"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს": „ ვლადიმერ ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო“ Archives - TTimes.GE
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო გახმაურებული სამართლის საქმეების სასამართლო მოინიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
როგორც ორგანიზაციის იურისტმა გია გვილავამ განაცხადა, ანგარიშში ასახულია 2013 წლის თებერვლიდან 19 ივლისამდე პერიოდამდე ინფორმაცია.
მისივე ინფორმაციით, ორგანიზაციის დამკვირვებლები ესწრებიან სხდომებს, სადაც მაღალი თანამდებობის პირებს – ბაჩო ახალაიას, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა გვარამიას, თენგიზ გუნავას, მეგიზ ქარდავას, გეგი ქელბაქიანისა და არჩილ ჩოგოვაძის საქმეები იხილება.
გვილავას განმარტებით, სასამართლო პროცესები უკვე დასრულებულია და საქმეებზე საბოლო განაჩენებია გამოტანილი, თუმცა ანგარიშში მოხვდა ისეთი საქმეები, რომელიც დასრულებული არ არის.
“სასამართლო პროცესებზე მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები დაცული იყო. დაცვასა და ბრალდებას საკუთარი პოზიციების გამოხატვის თანაბარი საშუალება ჰქონდათ. მათ შეეძლოთ შეუფერხებლად ესარგებლათ საპროცესო კანონმდებლობით გარანტირებული უფლებებით. ბრალდება ძირითადად მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს ეყრდნობოდა. სხვა მტკიცებულება ანგარიშის მომზადების მომენტამდე წარმოდგენილი არ ყოფილა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა,” – განაცხადა გვილავამ.
მისივე ინფორმაციით, კვლევის დროს რამდენიმე შემთხვევაში პროკურატურის მიერ მოწვეულმა მოწმეებმა მოგვიანებით ჩვენებები შეცვალეს, ასევე დაცვის მხარის ზოგიერთი წარმომადგენელი პროცესის შესახებ პოლიტიკურ განცხადებებს ავრცელებდა.
“პროცესებზე სასამართლომ სამჯერ გამოიყენა დისციპლინური ღონისძიება მხარეებისა და ბრალდებულის მიმართ. ყველა შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულებს სასამართლო პროცესის ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით ჩატარება შესთავაზეს, მათ უარი განაცხადეს შეთავაზებაზე იმ მოტივით, რომ საზოგადოებაში მათ შესახებ უკვე გარკვეული მცდარი აზრი იყო ჩამოყალიბებული, რაც ხელს შეუშლიდა სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას” – აცხადებს იურისტი.
მისივე თქმით, სასამართლომ რამდენიმე შემთხვევაში წინასწარ არ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმ სხდომების შესახებ, რომლებზეც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი უნდა განხილულიყო. ასეთი პრაქტიკა კი, იურისტის აზრით, ხელს უშლის გახმაურებული პროცესების საჯაროობას.
“ბაჩანა ახალაიას საქმეში, საზოგადოების დიდი ინტერესის არსებობის მიუხედავად, პროკურატურა შეეწინააღმდეგა სხდომის ვიდეოგადაღებას და ამ გზით პროცესის გასაჯაროებას. სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას საზოგადოების წარმომადგენლები და ორგანიზებული ჯგუფები ბრალდებულების საწინააღმდეგო აქციებს მართავდნენ,” – განაცხადა გვილავამ.
22.08.13
The post “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო გახმაურებული სამართლის საქმეების სასამართლო მოინიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს appeared first on TTimes.GE.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”: „ ვლადიმერ ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო“
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბედუკაძის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილსა და ვლადიმერ ბედუკაძეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება “განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ”.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” გაერო-ს კონვენციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დაუშვებელია უმაღლესი თანამდებობის პირის ან სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტი გახდეს წამების გამართლების საფუძველი.
“2013 წლის 14 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ბრალდებულ ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლების შესახებ, რასაც საფუძვლად დაედო საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშივილსა და ვლადიმერ ბედუკაძეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება “განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ”. ვლადიმერ ბედუკაძეს, რომელმაც გასული წლის სექტემბრის თვეში ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყობის ამსახველი კადრები გაავრცელა, ბრალად ედებოდა წამება და არაადამიანური მოპყრობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდესის 218-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მთავარ პროკურორს უფლება აქვს, განსაკუთრებულ შემთხვევაში სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების თაობაზე. განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დადებისას საქართველოს მთავარმა პროკურორმა უნდა გაითვალისწინოს საჯარო ინტერესი, ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ბრალეულობის ხარისხი. აღნიშნული გარემოებები ბედუკაძის შემთხვევაში, შესაძლოა, არასათანდოდ ყოფილიყო შეფასებული”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ვლადიმერ ბედუკაძეს ბრალად ედებოდა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით ერთ ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულად აღიარებული ქმედება. მათივე განმარტებით, გაეროს კონვენციის – “წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ” – მეორე მუხლი ნათლად კრძალავას წამების ნებისმიერი ფორმით გამართლებას.
გარდა ამისა, კონვენციის მეორე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით დაუშვებელია უმაღლესი თანამდებობის პირის ან სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტი გახდეს წამების გამართლების საფუძველი.
გაეროს კონვენციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თითოეულმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს წამების დანაშაულის დასჯა შესაბამისი სასჯელის გამოყენებით.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, ვლადიმერ ბედუკაძე სასამართლოს საბოლოო განაჩენის გარეშე, ფორმალური გაგებით, ვერ ჩაითვლება დამნაშავედ.
“მას ბრალად უმძიმესი დანაშაული ედებოდა და მისი მონაწილეობა ამ დანაშაულის ჩადენაში არც მთავარ პროკურორს და არც ბედუკაძეს არ უარყვია. უფრო მეტიც, გავრცელებული ინფორმაციით, ბედუკაძემ აღიარა დანაშაულის ჩადენა.
The post “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”: „ ვლადიმერ ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო“ appeared first on TTimes.GE.