რომი Archives - TTimes.GE

სიქსტის კაპელა-წარმოუდგენელი ქრისტიანული ხელოვნება
შრომის ტიტანური სტილით მიქელანჯელოს ძნელად თუ ვინმე შეედრება. იგი გავდა მისებრ უსახურ  ჰეფესტოს, ოლიმპიელი ღმერთების მჭედელს. სწორედ მას უბრძანეს საჭრეთლის დადება და ფუნჯის აღება. მან უნდა დახატოს ისეთი სურათები, რომ მნახველში მოწიწებას იწვევდეს. მან მართლაც დახატა სურათები, რომელიც მნახველში მოწიწებას იწვევს, თუმცა მნახველი მოწიწებით იმსჭვალება არა ღმერთის, არამედ შემოქმედი ადამიანის წინაშე.

ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეძლო ერთმა ადამიანმა იმის მიღწევა, რასაც მიქელანჯელომ ოთხი წლის განმავლობაში პაპის კაპელაში ხარაჩოებზე მარტო მუშაობით მიაღწია. როგორც ჩანს მიქელანჯელო ზურგზე იწვა და ზევით მზირალი ხატავდა. იგი ისე შეეჩვია ამ მოუხერხებელ მდგომარეობას, რომ ახალ მიღებულ წერილსაც თავის ზემოთ იჭერდა და ისე კითხულობდა; მაგრამ ფიზიკური თავგამოდება ადამიანისა, რომელმაც შეძლო და უზარმაზარი სივრცე დააუხმარებლად მოხატა, მის ინტელექტუალურ და მხატვრულ ღირსებებთან შედარებით არაფერია.

სიქსტის კაპელა პირველად პაპ სიქსტუს IV-ის დროს XV საუკუნეში მოიხატა. მაშინ რომის პაპმა საუკეთესო მხატვრები პიეტრო პერუჯინო, სანდრო ბოტიჩელი და მიქელაჯელოს მასწავლებელი დომენიკო გირლანდაიო მიიწვია. XVI საუკუნის დასაწყისში კი იულიუს II მიქელანჯელოს კაპელის ჭერის კედლის ფრესკა დაუკვეთა. იულიუს II ჩინკვეჩენტოს ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე იყო. ის ყოველთვის საუკეთესო მხატვრებს იწვევდა და კათოლიკური ეკლესიის პოლიტიკურ და რელიგიურ ავტორიტეტს შექმნილი ხელოვნების ნიმუშებით კიდევ უფრო ამტკიცებდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მხატვრებს უკვე დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ. შედეგად მიქელანჯელო გარკვეულ შემთხვევებში დამკვეთს ეწინააღმდეგებოდა და დამოუკიდებელი მუშაობისთვის საკუთარ განსაკუთრებულ პირობებს ითხოვდა.

მოხატულობის თავდაპირველი სქემა განსხვაებული იყო და თორმეტი მოციქულის გამოსახულებას გულისხმობდა. თუმცა მიქელანჯელომ უფრო დატვირთული პროგრამა შექმნა. ფრესკა კათოლიკური ეკლესიის ძირითად დოქტრინებს ასახავს. სამყაროს, ადამიანის შექმნა, პირველი ცოდვა, ნოეს ისტორია მოხატულობის ცენტრალური ნაწილებია. ჭერის დანარჩენ სივრცეზე კი სიმეტრიულად წინასწარმეტყველების და ძველი აღქმის სხვა სიუჟეტები ნაწილდება.

მოხატულობის ამ რთულ პროგრამაში მიქელანჯელო არქიტექტურულ სივრცეს ბოლომდე ითვალისწინებს. ყოველი კომპოზიცია დამოუკიდებელია და სრულ პერსპექტიულ მთლიანობას არ იძლევა. სხვადსხვა რაკურსების შედეგად ყოველ სცენას განსხვავებული განათება აქვს. მკვეთრი, ღია ფერები და მოცულობითი, ძლიერი ფიგურები მიქელანჯელოს ქანდაკებისთვის დამახასიათებელ მონუმენტურ და დრამატულს განცდას განაპირობებს. მთლიანი მოხატულობის მოწესრიგებულ სისტემაში იდეურად გაერთიანებული უამრავი მხატვრული სახე, განსხვავებულ სივრცეებში, დინამიურად აღიქმება.

