თბილისის მერია Archives - TTimes.GE

დედაქალაქში მიკროავტობუსების პარკის ჩანაცვლების საკითხი ამ ეტაპზე მოლაპარაკების პროცესშია
თბილისის მერმა  კახა კალაძემ დედაქალაქში მიკროავტობუსების მოძველებული პარკის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მწყობრიდან გამოსული მიკროავტობუსების ჩანაცვლების საკითხზე, ამ ეტაპზე,  კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

თბილისის მერის თქმით, კარგი იქნება თუ მიკროავტობუსების არსებული პარკის განახლება  საქართველოში წარმოებული მიკროავტობუსებით მოხდება, რაც  მხოლოდ მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაშია მისაღები.

„რამდენიმე თვეა, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას მიკროავტობუსების მფლობელ კომპანიასთან,  ვინც დღეს ოპერირებს ბაზარზე  და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. ჩვენ ვიცით, რომ  მიკროავტობუსების  მდგომარეობა არის ძალიან მძიმე  და უფრო მეტიც, კრიტიკული. ჩვენ დაწყებული გვაქვს ავტობუსების ჩანაცვლების პროცესი და პარკის განახლება. ანალოგიური მოთხოვნა გვაქვს მიკროავტობუსების კომპანიასთან. საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოყვანასთან დაკავშირებით დაწესებული გვაქვს  საკმაოდ მაღალი სტანდარტები, რაც დასტურდება იმ ავტობუსებით, რომლებიც უკვე შევისყიდეთ. თუ  საქართველოში წარმოებული მიკროავტობუსებიც ამ სტანდარტების შესაბამისი იქნება, შემოვიყვანთ ბაზარზე, თუ არადა მოგვიწევს ჩამოყვანა.

კომპანიის მხრიდან იყო წინადადება, რომ ისინი განახორციელებენ 30 მილიონის ინვესტიციას  საქართველოში მიკროავტობუსების  აწყობა-წარმოების მიმართულებით.   თუ ეს განხორციელდა, მე ამას მხოლოდ მხოლოდ მივესალმები, რადგან ეს იქნება ქართული ბრენდი. რაც მნიშვნელოვანია, აღნიშნული პროექტის განხორციელებით ჩვენ შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს, გვეყოლება საქართველოში წარმოებული  მიკროავტობუსები, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში გაიყიდება, არამედ შესაძლებელია, გავიდეს ექსპორტზეც. თუმცა,  ეს ჯერ მოლაპარაკებების დონეზეა,   გადაწყვეტილება არ არის მიღებული და არ ვიცი, რამდენად შეძლებენ ისინი ამის გაკეთებას. რაც შეეხება ჩანაცვლების პროცესს, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ ამას აუცილებლად განვახორციელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

The post დედაქალაქში მიკროავტობუსების პარკის ჩანაცვლების საკითხი ამ ეტაპზე მოლაპარაკების პროცესშია appeared first on TTimes.GE.

ელექტრომობილების მფლობელებისთვის საცხოვრებელ სახლებთან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ელექტროდამტენები დამონტაჟდება
თბილისში ელექტროდამტენებს კონკურსში გამარჯვებული კომპანია „ქართლი ენერჯი“ დაამონტაჟებს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე –  chargers.tbilisi.gov.ge უკვე ძალიან ბევრი მომხმარებელი დარეგისტრირდა და პირველი თებერვლიდან დღემდე, საკუთარ სახლთან ელექტროდამტენის დამონტაჟების მოთხოვნით, 59 განაცხადია შესული.

„ელექტროდამტენების თემა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც იცით, წახალისების მიზნით, მთავრობის რამდენიმე სხდომის წინ განვაცხადეთ, რომ ვისაც ელექტრომობილები ყავს, ან ვინც აპირებს შეიძინოს, შეუძლია, დედაქალაქის მთავრობას მიმართოს და ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, მათ საცხოვრებელ სახლებთან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ელექტროდამტენები დავამონტაჟოთ. თან ისეთი მოდელი შევიმუშავეთ, რომ არც მუნიციპალიტეტს მოუწევს თანხის დახარჯვა. ბიზნესთან მუშაობით და ერთიანი შეთანხმებით, ეს საქმეც ბოლომდე მივიყვანეთ. გამოცხადებული გვქონდა კონკურსი და გვყავს გამარჯვებული კომპანია „ქართლი ენერჯი“, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, რომ ელექტროდამტენები დამონტაჟდეს იმ კონკრეტულ ადგილებზე, სადაც მოთხოვნაა. პირველი თებერვლიდან დღემდე, 59 მოთხოვნაა შემოსული. ამ პროექტის განხორციელებას მომდევნო დღეების განმავლობაში დავიწყებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დაავალა, იმ ქუჩებზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, გათვალისწინებული იყოს ელექტროდამტენებისთვის საჭირო საკომუნიკაციო ქსელი, რათა მოგვიანებით, მონტაჟის ეტაპზე, გზის საფარის დაზიანება არ მოხდეს.

The post ელექტრომობილების მფლობელებისთვის საცხოვრებელ სახლებთან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ელექტროდამტენები დამონტაჟდება appeared first on TTimes.GE.

გროზნოს N11-ის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობა იგეგმება
ჩუღურეთის რაიონში, გროზნოს ქუჩის N11-ის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობა იგეგმება, – ამის შესახებ ჩუღურეთის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ ვიდეოდიალოგის დროს, ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჩუღურეთის რაიონი მჭიდროდ არის დასახლებული, რის გამოც, მსგავსი მასშტაბის სკვერების მოწყობა ხშირად ვერ ხერხდება.

