწორდეს და პარლამენტმა უნდა შეძლოს, სრულად უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნებს.

როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ცალსახად აღნიშნა, ეს პროცესი სწორი მიმართულებით მიგვყავს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.​

The post ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის იმპლემენტაციის პროცესს მიესალმება და საქართველოს პარლამენტის ახალ რეგლამენტს დადებითად აფასებს appeared first on TTimes.GE.

თამარ ჩუგოშვილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ვოიცეხ სავიცკის შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, ვოიცეხ სავიცკის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ წელს საქართველო ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს იზეიმებს – 1999 წლის 27 აპრილს, საქართველო გახდა ევროპის საბჭოს რიგით 41 წევრი ქვეყანა. მხარეებმა ისაუბრეს იმ განვლილ გზაზე, რომელიც გაიარა საქართველომ 1999 წლიდან დღემდე, იმ რეფორმებზე და წინგადადგმულ ნაბიჯებზე, რომელიც განახორციელა ჩვენმა ქვეყანამ ოცი წლის მანძილზე.

თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველო არის შემდგარი ქვეყანა, ის არა მხოლოდ ძალიან შორს არის ოცი წლის წინანდელი მდგომარეობისაგან, არამედ არის ძლიერი და საინტერესო ქვეყანა, რომელმაც შეძლო და განახორციელა ბევრი წარმატებული რეფორმა, რომელმაც მნიშვნელოვანი შედეგები დადო დემოკრატიული განვითარების მიმართულებით და არის რეგიონში სამაგალითო.

ევროპის საბჭო გენერალურმა მდივანმა ვოიცეხ სავიცკიმ აღნიშნა, რომ საქართველო ნამდვილად არის ახალი ქვეყანა, რომლის წარმატებებს არამარტო ევროსაბჭო, არამედ ბევრი საერთაშორისო ინსტიტუტი აღიარებს. ის არის წინსვლისა და რეფორმების საუკეთესო მაგალითი რეგიონში და მას შეუძლია ქონდეს ევროსაბჭოს სრული მხარდაჭერის იმედი, მათ შორის, პოსტმონიტორინგის ეტაპზე გადასვლის საქმეში.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2019 წლის ნოემბერში საქართველო პირველად ხდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა, ამასთანავე, აღინიშნება ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის იუბილე.

2019 წლის 27 აპრილს საქართველო აღნიშნავს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს. საქართველოს პარლამენტში გაიმართება საგანგებო სესია, რომელიც მიეძღვნება ამ მნიშვნელოვან თარიღს. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ვოიცეხ სავიცკი საქართველოში სტუმრად მოიწვია.

The post თამარ ჩუგოშვილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ვოიცეხ სავიცკის შეხვდა appeared first on TTimes.GE.

თამარ ჩუგოშვილი: 2019 წელს პარლამენტს ექნება მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩასატარებელი, რათა ეუთოსგან და ევროსაბჭოსგან მიღებული რეკომენდაციები კანონმდებლობაში აისახოს
„2019 წელს, პარლამენტს გვექნება მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩასატარებელი, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც მივიღეთ ეუთოსგან და რომლებიც გუშინ ევროსაბჭოში გაჟღერდა, ვთარგმნოთ საკანონმდებლო ცვლილებებში, კანონმდებლობაში და საარჩევნო გარემო მომავალში იყოს ბევრად უფრო უკეთესი, ვიდრე, თუნდაც ბოლო არჩევნებში იყო“,- ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილი, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციას ხელმძღვანელობს, ასამბლეის ზამთრის სესიაში იღებს მონაწილეობას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ასამბლეის სხდომაზე საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გუშინ გამართულ დებატებსა კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისი შეფასებით, განსაკუთრებით კრიტიკული შეფასებები არ გაკეთებულა.

„საკმაოდ საინტერესო დებატები გაიმართა. ვერ ვიტყოდი, რომ განსაკუთრებულად კრიტიკული განხილვა იყო, პირიქით, ფაქტია, რომ რამდენიმე მიმართულებით გაკეთდა აქცენტი: პირველ რიგში, ყველა ულოცავს საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევას, რაც უპრეცენდენტო ფაქტია არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ, მთლიანად რეგიონში და შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ეს განსაკუთრებულ მოვლენად ითვლება. ასევე, ყველა აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყო გამორჩეული -სამწუხაროდ, მას თან სდევდა აგრესიის, ნეგატიური გამოსვლების, შავი კამპანიის ძალიან დიდი ნიაღვარი, რაც თავდაპირველად დაიწყო სწორედ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ და თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე აქცენტის გაკეთება გასაკვირი არ არის, რადგან სწორედ მიმდინარე კვირას, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სექსიზმის, შევიწროებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, კამპანია წამოიწყო. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, სწორედ ამიტომ მოუწოდა მან ევროპის სახალხო პარტიას (EPP), ყურადღება მიაქციოს, თუ როგორ კამპანიას აწარმოებდა მათი პარტნიორი პარტია საქართველოში.

