ილია მეორე: „ბატონი ბიძინა დიდ ყურადღებას აქცევს იმას Archives - TTimes.GE

ილია მეორე: „ბატონი ბიძინა დიდ ყურადღებას აქცევს იმას, რა იქნება მომავალში“
ბატონი ბიძინა ოპტიმისტია და ქვეყნის მომავალს ოპტიმისტურად უყურებს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილთან სტუმრობისას მასთან საუბრის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრს მოჰყავს ისეთი არგუმენტები, რითაც სხვებსაც აჯერებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

“ღმერთმა ინებოს, ყველაფერი კარგად იყოს. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. არ შეიძლება ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო დაეცეს. არ შეიძლება მტერმა სძლიოს მას. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ღვთის ერი უნდა ვიყოთ და მუდამ გამარჯვებული ვიქნებით. ბატონი ბიძინა დიდ ყურადღებას აქცევს იმას, რა იქნება მომავალში, როგორ შეიძლება გაჩნდეს სამუშაო ადგილები, რა უნდა გაკეთდეს, რომ აყვავდეს სოფლის მეურნეობა. აქვს ძალიან კონკრეტული და რეალური გეგმები ამასთან დაკავშირებით”, – ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით თავადაც ბევრს ფიქრობს. უწმინდესი მიიჩნევს, რომ თუ სოფლის მეურნეობა გაძლიერდება, ქართველებზე ბედნიერი ერი დედამიწაზე არ იქნება.

“ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ შრომას. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩინეთიდან ან ინდოეთიდან მოსულები დაამუშავებენ მიწას. მათ შეიძლება დაამუშაონ, მაგრამ თავისთვის დაამუშავებენ და არა ჩვენთვის. ჩვენ უნდა შევიყვაროთ ბუნება, მიწა. არ უნდა მოვაცდინოთ მიწა. ამას ალბათ ჩვენი ხელისუფლება მოსთხოვს რაიონებში ადგილობრივ ხელმძღვანელებს. ყოვლად დაუშვებელია მიწის მოცდენა”, – ბრძანა პატრიარქმა.

15.09.13

The post ილია მეორე: „ბატონი ბიძინა დიდ ყურადღებას აქცევს იმას, რა იქნება მომავალში“ appeared first on TTimes.GE.