ნინო ლომჯარია Archives - TTimes.GE

ომბუდსმენი – მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან გაგრძელდეს ზრუნვა დაუნის სინდრომის მქონე პირებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერაზე
საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან გაგრძელდეს ზრუნვა დაუნის სინდრომის მქონე პირებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას ამ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების, უწყვეტი განათლების, დასაქმების, სოციალური და ჯანდაცვის მომსახურებებზე მისაწვდომობის თანაბარი შესაძლებლობები ღირსეულ და ჯანსაღ გარემოში.

მისი თქმით, ყოველწლიურად 21 მარტს, მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ამ დღის დაწესება დაუნის სინდრომის მქონე პირების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

„2019 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის გზავნილია „არავინ დატოვო მიღმა“, რაც გულისხმობს გაერო-ს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში დაუნის სინდრომის მქონე ყველა ადამიანის თანაბარ შესაძლებლობას, იცხოვროს თანასწორ გარემოში, ჰქონდეს უწყვეტი პიროვნული განვითარების, განათლების ხელმისაწვდომობის, ჯანმრთელობის დაცვის, სამუშაო და საცხოვრებელი გარემოსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის თანაბარი შესაძლებლობები.

საქართველოში მცხოვრები დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის პრობლემად რჩება დასახელებული შესაძლებლობების უზრუნველყოფა. გარკვეული ნაბიჯების მიუხედავად, ქვეყანაში გამოწვევაა ამ პირთა ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული მომსახურებების არარსებობა, მათი პიროვნული განვითარების ხელშეწყობა, ხარვეზები ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზების პროცესში“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

The post ომბუდსმენი – მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან გაგრძელდეს ზრუნვა დაუნის სინდრომის მქონე პირებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერაზე appeared first on TTimes.GE.

სახალხო დამცველი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი მოვლენა უწოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტლებას, რომლის თანახმად, რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაციის გამო, რუსეთის ფედერაციას საქართველოსთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა.

„დღეს დავინახეთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი, მაშინაც კი, როდესაც დიდ და გავლენიან სახელმწიფოს უპირისპირდები – და ევროპული სასამართლო არის ეს ადგილი!“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

2019 წლის 31 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით კომპენსაციის თანხა 2006 წელს რუსეთიდან გამოძევებულ 1 795 დაზარალებულზე გადანაწილდება.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2 ათასი ევრო უნდა გადაუხადონ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთა მიმართებით დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-4 პროტოკოლის მე-4 მუხლი (კოლექტიური გაძევება) და 10.000-დან 15.000-მდე ევრო მათ, ვისთანაც მიმართებაში დაირღვა მე-5 მუხლი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და მე-3 მუხლი (დაკავების არაადამიანური და დამამცირებელი პირობები).

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაზარალებულთა კომპენსაციასთან დაკავშირებული პროცედურები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2014 წელს საქართველომ 2006 წელს ქართველების მასობრივი დაკავებისა და რუსეთიდან დეპორტაციის საკითხზე სამართლებრივი დავა მოიგო.

The post სახალხო დამცველი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება appeared first on TTimes.GE.