ტყეების მეფე“ ანუ დათო ტურაშვილის თვალით დანახული დავით აღმაშენებლის მოღვაწეობა Archives - TTimes.GE

“ტყეების მეფე” ანუ დათო ტურაშვილის თვალით დანახული დავით აღმაშენებლის მოღვაწეობა
ქართული მწერლობა დღეს სიცოცხლის ახალ საფეხურზეა და რთულია იმ კლასიკოსთა კვალდაკვალ არსებობა, რომელთაც წლების და საუკუნის  წინ თქვეს საკუთარი სათქმელი. თქვეს თითქმის ყველასა და ყველაფერზე, მაგრამ თანამედროვე ეპოქა ახალ სათქმელს ითხოვს. ახალ გამოწვევებს სთავაზობს თანამედროვე ქართულ მწერლობას და ამ გამოწვევებს საკმაოდ კარგად ართმევენ თავს ჩვენი თანამედროვე მწერლები.

თიბისი გალერეაში დათო ტურაშვილის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი სახელწოდებით ,,ტყეების მეფე“ საქართველოს ისტორიაში გამორჩეული მეფის, ჩვენი ისტორიის თვალსაჩინო ფიგურის დავით აღმაშენებლის მოღვაწეობაზე მოგვითხრობს. ამ წიგნში რეალობას ერწყმის ლეგენდები და წიგნის თავდაპირველი მიზანია კინო სცენარი, რომლის გადაღებაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. ავტორმა კი ეს ყოველივე მხატვრულ სტილს შეურწყა და ახალი წიგნი შემოგვთავაზა.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილნი იყვნენ ქართული მწერლობის სხვა პოპულარული სახეები, მწერლის მეგობრები და სტუდენტები, რომელთც უყვართ და მოსწონთ დათო ტურაშვილის შემოქმედება.

რატი ამაღლობელი: – დათო ტურაშვილს ყოველთვის ასეთი უცნაური ნიჭი აქვს და უნარი, რომ ადამიანებს აკითხებს ბევრ წიგნს. ბევრ მწერალს არ აქვს ეს, შეიძლება პირიქით. დათოს ყველა წიგნი თითქმის ბესტსელერია. დარწმუნებული ვარ ეს წიგნიც ასეთი იქნება, იმიტომ, რომ უშუალოა. რასაც განიცდის და გრძნობს მხოლოდ იმას წერს და ეს თითქოს ერთი შეხედვით მარტივი უნარი ძალიან იშვიათია ჩვენს მწერლობაში. მხოლოდ ის თქვა რაც გიგრძვნია. ამაშია ალბათ მისი წარმატების საიდუმლო.

გიორგი კეკელიძე: – დათო არის იმ ტიპის ავტორი, რომელიც ყველა ქვეყანაში უნდა იყოს და ამ თვალსაზრისით ჩვენ შეიძლება ვიყოთ ბედნიერები იმიტომ, რომ ეს არის ავტორი, რომელიც ახერხებს, იყოს ყოველთვის ტოპ რეიტინგებში მაღალ ადგილზე, რაც გულისხმობს იმას, რომ თეორიულად საქართველოშიც არის შესაძლებელი იყო მწერალი და მეორეს მხრივ იყო პოპულარული გაყიდევბის თვალსაზრისითაც. შესაბამისად სწორედ ეს განაპირობებს სხვა ქვეყნებში მწერლობის პოპულარობის დონეს. საქართველოში სამწუხაროდ დათო  ერთი-ორ გამონაკლისს შორის არის, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ბევრი მიბაძავს მას და ქართული მწერლობა საბოლოო ჯამში რაღაც პროცესს დაიწყებს.

08.11.13

გიორგი ჩუბინიძე

The post “ტყეების მეფე” ანუ დათო ტურაშვილის თვალით დანახული დავით აღმაშენებლის მოღვაწეობა appeared first on TTimes.GE.