ნოდარ ხადურმა სსფ-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა Archives - TTimes.GE

ნოდარ ხადურმა სსფ-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც მონაწილეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში.

ფინანსთა სამინისტრო ინფორმაციით, ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ფინანსთა მინისტრი ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში დაესწრო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის კონფერენციას თემაზე: „განვითარებადი ბაზრების მდგომარეობა და მათი განვითარების პერსპექტივა“. კონფერენცია გახსნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა, კრისტინ ლაგარდმა.

ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრს ასევე დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ევროსაბჭოს ბანკის ხელმძღვანელობასთან და სხვა.

„ძალიან მნიშვნელოვანი და დატვირთული ვიზიტია. დაახლოებით 40-მდე შეხვედრა გვაქვს ამ რამდენიმე დღის განმავლობაში. შევხვდები საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებელ მოადგილეს მინ ჟუს, მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელობას, საერთაშორისო სავალუტო ფონდში ჩვენს კურატორებს. სერიოზული სამუშაო გვაქვს. იცით, რომ ჩვენ უკვე წარვადგინეთ პარლამენტში 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი და გვექნება საუბარი, როგორც ბიუჯეტის, ისე ზოგადად, ქვეყნის  მაკრო-ეკონომიკურ პარამეტრებზე, რათა ჩვენი პროგნოზი იყოს უფრო მყარი და საქართველოს ეკონომიკის განვითარებას შეუწყოს ხელი,“ – განაცხადა ხადურმა.

09.10.13

The post ნოდარ ხადურმა სსფ-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა appeared first on TTimes.GE.