„ჩვენი რაიონი მჭიდროდ და კომპაქტურად არის დასახლებული და მიწის თავისუფალი ფართობებით არ ვართ განებივრებული. მიუხედავად ამისა, 3 000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი მოვიძიეთ, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკვერს მოვაწყობთ. მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა, რომელიც სამ თვეში დასრულდება. გვინდა, რომ სკვერი და სპორტული მოედანი ერთ დიდ სივრცეში მოვაქციოთ ველობილიკითა და განათების თანამედროვე ქსელით. ეს ჩუღურეთისთვის დიდი ფართობია და რაიონში გამორჩეული სკვერი იქნება“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

მისივე თქმით, გასულ წელს ჩუღურეთის რაიონში ასევე, ხუთი ახალი სკვერი გაიხსნა, რადგან მწვანე სივრცეების მოწყობას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა მოქალაქე ქეთევან ჯანჯღავას შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, რომის ქ. N4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დაიწყება.

„აღნიშნული საცხოვრებელი სახლი ქალაქში მართლაც გამორჩეული ისტორიული ძეგლია, რომელთან დაკავშირებითაც, უკვე მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს. შედგა პროექტი და ძალიან მალე, წლის განმავლობაში, სახლის რეაბილიტაცია დაიწყება. ჩუღურეთის რაიონში ოთხი ისტორიული ძეგლის რეაბილიტიაცია მოხდება – რომის N4, ჯავახიშვილის N14, წინამძღვრიშვილის N1 და N39-ში მდებარე საცხოვრებელი სახლები, რომლებიც ძალიან დიდი მნიშვნელობის ისტორიული შენობებია“, – აღნიშნა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა.

The post გროზნოს N11-ის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობა იგეგმება appeared first on TTimes.GE.

თბილისის მერი კახეთის გზატკეცილზე, მარჯვენა სათადარიგო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კახეთის გზატკეცილზე, მარჯვენა სათადარიგო ზოლის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„კახეთის გზატკეცილის სათადარიგო ზოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპებად დავყავით. გვინდოდა, რომ ორივე ზოლი მოწესრიგებული ყოფილიყო, რადგან კომუნიკაციების მოწესრიგებითა და მიწისქვეშა სამუშაოებით, კახეთის გზატკეცილის ცენტრალური გზის სრული რეაბილიტაცია გვაქვს დაგეგმილი. პირველ ეტაპზე,  სათადარიგო ზოლების მოწესრიგება გადავწყვიტეთ. აქაც მთლიანად გამოცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოწესრიგებულია ყველაფერი, რათა გზის გადაკეტვის დროს, ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელი იყოს. დარწმუნებული ვარ, როდესაც ცენტრალური გზის, თარგების მოწესრიგებისა და  გამწვანების ჩათვლით, ყველა სამუშაო დასრულდება, ქალაქისთვის ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანი პროექტი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო არეალი 7.3 კილომეტრს მოიცავს, რომლის ფარგლებში, ტროტუარი და ბორდიური მოეწყობა, ასფალტის საფარი კი სავალ ნაწილზე, დაახლოებით, 70 000 კვ. მეტრზე დაიგება.  სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მიმდინარეობს საკომუნიკაციო ქსელის მოწესრიგება, დაზიანებული სანიაღვრე ქსელის აღდგენა და ახლის მოწყობა.

გასულ წელს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაცია განახორციელა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდება, შპს „ბლექ სი გრუპი“ აწარმოებს. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 10 357 000 ლარი დაიხარჯება.

კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მერთან ერთად, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ, ისნისა და სამგორის გამგებლებმა, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა დაათვალიერეს.

The post თბილისის მერი კახეთის გზატკეცილზე, მარჯვენა სათადარიგო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო appeared first on TTimes.GE.

დედაქალაქში ახალი საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო
„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის ცენტრალური ქუჩების მორთვა დაიწყო. ახალი საახალწლო განათებები რუსთაველის, თამარაშვილის, ჩოლოყაშვილის გამზირებზე, ასევე, კოსტავას, ბარათაშვილისა და მელიქიშვილის ქუჩებზე დამონტაჟდება.

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„რუსთაველის გამზირზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო. აღნიშნული ტერიტორია სრულად განახლდება – დამონტაჟდება ახალი განათებები და მგონია, რომ მოსახლეობა კმაყოფილი დარჩება. დასრულებული სამუშაოების ნახვა უკვე რამდენიმე დღეში იქნება შესაძლებელი, თუმცა ვფიქრობ, განათება საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვა. დედაქალაქის მოსახლეობას ვპირდებით, რომ საახალწლო განწყობას შევუქმნით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დღემდე, „თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟს თბილისის გარეუბნებში ახორციელებდა. აღნიშნულ უბნებში უკვე არსებული სანათი მოწყობილობები დამონტაჟდა, რომლებიც გასულ წელს, ცენტრალურ რაიონებში იყო განთავსებული.

რუსთაველის, თამარაშვილი-ჩოლოყაშვილის გამზირებზე, ასევე, ბარათაშვილის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩებზე ფლეშ სტრინგებთან ერთად, ანგელოზის 3D,  დასადგმელი, ფარდა და სხვა სახის დეკორაციები დამონტაჟდება. რაც შეეხება თავისუფლების მოედანზე არსებულ წმინდა გიორგის მონუმენტს, ის წელსაც განათებებით მოირთვება, რომელსაც ანგელოზის 2D დეკორაცია და ფლეშ სტრინგები დაემატება.

სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 6 ნოემბერს დაიწყო და დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

The post დედაქალაქში ახალი საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო appeared first on TTimes.GE.