„სწორედ ამიტომ მოვუწოდეთ ევროპის სახალხო პარტიას, ყურადღება მიაქციონ იმას, თუ როგორ კამპანიას აწარმოებდა მათი პარტნიორი პარტია საქართველოში. აქ საკმაოდ კარგად იციან როგორ წარიმართა ჩვენი კამპანია და რა ფორმებით იბრძოდა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მისი ოპონენტი. თითქმის არ ყოფილა გამომსვლელი, რომელმაც არ აღნიშნა, რომ ეს არის მიუღებელი, არასწორი“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ნაწილი, რომელიც ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას შეეხება.

„ბუნებრივია, ბევრი რეკომენდაცია მივიღეთ. მინდა დავარწმუნო ყველა, ვისაც აინტერესებს საარჩევნო თემატიკა ქვეყანაში, რომ ამ რეკომენდაციებს ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით, მთელი ქვეყანა უნდა მოეკიდოს სერიოზულად, იმიტომ, რომ ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ იდეალური არჩევნები ჩატარდა და პრობლემები არ ყოფილა. იყო ბევრი პრობლემა, ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება რამდენიმე საქმეზე, სადაც შედეგები აუცილებლად უნდა დადგეს“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2019 წელს პარლამენტს მნიშვნელოვანი სამუშაო ექნება გასაწევი, რათა ეუთოსა და ევროსაბჭოსგან მიღებული რეკომენდაციები კანონმდებლობაში აისახოს და საარჩევნო გარემო ბევრად უკეთესი იყოს.

ერთ-ერთ მთავარ თემად, რომელზეც პარლამენტი იმუშავებს, თამარ ჩუგოშვილმა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის შეცვლა დაასახელა. მისივე თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში რამდენიმე საკითხზეა ყურადღება გამახვილებული.

„საბიუჯეტო დაფინანსების გარდა, არის ასევე, უფასო საეთერო დრო, რომელსაც პოლიტიკური პარტიები იყენებენ. სადამკვირვებლო ანგარიშებში მოხვდა ის ფაქტი, რომ ჩვენი ოპონენტი 4 თუ 5 „ვითომ კანდიდატის“ დროს იყენებდა. ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ და საერთაშორისო დამკვირვებლებმა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატმა, კანონის მანიპულაციის გზით, მოახერხა, მიეთვისებინა უფასო დიდი საეთერო დრო და ეს დაფიქსირებულია ანგარიშებში.

ამის გარდა, საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადები პოლიტიკურ პარტიებს შორის ისე ნაწილდება, რომ რეალურად, არ ხმარდება პოლიტიკური კონკურენციის შექმნას ქვეყანაში. ეს ფული იფლანგება. ფაქტია, რომ შედეგად ვერ ვიღებთ პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური კულტურის განვითარებას, არადა, ამისთვის ბიუჯეტიდან საკმაოდ დიდი დაფინანსება გამოიყოფა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თამარ ჩუგოშვილმა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის შეცვლის მნიშვნელობაზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელია, რადგან 2024 წელს პროპორციული სისტემა ამოქმედდება.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის სრულ მზადყოფნას ადასტურებს ევროსაბჭო.

„ჩვენ გადავდივართ პროპორციულ მმართველობაზე – 2024 წელს უკვე მხოლოდ პოლიტიკური პარტიები იქნებიან წარმოდგენილი პარლამენტში და თუ არ მივიღეთ გამართული პოლიტიკური პარტიები, ამით, შესაძლოა, მძიმე პოლიტიკურ ფაზაში შევიდეთ. ამიტომ, მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი. ევროსაბჭო ჩვენს მიმართ ყველანაირ მხარდაჭერას გამოხატავს და სრულ მზადყოფნას ადასტურებს, რეფორმების განხორციელებაში ჩვენი დახმარებისთვის“,- განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა.

The post თამარ ჩუგოშვილი: 2019 წელს პარლამენტს ექნება მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩასატარებელი, რათა ეუთოსგან და ევროსაბჭოსგან მიღებული რეკომენდაციები კანონმდებლობაში აისახოს appeared first on TTimes.GE.