პარკირება Archives - TTimes.GE

ავტომანქანის პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა
ავტომანქანის პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა. კანონში შესული ცვლილებების დეტალებზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, რომ პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა შეადგენდა 10 ლარს. ჩვენ პარლამენტს წარვუდგინეთ კანონპროექტი და მოვითხოვეთ, რომ ეს თანხა გაზრდილიყო. გუშინ პარლამენტმა მესამე მოსმენით გაზარდა ჯარიმა და ახლა პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა შეადგენს 50 ლარს.

პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმის გაზრდის განმაპირობებელი ფაქტორი სატრასპორტო სისტემის მოწესრიგება და ის გარემოებაა, რომ ქალაქში უკვე მოქმედებს ზონალურ საათობრივი პარკირება“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა ჯარიმის გადახდის წესის ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამართალდაღვევის ოქმი სპეციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება.

„მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ ჯარიმის ჩაბარების წესი შეიცვალა. აქამდე მხოლოდ ფოსტით ეგზავნებოდა სამართალდარღვევის ოქმი ადრესატს, ახლა თუ ფოსტით ვერ მოხდება ოქმის მიწოდება და ჩაბარება, იგი გამოქვეყნდება სპეციალურ ვებ-გვერდზე, რომლის მისამართია Tb.ge. ეს არის ჯარიმის ჩაბარებისა და გამოქვეყნების სწორედ ის მოდელი, რომელსაც იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის გამოწერიდან 10 დღის განმავლობაში დაჯარიმებული პირი შევა ვებ-გვერდზე, ის მიიღებს 20 პროცენტიან ფასდაკლებას და მას არ მოუწევს ჯარიმის თანხის სრულად გადახდა,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე მოსახლეობას მიმართავს, სიფრთხილით მოეკიდონ პარკირების წესებს, მათ შორის ზონალურ პარკირებასთან მიმართებაში.

„ვთხოვ დედაქალაქის მოსახლოებას და პირველ რიგში ავტომობილის მფლობელებს, სიფრთხილით მოეკიდონ პარკირების წესებს, რათა არ მოხდეს მათი დაჯარიმება. ასევე შევახსენებ მოსახლეობას, რომ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ავტომობილების გაჩერება არის უფასო . მათ უნდა დაარეგისტრირონ საკუთარი ავტომობილები შესაბამის ვებ-გვერდზე, რომლის შესახებაც რამდენჯერმე მივაწოდეთ ინფორმაცია. სხვა რაიონიდან მოსული ადამიანებისთვის კი ავტომობილის გაჩერება 15 წუთით იქნება უფასო. 1 საათით ავტობომილის გაჩერების ღირებულება არის 1 ლარი,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

The post ავტომანქანის პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა appeared first on TTimes.GE.

ვისთვის არ იქნება თბილისში საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა სავალდებულო
1 ივლისიდან თბილისში ზონალური და საათობრივი პარკირება ამოქმედდება- ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერიის ცნობით, საათობრივი პარკირების საფასური საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებას არ შეეხება; ასევე, არ შეეხება სრულად ელექტროძრავიან ავტომანქანებს და შშმ პირების კუთვნილ ავტომანქანებს.

რაც შეეხება ტაქსებს, მათთვის სხვადასხვა ადგილებში უკვე გამოყოფილია უფასო ექსკლუზიური სადგომები ქალაქის მასშტაბით; გარდა ამისა, ყველა მანქანა უზრუნველყოფილი იქნება დღეში ოთხი უფასო 15-წუთიანი პარკირებით.

უპირველეს ყოვლისა კი პირველი არეალი, სადაც ეს წესი გავრცელდება არის კოტე აფხაზის ქუჩა (ლესელიძის) და მიმდებარე ქუჩები.

კახა კალაძის ინფორმაციით, საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება, როგორც მობილური აპლიკაციის, ასევე ქუჩაში დამონტაჟებული გადახდის აპარატების მეშვეობით. შემოსული თანხა კი, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აკუმულირდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას მოხმარდება.

The post ვისთვის არ იქნება თბილისში საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა სავალდებულო appeared first on TTimes.GE.