სასტუმრო "ბუდაპეშტი" Archives - TTimes.GE

კალაძის თქმით, ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება
ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ არ აშენდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სასტუმროს მფლობელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ინვესტორი მერიის წინადადებას დათანხმდა და ქალაქისთვის მნიშვნელოვან მწვანე სივრცეში აღარაფერი აშენდება.

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“მფლობელთან შეხვედრა გვქონდა. ამ თემასთან დაკავშირებით ვნებათაღელვა არ წყდება. ინტერესი საკმაოდ დიდია. მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით, რომ ვაკისპარკმა გაიმარჯვა. მინდა მივულოცო თბილისსა და თბილისელებს. ჩვენ ინვესტორთანშეთანხმების მიღწევამოვახერხეთ, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე, ვაკის პარკში არაფერი აშენდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყველა იმ ადამიანსმადლობა გადაუხადა, ვინც ქალაქისთვის მნიშვნელოვან სივრცეს პირველივე დღეებიდან იცავდა. მან მადლობა ასევე, გადაუხადა ინვესტორს, რომ შემხვედრი ნაბიჯები გადმოდგა.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა იმ ადამიანს, იმ აქტივისტს მადლობა გადავუხადო, რომელიც პირველივე დღიდან ჩართული იყო პროცესში და იცავდა ამ კონკრეტულ მწვანე სივრცეს, იცავდა ჩვენი ქალაქისთვის და თბილისელებისთვის. მინდა, ასევე, მადლობა გადავუხადო იმ რიგით ადამიანებს, ვისაც გული შესტკიოდა ამ მწვანე სივრცეზე და მაქსიმალურ მხარდაჭერასა და თანადგომას იჩენდა. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, 2013 წელს ამ კონკრეტულ ადგილზე გაცემული იყო სპეციალური ნებართვა, რომელიც უვადოა. შემდეგ გაიცა მშენებლობის ნებართვა 30-მეტრიან სასტუმროზე, რომელიც დაახლოებით, რვა-ცხრა სართულის სიმაღლისაა. მაშინდელი მერი სხვა გადასახედიდან იყურებოდა და ქალაქისთვის საზიანო ნებართვებს გასცემდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ერთიანი ძალისხმევით, იმ პრობლემების მოგვარება მოხდება, რომელიც დღეს დედაქალაქის მოსახლეობას აწუხებს.

„კარგად მაქვს გააზრებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ქალაქის წინაშე.  ვაკის  პარკის  ეს  კონკრეტული  საქმე მაძლევს სტიმულს,  რომ ბევრი რამის  გამოსწორება შეიძლება. მთავარია მონდომება, საქმისადმი სიყვარული და  პრინციპულობა. ყველაზე მთავარი კი მხარდაჭერაა, რასაც ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვგრძნობთ და რისთვისაც მადლიერი ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით იმ პრობლემების მოგვარებასშევძლებთ, რომელიც დღეს ამ ქალაქში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს აწუხებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

The post კალაძის თქმით, ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება appeared first on TTimes.GE.

სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელი მზადაა, თბილისის მერს შეხვდეს
ჩვენგან არის მზაობა შევხვდეთ ქალაქის მერს კახი კალაძეს და ერთობლივად მოვიძიოთ ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი. გვაქვს მოლოდინი, რომ მერია გადმოდგამს შემხვედრ ნაბიჯს და მოგებული პროცესის მიუხედავად მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით“-წერს გოგა ზაქაიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

„ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა მიიღო ფსიქოლოგიური ზეწოლის და ძალადობის ფორმა. ამ პროცესში მე და ჩემი კომპანია უსამართლოდ აღმოვჩნდით სისტემის და საზოგადოების პირისპირ. მთელი ამ დავის პროცესში ყველა დაინტერესებულმა თუ მონაწილე მხარემ დაგვადანაშაულა ჩვენ, მათ შორის ქალაქის ძველმა და ახალმა ხელმძღვანელობამ. სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დაგვეკისრა მხოლოდ ჩვენ.

მინდა მივმართო ყველა დაინტერესებულ პირს – ჩვენმა კომპანიამ ეს ტერიტორია შეისყიდა კანონის სრული დაცვით, არც არავის უჩუქებია და არც სიმბოლურ ფასად 1 ლარად შეგვიძენია. იყო გამოტანილი გასაყიდი საინვესტიციო ქონება და ჩვენმა კომპანიამ ის შეიძინა.

ჩვენ შევიძინეთ კომპაქტური და არქიტექტურულად გარემოსთან შესატყვისობაში მყოფი პროექტი, რაზეც იყო გაცემული ნებართვა. თუ საზოგადოება გადახედავს ვაკის პარკის მიმდებარედ ან მის ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებს, ჩვენი პროექტი მათთან შედარებით, შეიძლება ითქვას, რომ არის უნიკალური ეკოლოგიური ნაგებობა.

რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ შევყევით სასამართლო დავაში არასამთავრობოებს და აქტივისტთა ჯგუფებს, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ როგორც ძირითადად ხდება, პროცესი იყო მართული. ამ ადგილზე არსებობდა რესტორანი, ხოლო ვაკის პარკისგან მიტაცებულ ტერიტორიებზე იგივე პერიოდში აშენდა კორპუსები, რესტორნები, სხვა ინფრასტრუქტურა. საზოგადოების არც ერთ ნაწილს, არც ერთ ეტაპზე ეს პროცესი არ გაუპროტესტებია.

ჩვენგან არის მზაობა შევხვდეთ ქალაქის მერს კახი კალაძეს და ერთობლივად მოვიძიოთ ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი. გვაქვს მოლოდინი, რომ მერია გადმოდგამს შემხვედრ ნაბიჯს და მოგებული პროცესის მიუხედავად მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით“,

The post სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელი მზადაა, თბილისის მერს შეხვდეს appeared first on TTimes.GE.