სიქსტის კაპელის მოხატულობა ადამიანისა და ღმერთის, ადამიანისა და სამყაროს ერთობასა და კონფლიქტზეა აგებული. სამყაროს შექმნა თითქოს ნებაა, ღმერთის და ადამის კავშირი სიცოცხლის დაბადება, პირველი ცოდვა კი უკვე შექმნილ სამყაროში არსებობაა. მიქელანჯელოს ეს ციკლი არსებობის ნებას ასახავს. ადამიანის და ღმერთის ტრაგიკულ ურთიერთობას და კაცობრიობის მუდმივ წინააღმდეგობებს.

The post სიქსტის კაპელა-წარმოუდგენელი ქრისტიანული ხელოვნება appeared first on TTimes.GE.

„პიეტა“ – ერთადერთი შედევრი, რომელსაც მიქელანჯელომ ხელი მოაწერა
რომში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში მდებარეობს კაცობრიობის უდიდესი მხატვრისა და მოქანდაკის მიქელანჯელო ბუონაროტის საოცარი ქმნილება „pieta“. მისი შექმნისას მიქელანჯელო 24 წლის გახლდათ. საკუთარი ხელოვნების სრულყოფილებაში დარწმუნებულმა კონტრაქტში ჩაწერა, რომ „პიეტა იქნება ულამაზესი მარმარილოს ქანდაკება და ვერცერთი ცოცხალი ხელოვანი მასზე უკეთესს ვერ შექმნის“.

მე-14 საუკუნეში ქრისტიანობაში ღვთისმშობლის მწუხარების თაყვანისცემა დაიწყო, რაც ხელოვნებაშიც აისახა. იესო ქრისტეს დატირების სცენებს პიეტას უწოდებდნენ.

მიქელანჯელომ თავისი შედევრი 1496-1498 წლებში, ტოსკანური მარმარილოსგან გამოკვეთა. ის ფრანგი კარდინალის ჟან ბილერის საფლავის კაპელისთვის იყო განკუთვნილი.

ჟან ბილერი რომში საფრანგეთის წარმომადგენლად მოღვაწეობდა. 1498 წელს მან მიქელანჯელოს საკუთარი საფლავისთვის ქანდაკება შეუკვეთა, თუმცა მის დასრულებას ვერ მოესწრო.

კონტრაქტით გათვალისწინებული ერთი წლის ნაცვლად, მიქელანჯელო „პიეტაზე“ ორი წელი მუშაობდა.

ამ პერიოდში, კარდინალი გარდაიცვალა, თუმცა სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ის მიქელანჯელოს სახელოსნოში ქანდაკების სანახავად მივიდა. ამ დროისთვის, მხოლოდ ღვთისმშობლისა და ქრისტეს სახეები იყო დასრულებული, მაგრამ უკვე ჩანდა, რომ მოქანდაკემ პირობა შეასრულა და სილამაზითა და ემოციურობით მიქელანჯელოს შედევრზე უკეთესის შექმნას ვერავინ შეძლებდა.

მე-18 საუკუნეში ქანდაკება კარდინალის საფლავიდან ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძრის ერთ-ერთ კაპელაში გადაიტანეს.

ავტორის ჩანაფიქრით, მარიამს ჯვარცმიდან ჩამოხსნილი იესოს სხეული მუხლებზე ჰყავს დასვენებული. მძიმე მოსასხამის ნაკეცები მთლიანად ფარავს მარიამის სხეულს და მნახველს ისეთი განცდა რჩება, თითქოს ტოსკანური მარმარილო თავად შეიცავს სიკვდილსა და მწუხარებას.

მნახველის წინაშე ცხადად წარმოდგება სურათი – როგორ აჰყავს მარიამს შვილი, როგორი დედობრივი მზრუნველობით იჭერს, როგორ ეფერება მისი მზერა ქრისტეს სახეს…

ქრისტე ექსპრესიულად არის მოცემული: გამხდარი, უკან გადაგდებული თავით და უღონოდ ჩამოვარდნილი ხელით.

