მაია რჩეულიშვილი თავს თაღლითად არ მიიჩნევს Archives - TTimes.GE
მაია რჩეულიშვილი თავს თაღლითად არ მიიჩნევს
“წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ. მასალებს ბოლომდე არ გავცნობილვარ, მხოლოდ დადგენილებას გავეცანი. მასალებს ხვალ გადმოგვიგზავნიან, რომელსაც შევისწავლით. ფაქტი სახეზეა, რომ ყველა ქონება, რომელიც ნაყიდი იყო ამ პერიოდში დღესაც არის სახეზე წარმოდგენილი და წარმოადგენს ჩემი და ნაწილობრივ ხალხის საკუთრებას, ვისთანაც თავს ვგრძნობ მოვალედ. რაც შეეხება ინვესტის ეპიზოდს, ყოველდღე მიმდინარეობს პროცესი, ხდება მორიგება სასამართლოს მეშვეობით და ამ ხალხს გადაეცემა უძრავი ქონება”, – განაცხადა მაია რჩეულიშვილმა.
მედიის წარმომადგენლების შეკითხვაზე, ხომ არ უკავშირებს იგი წარდგენილ ბრალდებას რაიმე პოლიტიკურ მოტივს, რჩეულიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავს კავშირს ის ვერ ხედავს.
“ვერაფრით ვერ ვიტყვი, რომ ეს რაიმე პოლიტიკურ პროცესს უკავშირდებოდეს, უბრალოდ იმდენი საჩივარი იყო შეტანილი, რომ წარმოუდგენლად მიმაჩნია პროკურატურას ყურადღება არ მიექცია ამისთვის, მაგარამ უამრავ ეპიზოდში, რომელიც წავიკითხე, ჩემი პოზიცია საგამოძიებო ორგანომ არ იცის და ჩემს ადვოკატთან ერთად აღნიშნულ პოზიციას აუცილებლად დავაფიქსირებ”, _ განაცხადა მაია რჩეულიშვილმა.
მისივე თქმით, რამდენიმეთვიანი გამოძიების მიმდინარეობისას, იგი ერთხელ უკვე იმყოფებოდა თბილისის პროკურატურაში, სადაც მისი ზოგადი დაკითხვა მოხდა.
“მე რომ თაღლითი ვყოფილიყავი, “დექსუსს” მართვაში არ გადავცემდი 94 მილიონ 215 დოლარის ქონებას”, _ განაცხადა მაია რჩეულიშვილმა.
მისივე თქმით, პროკურატურამ დააყადაღა “ცენტრ პოინტის” ნაწილი, თუმცა კომპანიის მუშაობას ხელი არ ეშლება და იგი სრულად ფუნქციონირებს.
The post მაია რჩეულიშვილი თავს თაღლითად არ მიიჩნევს appeared first on TTimes.GE.