მეცნიერება Archives - TTimes.GE

საქართველო მეცნიერების განვითარებისთვის იაპონიასთან თანამშრომლობას იწყებს
საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტი და იაპონიის სოკენდაის ეროვნული უნივერსიტეტი (SOKENDAI) სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის. შესაბამის მემორანდუმებს დღეს მოეწერა ხელი.

„დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა და იაპონურ მხარეს  შორის გაფორმდა უმნიშვნელოვანესი შეთანხმება, რომელიც გულისხმობს ჩვენი დოქტორანტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას, ასევე აკადემიური პერსონალის იაპონიის იმ წამყვან ტექნოლოგიურ ლაბორატორიებში მიმდინარე საერთაშორისო კვლევებში ჩართვას, რომელიც მოწინავეა არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ მსოფლიოში.ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი დოქტორანტების აღიარება, რომლებიც მიიღებენ, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე იაპონური მხარის დიპლომებს. ქართველი მეცნიერების მონაწილეობა ასეთ საერთაშორისო პროექტებში ხელს შეუწყობს საქართველოში მეცნიერების რეფორმის განხორციელებას“- განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

შეთანხმება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სოკენდაის ეროვნულ უნივერსიტეტს შორის ელემენტარული ნაწილაკების, მაღალი ენერგიების ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების დარგში კოლაბორაციასა და ქართველი დოქტორანტების ერთობლივ მომზადებას გულისხმობს. იაპონიის მხარე სრულ მზაობას გამოთქვამს, რომ ქართველმა დოქტორანტებმა სწავლებისა და კვლევების ნაწილი იაპონიაში გაიარონ და, ამ მიზნით, აქტიურად გამოიყენონ KEK-ის დაიაპონიისპროტონებისამაჩქარებლებისცენტრის (JPARC) უნიკალური სამეცნიერო და ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა. ასევე, იაპონიის მხარე ქართველ დოქტორანტებს სრულ ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენს იაპონიაში სწავლისა და სამეცნიერო კვლევების პროცესში.

შეთანხმების თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტებს ორმაგი ხარისხი მიენიჭებათ და ქართული და იაპონური დიპლომები გადაეცემათ. ამასთან, იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო აღიარებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევებისა და განათლების ხარისხს, ასევე მოხდება  საქართველოს ტექნიკურ და სოკენდაის ეროვნულ უნივერსიტეტებს შორის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერა.

აღნიშნულ თემებზე მემორანდუმების გაფორმება უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის და ემსახურება ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას, როგორც ფუნდამენტურ და გამოყენებითმეცნიერებებში,ასევე, დიდ წილად წაადგება საქართველოში ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლოპროგრამების დახვეწასაც, ხელს შეუწყობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქართველი მეცნიერების მონაწილეობას მსხვილმასშტაბიან საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში.

The post საქართველო  მეცნიერების განვითარებისთვის იაპონიასთან თანამშრომლობას იწყებს appeared first on TTimes.GE.

მიხეილ ბატიაშვილი:„ვფიქრობ, რომ ეს იყო დანაშაულებრივი პრაქტიკა, როდესაც მეცნიერებას არ აღიქვამდნენ პრიორიტეტად“
„მაღალი ხარისხის განათლება იწყება მეცნიერებით. ვფიქრობ, რომ ეს იყო დანაშაულებრივი პრაქტიკა, როდესაც მეცნიერებას არ აღიქვამდნენ პრიორიტეტად. რეფორმა იქნება მიმართული იმისკენ, რომ მაქსიმალურად დავაინტერესოთ ახალგაზრდები. ამ მიმართულებით წელს უკვე 32 მილიონი ლარი გამოყოფილი. რეფორმა გულისხმობს ერთიან ევროპულ სივრცეში ქართველი მეცნიერების ინტეგრაციას და თანამშრომლობას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ მეცნიერებს ჰქონდეთ წვდომა ევროპულ ინსტიტუციებთან,“ – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში განათლების რეფორმის წარდგენისას განაცხადა.

განათლების რეფორმის ფარგლებში მეცნიერების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი განისაზღვრა, კერძოდ, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის სისტემასთან მეტი ინტეგრაცია, მეცნიერების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა, მეცნიერების დაფინანსების მოქნილი და ეფექტური სქემების შემუშავება, მეცნიერებასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ინიცირება და განვითარების ხელშეწყობა, სამეცნიერო კვლევების შედეგების კომერციალიზაცია.

საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად 2019 წელს ფონდი ევროკომისიის ინიციატივაში EURAXESS საქართველოს გაწევრიანებას გეგმავს. ამ მიზნით შეიქმნება EURAXESS-Georgia პორტალი, რომელიც EURAXESS-ის პანევროპულ პორტალთან ინტეგრირდება. პორტალში ამჟამად 40-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. EURAXESS-ში ჩართვა ქართველ მკვლევრებს კარიერულ ზრდაში შეუწყობს ხელს, აგრეთვე, საქართველოში უცხოელ სტუდენტებს მოიზიდავს.

სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით მეცნიერების მენეჯმენტში ევროპული კვლევების საბჭოს – ERC – სტანდარტები, ბლოკჩეინი და 3D ტექნოლოგიები დაინერგება. ასევე, გაძლიერდება უცხოელი ექსპერტების როლი კვლევების შედეგების შეფასების პროცესში. სახელმწიფო სრულად დააფინანსებს საქართველოს უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისათვის ELSEVIER-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომას.

დაგეგმილია რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიეროჟურნალის „საქართველოს მეცნიერების“ (Georgian Science) გამოცემა, რომლის რედკოლეგიის წევრები ქართველებთან ერთად უცხოელი მეცნიერებიც იქნებიან. ჟურნალი საქართველოს სამეცნიერო პროდუქტის საერთაშორისო სამცნიერო სივრცეში გატანას უზრუნველყოფს.

მინისტრის თქმით, ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილია სახელობითი სტიპენდიების დაწესება და კვლევითი ვიზიტების დაფინანსების გაზრდა (ERC, DAAD, ფრანგული ინსტიტუტი და სხვა).

გაიზრდება კონკურსები მოზარდთა და მოსწავლეების  მონაწილეობით.მათი ბენეფიციარები სკოლის მოსწავლეებთან ერთად სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელებიც იქნებიან.

განათლების რეფორმა გულისხმობს ინტერდისციპლინური მიდგომებს განათლების ყველა მიმართულებას შორის, მათ შორის, მოსწავლეების ჩართვას სამეცნიერო პროექტებში.

The post მიხეილ ბატიაშვილი:„ვფიქრობ, რომ ეს იყო დანაშაულებრივი პრაქტიკა, როდესაც მეცნიერებას არ აღიქვამდნენ პრიორიტეტად“    appeared first on TTimes.GE.