ყველა, ვისაც ქანდაკება უნახავს, გრძნობს, რომ გარდაცვლილი შვილის სხეული დედას აუტანელი სიმძიმით აწევს, მაგრამ უფრო მძიმეა დარდი, რომელიც დედის გულს დაუფლებია. მარიამის დახრილი თავი და მწუხარე სახის მშვენიერი ნაკვთები თავსაბურავის ნაკეცებშია მოქცეული. მრავლისმეტყველია მარცხენა ხელის ჟესტი, რომელიც თითქოს კითხვას გამოხატავს და გამოუსწორებელი დანაკარგის დაჯერება არ უნდა.

მარიამს ახალგაზრდა ქალიშვილის სახე აქვს, თუმცა იესოს გარდაცვალების დროისთვის ის 50 წლის იყო. დიახ, თეოლოგიური კანონები დაირღვა, თუმცა ხელოვნებათმცოდნეები ამტკიცებენ, რომ რენესანსის პერიოდში სწორედ ასე იყო მიღებული ქალწული მარიამის სულიერი სიწმინდის ასახვა.

დარღვეულია ქანდაკების პროპორციებიც, რასაც იდეური და წმინდა ტექნიკური დატვირთვა აქვს: მარიამი უფლის დედაა, ამასთანავე, შვილის სხეულის დაჭერა უნდა შეძლოს, ამიტომ მისი ფიგურა მოზრდილი ზომის უნდა ყოფილიყო.

„პიეტა“ ერთადერთი ნამუშევარია, რომელსაც მიქელანჯელომ ხელი მოაწერა.

იტალიელი მწერლისა და ხელოვანის ჯორჯო ვაზარის ცნობით, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა „პიეტას“ ავტორად სხვა მოქანდაკე მიიჩნია და ამ თემაზე კამათი გაჩაღდა, მიქელანჯელო იძულებული გახდა, ქანდაკებაზე საკუთარი ხელმოწერა ამოეკვეთა.

მოგვიანებით, ხელოვანმა ეს გადაწყვეტილება ინანა და დაიფიცა, რომ საკუთარ ნამუშევარს ხელს აღარასოდეს მოაწერდა.

სამწუხაროდ, მსოფლიო შედევრი არაერთხელ დაზიანდა. ერთ-ერთი გადატანის დროს ღვთისმშობელს მარცხენა ხელი დაუზიანდა, მაგრამ ყველაზე დიდი ზიანი ქანდაკებას 1972 წლის 21 მაისს უნგრელმა გეოლოგმა ლასლო ტოთიმ მიაყენა. „მე მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე ვარ“ – ყვიროდა ტოთი და შედევრს უროს ურტყამდა. სანამ დაცვა შეიპყრობდა, გეოლოგმა „პიეტას“ 50-მდე ნაწილი, მათ შორის, ცხვირისა და მოსასხამის ნაკეცი და ხელი მოსტეხა. ნატეხების ნაწილი დაიკარგა, ნაწილი ტურისტებმა და ტაძრის მცველებმა მაშინვე დააბრუნეს. მომხდარის შემდეგ, ხელოვნებათმცოდნეებისა და რესტავრატორების კონსილიუმი შეიკრიბა და გადაწყდა, რომ დაზიანებული ნაწილი მაქსიმალური სიზუსტით აღედგინათ.

საბოლოოდ, ქანდაკებამ პირვანდელი სახე დაიბრუნა, თუმცა ამისთვის, ქანდაკების უკანა, ნაკლებად მნიშვნელოვანი ადგილებიდან დაკარგული ფრაგმენტების ამოჭრა გახდა აუცილებელი.

რესტავრაციის შემდეგ მიქელანჯელოს შედევრს ტყვიაგაუმტარი მინის ჯებირი შემოავლეს.

The post „პიეტა“ – ერთადერთი შედევრი, რომელსაც მიქელანჯელომ ხელი მოაწერა appeared first on TTimes.GE.